გამორიცხული არ არის, „ქართულმა ოცნებამ“ საპრეზიდენტო არჩევნებში მხარი ზურაბ პოლოლიკაშვილს დაუჭიროს
პოლიტიკა

გამორიცხული არ არის, „ქართულმა ოცნებამ“ საპრეზიდენტო არჩევნებში მხარი ზურაბ პოლოლიკაშვილს დაუჭიროს

გამორიცხული არ არის, „ქართულმა ოცნებამ“ საპრეზიდენტო არჩევნებში მხარი ზურაბ პოლოლიკაშვილს დაუჭიროს
მანანა ნოზაძე

2018-08-04 09:00:40

სალომე ზურაბიშვილის ამოუცნობმა ხასიათმა თავსატეხი გაუჩინა „ქართულ ოცნებას“. მმართველ გუნდში მიიჩნევენ, რომ მძიმე ხასიათის სალომე ზურაბიშვილისგან შესაძლოა, საბოლოოდ მიიღონ „მარგველაშვილი 2“, ან მასზე უფრო უარესი, ამიტომ ალტერნატივას გამალებით ეძებენ.

გავრცელებული ინფორმაციით, არც ის არის გამორიცხული, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საპრეზიდენტო არჩევნებში მხარი ზურაბ პოლოლიკაშვილს დაუჭიროს. სალომე ზურაბიშვილის მსგავსად, ისიც დიპლომატიური ბეგრაუნდის მქონეა და უცხოეთში მიღებული ადამიანია. როგორც ამბობენ, ზურაბ პოლოლიკაშვილს ამ თემაზე 2-3 თვის წინაც ესაუბრნენ, მაგრამ ამჯერად საქმე უფრო შორს მიდის და მოელიან, რომ აგვისტოს შუა რიცხვებში პოლოლიკაშვილი საქართველოში ჩამოვა. წინასწარი ვარაუდით, თუკი არჩევანი სალომე ზურაბიშვილზე არ შეჩერდება, მაშინ შესაძლოა, ზურაბ პოლოლიკაშვილი დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატი გახდეს.

განათლებით ეკონომისტი პოლოლიკაშვილი პოლიგლოტია და ფლობს რუსულ, ფრანგულ, ინგლისურ, იაპონურ, პოლონურ და ესპანურ ენებს. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი. საქმიანობა „თიბისი ბანკში“ დაიწყო საერთაშორისო ოპერაციების მენეჯერად, 2005-0  6 წლიდან მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მინისტრის მოადგილედ, ხოლო 2006 წელს დაინიშნა ესპანეთის სამეფოში საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად. 2009 წელს დაინიშნა საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრად, ხოლო 2017 წელს აირჩიეს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელად და ამ თანამდებობას 2018-21 წლებში დაიკავებს.

ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ პრეზიდენტი ავტორიტეტული ფიგურა უნდა იყოს, ის უნდა იყოს პოლიტიკიდან წამოსული და პოლიტიკური ბეგრაუნდი, პოლიტიკური გამოცდილება უნდა ჰქონდეს. პოლოლიკაშვილი კი ასეთად არ აღიქმება, ის არასდროს ყოფილა მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურა, მას კარგი კარიერა ჰქონდა, მაგრამ არა როგორც პოლიტიკოსს, არამედ, როგორც უფრო სახელმწიფო მოხელეს. შესაძლოა, მას პოლიტიკური თანამდებობაც ეკავა, მინისტრიც ყოფილა, მაგრამ ის არ აღიქმება პოლიტიკური ავტორიტეტის მქონე პიროვნებად.

