„დღეს, როცა ალკოჰოლი ლეგალიზებულია, რა გარანტია გვაქვს, რომ ავტობუსის მძღოლს არ აქვს ერთი ბოთლი არაყი დალეული?“

გაუფრთხილდი თავს

ნარკოტიკი კლავს!

გაუფრთხილდი სხვას

საზოგადოება

„დღეს, როცა ალკოჰოლი ლეგალიზებულია, რა გარანტია გვაქვს, რომ ავტობუსის მძღოლს არ აქვს ერთი ბოთლი არაყი დალეული?“

„დღეს, როცა ალკოჰოლი ლეგალიზებულია, რა გარანტია გვაქვს, რომ ავტობუსის მძღოლს არ აქვს ერთი ბოთლი არაყი დალეული?“
მანანა ნოზაძე

2018-08-06 16:00:51

საზოგადოების დიდმა ნაწილმა უარყოფითად მიიღო მარიხუანას პრაქტიკული ლეგალიზაციისთვის გადადგმული ბოლოდროინდელი ნაბიჯები. მმართველ გუნდში ვითარების გამოსწორებას იმით ფიქრობენ, რომ ასაკის ან პროფესიის მიხედვით დაწესდეს შეზღუდვები მარიხუანას მოხმარებაზე, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება, რომ პერიოდულად საზოგადოებას აოგნებს, თუ რატომ ამოჭრა ცალკეულმა ქირურგმა პაციენტს ერთი ორგანოს ნაცვლად მეორე. რატომღაც აქამდე ადამიანები ამას ექიმების უცოდინრობით ხსნიდნენ, თუმცა უკვე აშკარაა, რომ წარუმატებელი ოპერაციები მთლად მედიკოსთა უცოდინრობას არ უნდა დავაბრალოთ.

ვინ უნდა გააკონტროლოს, რომ მარიხუანას მოხმარების ქვეშ ქირურგმა დაიცვას ჰიპოკრატეს ფიცი და პაციენტს მორჩენის ნაცვლად არ ავნოს მაინც? რომ სატრანსპორტო საშულების მძღოლმა სადმე არ გადაგვჩეხოს, თუნდაც ტაქსში ჩაჯდომა უხიფათო იყოს და მარიხუანას ზემოქმედებით გაბრუებულმა ტაქსისტმა არ გვავნოს? ამის შესახებ For.ge ნარკოპოლიტიკის დეკრიმინალიზაციის კანონპროექტის ერთ-ერთ ავტორს, ნარკოლოგ დავით ოთიაშვილს ესაუბრა.

დავით ოთიაშვილი: თავდაპირველად მინდა ვთქვა, რომ მე არ ვყოფილვარ მარიხუანას მოხმარების ლეგალიზაციის ინიციატორი. უბრალოდ, კანონპროექტი, რომლის თანაავტორიც მე ვარ, უფრო ნარკოპოლიტიკის კომპლექსურ ცვლილებას ეხება. იქ მარიხუანა არ არის პრობლემური საკითხი, გაცილებით უფრო რთული საკითხებია, რაც ე.წ. მძიმე ინექციურ მოხმარებას ეხება. ამ კუთხით ქვეყანაში კანონმდებლობის შეცვლის გაცილებით მეტი საჭიროებაა. რადგან მოხდა მარიხუანას მოხმარების ლეგალიზაცია, ამასთან დაკავშირებით მეც მაქვს ჩემი დამოკიდებულება. მე ვთვლი, რომ არც ერთი სახეობის ნარკოტიკის მოხმარებისთვის ადამიანი არ უნდა ისჯებოდეს, ამიტომ მარიხუანას მოხმარების ლეგალიზაცია ჩემთვის მისაღებია.

ახლა მოსალოდნელ საფრთხეებზეც საუბრობენ, ვეთანხმები ჯანდაცვის მინისტრს, რომ წარმოუდგენელია, ქირურგი, მასწავლებელი, მემანქანე, თვითმფრინავის პილოტი სამუშაოს შესრულების დროს იყოს რომელიმე ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ, მათ შორის, მარიხუანასი, ალკოჰოლის, თუ ნებისმიერი სხვა ნივთიერების, რომელიც მათ შეუცვლის ფსიქიკურ ფუნქციებს, ცნობიერებას, აღქმის უნარს. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ეს იქნება მარიხუანა, კონიაკი, შამპანური, ჰეროინი, თუ სხვა ნივთიერება. თუ შედეგი უნდა იყოს ერთი და იგივე, ანუ ადამიანის მიერ თავისი მოვალეობისა და ფუნქციის არასათანადოდ შესრულება, მაშინ რა საშუალება მიიღო ამ ადამიანმა - ლეგალური ალკოჰოლი, თუ არალეგალური ჰეროინი, ჩემთვის ამას პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს.

როგორ გავაკონტროლოთ, რომ კონკრეტული პროფესიის ადამიანმა, რომელსაც სხვა ადამიანების სოცოცხლესთან აქვს საქმე, არ მიიღო მარიხუანა?

- ეს ძალიან რთული საკითხია. უნდა არსებობდეს მოთხოვნა, შრომითი დისციპლინა, რადგან რისკის შემცველი საქმიანობა დაუშვებელია. ეს საქმიანობები ერთმანეთისგან განსხვავდება. მაგალითად, ეს განსხვავდება თავისუფალი მხატვრის საქმიანობისგან, რომელიც მარიხუანას მოხმარების შემდეგ ზის თავის სახელოსნოში და ხატავს. ანუ მხატვრის საქმიანობა გაცილებით ნაკლები რისკის შემცველია, ვიდრე თვითმფრინავის პილოტის. ასეთი მაღალი რისკის შემცველი საქმიანობები რეგულირებული უნდა იყოს. ამას უნდა აწესრიგებდეს ადმინისტრაცია, ან კანონმდებლობა, რათა ცალკეული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ადამიანებმა ვიღაცებს ზიანი არ მიაყენონ.

