ქვეყნები, სადაც უძრავი ქონების შეძენა ხელმისაწვდომ ფასად არის შესაძლებელი
დაიჯესტი

ქვეყნები, სადაც უძრავი ქონების შეძენა ხელმისაწვდომ ფასად არის შესაძლებელი

ქვეყნები, სადაც უძრავი ქონების შეძენა ხელმისაწვდომ ფასად არის შესაძლებელი
bpn.ge

2018-08-05 17:54:28

უძრავი ქონების ფასები ისეთ ქვეყნებში როგორებიცაა აშშ, დიდი ბრიტანეთი ან საფრანგეთი ახალ მწვერვალებს იპყრობენ. 


მაგრამ თუ თქვენ გადაწყვიტეთ ქვეყნის დატოვება და რომელიმე სხვა ქევყანაში გადასახლება, არის ძალიან ბევრი ქვეყანა, სადაც ძალიან იაფად შეგიძლიათ შეიძინოთ სახლი. წარმოგიდგენთ ქვეყნების ათეულს, სადაც სახლის შეძენა ყველაზე იაფი დაგიჯდებათ. (წყარო: womensarticle.com)

1. კამბოჯა

კამბოჯა შესაძლოა, სულაც არ მოგივიდეთ აზრად, როცა სახლის შეძენაზე ფიქრობთ, მაგრამ ტროპიკული სამოთხე, რასაც ეს ქვეყანა გვთავაზობს და პლიუს ძალიან დაბალი საცხოვრებელი ფასები, მას მიმზიდველს ხდის და ჩვენს რეიტინგში პირველ ადგილზეა. ამ ქვეყანაში მდიდრული სახლის ქირაობა თვეში მხოლდო 600 დოლარი დაგიჯდებათ. ასეთი სახლის შეძენა კი მხოლოდ 20 000 დოლარი.

2. ეკვადორი

ეკვადორი ბევრი რამით გავს აშშ-ს, ამიტომაც ის ამერიკიდან „გადაბარგებულებისთვის“ კარგი არჩევანია. ამ 


ქვეყანაში დოლარი ჩვეულებრივ მიმოქცევაშია და კვებაც ბევრად იაფია გარეთ რესტორნებში, ვიდრე სახლში მისი მომზადება. მდიდრული სახლის შეძენა კი ამ ქვეყნაში 50 000 დოლარი დაგიჯდებათ.

3. მექსიკა

მიუხედავად იმისი, რომ ეს ქვეყანა ცნობილია ღარიბი მოსახლეობის რაოდენობით, მას ნამდვილად აქვს მდიდრული რაიონებიც. აქ თქვენ თვეში 700 დოლარად ძალიან კომფორტულ სახლს იქირავებთ, პლიუს ამაში შევა საკვები და საუკეთესო ხედები თქვენი სახლიდან.

4. არგენტინა

ეს სამხრეთ-ამერიკული ქვეყანა ტურისტებში წლებია დიდი პოპულარობით სარგებლობს. მას დიდებული რესტორნები და მდიდარი ისტორია აქვს. ამავდროულად, ამ ქვეყანაში ცხოვრება არაა ძალიან ძვირი. აქ დიდი ზომის მდიდრული სახლი 139,000 დოლარი დაგიჯდებათ, რაც შტატების ფასზე ბევრად ნაკლებია. 

5. ვიეტნამი

ამ ბოლო წლებში ტურისტებში ასევე პოპულარულია ვიეტნამიც. თუმცა ბოლო წლებში შემოღებული კანონის მიხედვით უცხოელებს ამ ქვეყანაში მიწის ყიდვა ეკრძალებათ. აქ მრავალმილიონიანი სახლები ზღვის პირას არის, მაგრამ იპოვით ისეთებსაც, რომლებიც 25-50 ათასი დოლარის ფარგლებში ღირს, მთავარია სწორად მოძებნოთ.

6. ტაილანდი

კიდევ ერთი პოპულარული ტურისტული მიმართულებაა ტაილანდი, სადაც საშუალო ზომის კეთილმოწყობილ სახლს 30 ათას დოლარად იყიდით. უფრო მდიდრულს კი 60 ათას დოლარად. აქ უამრავი ადგილიცაა, სადაც იაფად შეგიძლიათ იკვებოთ.

7. ბულგარეთი

ეს ქვეყანა უძველესი არქიტექტურითაა ცნობილი და ლამაზი პეიზაჟებით. ამ ქვეყანაში თუ 1500 დოლარის შემოსავალი გაქვთ, თვეში თქვენ მაღალ კლასს განეკუთვნებით, ხოლო კარგი სახლების ფასი $20 000 დოლარი ღირს ან ნაკლებია.

8. უნგრეთი

უნგრეთიც პოპულარულია ტურისტებში და ადამიანები, რომლებიც აქ უძრავ ქონებას ყიდულობენ, მას ძალიან ხშირად სტუმრობენ შვებულებებზე იმიტომ, რომ უყვარდებათ ეს ქვეყანა. აქ ძალიან დიდი ზომის სახლს ასევე დიდი ზომის მიწის ნაკვეთით 90,000 დოლარად შეიძენთ.

9. ალბანეთი

ალბანეთი მზიანი და თბილი ქვეყანაა მთელი წლის განმავლობაში. ეს კი მას ხდის კარგ ადგილს შვებულების გასატარებლად და პერმანენტულის აცხოვრებლის შესაძენად. ძალიან დიდი ზომის პენტჰაუსს ამ ქვეყანაში 150,000 დოლარად შეიძენთ, რაც აშშ და ბრიტანეთთან შედარებით ბევრად იაფია.

10. კოლუმბია

კოლუმბიაში დიდი ულუფა საკვები 5 დოლარი დაგიჯდებათ, ქირის ფასი თვეში 400 დოლარია, თუმცა ის ზონებად არის დაყოფილი და მდიდრების ზონაში უძრავი ქონება უფრო ძვირია, ვიდრე ქვედა ზონებში. 

ასე რომ, თუ თქვენ ეძებთ პერმანენტულ საცხოვრებელს ლამაზი ხედებით, შესანიშნავი არქიტექტურით, კომფორტით და პლიუს კარგი ამინდით - ეს ქვეყნები თქვენთვის ზედგამოჭრილია.

 

ნანახი?- 293

რეგისტრაცი?/p>

დახურვ?/span>
სახელი:

პაროლი:

გაიმეორე?პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80