„გასაგებია, რომ ის დიპლომატია, მაგრამ მარტო დიპლომატობა არ არის საკმარისი. პრეზიდენტისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფუნქციაა ქვეყნის საგარეო წარმომადგენელობითობა, მაგრამ ეს არ არის პრეზიდენტის ერთადერთი კრიტერიუმი. სალომესთან დაკავშირებითაც, ყველაფერს აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები. მიმდინარეობს მსჯელობა და, როგორც ვიცი, ძალიან დიდი ალბათობით, ალბათ, ისევ სალომეს დაუჭერენ მხარს. კითხვის ნიშნები მართლაც არის სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით, ეს მის ხასიათსაც უკავშირდება. მაგალითად, ამ ბოლო დროს დაისვა კითხვები, რომ იგი, მართალია, საფრანგეთის მოქალაქობას დატოვებს, მაგრამ რატომ მაინდამაინც საფრანგეთის მოქალაქე, განა სხვა ვერ მოიძებნა? საბოლოო ჯამში, იმის გამოც, რომ სალომე დისტანცირებულია მმართველი პარტიისგან, ზეპარტიულ პოლიტიკურ ფიგურად აღიქმება და აქვს ყველა მონაცემი იმისთვის, რომ წარმატებული პრეზიდენტი იყოს, ალბათ, უფრო მასზე შეაჩერებენ არჩევანს“, - გვითხრა დავით ზარდიაშვილმა.

კონსტიტუციონალისტი ავთანდილ დემეტრაშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ზურაბ პოლოლიკაშვილის შესახებ ვერაფერს იტყვის, ეეჭვება, რომ ეს კანდიდატურა წამოაყენოს მმართველმა გუნდმა, თუმცა ის ფაქტი, რომ პოლოლიკაშვილი პოლიტიკაში ნაკლებად ჩნდებოდა, მმართველი გუნდისთვის თეორიულად მისაღები უნდა იყოს, რადგან უფრო მართვადი იქნება. სალომე ზურაბიშვილი კი საეჭვოა, მართვადი იყოს რომელიმე ძალის მხრიდან.

„სალომე ზურაბიშვილს კარგად ვიცნობ. მისი პიროვნება საპრეზიდენტოდ სტანდარტულია, ანუ ადეკვატური იქნება მისი ფსიქოლოგია პრეზიდენტის თანამდებობისთვის და მისი ფუნქციებისთვის. ვეთანხმები ზოგიერთის მოსაზრებას, რომ შეიძლება მარგველაშვილზე უარესიც გამოდგეს „ქართული ოცნებისთვის“. მაგალითად, როდესაც საკონსტიტუციო კომისია მუშაობდა, სალომე პირდაპირ აკრიტიკებდა პოზიციას, რომ პრეზიდენტი არ უნდა იყოს არჩეული ხალხის მიერ. ის ამბობდა, რომ პრეზიდენტს უნდა ჰქონდეს მეტი უფლებამოსილებები, სკეპტიკურად უყურებდა ეროვნული უშიშროების საბჭოს გაუქმებას. ამიტომ არ გამოვრიცხავ, რომ მისი საქმიანობის დროს იყოს გარკვეული წინადადებები კონსტიტუციის სრულყოფისთვის. საკანონმდებლო ინიციატივის უფლება მას არ აქვს, მაგრამ თავისი პოზიციის დაფიქსირება ყოველთვის შეუძლია. გარდა ამისა, ქვეყნის ავტორიტეტის გატანა და განმტკიცება საგარეო პოლიტიკაში სალომე ზურაბიშვილს არ გაუჭირდება“.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გუგული მაღრაძე ჩვენთან საუბარში არ აკონკრეტებს, განიხილება თუ არა მმართველ გუნდში ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურა.

„დღემდე მიმდინარეობს „ოცნებაში“ საუბრები იმის შესახებ, ვინ სჯობს საპრეზიდენტო კანდიდატად, ამიტომ მოვითმინოთ ცოტა ხანს და მალე გვეცოდინება, ვის შევარჩევთ. წინასწარ არაფერს ვიტყვი. რაც შეეხება უშუალოდ პოლოლიკაშვილს, ზოგადად ვამბობ, რომ ბევრი ღირსეული ადამიანია „ქართულ ოცნებაში“, ასევე, „ოცნების“ გარეთაც, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს საზოგადოების მხარდაჭერა“.

 

ნანახი?- 8371

serapina

2018-08-04 11:06:32

უკვე ეშინიათ სალომე ზურაბიშვილის?
ე.ი. საუკეთესო კანდიდატია.

