„კოშმარულ სიზმარშიც არ მინდა წარმოვიდგინო მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ მყოფი ქირურგი საოპერაციოში“
საზოგადოება

„კოშმარულ სიზმარშიც არ მინდა წარმოვიდგინო მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ მყოფი ქირურგი საოპერაციოში“

„კოშმარულ სიზმარშიც არ მინდა წარმოვიდგინო მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ მყოფი ქირურგი საოპერაციოში“
თამთა ქარჩავა

2018-08-02 20:00:51

პოსტსაბჭოთა სივრცეში საქართველო პირველი ქვეყანაა, რომელმაც მარიხუანას ლეგალიზაცია დაუშვა. ამის მიუხედავად, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება დავის საგანია, როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის და საზოგადოების უმრავლესობაში. ამაზე მეტყველებს NDI–ის კვლევა, რომლის თანახმად, გამოკითხულთა 74% ამბობს, რომ მარიხუანას ლეგალიზაცია არ უნდა მოხდეს. მხოლოდ 18% მიიჩნევს, რომ მარიხუანას ლეგალიზაცია უნდა მოხდეს.

შეგახსენებთ, პოლიტიური გაერთიანება „გირჩის“ სარჩელის საფუძველზე, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მარიხუანას მოხმარებასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული ჯარიმა გაუქმდა. გადაწყვეტილებას აკრიტიკებს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი, რომლის განცხადებით, მისდა გასაოცრად, საკონსტიტუციო სასამართლოს აღმოაჩნდა ამ დარგის უფრო მაღალი ექსპერტიზა, ვიდრე ამ დარგის ექსპერტებს.

დავით სერგეენკოს შეფასებით, კოშმარულ სიზმარშიც არ სურს, მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ მყოფი გარკვეული პროფესიების მქონე პირების წარმოდგენა.

„ჩემი, როგორც ექიმის პოზიცია ასეთია, რომ ჩემდა გასაოცრად, საკონსტიტუციო სასამართლოს აღმოაჩნდა უფრო მაღალი ექსპერტიზა, ვიდრე ამ დარგის ექსპერტებს, რომლებსაც დღესაც არ აქვს შეჯერებული პოზიცია და მიმდინარეობს მეცნიერულ მტკიცებულებებზე დაფუძნებული დისკუსია. საკონსტიტუციო სასამართლომ ის გადაწყვეტილება მიიღო, რაც მიიღო. მე არ მაქვს უფლება, რომ დავიწყო კრიტიკა, თუმცა ჩემი პოზიციაა არის ის, რომ კოშმარულ სიზმარშიც არ მინდა წარმოვიდგინო მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ მყოფი ქირურგი საოპერაციოში, მასწავლებელი ან ავიადისპეტჩერი“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

განსხვავებული პოზიცია აქვს გიორგი მარგველაშვილს, რომელის განცხადებით, ერთია რაღაც არ მოგწონდეს და მეორეა – ამის გამო ადამიანს ციხეში უშვებდე. ამ ლოგიკის გათვალისწინებით პრეზიდენტი მხარს უჭერს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და მიაჩნია, რომ უპასუხისმგებლოა საკონსტიტუციო სასამართლოზე თავდასხმა.

„მოდით, ასე ვთქვათ, 74% ფიქრობს, რომ მარიხუანას მოხმარება არაა კარგი და დადებითი ჩვევა, მე შემიძლია ამ 74%–ს შევუერთდე, შეიძლება კიდევ შევუერთდე იმ 90%–ს ვისაც მიაჩნია, რომ სიგარეტის მოხმარება კატასტროფაა, შემიძლია შევუერთდე, ალბათ, მოქალაქეების 100%–ს, ვისაც მიაჩნია, რომ ზედმეტი ალკოჰოლის მოხმარება ცუდია, მაგრამ ზღვარი უნდა გავავლოთ. ერთია ცუდი და კარგი ჩვევა, მეორეა ამის გამო რამდენად უნდა გვყავდეს ადამიანები ციხეში.

ჩვენ ამ ზღვარის გავლება უნდა ვისწავლოთ. მხარს ვუჭერ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და აგრეთვე მიმაჩნია, რომ სრულიად უპასუხისმგებლოა საკონსტიტუციო სასამართლოზე თავდასხმა. ინსტიტუტებს ამ ქვეყანაში, ამ ბოლო დროს, ძალიან იოლად ესხმიან თავს მარჯვნიდან, მარცხნიდან, ზევიდან და ქვევიდან. ამ ინსტიტუტებს თუ მთლიანად დავანგრევთ, მერე მაინტერესებს ვინ დაიცავს ნებისმიერ კანონს?“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას უპირისპირდება საპატრიარქო. საგანგებო პრესკონფერენციაზე დეკანოზმა დავით ნოზაძემ დაადასტურა, რომ მხარს უჭერს მამა ანდრია ჯაღმაიძის განცხადებას საკონსტიტუციო სასამართლოს გაუქმებასთან დაკავშირებით.

