„თუ ამ ფილმისთვის სახელმწიფო სახსრებიც დაიხარჯა, გამართლებულად მიმაჩნია"

გაუფრთხილდი თავს

ნარკოტიკი კლავს!

გაუფრთხილდი სხვას

რეტრომედია

„თუ ამ ფილმისთვის სახელმწიფო სახსრებიც დაიხარჯა, გამართლებულად მიმაჩნია"

„თუ ამ ფილმისთვის სახელმწიფო სახსრებიც დაიხარჯა, გამართლებულად მიმაჩნია"
„კვირის პალიტრა“, 26 ოქტომბერი, 2009 წელი

2018-08-04 14:22:16

ხელისუფლება ბოლო რეიტინგით თავს იწონებს. სააკაშვილი 70%-იანი  ლიდერია, საპარლამენტო არჩევნებში კი თურმე „ნაციონალურ მოძრაობას" მოსახლეობის 43% დაუჭერდა მხარს. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციას ამ რეიტინგების არ სჯერა, როგორც ჩანს, სოფელ-სოფელ ხელისუფლების სიარულმა და ხალხთან დიალოგმა საქმე მაინც გააკეთა.

რა იმედს ამყარებს ხელისუფლება აგვისტოს ომზე გადაღებულ ფილმზე და რას მიაწერს რეიტინგის ზრდას, ამის თაობაზე პარლამენტის ვიცე-სპიკერ გიგი წერეთელს ვკითხეთ. საუბარი გასული კვირის ყველაზე ემოციური და ბევრისთვის მტკივნეული თემით დავიწყეთ:

- პატრიარქზე ინტერნეტში განთავსებული ვიდეორგოლების ნახვისას გამიჩნდა განცდა, რომ მისი ავტორი ან ურწმუნოა, ან კიდევ თვითდამკვიდრებას, თავის გამოჩენას, ყურადღების მიქცევას ცდილობს. ასეთ საქციელს ადამიანი ან გააზრებულად, ან ფსიქოპათოლოგიური პრობლემების გამო სჩადის. გასული კვირის ვნებათაღელვას გასდევდა კითხვა, - ხელისუფლება რაიმე ფორმით ხომ არ მონაწილეობდა ამ საქმეში? ითქვა, რომ თეა თუთბერიძე ხელისუფლების წარმომადგენელია და მაღალი თანამდებობა უკავია, რაც სიმართლე არ არის.

მაგრამ ქალბატონი თუთბერიძე არის ხელისუფლებასთან დაახლოებული „თავისუფლების ინსტიტუტისწევრი.

- თუ ამ ლოგიკას გავყვებით, თავის დროზე ოპოზიციაც დაახლოებული იყო "თავისუფლების ინსტიტუტთან". კამპანია ეკლესიის წინააღმდეგ მართლაც არის. შესაძლოა, პირთა ერთ ჯგუფს რაღაც არ მოსწონს ეკლესიაში. შესაძლოა, ეკლესიის ზოგიერთი წარმომადგენლის განცხადებები ვიღაცას არ მოეწონოს, მაგრამ ამის გამოხატვასაც ფორმა ხომ უნდა მოეძებნოს? მიუღებელია პროტესტის უხამსი ფორმით გამოხატვა. მით უმეტეს, რომ პატრიარქი ყველას აძლევს კრიტიკული აზრის გამოთქმის, მასთან ამა თუ იმ საკითხის განხილვის საშუალებას. როდესაც საკითხი უწმინდესს ეხება, გამოხატვის უხამსი ფორმები მიუღებელია. საზოგადოების დიდი ნაწილის მკვეთრად უარყოფითი რეაქცია ამ საკითხზე სწორად მიმაჩნია.

ამ ქვეყანაში აზრის თავისუფლად გამოთქმის საშუალება ყველა მოქალაქეს აქვს, მაგრამ სხვა საქმეა, რამდენად მართალია საკუთარ სინდისთან ის ადამიანი, რომელიც პატრიარქის საწინააღმდეგო განცხადებას აკეთებს. ადამიანი პასუხისმგებლობას უნდა გრძნობდეს თავის ნათქვამზე. ვის და რატომ სჭირდება პატრიარქის დაკნინება? თუ ვინმეს განზრახული ჰქონდა პატრიარქის შეურაცხყოფით მისი ღირსება შეელახა, ამაოდ გაისარჯა. რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა ინსტიტუტების ნდობის რეიტინგი, სადაც 93% ეკლესიას აქვს. მოდი, იმ ვიდეორგოლებისა და განცხადებების ავტორებს მართლმადიდებლური პრინციპით მივუდგეთ, - ნუ განვიკითხავთ და დიდ მნიშვნელობას ნუ მივანიჭებთ. მათთვის ვილოცოთო, ასეთია თავად პატრიარქის პოზიცია.

საზოგადოების ნაწილისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა ბოლოდროინდელი სოციოლოგიური კვლევის შედეგისადაც ხელისუფლებას და პრეზიდენტ სააკაშვილს პირველი ადგილი უკავიათოპოზიცია აცხადებსრომ ასეთი მაღალი შედეგები წარმოუდგენელია აგვისტოს ომის შემდეგ.