სალომე,პ/რინციპულია და ჩვენ,ასეთი პოლიტიკოსებით,არ ვართ განებივრებული

მახსოვს ერთხელ(უკვე საგარეოს მინისტ/რი აღარ იყო), აკაკი ასათიანმა(გამსახურდიას დროს საპასუხისმგებლო თანამდებობა ეჭირა...ზუსტად არ მახსოვს),უკბილოდ იხუმრა, ალბათ საფრანგეში პარლამენტში ყოფნა და აქ მინისტ/რობა,არ არის საკმარისი ამ ქალბატონისათვის,რომ რაღაცეები გაიგოსო...

ჰო,ჩვენში დამკვიდრებულ ბიძაშვილ-მამიდაშვილურ პოლიტიკას არ სცნობს ეს ქალბატონი და ყველაზე ძალიან,ზუსტად ეს სიმახინჯე უნდა დავივიწყოთ,თუ სახელმწიფოს შენებას ვაპირებთ...

ნათესავები,ჭირსა და ლხინში,კი ბატონო!
პოლიტიკაში,მეგობრები და ნათესავები, არცერთ დალაგებულ სახელმწიფოში არ იციან!

cugo

2018-08-04 12:12:07

დავით ბაქრაძე,რომელსაც თარხნიშვილის კანტორა ყველაზე რეიტინგულ და გამოცდილ პოლიტიკოსად მიიჩნევს,ყველაზე გამოუცდელი პოლიტიკოსის მოქმედებას ავლენს.ჯერ ერთი დავით ბაქრაძე თვითონ არის კრიმინალური პოლიტიკური წარსულის მქონე.ადამიანი ხუთი წელი იყო პარლამენტის თავმჯდომარე და თავისი დანაშაულებრივი უმოქმედებით ხელს უწყობდა და სამართლებრივ საფუძველს აძლევდა სააკაშვილის ჯალათობრივ ქმედებებს.ესეც რომ იყოს და სუფთა პოლიტიკური წარსული და რეპუტაციაც რომ ჰქონდეს როგორ შეიძლება ქვეყნის პრეზიდენტი იყოს ბოკერიას გუნდის წევრი და მისი მარიონეტი.არსებობს ასეთი ბრძნული გამოთქმა: ,,მითხარი ვისთან მეგობრობ და გეტყვი ვინ ხარ შენ,,.ბოკერიას მეგობარი და თანაგუნდელი ხომ ბოკერიას მსგავსი იქნება.მარტო გიგა ბოკერია არაა ამ გუნდში.არანაკლებ კრიმინალები არიან: თენგიზ გუნავა,რომელსაც აწიოკებელი ყავდა სამეგრელო და მესტია,ზურაბ ჭიაბერაშვილი და გიგი უგულავა,რომლებიც ბიუჯეტის ფულით აყალბებდნენ არჩევნებს.ხათუნა გოგორიშვილი,გიგი წერეთელი და აკაკი ბობოხიძე ეს ადამიანები 8 წელი იყვნენ პარლამენტის წევრები და ხმას არ იღებდნენ იმ უბედურებაზე რაც ხდებოდა ამ პერიოდში.გიორგი ტუღუში სახალხო დამცველი იყო წლების განმავლობაში და ერთი ფაქტი არ აქვს დაფიქსირებულიც კი ადამიანის უფლების დარღვევის.ირაკლი აბესაძე მშვიდად უყურებდა როგორ იპარავდა ათეულ მილიონებს გიგი უგულავა.ოთარ კახიძემ არ იცოდა რომ მისი უფროსი ზურაბ ადეიშვილი ძარცვავდა ბიზნესმენებს.აი ასეთი გუნდის წევრს სურს იყოს ქვეყნის პრეზიდენტი.ქართველი ხალხია ბრძენია,არაფრით არ დაუშვებს ამ კრიმინალების და ბანდიტების გუნდის წევრი იყოს ქვეყნის პრეზიდენტი.