თუკი გავითვალისწინებთ, რომ არ არსებობს მსუბუქი და მძიმე ნარკოტიკი და ყველა ნარკოტიკი საბოლოოდ იწვევს მძიმე ნარკოტიკის შეჩვევას, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ხომ გახშირდება ახალგაზრდების ჩათრევა ამ საქმეში და უფრო მეტად გავრცელდება მარიხუანა? თუ მისი მოხმარებისას შიში არ იქნება, ვინ დაგვიცავს, რომ ისეთი ქირურგი, ტაქსისტი, ან ავტობუსის მძღოლი არ შეგვხდება, რომელიც არ გვავნებს?

- ამის პასუხად გეტყვით, რომ დღეს, როცა ალკოჰოლი ლეგალიზებულია, რა გარანტია გაქვთ, რომ ავტობუსის მძღოლს არ აქვს ერთი ბოთლი არაყი დალეული?

ნასვამი მძღოლი ერთი უბედურებაა, მაგრამ ამ ერთ უბედურებას კიდევ მეორე რომ ემატება ნარკოტიკის სახით, უფრო მრავალფეროვანი, მასშტაბური გახდება პრობლემა. ამ მხრივაც ხომ არ გვმართებდა თავშეკავება მარიხუანას ლეგალიზაციაზე?

- ლეგალიზაციის შემდეგ ან მოიმატებს მარიხუანას მომხმარებელთა რაოდენობა, ან არ მოიმატებს. არც ერთს ვამტკიცებ, არც მეორეს. ამას სჭირდება დაკვირვება, მონაცემების შეგროვება და გაანალიზება. ჯერჯერობით საუბრობენ მხოლოდ დაუსაბუთებელი ვარაუდებით. ორივე მხარის პოზიცია არაფრით არ არის დასაბუთებული, ეს ეხება მარიხუანას ლეგალიზებით შეშინებულ ადამიანებსაც და მათ მოწინააღმდეგე ოპტიმისტებსაც. ეს მხოლოდ ვარაუდებია, ამიტომ დავაკვირდეთ და ვნახოთ, გამოიწვევს თუ არა ეს კატასტროფას. მე გასინჯული მაქვს, არ მომწონს მარიხუანა და არც მოვიხმარ. მიუხედავად იმისა, რომ მისი მოხმარება აკრძალული იყო და დღეს აღარ არის აკრძალული, მაინც არ ვაპირებ მის მოხმარებას. ასევე მოიქცევიან ჩემი ოჯახის წევრებიც.

თქვენ არ მოიხმართ, რადგან უკვე ჩამოყალიბებული, ზრდასრული ადამიანი ხართ, მაგრამ აქ ასაკობრივი გრადაციაა, ლაბილურ ასაკში ახალგაზრდების შეჩვევა ნარკოტიკის მიმართ ძალიან იოლია.

- რა თქმა უნდა, მაგრამ მე მაინც განვმეორდები, რომ ახლა ძალიან რთულია პესიმისტური, ან ოპტიმისტური პროგნოზის გაკეთება. მე ვარ მეცნიერი, მკვლევარი და ჩვენ უნდა დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, დავაკვირდეთ სანდო მონაცემებს და მერე გამოვიტანოთ დასკვნები.

აქცენტი იმის შესახებაც დაისვა, სააკაშვილის პერიოდში რატომ არ იყო აქტიური თუნდაცთეთრი ხმაურის“, ან ნარკოტიკების ლეგალიზაციის მომხრეთა ცალკეული მოძრაობები? რატომ არავინ ამბობდა, არ დასაჯოთ ნარკომანები? მიშას დროს მოხსნილი იყო ეს პრობლემა, თუ მაშინ ვერ ბედავდნენ ხმის ამოღებას?

- მოქმედი მკაცრი პოლიტიკის გაპროტესტება აქტიურად დაიწყო 2008 წლიდან. 2008 წელს პარლამენტში შევიდა კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებდა ყველა ნარკოტიკის მოხმარების დეკრიმინალიზაციას. მას შემდეგ ეს პროცესი არ გაჩერებულა. თუმცა შეიძლება დაგეთანხმოთ იმაში, რომ საპროტესტო მოძრაობის ფორმები შეიძლება უფრო ჩუმი იყო და შესაძლოა, ამაში ზუსტად ის ფაქტორი თამაშობდა თავის როლს, რომ იმ პერიოდში ხელისუფლების ოპონირება არ იყო მთლად უსაფრთხო.

სიკვდილით დასჯას არ ვამართლებ, მაგრამ, თუკი პატარა ხალხები, მათ შორის, აფხაზები ხვდებიან, რომ მათი გენოფონდის გადარჩენის ერთ-ერთი გზა შეიძლება იყოს ნარკოტიკების შეზღუდვა, ჩვენც მცირერიცხოვან ერებს განვეკუთვნებით. აქედან გამომდინარე, როგორია მცირერიცხოვანი ერების პრაქტიკა? იქაც ლეგალიზებულია მარიხუანა, ან სხვა ნარკოტიკული საშუალებები?

