5 დღე მარტო, ტელეფონის და ინტერნეტის გარეშე - ექსპერიმენტი, რომელსაც ყველამ ვერ გაუძლო

გაუფრთხილდი თავს

ნარკოტიკი კლავს!

გაუფრთხილდი სხვას

დაიჯესტი

5 დღე მარტო, ტელეფონის და ინტერნეტის გარეშე - ექსპერიმენტი, რომელსაც ყველამ ვერ გაუძლო

5 დღე მარტო, ტელეფონის და ინტერნეტის გარეშე - ექსპერიმენტი, რომელსაც ყველამ ვერ გაუძლო
ambebi.ge

2018-08-05 14:40:42

ალ­ბათ, თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნი ოც­ნე­ბობს, დრო­ე­ბით გა­მორ­თოს ტე­ლე­ფო­ნი, არ გა­ე­კა­როს კომ­პი­უ­ტერს, არ უპა­სუ­ხოს ფოს­ტას, ჩა­ი­კე­ტოს ოთახ­ში და არა­ვინ ნა­ხოს - მოკ­ლედ, და­ის­ვე­ნოს ყვე­ლას­გან და ყვე­ლაფ­რის­გან. არა­და, სი­ნამ­დვი­ლე­ში, ასე რომ მოხ­დეს, რამ­დენ ხანს გავძლებთ?

ბრი­ტა­ნულ­მა არ­ხმა Channel 5-მა გა­და­წყვი­ტა ექ­სპე­რი­მენ­ტის ჩა­ტა­რე­ბა: ჩა­ე­კე­ტა რამ­დე­ნი­მე მო­ხა­ლი­სე კა­მე­რებ­ში მარ­ტო, ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ის ყვე­ლა იმ ატ­რი­ბუ­ტი­კის­გან შორს, რომ­ლებ­საც მიჩ­ვე­უ­ლი ვართ. ყვე­ლა­ფე­რი გა­ცი­ლე­ბით რთუ­ლი აღ­მოჩ­ნდა, ვიდ­რე მო­ნა­წი­ლე­ებს ეგო­ნათ...

Channel 5-მა გა­და­წყვი­ტა, გა­და­ე­ღო პროგ­რა­მა "მარ­ტო­სუ­ლი", რო­მელ­საც სა­ფუძ­ვლად ან­ტი­სო­ცი­ა­ლუ­რი ექ­სპე­რი­მენ­ტი ედო: ტე­ლე­წამ­ყვან ჯორჯ ლემ­სა და კი­დევ ოთხ მო­ხა­ლი­სეს 5 დღე უნდა გა­ე­ტა­რე­ბი­ნათ კა­მე­რებ­ში სრუ­ლი­ად მარ­ტოს. მათ გან­კარ­გუ­ლე­ბა­ში საჭ­მე­ლი, ტუ­ა­ლე­ტი, სა­წო­ლი და კი­დევ ერთი ნივ­თი იყო, რო­მე­ლიც შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი 3-დან უნდა აერ­ჩი­ათ და ელექტრო­მო­წყო­ბი­ლო­ბას არ წარ­მო­ად­გენ­და.

ზო­გი­ერ­თი მო­ნა­წი­ლის­თვის ამ ამო­ცა­ნის შეს­რუ­ლე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნდა: ერთ-ერ­თმა ექ­სპე­რი­მენ­ტის და­წყე­ბი­დან 4 სა­ათ­ში და­ტო­ვა კა­მე­რა. მე­ო­რემ და­მარ­ცხე­ბა 24 სა­ათ­ში აღი­ა­რა.