„საერთოდ არ არის სწორი, რომ ასეთი მნიშვნელოვანი საკითხი ოთხმა ადამიანმა გადაწყვიტოს. საერთოდ, ასეთ მნიშვნელოვან საკითხებს მთელი ერი უნდა წყვეტდეს. რეფერენდუმი ხომ არსებობს? მოდით, ვკითხოთ ჩვენს მოსახლეობას რა ურჩევნია, იყოს ნებადართული თუ – არა. რელიგიური ადამიანი თვითონ ხვდება, რომ ნებისმიერი თრობა დანაშაულია, მასთან მე ბევრი საუბარი არ მჭირდება.

ჩემი აზრით, პრემიერმაც, მინისტრებმაც, პარლამენტარებმაც, სასულიერო პირებმაც, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს ნებადართული არ იყოს. ნებისმიერი თქვენგანი, მათ შორის მეც, რამეს რომ დავაშავებთ, შიგნიდან სინდისი გვეუბნება, რომ ეს დანაშაულია. კაცი იფიქრებს, რომ რაღაც შეეშალა, უცებ ზურაბ ჯაფარიძე ეტყვის, რომ ნებადართულია. ასე ადამიანი ირყვნება და იღუპება. ჟურნალისტები ხშირად ამბობთ, რომ ეს ისტორიული გადაწყვეტილებააო, ერთ სიტყვას აკლებთ, „საუბედურო ისტორიული გადაწყვეტილება“ მიიღო ამ ოთხმა მოსამართლემ“, – განაცხადა დეკანოზმა.

მისივე თქმით, ამ მოსამართლეებმა თავიანთი გადაწყვეტილება სასწრაფოდ უნდა შეცვალონ და ერის წინაშე ბოდიში მოიხადონ.

„გირჩში“ დღეს ვინც არიან, მთავრობაში როცა იყვნენ არავისზე ზრუნავდნენ. გინახავთ, რომ ზურაბ ჯაფარიძე გამოსულიყო პარლამენტში და ეთქვას – ბატონო მიშა, არ დავსაჯოთ ნარკომანები, ნუ გაავსებთ ციხეს. მათი მეთოდი ასეთი იყო – როცა ვინმეს ორი კაპიკი ჰქონდა, ჩაუდებდნენ ნარკოტიკს და გააგზავნიდნენ გლდანის ციხეში“, – აღნიშნა დეკანოზმა დავით ნოზაძემ.

კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე განმარტავს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოო არის და კასაციას არ ექვემდებარება. შესაბამისად, არ იზიარებს მოსაზრებას საკონსტიტუციო სასამართლოს გაუქმების თაობაზე. მისი თქმით, ეს ინსტიტუტი საჭიროა, როგორც კონსტიტუციის ერთგავრი დამცავი მექანიზმი კონსტიტუციისა. თუ მან გადაწყვეტილება მიიღო ისე, რომელიც ვიღაცას არ მოსწონს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მისი გადაწყვეტილება არ შეესაბამება კონსტიტუციის ნებას. გადაწყვეტილება არ მოსწონს, მაგრამ ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილების რეგლამენტში მოქცევა და შეზღუდვების დაწესება შეუძლია საქართველოს პარლამენტს.

„როგორია გზა გადაწყვეტილებისა, რომელსაც მხარს არავინ უჭერს? - კონსტიტუციაში შეიცვალოს ის მუხლი და ჩამოყალიბდეს იმდაგვარად, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ კონსტიტუციიდან გამომდინარე ასეთი გადაწყვეტილება ვერ მიიღოს. ბერკეტები არის პარლამენტის ხელში. გადაწყვეტილების შეცვლაზე არ დაიწყონ ფიქრი, არამედ რეგლამენტირება გაუკეთონ გადაწყვეტილებას. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების რეგლამენტში მოქცევა და შეზღუდვების დაწესება შეუძლია პარლამენტს - ფიქრი უნდა ცოტა მეტი“, – აცხადებს კონსტიტუციონალისტი.

რაც შეეხება საქართველოს ეკლესიას, ვახტანგ ძაბირაძის განცხადებით, ყველა თავისი კომპეტენციის ფარგლებში უნდა მოიქცეს და მაშინ ეს ქვეყანა ნელ–ნელა დალაგდება.