- რთულია, საერთაშორისო პრაქტიკა დავყოთ მცირე და დიდი ერების მაგალითებზე. სიკვდილით დასჯის შემოღება აფხაზებს არაფერს უშველის, მათ სულ სხვა მიდგომა სჭირდებათ. თუ სურთ, ნაკლებმა ადამიანმა მოიხმაროს ნარკოტიკი, ბავშვობიდან უნდა ასწავლონ, რა არის ნარკოტიკი, როგორია ჯანსაღი ცხოვრება და არა - სიკვდილით დასჯით დაემუქრონ. რაც შეეხება მარიხუანასთან ზოგად მიდგომას, სხვადასხვა ქვეყანაში, განურჩევლად იმისა, პატარაა თუ დიდი ქვეყანაა, ბოლო წლებში აშკარაა კანონმდებლობის შეცვლის ტენდენცია ლიბერალიზაციისკენ, დეკრიმინალიზაციისკენ. ხშირ შემთხვევაში, კანონმდებლობა იცვლება სრული ლეგალიზაციის მიმართულებით. არის ქვეყნები, სადაც მისი მოხმარება ლეგალურია, ამერიკაში 12 შტატში ლეგალურია და კიდევ მეტ შტატში სამედიცინო დანიშნულებითაა დაშვებული მოხმარება. ამიტომ ამ თვალსაზრისით, ის, რაც საქართველოში ხდება, შეიძლება ითქვას, ბევრ სხვა ქვეყანაში მიმდინარე ტენდენციებს ასახავს.

ხშირად დემოკრატიის ნიღბის ქვეშ ხდება საეჭვო გადაწყვეტილებების მიღება. თუკი მარიხუანას ლეგალიზებამ უარყოფითი შედეგი მოიტანა, მაშინ შეუქცევადი პროცესის უკან დაბრუნება როგორ მოხერხდება? დაქოქილი და დაძრული მანქანა როგორ შეჩერდება?


-მარტივად, გასაღებს გადმოვატრიალებთ და გამოვრთავთ, ანუ კანონში შევიტანთ ცვლილებას.

ანუ ისევ გავამკაცრებთ კანონმდებლობას?

- დიახ, ამას წინ არაფერი დაუდგება. თუ დღეს კანონი ერთი მიმართულებით შეიცვალა, რატომ არ შეიძლება ხვალ ისევ უკანა მიმართულებით შევცვალოთ კანონმდებლობა?!

ნანახია - 2808

xalibi

2018-08-06 16:08:33

უკანა მიმართულებით რაიმეს დაბრუნება რომ შესაძლებელი იყოს, ბევრს სპერმის მდგომარეობაში დაგაბრუნებდით და დანარჩენზე მერე ვიფიქრებდი.....

1234

2018-08-06 17:06:37

რადგან ალკოჰოლი დაშვებულია, იმას კიდევ ნარკოტიკი უნდა დაუმატო რომ კიდევ მეტი ხალხი განადგურდეს?
რა იცი შენ აფხაზებს რა უშველის? სინგაპურს ხომ შველის, ეგ არ გაგიმხილეს? ბოლოს როდის ჩაგიტარებია სამეცნიერო კვლევა? გასაღებს ატრიალებს თურმე ჯეელი. ანუ გადაწყვეტილებას იღებს ყოველგვარი წინასწარი კვლევის გარეშე და მერე რა თუ ეს კატასტროფას გამოიწვევს. უკან გადმოატრიალებს გასაღებს. კვლევას ატარებენ გადაწყვეტილების მიღების წინ! ამერიკაში მხოლოდ 9 შტატშია ლეგალიზებული 50-დან, მაგრამ ფედერალურ დონეზე ჯერ კიდევ აკრძალულია! ამერიკა ფედერალური სახელმწიფოა. ყველა შტატს აქვს თავის კონსტიტუცია რაც შტატებს გარკვეულ უფლებებს აძლევს. ვაკეს აქვს თავის კონსტიტუცია? ალბათ ვაკეშიც კი არ გავიდოდა ლეგალიზაცია რეფერნდუმი რომ ჩაეტარებინათ. ამერიკა თანაც 350 მილიონიანი ქვეყანა, არც დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე არ დგას. ამისთანა ბარიგების ხელში რომ არის ქვეყანა ამიტომ არის კარგად საქმე. ტუჩებს ილოკავენ ბიჭები და ითვლიან მარიხუანის პლანტაციებით და მაღაზიების გახსნით რა დამატებითI შემოსავალი შეუვათ და ქვეყანა ფეხებზე ჰკიდიათ. ეკლესიაში თვალთმაქცურად პირჯვარს იწერენ და ღმერთის წარმომადგენლის სიტყვას არაფრად აგდებენ და საბჭოთა კავშირის გადმონაშთს უწოდებენ. მაგრამ საქმე ის არის რომ ამას არავინ ეკითხება. ივანაა პახუსმგებელი და დირექტივების მიმცემი, და ამ ჯეელის პარლამენტში დამსმელიც.

macro

2018-08-06 18:43:26

მიუხედავად იმისა, რომ გირჩი 1%-საც ვერ აგროვებს არჩევნებში, მას არ აკლია დაფინანსება. სწორედ ეს მისი დამფინანსებლები დგანან ამ კამპანიის უკან. მათ შორისაა ერთ-ერთი უდიდესი სააფთიაქო ქსელი.
სულ ეს დგას ამ თავისუფლების შესახებ ფარისევლური ტირადების უკან.
ეს ექსპერტიც მაგარია. რა დიდი ცოდნა უნდა, რომ ლეგალიზაციის შემდეგ მოხმარება გაიზრდება დიდი ტემპებით. ყველა გამყიდველი ცდილობს გაზარდოს კლიენტურა, ეს კი ისეთი საქონელია, კლიენტურის გაზრდა არაფერი პრობლემაა.

ფხიზელი

2018-08-06 19:10:01


xalibi :)))))
დაგლიჯე!..
*
ნარკოლოგი დავით ოთიაშვილი:
"ეს მხოლოდ ვარაუდებია, ამიტომ დავაკვირდეთ და ვნახოთ, გამოიწვევს თუ არა ეს კატასტროფას."
-------------
ა, ჭკვიანი კაცი!
ჩავატაროთ ექსპერიმენტი და დავაკვირდეთ: თუ ეს გადაწყვეტილება ერის კატასტროფას გამოიწვევს, გადმოვატრიალებთ გასაღებს და მორჩა! - მყისიერად გაქრება კატასტროფის ყველა შედეგი და ერი ისევ დაუბრუნდება საწყის პოზიციას! - რა პრობლემაა?!

natali

2018-08-06 19:46:25

როგორც ამერიკაში ურტ/ყ/ამდა მშრალი კანონის გაუქმება ალკოჰოლის მაფიას,ისე ურტ/ყამს მარიხუანის ლეგალიზაცია ნარკობიზნესს. ხოდა ნარკობიზნესი რომაა დამღუპველი ახლაგაზრდობის და ძალიან საშიში რამაა ქვეყნისთვის, ზუსტად მაგიტომაა საჭირო მარიხუანის ლეგალიზაცია.