natali

2018-08-04 12:58:29

ეს კლანურობა ზუსტად რომ ღუპავს ქვეყანას. ხან რომელი სოფლის კლანი მოგვაჯდება თავზე და ხან რომელი. თან ეგრევე ჩანს. სულაც არ მგონია ივანიშვილს მოსწონდეს ეს, ან რამედი სჭირდებოდეს. ვფიქრობ უბრალოდ დროს არ უსწრებს. ესაა ადამიანი, რომელიც აზროვნებით უსწრებს დროს, ხოლო მოქმედებით დროს მიჰყვება. ამაშია მისი წარმატების საიდუმლოც. ქართული ოცნების კანდიდატი ვინ იქნება არ ვიცი, მაგრამ ვფიქრობ პრეზიდენტი სალომე გახდება.

arichopra 2

2018-08-04 13:11:06

არავითარი კლანურობა ამჟამად არ გვიშლის ხელს გარდა პოლიტიკური პარტიებისა! აი ეს არის თუ არის კლანურობა!
ჩამოდიან აქ სხვა ქვეყნის წარმომადგენლები, სწორი და არასწორი სექსუალური ორიენტაციის მქონენი და ჭკუას მარიგებენ, რომ უნდა მივიღო ჰომოსექსუალები. არ მომწონს მე ეს გეები და ამას მათ პირდაპირ ვეუბნები. ადამიანმა უნდა გაატაროს ცხოვრების სწორი წესი. გერმანიასა და პოლონეთში ეს მიღებულია? - დაე იყოს, მაგრამ ჩვენ თავი დაგვანებეთ“, - განაცხადა ალექსანდრე ლუკაშენკომ.
გვეყოლება კი როდესმე ასეთი პრეზიდენტი?! ვფიქრობ რომ დასახელებულთაგან ასეთი განცხადების გაკეთების თრაქი არავის ექნება!

natali

2018-08-04 15:30:32

მე კი ვფიქრობ, რომ კლანურობა ამჟამადაც არის და ხელსაც მშვენივრად გვიშლის. ნუუუ...რასაც მე ვხედავ, ასეთი აზრი შემექმნა და რა ვიცი.

arichopra 2

2018-08-04 19:38:46

პოლიტიკური პარტია კლანი არ არის, წახალისებული და სტატუსით აღჭურვილი?! რა არის აბა?

natali

2018-08-04 20:09:43

წესით პოლიტიკური პარტია საერთო პოლიტიკური ხედვებით გაერთიანებული საზიგადოებაა და არა სანათესაო. მაგრამ უბედურებაც მაგაშია, რომ სანათესაოს ეძახიან ჩვენთან პარტიებს.

ფხიზელი

2018-08-04 22:58:34

serapina
"ერთხელ აკაკი ასათიანმა(გამსახურდიას დროს საპასუხისმგებლო თანამდებობა ეჭირა...ზუსტად არ მახსოვს)
----------------
აკაკი ასათიანი იყო საქართველოს რესპუბლიკის უმაღ/ლესი საბჭოს თავმჯდომარე 1991 წლის აპრილიდან ოქტომბრამდე (ანუ, ზვიადის შემდეგ მეორე პირი ქვეყანაში);
ოქტომბერში, როცა დაიწყო ოპოზიციის ფორს/ირებული შეტევა გამსახურდიაზე, ავადმყოფობა მოიმიზეზა და გადადგა.

arichopra 2

2018-08-04 23:00:33

რომელი წესით ძვირფასო ნატალი, როდის მოქმედებდა ეს წესი საქართველოში? როცა ძმაკაც მხატვარს გვარდიიდიის სარდლად ნიშნავდნენ თუ ქმარი პარლამენტის სპიკერი რომ იყო და ცოლი თავდაცვის მინისტრი?! )))))))))))))))))))))))))))))))))) ვაიმე... მოვკვდი სიცილით? შალვა ნათელაშვილთან მინდა პარტიაში გაწევრიანება (ვქილიკობ), მაგრამ პარტიას რა ქვია ვერ გავიხსენე! ასევე ვერ ვიხსენებ ბატონი ივანიშვილის უსაფუძვლო, უნამუსო ლანძღვის გარდა ამ პარტიის იდეოლოგია რაში მდგომარეობს???!!!