28 წლის სა­მე­დი­ცი­ნო კო­ლე­ჯის სტუ­დენ­ტმა შერ­მე­ინ­მა ექ­სპე­რი­მენ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო, რათა სა­კუ­თა­რი თა­ვის­თვის და­ემ­ტკი­ცე­ბი­ნა, რომ და­მო­უ­კი­დე­ბე­ლია. მაგ­რამ სულ რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში მო­ი­წყი­ნა, შემ­დეგ უეც­რად ატირ­და, რად­გან თავი სა­შინ­ლად მარ­ტო­სუ­ლად იგ­რძნო. მან მე­უღ­ლის წე­რი­ლიც კი გახ­სნა, რო­მე­ლიც ექ­სპე­რი­მენ­ტის წე­სის მი­ხედ­ვით მხო­ლოდ 2 დღის შემ­დეგ უნდა წა­ე­კი­თხა. "პა­ნი­კა­ში ვარ, მეტი აღარ შე­მიძ­ლია, უბ­რა­ლოდ, სახ­ლში მინ­და დაბ­რუ­ნე­ბა", - გა­ნა­ცხა­და შერ­მე­ინ­მა. გო­გო­ნამ ღი­ლაკს და­ა­ჭი­რა. ეს ექ­სპე­რი­მენ­ტის დას­რუ­ლე­ბას ნიშ­ნავ­და. "უბ­რა­ლოდ, ისე ძა­ლი­ა­ნაც არ მომ­წონს სა­კუ­თარ თავ­თან მარ­ტო დარ­ჩე­ნა, რო­გორც აქამ­დე ვფიქ­რობ­დი", - და­ას­კვნა შერ­მე­ინ­მა.

ტე­ლე­წამ­ყვან ჯორჯსაც ძა­ლი­ან გა­უ­ჭირ­და. მან ოთა­ხი 24 სა­ათ­ში და­ტო­ვა. მისი თქმით, ძი­რი­თა­დი პრობ­ლე­მა გახ­ლდათ ის, რომ ვერ არ­ჩევ­და, დღე არის ახლა თუ ღამე. რა­ღაც მო­მენ­ტში ყვი­რი­ლი მორ­თო, ოთა­ხის ნა­თუ­რებს უყ­ვი­რო­და. "5 დღე ამ ოთახ­ში, ჭკუ­ი­დან გა­და­მიყ­ვანს", - გა­ნა­ცხა­და ჯორ­ჯმა.

36 წლის მარ­ტო­ხე­ლა დე­დამ სა­ხე­ლად სა­რამ, გა­და­წყვი­ტა გა­მო­ე­ცა­და, თუ რამ­დე­ნად ძლი­ე­რია. მან მთე­ლი 5 დღე გაძ­ლო, მაგ­რამ ეს იოლი არ ყო­ფი­ლა: შე­სამ­ჩნე­ვად ნერ­ვი­უ­ლობ­და, პა­ნი­კის შე­ტე­ვე­ბი ჰქონ­და, ეჩ­ვე­ნე­ბო­და, თით­ქოს ვი­ღაც შე­მო­ვი­და ოთახ­ში, ნერ­ვი­უ­ლო­ბის ნი­ა­დაგ­ზე გუ­ლის­რე­ვა და­ე­წყო. ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი სე­რი­ო­ზუ­ლად შფო­თავ­დნენ მის ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე და ექ­სპე­რი­მენ­ტის დას­რუ­ლე­ბა­საც ფიქ­რობ­დნენ. მაგ­რამ სა­რამ მო­ა­ხერ­ხა თა­ვი­სი ში­შე­ბის გა­და­ლახ­ვა.

28 წლის იორკში­რელ­მა ლლო­იდ­მაც გა­და­ლა­ხა ეს 5 დღე. ექ­სპე­რი­მენტს იმი­ტომ დას­თან­ხმდა, რომ თა­ვი­სი სმარ­ტფო­ნის დრო­ე­ბით გა­და­დე­ბა სურ­და, რად­გან სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი გახ­და. ოთახ­ში მო­წყე­ნი­ლად გრძნობ­და თავს, მაგ­რამ ამას გა­უმკლავ­და, კა­მე­რებ­თან სა­უბ­რე­ბით.

ბო­გერ­მა ლუ­სიმ, რო­მე­ლიც ოთახ­ში მარ­ტო ჩა­კეტ­ვას დას­თან­ხმდა, ექ­სპე­რი­მენ­ტი ბო­ლომ­დე გა­ი­ა­რა. მას ხე­ლოვ­ნე­ბა შვე­ლო­და: თან სა­ხა­ტა­ვი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი ჰქონ­და.

 

სა­მი­ვემ, ვინც ექ­სპე­რი­მენ­ტი გა­ი­ა­რა, გა­ნა­ცხა­და, რომ ეს იყო მძი­მე გა­მოც­დი­ლე­ბა, თუმ­ცა ამან მათი ცხოვ­რე­ბა უკე­თე­სო­ბის­კენ შეც­ვა­ლა.

ნანახია - 365

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80