ასე ვფიქრობ მე!

ქართველებით სავსეა ჰოლანდია და თავისუფლად ეწევა ის, ვისაც ამის სურვილი აქვს.საქართველოში რომ ჩამოვა აქ მოკვდება?

ფხიზელი

2018-08-06 20:48:55

ამ დარგის ექსპერტი, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი
გელა ლეჟავა:

"მარიხუანას მომხმარებელთა 50-60-70% გადადის სხვა ნარკოტიკზე, ანუ ეძალება ე.წ. მძიმე ნარკოტიკს... ეს ყველაფერი ცნობილია და ისიც ცნობილია, რომ იმ ნარკომანებს, რომლებიც საქართველოში არიან, ნარკოტიკის საყიდლად ფული სჭირდებათ.
საიდან იღებენ ამ ფულს?- ოჯახებს ძარცვავენ..."
--------------
რა ვქნა ახლა, ამ კაცს დავუჯერო, გირჩელ ჯაფარიძეს, ექსპერიმენტატორ დავით ოთიაშვილს თუ ჩვენს natali-ს?

georgia

2018-08-06 21:17:54

ნატალის.
ქ-ნ ნატალი საკმაო ხანია თვალს ვავლებ თქვენს პოსტებს და გეტყვით,რომ პირველად დაგეთანხმეთ.
კარგად ფიქრობთ, ოღონდ წერა მეზარება და თემის განვრცობას ნუ მომთხოვთ.

natali

2018-08-06 21:47:56

ფხიზელი
ნატალის! :))))

აი დედას გეფიცები ლეგალური რომც გახდეს, თუ მოვწიო. ჩემზე ნუ ინერვიულებთ:)))) აი ისე, უბრსლოდ ძალიან მინდა ჩემი თავი მე მეკუთვნოდეს და ვიღაცას არ ჰქონდეს უფლება გადამიწყვიტოს თამბაქოთი მოვიწამლავ თავს, არყით გავილეშები თუ ბალახით გავბრუვდები.
ქვეყანაში ლუდის რეკლამა მიდის და ამ დროს მარიხუანაზე იჭერენ. ეს ნორმალურია?

macro

2018-08-06 21:56:03

ნატალის,
თქვენი არგუმენტები სასაცილოა.
რომელი ნარკომაფია ნახეთ მარიხუანას, რომ ყიდდეს. ისინი ყიდიან მძიმე ნარკოტიკებს.
ეს კანონი მათთვის მისწრებაა. ქართველი ახალგაზრდები რომ დაბოლდებიან აფთიაქში, მერე გადავლენ მძიმე ნარკოტიკებზე. აქვე არის ნარკომაფიაც. ხომ არ გგონიათ ვინმე კოლუმბიელები არიან. სულ კარგი ქართველი ოჯახების შვილები და ქართულ საზოგადოებაში მიღებული ხალხია.
ჰოლანდიას რომ ეცით, ევროპაში სხვა ქვეყანა აღარ არის? რატომ ეძებთ მაინც და მაინც გამონაკლისებს.
გაიგეთ, საქართველოს აღარა აქვს მომავალი. უბრალოდ ოც წელიწადში კიდევ განახევრდებით.

ფხიზელი

2018-08-06 22:00:06

natali,
არყის მოყვარულიც ასე ფიქრობს, თამბაქოს მწეველიც და, შენ წარმოიდგინე, ის მოტოციკლისტიც, შენს აღშფოთებას რომ იწვევს შუაღამისას თავისი ძრავის გრუხუნით: ჩემი თავიც, ჩემი კუჭიც და ჩემი მოტოციკლიც მე მეკუთვნის და არავისა აქვს უფლება, გადამიწყვიტოს, ვაბღუილებ თუ
"მთვარის სონატას" დავაკვრევინებო! :)))

natali

2018-08-06 22:02:45

macro
აქამდე ხომ იყო აკრძალული? უკუშედეგი ხომაა სახეზე? ხოდა ახლა პირიქით ვცადოთ, ეგებ და კარგი შედეგი მივიღოთ?

natali

2018-08-06 22:07:36

ფხიზელი
შენი თავისუფლება იქ მთავრდება, სადაც სხვისი თავისუფლება იწყება. ვიღაც რომ დაბოლდება, იმან მე როგორ უნდა შემაწუხოს? თამბაქოს მწეველმაც იმდენი მოსწიოს, დაუგლეჯია თუ უნდა ფილტვები, მაგრამ მე ნუ მომაბოლებს. მოტოციკლითაც იარონ, ვის აქვს უფლება დაუშალონ? აი ხმის დამხშობის გარეშე კი ნამდვილად არ უნდა ჰქონდეთ უფლება სიარულის. არც მანქანებს.

