„არანაირი მარიხუანა არ მქონია“

გაუფრთხილდი თავს

ნარკოტიკი კლავს!

გაუფრთხილდი სხვას

რეტრომედია

„არანაირი მარიხუანა არ მქონია“

„არანაირი მარიხუანა არ მქონია“
„კვირის პალიტრა“, 21-22 ივლისი, 2001 წელი

2018-08-04 14:19:19

უცხოეთში, ამერიკისა თუ ევროპის ქვეყნებში ცნობილი მსახიობების, მუსიკოსების თუ მომღერლების დანაშაულებრივი ქმედებებით ვერავის გააკვირვებთ.

საინფორმაციო საშუალებები, პრესა აჭრელებულია ამა თუ იმ ვარსკვლავზე სკანდალური ინფორმაციებით - რას აღარ სჩადიან ვარსკვლავები - ჩხუბობენ, ცივსა თუ ცეცხლსასროლ იარაღს იყენებენ, ნარკოტიკებს ხმარობენ ან ინახავენ.

ჩვენთან რომელიმე ჩვენს ცნობილ თანამემამულეზე მსგავსი ინფორმაციის გაგება მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნას ჰგავს.

12 ივლისს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ცნობილ მუსიკოსსა და კომპოზიტორს რომა რცხილაძეს თურმე 54 გრამი მარიხუანა აღმოუჩინა გორის პოლიციამ, რის გამოც იგი დააკავეს. მოგვიანებით კი, ვითომ თავდებით გამოუშვეს. 13 ივლისს ბატონ რომას კონცერტის გამართვის წინ ტელეფონით ვესაუბრეთ. მან ბრალდებები უარყო და განაცხადა, რომ გავრცელებული ინფორმაცია ვიღაცის მიერ შეთითხნილ პროვოკაციას ეფუძნება.

- როგორც ჩანს, ქვეყანაში მართლაც ცუდადაა საქმე. ყველაფერი შეიძლება დაგაბრალონ, რაიხსტაგზე ქანთარიას მიერ ატანილი დროშის ტარის მომტვრევა ან ბომბეიმდე გვირაბის გაყვანაც კი. რაც მოხდა, ჩემთვის იმდენად აბსურდულია, რომ ამ თემაზე საუბარიც კი მიჭირს. არანაირი ნარკოტიკი არ მქონია. არც არავისთვის არაფერი გადამიხდია... გული მწყდება, რომ საინფორმაციო საშუალებებმა არაფრის გამო, ჩემს დაუკითხავად ჩემი რეპუტაციის შემლახავი ინფორმაციით ამხელა აურზაური ატეხეს. ეკითხათ, იქნებ მეც მაძლევდა ხელს ეს ყოველივე?! იქნებ ეს სულ ჩემი რეკლამაა - უცხოეთში ანტირეკლამით საუკეთესო რეკლამას აკეთებენ.

ბატონი რომა შეშფოთებულია მომხდარით. მას სჯერა, რომ ეს ყველაფერი ვიღაცის ინსცენირებულია, მაგრამ ვისი, წარმოდგენაც არა აქვს. საპასუხო საპროტესტო ნაბიჯისგან ჯერ თავს იკავებს. როგორც მან განაცხადა, - ჯერჯერობით, ყველაფერზე პასუხს კვლავ თავისი შემოქმედებით გასცემს.

 

 

 

ნანახია - 125

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80