„ეკლესიის მოწოდებაა ადამიანებს უქადაგოს და არა აკრძალოს. თუ იძახის, რომ გავლენა აქვს მორწმუნეებზე, სწორედ იმათ უქადაგოს, რომ არ მოწიონ, რა პრობლემაა ამის გაკეთება? არც მე ვარ მომხრე და არ მომწონს ეს გადაწყვეტილება, დეკრიმინალიზაცია კი ბატონო, მაგრამ ლეგალიზაცია ჩვენს ქვეყანაში ნამეტანია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რაც არ მოგვწონს ის გავაუქმოთ. უნდა მოვძებნოთ გზები იმისა, რომ თუ რამე საფრთხე არის და საფრთხე ნადვილად არის, იმიტომ, რომ ძალიან მოუმზადებელია ქვეყანა და საზოგადოება ლეგალიზაციისთვის, ამიტომ დავაწესოთ სხვა შეზღუდვები. ვისწავლოთ არა დასჯა და ჩამოხრჩობა, არამედ პრობლემის ცივილიზებული ფორმით მოგვარება“, – აღნიშნა ვახტანგ ძაბირაძემ.

ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე აცხადებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება შეცვლის რეალობას ამ ქვეყნის ნარკოპოლიტიკაში. მისი თქმით, ძალიან მნიშნელივანია, რომ ადამინებს არ დააჯარიმებენ მოხმარებაზე, მაგრამ რაც შეეხება ფლობა, შენახვა და გასაღებას, რაც კვლავ დასჯადი ქმედებაა, ფიქრობს, რომ ლოგიკური იქნება ამ გადაწყვეტილებების მერე ესიც არ იყოს დასჯადი და სახლემწიფომ აიღოს თავის თავზე რაც გაზრდის ბიუჯეტს და არ გაახარებს შავ ბაზარს.

„სიფხიზლეს ალტერნარივა არ აქვს, მაგრამ ეს ადამიანის არჩევანია და ამიტომ გადაწყვეტილება არის კიდევ ერთი ნაბიჯი, რომ ადამიანებს ჰქონდეთ თავისუფალი არჩევანი და ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღების უნარი და ამის გამო არ ისჯებოდნენ. აგრეთვე იმისკენ, რომ შემცირდეს მძიმე ნარკოტიკის, საფთიაქო ნარკოტიკების და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების ე. წ. ბიოს მიღება. ამ ამბავს შეხვდა საზოგადოება და დაიყო ორ კატეგორიათ - 1 კატეგორია: დავიღუპეთ, გამოშტერდა ერი, დაბოლდა დავკარგეთ ქართველობა. მინდა მათ ვუთხრა, რომ არაფერი არ მოხდება, ვინც ეწეოდა ის მოწევს და ნამდვილად არ გაიზრდება მწეველთა რაოდენობა. მოხდება ის, რომ ვინც იყრიდა ფსიქოტროპულს პირში და ახალ ფსქიოაქტიურებს რომელიც არ იყო დასჯადი, მათი რიცხვი შემცირდება ნამდვილად და მოიხმარენ მარიხუანას, რომელიც ნამდვილად ნაკლებ ზიანს მოიტანს. და მეორე კატეგორია: ლეგალიზაციაა, ყველგან მოვწევთ, მაგარია გვეშველა და გაბრწყინდა იბერია. მთლად მასეც არ არის. ძაან მნიშვნელოვანია, რომ ადამინებს არ დააჯარიმებენ მოხმარებაზე, თუმცა ფლობა, შენახვა,  კულტივირება და გასაღება კვლავ დასჯადი ქმედება რჩება“, – აცხადებს ზურაბ სიხარულიძე.

 

ნანახი?- 2826

კატრინაა

2018-08-02 20:37:48

ჩატარდეს რეფერენდუმი და გაირკვეს,რამდენი ადამიანი უჭერს მხარს ლეგალიზაციას!პრობლემაა რეფერენდუმი? კატასტროფა სრული!

natali

2018-08-02 20:42:00

უფ! :)))) ნარკომანი ქირურგი არ გინახავთ ???მსრიხუანა მოწეული კი არა, მორფით გაბრუებული.:)

arichopra 2

2018-08-02 21:25:01

მე როგორც ვიცი მორფი ტკივილდამაყუჩებელია და არა გალუცინოგენი!