- გეთანხმებით, რომ ომისა და პოლიტიკური ბატალიების შემდგომ ხელისუფლებისა და პრეზიდენტის რეიტინგმა იკლო, მაგრამ ხელისუფლებამ დასკვნა გააკეთა 2007 წლის ნოემბრის მოვლენების, საარჩევნო ბატალიების,  ხალხის პროტესტის შემდგომ და ხალხსა და ოპოზიციასთან ურთიერთობის ტაქტიკა შეცვალა. საზოგადოების პრობლემების გააზრება და ეკონომიკური საკითხების გადაწყვეტა ახლებურად დაიწყო, კომუნიკაციის მხრივაც უწინდელივით ხისტი არ არის. საზოგადოება ხელისუფლებას მუდმივად საქმეში ჩართულსა და პრობლემების გადაწყვეტაზე მზრუნველს ხედავს. ეს სწორი ტაქტიკური ნაბიჯია.

ოპონენტები ამას უსაქმო ფუსფუსად და ფარსად ნათლავენ.

- შესაძლოა, ვიღაცამ ამას უსაქმო ფუსფუსი, პიარი და სპექტაკლი დაარქვას, მაგრამ ინფრასტრუქტურა ხომ მართლაც შენდება, ხომ მართლაც შემოდის ინვესტიციები, ხომ  მეტად მიიტანა გლეხის გასაჭირი ხელისუფლებამ გულთან? ჯანდაცვასა თუ საგარეო სფეროში წარმატებებს ხომ  ყველა ხედავს, პრეზიდენტის გამოსვლების სტილიც ხომ შეიცვალა, ხომ მეტი სირბილე და კეთილგანწყობა მოდის მისგან? მეტად გახსნილია ოპოზიციასთან ურთიერთობა, დაიწყო დიალოგი. ეს ყველაფერი ქმნის პოზიტიურ განწყობას, რაც ხელისუფლებისა და პრეზიდენტის რეიტინგზე აისახა.

მითქმა-მოთქმაა აგვისტოს ომზე გადაღებული ფილმის გამოითქვარომ ეს მორიგი ძვირად ღირებული პიარკამპანიააამ ფილმის გადაღების ინიციატივას სწორედ საქართველოს ხელისუფლებას მიაწერენ.

- ნუ დავინახავთ ამ ფილმში მხოლოდ სააკაშვილის რეკლამას, საქართველოს რეკლამა დავინახოთ. განა დადებითი მოვლენა არ არის, რომ ამ ფილმით საქართველოზე, აგვისტოს ომზე, რუსეთის ქმედებასა და აგრესიაზე სიმართლე ითქმება? ეს ფილმი ჩვენი ბრძოლის ერთ-ერთი ინსტრუმენტია. ავტომატით ბრძოლის დრო არ არის, დღეს დიპლომატიურ ომსა და პოლემიკაში უნდა ვაჯობოთ მოწინააღმდეგეს. ფილმს ჰოლივუდის ცნობილი რეჟისორი იღებს და მასში მსოფლიო დონის ვარსკვლავები მონაწილეობენ. მაინცდამაინც ოპოზიციონერის როლი უნდა ეთამაშა ენდი გარსიას, რომ ჩვენს ოპონენტებს მოსწონებოდათ? 

მაგრამ შეჭირვებული ქვეყნისთვის 40 მლნ დიდი ფულია.

- არ ვიცი, ეს ფილმი ამდენი თუ ჯდება, მაგრამ მერწმუნეთ,  ეს არ არის გადაყრილი ფული. მსოფლიოს კეთილგანწყობა და საქართველოს მხარდაჭერა გაცილებით ძვირფასია, ვიდრე ამ ფილმზე დახარჯული თანხა. ვიცი, რომ ფილმში კერძო პირების ინვესტიციაა, მაგრამ თუ ამ ფილმისთვის სახელმწიფო სახსრებიც დაიხარჯა,  გამართლებულად მიმაჩნია.

რამდენადაც ვიციფილმის გადაღებისას მსახიობებთან გქონდათ ურთიერთობა.

- როდესაც პარლამენტში მიდიოდა გადაღება, ეზოში ჩავედი. ვუყურებდი, როგორ შედიოდა ენდი გარსია როლში. ყველა მისი დუბლი განსხვავებული იყო. განსხვავებული იყო მისი ყველა ჟესტი, მიმიკა, ინტონაცია. გადასაღებ მოედანზე 24-საათიან რეჟიმში იმუშავა. შესვენებისას მოვახერხე გასაუბრება. ვეხუმრე, ისე კარგად თამაშობთ, ვეჭვობ, თქვენი სახით ახალი საპრეზიდენტო კანდიდატი გაგვიჩნდება-მეთქი. გულღია ადამიანის შთაბეჭდილება დატოვა.გავიცანი და თითქმის დავუმეგობრდი   სუპერმენის როლის ცნობილ შემსრულებელს დინ კეინის. იყო ასეთი შემთხვევაც, - პერანგის სახელოს საკინძე დაავიწყდა და ჩემი ვაჩუქე. არ იღებდა, დაგიბრუნებო, მაგრამ ვუთხარი, სახსოვრად გქონდეს-მეთქი. მგონია, ფილმი ძალიან კარგი გამოვა.

 

 

 

 

 

 

 

 

ნანახია - 84

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80