natali

2018-08-05 00:04:39

ხოდა რომ არ მოქმედებდა ეგ წესი, იმიტომ ვართ კლანურები და იმიტომ ვართ ისე, როგორც ვართ. მაგას ვამბობ ზუსტად. თქვენ კიდე ამბობთ არავითარი კლანურობა არ გვიშლის ხელსო. გვიშლის, აბა არ გვიშლის?

natali

2018-08-05 00:13:58

მაგის გამოსწორება იოლად შეიძლება. ეს პარტიები რომ მზესუმზირასავით ყრია და დაფინანსებას იღებენ, ბიზნესად რომ აქვთ ქცეული და ვისაც ფულის შოვნა მოუნდება, პარტიას რომ აყალიბებს, ვინ აფინანსებს? ჩვენ ხომ? ხოდა მიიღონ კანონი, რომ ერთ სმომრჩეველს მხოლოდ ერთ პარტიაზე შეუძლია თანხმობა და 3 მილიონიან საქართველოში ჰააჰააა 6 პარტია შედგეს. ამისთვის მხოლოდ ელექტრონული ფორმით შევსებული სიებია საჭირო რომ გადამოწმდეს. მეტი არაფერი.
ან ახლა ნახავთ რამდენი საპრეხიდენტო კანდიდატი გვეყოლება. რატომაც არა, ფულს აიღებენ და მეტი რა უნდათ? ეს ხომ მარაზმი და ბიუჯეტის ყვლეფაა და მეტი არაფერი? მიიღონ ასეთი კანონი, რას ელოდებიან?

natali

2018-08-05 10:37:52

კანონი მიიღონ მეთქი ვწერ და თან მეცინება:)) ამათი მიღებული კანონები არ გაიშვას, რად გინდა კანონი თუ ვერ აღასრულებ? მიიღეს ხმაურის აკრძალვაზე კანონი, მაგრამ რად გინდა? ჯერ პატრულს გადააბარეს, მერე მერიას... და ნახეთ რამდენია ჯარიმა შესული ხმაურზე ბიუჯეტში. ალბათ არაფერი. არადა ხალხი როგორი შეწუხებულია მოხრიგინე მანქნებით და მოტოციკლეტებით... ბათუმიდან მხოლოდ მაგიტომ გამოვიქეცი. ღამის 2,3 საათზე თითქოს ბომბი გასკდაო ფანჯრის ძირში რომ ვიღაც გოიმი მოტორს გახეთქავს, ბავშვებს გულს გაუხეთქავს და აატირებს და თავი გმირი ჰგონია. ამ დროს გინდა ის მოტოციკლეტი თავში ურტყა იმ გოიმ ხეპრეს და მთავრობა კი კინწისკვრით გამოყარო იმ კაბინეტებიდან ასე რომ გაათავხედეს ხეპრეები. ვის რაში სჭირდება ასეთი კანონი და კანონმდებელი?
აგერ ყოველმა მეოთხე მანქანამ ტექდათვალიერება ვერ გაიარო და ნახევარი მეორედ არ მისულა, ისე დადიან ქალაქში და წამლავენ ჰაერსო. ახლა ვინც მეორედ მისვლას აპირებდა, ისიც აღარ მივა. რაიმე მექნიზმია მოსაფიქრებელიო. თქვე კაი ხალხო, კი მაგრამ კანონს რომ იღებ, აღსრულების მექსნიზმი რომ გჭირდება, ახლა გაიგეთ? მაგრამ ვის რაში ანაღვლებს? მთავარია იქ სხედან და მთელი მუშაობა იმაზე მიდის, კიდევ როგორ გაიგრძელინ იქ ჯდომის ვადა. ფუუუ...რააა...როგორი ამაზრზენია ეს ყველაფერი. ხმას მივცემ იმ კანდიდატს, ვინც მაგათ ყველას სასწრაფოდ გამოყრის იქიდან!

serapina

2018-08-05 12:20:08

ფხიზელი,
მადლობა!
ალბათ იმ ასაკში ასაკში, არ ვიყავი პოლიტიკით დაინტერესებული...
მახსოვდა რომ საპასუხისმგებლო პოსტი ეჭირა ასათიანს. ზუსტად,ვერ გავიხსენე.