ფხიზელი

2018-08-06 22:53:41

natali,
ჰოდა, პირველი პრობლემა იმაშია, შენი და ჩემი უფლებების წარმოდგენითი მიჯნა ემთხვევა თუ არა ერთმანეთს!
მეორე პრობლემა ის გახლავთ, რომ არცერთი შენს მიერ შენს თავზე მორგებული უფლება არ არსებობს იზოლირებულად, სხვებზე უარყოფითი ზემოქმედების (ანუ, პოტენციურად მათი უფლებების დარღვევის) გარეშე:
თამბაქოთი ისე ვერ მოიწამლავ თავს, არავინ შეაწუხოს შენმა ბოლმა (ყოველ მოწევაზე ვერ წახვალ სადმე უკაცრიელ ადგილზე).
არყით ისე ვერ გაილეშები, არვინ შეაწუხო ამით (განსაკუთრებით, თუ ცუდი სიმთვრალე გაქვს) - არც ოჯახი, არც მეზობელი, არც თანამგზავრი (საერთო ტრანსპორტში). ხოლო თუ საჭესთან ზიხარ, უბრალოდ, პოტენციური მკვლელი ხარ და ეს სულაც არ არის მხოლოდ შენი საქმე!
ხოლო ნარკომანი თუ ხარ და "ლომკაში" ჩავარდნილს რომ ნარკოტიკის საყიდელი ფული არა გაქვს... და ოჯახისა თუ მეუღ/ლის ნივთებს ალომბარდებ ან ნებისმიერ დანაშაულზე მიდიხარ... ეს მხოლოდ შენი საქმეა?!

არაერთი ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც ნარკოტიკებისთვის სიკვდილით სჯიან. - იქ არა აქვს უკუშედეგი აკრძალვას(!), იმიტომ, რომ ნარკოდილერმა თუ ბარიგამ იცის - სიკვლილი გარანტირებული აქვს და არ უშველის არც გავლენიანი ნაცნობი, არც ცნობილი მომღერლის ქმრობა და არც პრეზიდენტის ცოლის ძმობა...
ჩვენთან იმიტომ არის უშედეგო (და არა უკუშედეგის მომტანი!) ეს აკრძალვა, რომ კანონი მხოლოდ უპატრონო დამნაშავეებზე ვრცელდება (როგორც გაეროს სანქციები - მხოლოდ ჩვენნაირ საწჸალ ქვეყნებზე, თორემ ძლიერ ქვეყნებს სულ ცალ ფეხზე ჰკიდიათ მისი დადგენილებები)!

macro

2018-08-06 22:59:13

ნატალის,
ასე არ შეიძლება ფიქრი. მე არ მოვწევ, არ შემაწუხოს და იმას რაც უნდა ის უქნია. ეს არ არის მოქალაქეობრივი პოზიცია.მოქალაქეობრივი პოზიციის გარეშე არ არსებობს დემოკრატია, არ არსებობს სახელმწიფოც და არ არსებობს თავისუფლებაც. არის მხოლოდ ქაოსი და ეგოიზმის პარადი.
თან ეს არ არის გონივრული პოზიცია. შეგაწუხებთ, პირდაპირ და არაპირდაპირ. ვინ გადაიხდის ფულს იმ დაბოლებულების ავადმყოფი შვილების სამკურნალოდ? სხვა რამეს აღარ ჩამოვთვლი, რაც უშუალოდ აისახება თქვენს პირად კეთილდღეობაზე და უშიშროებაზე.

natali

2018-08-06 23:02:08

ფხიზელი

აი ზუუუსტად მაგას არ ვამბობ?

არყით გამტ/ყ/ვ/რალი დებოშიორი და მოგრუხუნე მანქანით მოხრიგინე მძღოლი უფრო მაწუხებს მე, ვიდრე მარიხუანით დაბოლეული ქეში:)), (კარგით ბატონო, თანაბრად მაწუხებს.) და რატომ უნდა იყოს აკრძალული მარიხუანა, ხოლო არაყი და მოგრუხუნე ტრანსპორტი არა?

natali

2018-08-07 00:07:14

macro
2018-08-06 22:59:13
ნატალის,
ასე არ შეიძლება ფიქრი. მე არ მოვწევ......
-------------


მაპატიეთ, მაგრამ უნდა გითხრათ. ამას რომ წაიკითხავ, იმის გაგრძელება რა სწერია უკვე აღარაა საინტერესო. თქვენ თავს უფლებას აძლევთ მასწავლოთ როგორ ვიფიქრო? როგორ ფიქრია სწორი???? და რატომ გადაწყვიტეთ, რომ თქვენ იცით როგორი ფიქრია სწორი და როგორ არა?:)))))))
იცით რა? მე არასდროს არ მივცემ თავს უფლებას რამე გასწავლოთ და განსაკუთრებით ფიქრი:))

arichopra 2

2018-08-07 00:19:51

ნატალი, ის ღვინის სმა და ღვინით თრობა (მთაში არყითაც) ჩვენი ტრადიციული ყოფის ორგანიული ნაწილია! ხოლო მარიხუანას (თრიაქის) ბოლება, სოდომია, ლესბოსელობა ჩამონერგილია.

natali

2018-08-07 00:49:22

arichopra 2

ახლა ისტორიიდან გამახსენდა-
გორის ციხის აღების დროს თრიაქით გაბრუებულმა სიმონ პირველმა რამოდენიმე ასეული მეომარი რომ გააგზავნა მწვანე ხახვზე და ჩაახოცინა მტერს.((((((((((

ფხიზელი

2018-08-07 01:01:51

natali :))
კაი რამე გაგახსენდა: ყოფილა მარტო მისი საქმე, იქნებოდა თუ არა გათრიაქებული?!