1234

2018-08-02 21:32:37

ამერიკის შეერთებულ შტატებში მხოლოდ 9 შტატში 25 არის ლეგალიზებული მარიხუანა. ფედერალურ დონეზე კი მარიხუანის მოხმარება კვლავ დასჯადია.
ადრეც ვთქვი, ივანას თანხმობის გარეშე მის მიერ დანიშნული ბათუმის სასამართლოს თავჯდომარე და მოსამართლეები ასე თავხედურად ვერ მოიქცეოდნენ. პარლამენტის თავჯდომარის რეაქციიდანაც ჩანს რომ ამ ლეგალიზაციას არ შეეწინააღმდეგებიან, არადა ყველა ბერკეტი აქვთ რომ მარიხუანა აკრძალონ, თუნდაც კონსტიტუციით. მაშინ ვერც თავაძე გააუქმებს იმ აკრძალვას და ვერც ტურავა და გოცირიძე. ზედ სასამართლოც შეუძლიათ მიაყოლონ და მილიონები დაუზოგონ ქვეყანას. თუ 320 მილიონიან ქვეყანას, ამერიკას, ერთი უზანაესი სასამართლო ჰყოფნის, მასზე 100-ჯერ პატარა ქვეყანასაც ეყოფა. კვალიფიციური მოსამართლეები მაინც ჰყავდეთ რომ ორი სასამართლო დააკომპლექტონ.
მაგრამ პარლამენტი ამას არ აკეთებს. როგორც ჩანს მხოლოდ მარგველას ვეტოების დაძლევა ანაღვლებს ივანას და მის პარტიას, და მხოლოდ მაშინ იყენებენ საკონსტიტუციო უმრავლესობას.
ყველაზე სამარცხვინო ის არის რომ ივანა შემოვლითი გზით, ბათუმის სასამართლოს მეშვეობით აკეთებს ნარკოტიკის ლეგალიზებას. მოტივაცია ალბათ მარიხუანის ბიზნესის გათეთრება და დამატებით შემოსავლის მიღებაა, თუნდაც სახელმწიფოსთვის, მაგრამ კაზინოების არ იყოს, მარიხუანის ლეგალიზაციის ნეგატიურ ეფექტზე ეკლესიის გარდა არავინ ფიქრობს. აქ გამოჩნდა ქართული პოლიტ ელიტის ფარისეფლობა. მართმადიდებლობას ფიცულობენ, მაგრამ პატრიარქის და თანამოსაყდრის ქადაგებას ფეხებზე იკიდებენ. როგორ ფიქრობს ივანა და მისი პარტია, რატომ ავრცელებდნენ ოპიუმს ინგლისი და ამერიკა მე-19 საუკუნის ჩინეთში და რა ეფექტი ჰქონდა ოპიუმის მოხმარებას ჩინეთის მოსახლეობაზე? რუზველტები და სხვები გამდიდრდნენ, ჩIნეთI კი კატასტროფის დონეზე მივიდა. ისტორია მაინც წაიკითხოს თუ საზოგადო მოღვაწეობაზე აქვს პრეტენზია. ყველაფერი ფულზე არ უნდა იყიდებოდეს.

ქეშიკო

2018-08-02 22:12:09

ჰმ, კარგია, ამ ქვეყანაში სადაც არანაირი პრობლემა არაა მოგვარებული "კაიფის" პრობლემები მოგვარდება პირველად ,ბიჭოს რა უკვირთ ზოგიერთს, რა ამ ცხოვრებაში მარტო გაჭირვება და სიგლახე გინდათ? და კაიფი არა ? არა, არაყით რომ იბრუჟებით და პივით მუცლებს იხეთქავთ თქვე დალოცვილებო მერე მთელი დღე ოხრავთ და ოფლში იწურებით ეგაა აბა კაიფი ? //მოქაჩეთ პლანი - კაიფია კარგი// --- გაიგეთ ახლა ხომ ? ბოროტი ენები რომ ამბობენ პლანი მავნეაო , აბა მანახეთ ერთი მაგით მკვდარი, აბა ალკოჰოლით რამდენია დახოცილი ?(ყანწებით რომ იქაჩებით და კისერში ასხავთ ერთმანეთს) პაპიროზის ბოლებით ? "კალინკების" ყლაპვით ? არა რაც მართალი მართალია "კაიფში ჩარჩენა " სცოდნია მაგრამ მერე რა? იქნები მხიარულად მთელი ცხოვრება, რა გლახაა ეს ? მერე დეპრესიას იწვევსო, უშვილობასო, უსაქმურობასო , თითქოს მთელი საქართველო ისედაც არ იყოს გადეპრე--გასირებული და ან შვილოსნობაზე ფიქრობდეს ვინმე ან სამუშაო სადაა კიდევ ? ახლა იმას აწვებიან რომ პლანი რომ მოგბეზრდება მერე ბიოზე და საშხაპუნოზე გადახვალო, გვაცალეთ ბატონო ! ჯერ არ მოგვბეზრებია და ან კი რა თქვენი საქმეა ვინ რაზე გადავა ? მეზობლის ყანაში გადავდივარ თუ ?ასე რომ გაუმარჯოს კაიფს და აღმაფრენას ! ძირს მოწყენილობა , ჭმუნვა და დარდი.

