როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

გაუფრთხილდი თავს

ნარკოტიკი კლავს!

გაუფრთხილდი სხვას

რეტრომედია

როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას
„სარანგი“, 26 მაისი, 1990 წელი

2018-08-08 12:27:52

(იბეჭდება შემცირებით)

ქართველების ციმბირში გადასახლების იდეას ნიკიტა ხრუშჩოვი დიდხანს ატარებდა და ამის განხორციელება მას არც გაუჭირდებოდა, უბრალო შემთხვევას რომ არ გადავერჩინეთ.

ეს ამბავი თვით. ვ. პ. მჟავანაძეს ჰქონია მოთხრობილი ზეპირად, კინემატოგრაფიის მუშაკთა ვიწრო წრეში, სადაც მწერალი აკაკი ბაქრაძეც ესწრებოდა, მან კი მრავალათასიან ალმანახ „კინოში“ გამოქვეყნებული პუბლიკაციებით გვამცნო.

მჟავანაძეს ხრუშჩოვმა დაურეკა და უთხრა: საქართველოში მცხოვრები ყველა ქართველი მოამზადეთ ციმბირში გადასასახლებლად, განკარგულება გაცემულია, მზად არის ჯარიც და ვაგონებიც.

მჟავანაძე დაიბნა, ისღა მოახერხა, რომ იხუმრა „მერე რა, ციმბირიც საბჭოთა მიწაა და სადაც უნდა გაგვასახლოთ, მაინც ქართველებად დავრჩებით“. იმავე დღეს იგი მოსკოვში გაფრინდა და სახლში ეწვია ხრუშჩოვს.

არავითარმა ხვეწნა-მუდარამ არ გასჭრა, ნიკიტა სერგის ძე თავისას არ იშლიდა: „რამ შეგაშფოთა ასე, ციმბირშიც ცენტრალური კომიტეტის მდივანი იქნებიო“, ამშვიდებდა ხრუშჩოვი.

ვასილ პავლეს ძე იძულებული გახდა დაეჩოქა, ფეხებში ჩავარდნოდა და მუხლებზე მოხვეოდა. ხმაურზე ხრუშჩოვის მეუღლე ნინა პეტროვნა გამოვიდა. მჟავანაძე ახლა ქალს შეევედრა, გვიშველე რამე, ქართველებს ციმბირში გასახლებას გვიპირებსო.

ნინა პეტროვნა აუჩქარებლად მივიდა ხრუშჩოვთან და გაშლილი ხელით ქალური ძალღონით ლეწა სახეში. პერანგის საყელოში წაავლო ხელი და ტელეფონთან მიიყვანა, დარეკე ახლავე და უთხარი ვისაც საჭიროა, რომ გახეთქილი მთვრალი იყავი და იხუმრე.

საბედნიეროდ, ნიკიტა ხრუშჩოვს ნინა პეტროვნასი ეშინოდა.

რომ საქართველოდან ქართველების გასახლებას აპირებდა, პარტიაში ლენინური პრინციპების დიადი ამაღორძინებელი, ადასტურებს დევი სტურუაც, საქართველოს კომპარტიის ცკ-ის ყოფილი მესამე მდივანი, თავის ერთ-ერთ ინტერვიუში, რომელიც გაზეთმა „ქართულმა ფილმმა“ გამოაქვეყნა.

 

 

 

 

ნანახია - 117

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80