ფხიზელი

2018-08-07 01:10:55

ხოლო ის, რომ "არყით გამტ/ყ/ვ/რალი დებოშიორი და მოგრუხუნე მანქანით მოხრიგინე მძღოლი უფრო მაწუხებს მე, ვიდრე მარიხუანით დაბოლეული ქეში" - ეს მხოლოდ მანამდე, სანამ მარიხუანიდან კოკაინზე ან მორფინზე გადასული ნარკომანი არ შემოგვარდნია სახლში (ღმერთმა დაგიფაროს!), იატაკზე არ დაუყრიხართ მთელი ოჯახი და კარგად არ მოუსუფთავებია თქვენი უჯრები და კარადები!.. მერე მოტოციკლის ხმა იავნანად მოგეჩვენება.

gio2000

2018-08-07 02:09:40

ღვინო და ნარკოტიკი სხვადასხვა რამაა და მათ გაიგივებას ცდილობენ სწორედ ნარკომანები!!!
მაგრამ ფაქტი არის ის ,რომ მათ შორის განსხვავება პრინციპულია და ეს არასდროს ინდა დაგვავიწყდეს
რადგან:

ღვინო- საწამლავი არ არის !!!
ხოლო,
ნებისმიერი ნარკოტიკი (თუნდაც სუსტი და თუნდაც მცირე რაოდენობით)..... ს ა წ ა მ ლ ა ვ ი ა !!!!!!!!!

ამიტომ, არცერთი ნარკოტიკის დაკანონება - არ შეიძლება !!!

gio2000

2018-08-07 02:14:44

ნარკომანია -არა პიროვნების თავისუფლების გამოხატლებაა,
არამედ,
ნებისმიერი ნარკოტიკის მიღება- თვითმკვლელობის ტოლფასია!!!


თვითმკვლელობის დაკანონების უფლება- არავისა აქვს!!!

natali

2018-08-07 02:24:57

სიგარეტი კლავს! აწერია კოლოფზე და იყიდება ყველგან!

ფხიზელი

2018-08-07 02:35:12

:))
აი, ამიტომ თქვა ერთმა ენამოსწრებულმა: ქალს შეიძლება დაუმტკიცო, რომ ცდება, მაგრამ გამორიცხულია, რომ ის ამაში დაარწმუნო!

ფხიზელი

2018-08-07 03:21:55

ვიდეო იმათთვის, ვინც პლანაქეშობას აძლევს უპირატესობას ქართულ სუფრასა და ლხინთან შედარებით!
(თუ თავიდან არ დაგაინტერესებთ, უყურეთ 7:12 წუთიდან და შეიგრძენით, რა არის ჭეშმარიტი ქართული სუფრა!):

http://zozme.com/index.php?newsid=11927

macro

2018-08-07 08:36:56

ნატალის,
სავსებით გეთანხმებით, შესავალი იმ პოსტისა არ გამომივიდა.
და საერთოდ მეც ავვარდი უაზროდ. რას შეცვლის ეს საქართველოსთვის? არაფერს.
იკაიფოს მაინც ხალხმა. თანაც ქვეყანაში მშვიდობა იქნება. დაბოლებულები ამ სიტყვის ყველა მნიშვნელობით კარგი სამართავია.

natali

2018-08-07 10:32:45

ფხიზელი
ერთხელ ბავშვობაში დედაჩემმა რაღაც საკითხში რომ ვერ დამარწმუნა, მითხრა ჯიუტი ხარო. მე ვუპასუხე-თუ მოძალადე არ ხარ, საიდან მიხვდი, რომ ჯიუტი ვარ მეთქი? რაკი შენს ძალადობას არ დავემორჩილე, ამას თუ ჯიუტობა ჰქვია, ვიყო ჯიუტი, შენ კი დარჩები მოძალადედ მეთქი. ხოდა მას მერე აღარაფერი აღარ დაუძალებია არაფერი ჩემთვის. :))))

arichopra 2

2018-08-07 10:53:02

ჯიუტი და სულელი ერთმანეთის სინონიმებია. შენ არ ხარ სულელი. ის კი არა და ძალიანაც ჭკვიანი გოგო ხარ! ოღონ როდესაც გინდა! ახლა კი ვახტანგ მეგრელიშვილის ურყევი ლოგიკის გავლენის ქვეშ ხარ მოქცეული. ასე ვთქვათ, ხიბლში ხარ შესული! )))))))))))))))))))))))))))

arichopra 2

2018-08-07 10:54:36

ისე წებოს ყნოსვაზე (ბფ) რა აზრის ხარ?! ანდა მუხომორით სუპის მომზადებაზე?

natali

2018-08-07 11:03:40

მუხომორი რა არის არ ვიცი,მაგრამ აი ყაყაჩოიან ბუბლიკებს სიამოვნებით შევჭამდი.

natali

2018-08-07 11:04:44

ავკრძალოთ წებო სასწრაფოდ. ყნოსავენ და ბრუვდებიან.:)))))

natali

2018-08-07 11:32:23

arichopra 2

მე არავის გადარწმუნებას არ ვცდილობ, მე უბრალოდ ჩემს აზრს ვაფიქსირებ და აზრი თუ შემეცვლება, არც იმის თქმა მომერიდება. აზრი კი გარემოზე დაკვირვებთ თავისთავად მიყალიბდება. და ის, რომ არავის გავლენის ქვეშ არ ვექცევი, ეს ცუდია? თქვენ თვითონ ვინმეს გავლენის ქვეშ ხართ? ვინმე კეთილის, კარგის და გენიოსის? უფალზე უფრო გენიოსი იცით ვინმე? და უფალის ხმას როგორ გაიგებ, ვინმემ თუ თავისი აზრით გადაგიფარა გონება? თავისუფალება თავისუფალი აზროვნებით იწყება, თორემ ძალადობის ქვეშ გაზრდილის თავისუფლება თავისუფლება კი არა, აღვირახსნილობაა.
მოგრუხუნე მოტოციკლეტისტი ზუსტადაც ძალადობის ქვეშ გაზრდილია, რომელსაც თავისუფლება შუაღამისას გრიხინი და ხალხის ფეხზე დაკიდება ჰგონია.

arichopra 2

2018-08-07 13:17:35

თავისუფლება თავისუფალი აზროვნებით არ იწყება.
თავისუფლებას აზროვნებასთან კავშირი სერთოდ არ აქვს.
თავისუფლება იწყება მოვალეობის აღსრულებით.
თავისუფლება და მოვალეობა ერტმანეთთან დიალექტიკურ კავშირშია, უარყოფის უარყოფაა!

arichopra 2

2018-08-07 13:19:50

მუხომოერ არის შხამა სოკო, რომელიც იწვევს ძლიერ ჰალუცინაციებს! თუ ძალიან ზუსტად შეარჩევ დოზას, გადარჩები და ამავე დროს ძლიერი ჰალუცინაციები გარანტირებულია!

arichopra 2

2018-08-07 13:20:26

Бледная поганка - სოკოც კარგია მაგ ამბავში!

natali

2018-08-07 14:16:33

სასწრაფოდ ავკრძალოთ სოკო!