Maverick

2018-08-02 23:01:39

"...მხარს ვუჭერ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და აგრეთვე მიმაჩნია, რომ სრულიად უპასუხისმგებლოა საკონსტიტუციო სასამართლოზე თავდასხმა. ინსტიტუტებს ამ ქვეყანაში, ამ ბოლო დროს, ძალიან იოლად ესხმიან თავს მარჯვნიდან, მარცხნიდან, ზევიდან და ქვევიდან. ამ ინსტიტუტებს თუ მთლიანად დავანგრევთ, მერე მაინტერესებს ვინ დაიცავს ნებისმიერ კანონს?“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
-------------------
შენ რომ მოგწონს მქსოველო პლასტელინ მასეთი ინსტიტუტები და დააჯირითებ შენ ნათესავებს თავის ჭკუაზე, ჩვენ არ მოგვწონს, რომ ჩვენგან არჩეული მოხელეს სანათესაომ თავზე გადაისაქმოს და და რაც მოუნდებათ ის აკეთონ...

ჩვენი სურვილია კანონი კანონობდეს და თანაბრად თხოვდეს პასუხს ნებისმიერ მოქალაქეს კანონდარღვევაზე!

georgia

2018-08-02 23:41:06

ავია დისპეტჩერი არასდროს არ იქნება გაბრუებული,ექიმისგან განსხვავებით. რამდენი ექიმი ზის ავადმყოფის წილი ნარკოტიკი რო აქვს მოპარული? რამდენი კიდევ საერთოდ მკვდარი ( ორი პირადად ვიცი და კარგი ექიმები რომ იყვნენ სხვათაშორის).
ნარკომანები სამედიცინო წრეში და პოლიციაშია ბლომად, სამხედრო საქმეშიც აქაიქ ჩნდებიან (მუნდირის შემარცხვენლები და ფიცის გამტეხები)
ახლა ქარი და თოვლი თუა და ქვეყანა თუ იქცევა დუმბაძის თქმის არ იყოს,მაშინ სხვა საქმეა და ისე კი ავია დისპეტჩერი და მასწავლებელი არასდროს არ იქნება მომხმარებელი.

tinia

2018-08-03 00:29:30

როგორცკი ბერამ ახალი კლიპი გამოაცხო აქციების დროს, აქ გონიერი ხალხი ამბობდა ამას ლეგალიზაცია მოჰყვებაო და ისე აგვიხდეს ყველა სასიკეთო სურვილი როგორც ზუსტათ ასე მოხდა, ველოდები კიდევ რას გვიმღერებს ბიძინიჩი. ვაი ჩვენს პატრონს.

tinia

2018-08-03 00:32:54

ხო მართლა პრეზიდენტის ვინაობაც რომ გვეკითხა? იქნებY გაემხილა სიმღერით.რას იტყვით?

natali

2018-08-03 00:46:48

პირდაპირ თქმა ვერ გაუბედათ და სიმღერით მიანიშნათ არა?:))))

ქეშიკო

2018-08-03 11:25:29

ეს რა დისპუტი აგიტეხავთ , ავია დისპეჩერი არ იქნება გაბრუებულიო ,მასწავლებელიო., ბერამ კლიპი გამოაცხოო, კი მაგრამ რაზე ნერვიულობთ საზოგადოებავ ? თქვენთვის რა მნიშვნელობა აქვს რითი გავიბრუებთ თავს ? თქვენ რომ ისხავთ სპირტს და ვოდკას მუცელში, სასარგებლოა საზოგადოებისათვის ? კარგი, აგვიკრძალეთ პლანი ,მოვწევთ გამხმარ სკინტლს აკაიფებს თურმე, აგვიკრძალეთ მაგიც რა ვერ გამოვძებნით რამეს ? ბოლობოლო კედელს მივარტყავთ თავს და ისე გავბრუვდბით, თუ მაგაზეც დასჯას დააწესებთ აგერ არა გვყავს საკონსტიტუციო სასამართლო და დაგვიმტკიცებს "თავის მირტყმის" მოქალაქეობრივ უფლებებს. არადა რამდენ სარგებელს მოუტანს პლანი ქვეყანას ! ჯერ ერთი ეს ნერვებაწეწილი ხალხი დაწყნარდება, აღარ იქნება კამათი, ჩხუბი, რაც უფრო დაქლიავდება ხალხი მით უფრო ადვილი იქნება ქვეყნის მართვა, მერე ტურიზმი ?დაიძრება მთელი ქეშობა მსოფლიოს ყველა კუთხიდან, ეს ბალახი კი მოდის უშრომლად და გავყიდოთ გრამობით , კიტრი და პომიდორის , სიმინდის თოხნამ აგვაყვავა ? ფაროსანაც ვერ მოგვაყენებს ზიანს და ამერიკული პეპელაც,ვერც დედალი ძროხა გადაჭამს , არაფერი არ ეკარება მაგ დალოცვილს(არ იციან კაიფის მუღამი) აბა ! ასე რომ გამდიდრდება საქართველო მაშ ! ავი ენები რომ ამბობენ პლანაქეშებს ჭკუასუსტი შვილები უჩნდებათო, ერთი რომელი ნახეთ საქართველოში ჭკუით გაძეძგილი ? თან ბოლობოლო რაღაც ნაკლი ყველა სიკეთეს აქვს.ასე რომ გაიხარე ერო და ბერ(ა)ო !