arichopra 2

2018-08-05 14:37:06

ნატალი, ხანდახან ხომ არ ფიქრობ, რომ სააკაშვილის მიერ გატარებული ღონისძიებები და მართვის მეთოდები ეფექტური იყო არსებულ ვითარებაში?! მაგალითად, აი იმას, ვინც შენს ფანჯარასთან განგებ აგრუხუნებდა თავის მოტოციკლს პატრული უცბად მოუვლიდა, ჯერ ადგილზე გაძუყნავდნენ, მერე ვირის აბანოში უკრავდნენ თავს?! იქნებ ასე ჯობს, რადგან სხვა გამოსავალი არ არის?

arichopra 2

2018-08-05 14:49:48

ამ ბოლო რამდენიმე წელიწადში საზოგადოება თითქმის დაუბრუნდა თავის ბუნებრივ მენტალურ მდგომარეობას, ვისაც რა მოეხუშტურება იმას აკეთებს! მოვიყვან მაგალითს, დღეს ერთ მაღაზიაში მინდოდა შემეძინა პირველი მოხმარების სურსათის სახეობა. ნაღდი ფული არ მქონდა. საქონლის ღირებულება შეადგენდა 2.8 ლარს. გამყიდველმა გოგონამ უარი მითხრა თბს- საკრედიტო ბარათით გადახდაზე. დამისახელა მოტივი, რომ მათ მაღაზიაში საკრედიტო ბარათით შეიძლება საქონლის ყიდვათუ მისი საერთო ფასი 5 ლარს აღემატება. არ შევკამათებივარ, წამოვედი! ამხელა კაცი 20 წლის გოგოს კამათს ვერ დავუწყებდი, თანაც იმ საკითხზე რაზეც მას წარმოდგენა არ ქონდა. გააფრთხილა უფროსმა და მორჩა!!! იმ მაღაზიის კარს იქეთ ყველაფერი ავტონომიურია - ევემდებარება უფროსის გადაწყვეტილებას!

arichopra 2

2018-08-05 15:29:34

თუ ქვეყანას ეყოლება უფროსი, სულ ერთია პრემიერი იქნება თუ პრეზიდენტი, თუ ის ხელში აიღებს ძალაუფლებას და შეძლებს განახორციელოს უმკაცრესი მართვა კანონიერ საფუძველზე დამყარებული, მაშინ შეიძლება საერთო მდგომარეობა გაუმჯობესდეს! ორი მმართველი პრეზიდენტიც და პრემიერიც მართვას ვერ განახორციელებენ!

natali

2018-08-05 17:46:11

კი, გაბრაზებული ვამბიბ ხოლმე, მიშა გინდათ თქვენ მეთქი.:))) ბევრი იმასაც ამბიბს, რომ ის მტკივნეული პროცესი უკვე გადატანილი იყო და ამ იდიოტებმა ახლა ახლიდან გაგვიხადეს გადასატანიო. ხანდახან ვფიქრობ, რომ განზრახ აუშვეს, რომ მიშა და ვანო მოანატრონ ხალხს. რა ვიცი, რას გაიგებ. ერთი ის ვიცი, რომ მოწესრიგებული ქვეყანა არ გვეღირსა.

Maverick

2018-08-05 19:34:43

ალბათ გახსოვთ გამოთქმა "ადამიანი, თავის ადგილზე"!

როდესაც რაღაცის, ვიღაცის, ან ინტერესის გამო თანამდებობაზე სვამ პარტიული სიით შემოჩეჩებულ "ინტელექტუალს", "მაგარ" მენეჯერს, თავისი საქმის ლობირებისთვის პარტკომის ჯიბეში ჩადებული მაყუთით საქმოსანს-ბიზნესმენს რაზეა საუბარი?!

ამიტომაც მიიღეს საოცნებო კონსტუტუცია და დაგვამშვიდობეს მაჟორიტარული წესით არჩევნებს!...

რეგისტრაცი?/p>

დახურვ?/span>
სახელი:

პაროლი:

გაიმეორე?პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80