ფხიზელი

2018-08-07 15:18:23

:))
პატრიოტთა ალიანსის ლიდერი ირმა ინაშვილი:„

"გირჩელი“ ზ. ჯაფარიძე საქართველოს პატრიარქს საგანგებო პოსტს უძღვნის და წერს, რომ პატრიარქი განასახიერებს საბჭოთა კავშირს, რომ პატრიარქი გვიყურებს, როგორც ფარას და არა როგორც ადამიანებს (?!);

ზ. ჯაფარიძეს, ეტყობა, პრეტენზია უკვე იმაზე აქვს, რომ თავად გახდეს ჩვენი პატრიარქი, რომელიც ისე არ მოგვეპყრობა, როგორც ფარას, ისე მოგვექცევა როგორც საყვარელ შვილებს. სულ მარიხუანას ნისლში გვაცხოვრებს. მეცინება ამ მარაზმატიკზე. ვინ დანიშნა ეს ნახევარფაბრიკატი ჩვენი სულების დირექტორად, ხომ არ იცით?!"

natali

2018-08-07 16:08:59

:)))))))))

ტრადიციებზე გამახსენდა.
ერთი სვანი ნათესავი მყავს, რომ დალევს, დასაბმელი ხდება. ხოდა სულ ვეუბნები, ვინც თქვენ ტრადიციული კუპდარი აგიკრძალათ, იმის....
ხოდა ახლა რომ აღარ იქნება აკრძალული, თუ კუპდარი(ტრადიციული წესით დამზადებული) არ იქნება სუფრაზე, წვეთ ღვინოს არ ვაღირსებ:))
ტრადიციები ნამდვილად ტ/ყ/უილად არ შექმნილა, ე.ი. საჭირო იყო.
:))))))))))))

arichopra 2

2018-08-07 18:33:51

არა, არა რა ჯაფარიძესავით უკუღმართი დასკვნები გამოგაქვს?! სწორი დასკვნები ასეთია, მუხომორის (პაგანკის) სუპი არ უნდა დაამზადო და იმით არ უნდა ისადილო! წებო კი არ უნდა ყნოსო, არამედ საჭიროების შემთხვევაში დასაწებებლად გამოიყენო! ))) ცოტაც და კინაღამ ვთქვი, ეს რა ჯიუტი გოგონაა თქო?!! ))

ფხიზელი

2018-08-07 19:22:51


natali:
"...ვინც თქვენ ტრადიციული კუპდარი აგიკრძალათ, იმის..."
-------------
მაპატიე, მაგრამ ვერ გავიგე, რაზე ლაპარაკი: რას ნიშნავს "ტრადიციული კუპდარი"?

natali

2018-08-07 21:12:42

როგორც ამბობენ, კუპდარში სანელებლად გამოიყენებოდა კანაფი. :))

xalibi

2018-08-07 22:34:50

კუბდარის გარდა კანაფით კეთდება, როგორც ჭარხლის გულიანი ქადები, კანაფის გულით, ჭვიშტარი კეთდება კანაფით. კანაფის გარდა, ია და ყაყაჩოც ჰალუციოგენების შემცველები არიან, მაგრამ იას და ყაყაჩოს ფხალი უგემრიელესია. ასეთი უამრავი მაგალითის მოყვანა შეიძლება, მაგრამ ეს რა შუაშია?!?! არ მთხრათ ეხლა ვინმემ, კუბდარის ან ჭვიშტარის ლომკაში მყავს ხალხი ნანახიო...... გამოყენების მეთოდის შებრუნებით, სხვა ეფექტი მიიღწევა საერთოდ და თუ ვერ ერკვევით, იქნებ დაფიქრდეთ, სანამ ამ ისედაც დაქცეული ქვეყნის წიააღმდეგ მიმართულ აზრებს მხარს დაუჭერთ?!

natali

2018-08-08 00:02:37

ეგებ ჯერ თქვენ დაფიქრებულიყავით, აკრძალული არ იყო? რატომ დაიქცა ქვეყანა? არ ვებრძოლოთ ნარკომაფიას?

ფხიზელი

2018-08-08 03:55:18

natali: "როგორც ამბობენ, კუპდარში სანელებლად გამოიყენებოდა კანაფი."
-----------
კანაფის - რა? ფოთლები?

xalibi

2018-08-08 07:49:43

ნატალი, მოდი ჯერ ის გაარკვიე, რა განსხვავებაა კულინარიასა და ნარკომანიას შორის..... რამდენადაც მახსოვს, შენ პროსტიტუციის ლეგალიზების მომხრეც იყავი...

natali

2018-08-08 09:13:10

ეგ მე გარკვეული მაქვს. აი რატომ მიკრძალავენ კულინარიაში გამოსაყენებელ პროდუქტს იმიტომ, რომ ვიღაცამ ის სხვა დანიშნულებით არ გამოიყენოს, ეგ ვერ გავარკვიე. მაგალითად ყაყაჩოს.