ქეშიკო

2018-08-03 12:56:42


natali უნდა გამოგიტყდეთ და ძალიან მომწონს თქვენი პოსტები, თქვენი ზუსტი, დაფიქრებული აქცენტები, ერთი პირობა ისიც ვიფიქრე ესეც ჩვებური იქნებათქო,ისე დინჯად და შორით ხედვით კარმაში თან მშვიდობიანად,უკონფლიქტოდ გამოთქვავთ აზრებს, აი ისე ჟრუანტელივით რომ დაირბენს ტანში კანაბიოდური კოკნარი. დიდი მოწიწებით შემოგთავაზებდით გაერთიანებას სამშობლოს უღრუბლო მომავლისთვის აქტიურად ,მოკაიფეთა,, რიგებში ! დროა ავაფრიალოთ ჩვენი მწვანე, მრავალტამჯული, ციხეებს გამოვლილი, მიშას ტერორს გადარჩენილთა დროშა ! გაუმარკოს ნირვანას ! ძირს კატრინაა , 1234 და არიანჩოპრა !

natali

2018-08-03 13:02:49

:)))))
და ვაბოლოთ ვახტანგურად:))
მერე გაბოლებისწინა სადღეგრძელოები გამოვაცხოთ... და რეკლამებიც წავა- ქართული პლანი ყველაზე მაგარი პლანი მსოფლიოში. ოჯახის პლანი უფრო ძვირი ეღირება ალბათ. ქვევრისაც იქნება ალბათ.

ბაბაია

2018-08-03 13:12:10

გაიხარე ნატალი ! რა ღვინო და ვენახი რაც მაგას წვალება უნდა ! თოხნა და ბარვა, გასხვლა-გაფურჩქვნა,ახვევა და აკვრა, 5 გზის შეწამვლა და მორწყვა , მოკრეფა დაწურვა, დადუღება, 5 ჯერ გადაღება .... რა ტყუილად იხარჯება ეროვნული ენერგია ლოთობაზე.. აგერ თავისით მოდის და პახმელიაც არა აქვს. თამადობა ხომ კარგი ვიცით და მჭერმეტყველებაც გვიჭრის! ვიკაიფოთ და ვიცინოთ მტრის ჯინაზე აბაა!

natali

2018-08-03 13:18:40

აბა ფულს ესენი არ გვაკეთებინებენ და მოგვაწევინონ მაინც. მაგრამ არააა...თვითონ უნდა დაგვაბოლონ.

ბაბაია

2018-08-03 16:35:17

დაბოლებაზე უარს ვინ გეტყვის, აგერ მოდის არჩევნები და .......... .

arichopra 2

2018-08-03 19:10:42

მე ბიძია ისედაც ძირს ვარ, ამას ქვეით მარტო იაშიკით მგზავრობაა, სხვა ტრანსპორტი იქით არ მიდის! ახლა აგი რომ გეიგე მოგეშვა პატარა გულზე?!

natali

2018-08-03 19:53:14

არიჩოპრა, რეებს ამბობ, იხუმრა ადამიანმა და სერიოზულად მიიღე?:))) მაგ იაშიკით კი ყველა გავემგზავრებით, მაგრამ დიდი ხნის მერე.

ქეშიკო

2018-08-03 20:36:08

arichopra 2 ძია ! ფარცაგი არაფერი ჩამითქვია ! არც თქვენთვის ! თფ, თფ, თფ,100 წელი კარგად იყავი ! რაღაცა წავიმაიმუნე პაწა და ნუ გეწყინება. არ ვიცი დამიჯერებ თუ არადა მეტირება უკვე, რაა ეს ცხოვრება სანთელივით ჩამოგვადნა და ტანჯვაში ჩეიარა, ეეხ, რომ შეიძლებოდეს თავიდან დაწყება! ამათ შევაჭმევინებდი თავს ? წავიდოდი ჰოლანდიაში და ვიქნებოდი ბოლში გამოყვანილი სერვილადი ძეხვივით, ისე მაიმუნობას რა ვუთხარი და სიკეთეს და სიხარულს გისურვებ თქვენც და ყველა იუზერს, დაე მოხთეს ისეთი სიკეთე ყველას რომ გაეხარდება ერთად ! მე კი ილარიონის მურადასავით ვიწკმუტუნო თუ გინდა, თოფს თუ არ მესვრის ვინმე.

