გეკუთვნით, გეკუთვნით, მაგრამა... მიტინგების ქვეყანა

გაუფრთხილდი თავს

ნარკოტიკი კლავს!

გაუფრთხილდი სხვას

რეტრომედია

გეკუთვნით, გეკუთვნით, მაგრამა... მიტინგების ქვეყანა

გეკუთვნით, გეკუთვნით, მაგრამა... მიტინგების ქვეყანა
„მერიდიანი“, 29 აპრილი, 1997 წელი

2018-08-04 14:17:00

საქართველოში მიტინგი განსაზღვრავს პოლიტიკას, ანუ მიტინგი დიდი პოლიტიკაა და დიდი პოლიტიკა - მიტინგი. ეს მდგომარეობა 1988 წლიდან - დღემდე არ შეცვლილა.

არ არის გასაკვირი, რომ „მიტინგებისა და დემონსტრაციების“ თაობაზე კანონპროექტის განხილვამ საზოგადოების ვნებათაღელვა გამოიწვია. პოლიტიკურმა წრეებმა იგრძნეს, რომ მათი სამომავლო „მკვდრეთით აღდგომის“ ბედი წყდებოდა, ამიტომაც აქტიურად ჩაერთვნენ კანონის განხილვაში.

1988 წელს ნოემბრის ცნობილი შიმშილობის შემდეგ საქართველოს კომუნისტურმა ხელისუფლებამ მიიღო კანონი „კრებების, მიტინგების, ქუჩაში მსვლელობებისა და მანიფესტაციების თაობაზე“, რომელიც ფაქტობრივად კრძალავდა მიტინგების ჩატარებას. მას შემდეგ ვითარება ფაქტიურად არ შეცვლილა, ოპოზიცია მიტინგს განიხილავს არა როგორც მიტინგს, არამედ როგორც ხელისუფლების დამხობის საშუალებასა და მეთოდს. ხელისუფლებას კი მისტიური შიში აქვს მიტინგებისა და ყოველნაირად ცდილობს, არ მისცეს ოპოზიციას მისი ჩატარების საშუალება, რათა არ შეიქმნას საშიში პრეცედენტი.

„რესპუბლიკელთა“ დაჟინებით კონსტიტუციაში შეტანილია მუხლი, რომლითაც ხელისუფლებას ფაქტობრივად ერთმევა უფლება აკრძალოს მიტინგის ჩატარება, მაგრამ იმავე მუხლში ნათქვამია, რომ ხელისუფლებას შეუძლია დააწესოს გარკვეული რეგლამენტი და აღკვეთოს კიდეც მიტინგი, თუ იგი არაკანონიერ ხასიათს მიიღებს.

„საქართველოს მოქალაქეები შეიძლება შეიკრიბონ უიარაღოდ როგორც ღია ცის ქვეშ, ისე შენობაში“. რაც შეეხება იარაღს, ჩამონათვალი ვრცელია და მასში იგულისხმება როგორც საბრძოლო, სამუშაო, ისე გასართობი (მაგ. ბოთლი) ნაირსახეობები.

მაგრამ მთავარი მაინც ისაა, რომ შინაარსობრივად კანონი „მიტინგების“ შესახებ გულისხმობს, თუ როგორ შეიძლება ოპოზიცია შეიკრიბოს ერთ კონკრეტულ ადგილას - თბილისში, რუსთაველზე, პარლამენტის შენობის წინ. სხვა ადგილი ოპოზიციას არ აინტერესებს. რამე მიზეზით აქ რომ მიტინგების ჩატარება შეუძლებელი გახდეს, აქცია საერთოდ დაკარგავს აზრს - ის ხომ საქართველოში ხელისუფლების დამხობის მეთოდია. იუსტიციის სამინისტრომ საკმაოდ მახვილგონივრული ხერხი მოიფიქრა ამ ადგილზე მიტინგების თავიდან ასაცილებლად და წინასწარი შეტყობინება დააწესა. თუ ხელისუფლება შეძლებს რომ ამ ადგილას მიტინგისა და მსვლელობის ჩასატარებლად საჭიროა ორგანიზატორებმა ორი-სამი კვირით ადრე შეატყობინონ ხელისუფლების ორგანოს, - მიტინგები საერთოდ აღარ ჩატარდება. ვის რაში სჭირდება მიტინგი, თუ იგი ხელისუფლებისათვის „მოულოდნელ შტურმად“ არ იქცევა?

საქართველო მიტინგების სტრატეგიულ-სამხედრო ხელოვნების დიდოსტატთა ნაკლებობას არ განიცდის. მათ კი წინასწარი „რეკოგნისცირების“ შემდეგ შეუძლიათ ისე წარმართონ მიტინგი, რომ იგი საერთო-სახალხო რევოლუციაში გადაიზარდოს.

დღევანდელ ხელისუფლებას ეს იმდენად არ ემუქრება, მაგრამ ზოგადად მიტინგი რუსთაველზე „იმ“ შენობის წინ საქართველოში ისტორიული პრობლემაა.

საკმარისია ერთი მანიფესტაციაც ამ ადგილას და ხელისუფლებას ყოველგვარი ძალაუფლება გამოეცლება.

 

 

 

ნანახია - 89

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80