პროსტიტუციის ლეგალიზებას რაც შეეხება, მთელი ქალაქის ბორდელად ქცევას, ნამდვიალდ სჯობს ერთი ქუჩა გამოყონ, რომელიც გაკონტროლდება.
და საერთოდ რატომ გაღიზიანებთ ის,თუ რისი მომხრე ვარ მე, ვერ გავიგე. თან როგორ დაგიმახსოვრებიათ:))) კიდევ ვერ შეეჩვიეთ იმას, რომ დროება იცვლება და ძალიან ბევრი რამ შეიცვლება ცხოვრების სტილში და ადამიანების აზროვნებაშიც??? :))))

xalibi

2018-08-08 10:28:53

ადამიანების აზროვნება, მორალი არ იცვლება..... იცვლება მხოლოდ მეთოდები... ეკლესიასტეს საუკუნეების წინ აქვს ნათქვამი----ახალი არაფერი ხდება სამყაროში!!!!!!

georgia

2018-08-08 11:06:47

ნატალის.
პროსტიტუციის ლეგალიზებაშიც გეთანხმებით ქ-ნო ნატალი და მისი ლეგალიზება და ჩარჩოებში მოქცევა დიდი ხანია უნდა მომხდარიყო,მაგრამ ჯერ სძინავთ საღათას ძილით თავ გასიებულ და ფაშვ გადმოყრილ მთავრობას ისევე,როგორც ეძინა მის წინამორბედებს.
ვერ შევიდა ამათ გასიებულ თავებში რომ საჭიროა და აუცილებელი ყველა ასპექტში.
ვერ შევიდა ამათ ჯერ კიდევ სუსურუკუ თავებში,რომ იმას რასაც ვერ მოერევი ძალით, უნდა შეცვალო პოლიტიკა ისე,რომ შენც ისარგებლო.(ამ შემთხვევაში სახელმწიფოს ვგულისხმობ)
კატასტროფაა ზაფხულობით ზღვისპირეთში, კატასტროფაა თბილისში ქალაქის ცენტრში.
პროსტიტუცია იარსებებს სანამ ადამიანი იარსებებს და მართალია მისი თრაქი მას ეკუთვნის,მაგრამ ესეც შრომის ერთერთი კატეგორიაა და უნდა დაიბეგროს. გადასახადი გადაიხადოს რო სარგებლობს სახლით და კომუნალურებით და ითხნაუროს ოცდაოთხ საათიანი რეჟიმში და არა ასე, ყველა გაჩერებაზე რო არიან გამოფენილი ჩაძუნძგლული და დაავადებული ხალხი კაციან-ქალიანად.



georgia

2018-08-08 11:22:41

ისევე, როგორც სხვა ყველაფერში უმეცრება და სიბნელე სუფევს, ვიღაცა გონებაშეჭირვებული ნარკომანის თავში დაიბადა ყაყაჩოს მოხმარება და რაღა დროს ყაყაჩოა,ის მცენარე მაინცაა, საკვებად ვარგისი და უარესების მოხმარება რომ დაიწყეს ისაა კიდევ ერთი უბედურება.
მაგ: მარგანცოვკის და ახლა აღარ ვიცი თავისუფლად თუ იყიდება აფთიაქებში და ადრე, წლების წინ რომ დამჭირდა, არ მომცეს აფთიაქში და რომ გამიკვირდა აფთიაქარმა ამიხსნა,რატომაც არ მაძლევდა. ამას ხომ უნდა მოფიქრება?
ასანთის ღერის თავების დაფშვნას ხო უნდა მოფიქრება? ნარკომანიაო და მისი "კულტურაც" არ გვაქვს, თუ შეიძლება ამას რომ კულტურა ვუწოდოთ.
უცხოელ ნარკომანს რო მოუყვე ის "გამოგონებანი" რაშიც "პირველი ადგილი" გვიჭირავს ვერ მიხვდება კიარა საერთოდ მეტყველების უნარს დაკარგავს.

natali

2018-08-08 13:16:43

ახლა თურმე წიწვებისგან ხარშავენ რაღაცეებს და მალე ფიჭვებსაც დაჭრიან.

უი, სულ გადამხმარია ფიჭვები ეზოებში და მიკვირს რა დაავადება სჭირთ, რატომ არ წამლავენ მეთქი.მგონი განზრახ ახმობენ:)))))))))

xalibi

2018-08-08 13:20:46

სანამ იარსებებს კაცობრიობა, იქნებიან მეძავები(არამარტო ხორცით), იქნებიან ნარკომანები, გომიკები და ლესბოსელები, პედოფილები, ზოოფილები, ნეკროფილები და მრავალი სხვა სოდომიტი..... დავაკანონოთ ყველას უფლება და აშენდება ეს ქვეყანა....

natali

2018-08-08 14:15:35

არსებობდა, არსებობს და იარსებებს, ამიტომ აკრძალვა ვერანაირ შედეგს ვერ მოიტანს.იძულებული ხარ მიიღო ისეთი კანონი, რომლითაც შესძლებ გაკონტროლებას. მაგ. არსრულწლოვანების ჩართვაზე ახეხინებ ციხეს.

xalibi

2018-08-08 14:29:03

არა, ისევ ოთიაშვილს უნდა ვთხოვო, უკან დაბრუნების მექანიზმი მასწავლოს, სხვა გამოსავალი არ ჩანს......

ფარაონი

2018-08-10 22:03:01

-ნარკოტიკთან დაკავშირებით ჩემი პოზიცია ესეთია; მომხმარებელი არის ავადმყოფი და დაღუპული პიროვნება, ამიტომ მათი დასჯა არ მიმაჩნია მართებულად.
-ხოლო რაც შეეხება რეალიზატორს, აქ მხოლოდ ერთი აზრი შეიძლება არსებობდეს, დახვრეტა ჩამოხჩობით, ან პირრიქით.
.....და არავითარი შეწყალება!.........

ფხიზელი

2018-08-11 22:37:21

10 ქვეყანა, სადაც არ ახარებენ ლგბტ-ს
-------------------------------------------
https://www.youtube.com/watch?v=zeudAp7rz_c

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80