georgia

2018-08-03 21:29:23

ბატონო არიჩოპრავ ჯერ ადრეა იმ ტრანსპორტით მგზავრობა,ნუ აჩქარდებით და რა მინდა გკითხოთ.
ლუსტრაციაზე რომ ბრძანეთ მე გამოვაცხადე თვით ლუსტრაცია უკვე და თქვენ რატომ იმალებითო, რა სარგებელს ელოდებით? (სარგებელს კარგი გაგებით) რაში წაგადგებათ?
დავუშვათ გამოვაცხადე მეც და რა მერე?
აღარ გამლანძღავს ვინმე სერაფიონა, ჩასაფრებული როა და ზედ მახტება? ( ვერ გავაგებინე რო არ მინდა და მაინც) მე კი მისი ლანძღვა და სხვებისაც გადადებული ფეხის წვერზე მკიდია და თქვენ კი კიდევ ერთხელ ჩაგეკითხებით, თვით ლუსტრაცია ამ საიტზე რა საჭიროა?
შემოვდივართ ვწერთ,ვკამათობთ, ვილანძღებით, აქაიქ ქუჩის ხალხიც შემოეხეტებიან გინებით, ასე ვთქვათ მთელი დღის დაგროვებულ პარს აქ ვუშვებთ და ვიშლებით და თვით ლუსტრაცია რა საჭიროა?

ქეშიკო

2018-08-03 22:28:02

ახლა ვიფიქრე,რა კრულვა გვაქვს ასეთი ქართველებს რომ ამ ძიძგილაობიდან და წაქე-უკუჯექობიდან ვერ გამოვდივართ ნეტავ ? ახლა გავიგე წყნეთის ტყეებს ჩეხავენ (უკვე გაჩეხეს) , ლისის ტბაზე გადაწვეს ხეები,ჩეხავენ სვანეთს, რაჭას , საჩხერეში წაბლის ხის ახალი ჯიში გამოიყვანეს საქსაულივით დაგრეხილი(რაც სწორი იყო მოჭრეს სამასალედ, მდინარეში თევზი გავაქრეთ , ტყეში ნადირი ,ცაში პეპლები აღარ დაფრინავენ შიშით, ჰაერი ისე მოვწამლეთ აღარ იზომება დოზიმეტრით,ბაზარში ნიტრატებით,ტყვიით და პესტიციდებით გაძეძგილ პროდუქტს ვყიდულობთ,მაღაზიაში გენმოდიფიცირებულს და უხარისხოს,ექიმებთან არ მიისვლება -- მოგკლავენ, ადვოკატები გაგფქცვნიან,მასწავლებლები არ ასწავლიან,მოსამართლეები უსამართლოები არიან, ტელევიზია და პრესაც გვშხამავს, ქართული ენა მახინჯდება, ეკოლოგიური,დემოგრაფიული კატასტროფაა !! და კიდევ იტყვის ვინმე რომ კანაფია ამ ყველაფერში დამნაშავე ? არა ბატონო ,ვერ მოგართვით! დაბოლილი კაცი არც წყნეთის ტყეებისკენ გაიხედავს და არც ბაზრისკენ ,არც მოსავალს მოწამლავს და არც ბუნებას - იჯდება თავისთვის და იკაიფებს ! ამით გადავარჩენთ ქვეყანას და დედაბუნებას ! ჩვენგან გადავარჩენთ !მერე პატრონი კი გამოუჩნდება აბა რა! როგორც იტყვიან "წმინდა ადგილი ცარიელი არ დარჩება"(რუსული ანდაზა ).

tinia

2018-08-04 00:31:06

ვერ გაუბედეს მეთქი არ მითქვამს ჩვენი ყურის გასახედნად იყო ეგ სიმღერათქო იმას ვამბობ,თორემ ისე არც იმას ვფიქრობ,ჩვენნაირების შიშით აკანკალებდეს გრიგორიჩს. )))))

serapina

2018-08-04 11:31:22

ლუსტ/რაცია კი არა,ელემენტარული, ფორუმში წერის კულტურა არ გააჩნია ზოგს!
(რეალობაში რომ გასაუსულები არიან და აქ,დამალულში რომ ამბობენ,რასაც რეალობაში,არსად ალაპარაკებენ!).
ცნობისათვის,მე სააკაშვილის დროს დავწერე აქ,ჩემი გვარი და სახელი.

რისი დამწერია,ზოგიერთი კომპიუტერთან გავაჟკაცებული არარაობა,თორემ დაწერონ ერთი!

...თან ალბათ ამდენი არასრულფასოვნების კომპლექსის გამო,რა ბედნიერია ერთი ცალტვინა,შემომხედეთ ვიღაც ჩამისაფრდაო.პატარა და სასაცილო არსება, ხან სად მოთქვამს,ხან სად...ალბათ ბავშვობიდან!

arichopra 2

2018-08-04 20:16:02

ახლა გაგიკვირდებათ იმისთანას ვიტყვი, მხატვრებისათვის, მუსიკოსებისათვის და კიდევ ამის მონათესავე და განაყოფი საქმიანობისათვის მარიხუანას და სხვა ნარკოტიკების მიღება ალბათ აუცილებელიცაა!!! მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში შექმნილი ხელოვნება მთლიანად ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ არის შექმნილი! ეს ქეშიკოც კარგი ტიპი ჩანს, არაა გაბოროტებული და ენაბილწი კაცი! გასაგებია რასაც ამბობს!

arichopra 2

2018-08-04 20:19:29

მაინც მგონია თვითლუსტრაცია საჭიროა! ამან შეიძლება უფრო თავშეკავებული გახადოს მავანი და მავანი. სანამ ვინმეს შეურაცხყოფას დაიწყებს იქნებ დაფიქრდეს რას და რა ფორმით იტყვის, მერე ლაყუჩები არ ამახიონო?!

georgia

2018-08-04 21:44:12

ბატონო არიჩოპრავ მაინც ვერ დაგეთანხმებით,რამეთუ უზრდელი და გაუგებარი იგივეს გააკეთებს რასაც აქამდე აკეთებდა.
დიდი ხნის იუზერი ხართ აქ და გემახსოვრებათ წლების წინ ამ საიტზე რა ამბებიც ტრიალებდა. შვილიშვილების პატრონი ხალხი ბილწსიტყვაობის რა კორიანტელს აყენებდა აქ.
აქ არ პოსტავენ ბავშვები,რომლებმაც ჯერ არ იციან რა არის კარგი და რა ცუდი და ვერც მოსთხოვ,კი მიუთითებ,მაგრამ ვერ მოსთხოვ და ზრდასრული ადამიანები რომ პოსტავენ, იმათ აწი ახლიდან თუ გააკეთებენ მათი პატრონები,თორემ გამოსწორების რა მოგახსენოთ.
ლაყუჩების ახევას რაც შეეხება არც ამის შეეშინდება იმ ვიღაცას ამერიკიდან რომ პოსტავს,ან სულ ერთია საიდან, საქართველოს გარდა.
ახლა ჩემზე თუ იმას იტყვით ეს ვიღაა და რას გადამეკიდაო, გეტყვით რომ მე თუ აქ რამეს დავწერ და საერთოდ სხვა საიტებზე სადაც ვწერ ზღვარს ყოველთვის ვიცავ ჩემი მხრიდან.
სხვებისგან წამოსულ უზრდელობასაც ვისხლიტავ,ან არ ვპასუხობ (ბევრ შემთხვევაში მეზარება) არც არაფერია საპასუხო იმიტომ,რომ ერთიდაიგივე იწერება,უკვე მილიონჯერ გადაღეჭილი, ან თუ ვპასუხობ იუმორში ვატარებ ხოლმე.
თქვენ კი ღმერთმა ხელი მოგიმართოთ და ის " ტრანსპორტი" გაუშვით.
55 წლის ასაკი არ არის ის ასაკი იმ "ტრანსპორტში რომ წინ დაჯდეთ" მალე ჩასვლის იმედით.

georgia

2018-08-04 22:20:02

ქეშავიკებს და ალკოჰოლიკებს ერთი "სიკეთე" ის ახასიათებთ,რომ აგრესიულები არ არიან, უფრო ფილოსოფოსობენ, ხატავენ და სადღაც საინტერესოც არის მათთან ურთიერთობა, ნარკომანებისაგან განსხვავებით წამლისთვის,რო ყველაფრზე მიდიან და ვენების გარდა არაფერი არ აინტერესებთ.
მყავს ერთი ქეშავიკი მეზობელი სტაჟიანი, რაც ვიცნობ უკვე თითქმის ორმოცი წელია "დალივლივებს ღრუბლებში."
არავის შემწუხებელი, არავის მოდავე. არის თავისთვის
ცხოველ-ფრინველის მოყვარული და მომშენებელი და მტრედები უყვარს განსაკუთრებით.

arichopra 2

2018-08-04 22:21:41

კონკრეტულად თქვენ არ გეხებათ ეს თვითლუსტრაცია. ამდენი ხანი აქ ვართ, ვეხმიანებით ერთმანეთს, ვესაუბრებით, ველოდებით კიდეც... ზოგიერთი იუზერისადმი გამიჩნდა ჩვეულებრივი ადამიანური ინტერესი, მინდა გადავიყვანო იუზერიდან ადამიანის კატეგორიაში! მტრობის გარდა მოყვრობაც ხომ შესაძლებელია?!

რეგისტრაცი?/p>

დახურვ?/span>
სახელი:

პაროლი:

გაიმეორე?პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80