„2008 წელს თბილისი აუცილებლად უნდა აგვეღო“

გაუფრთხილდი თავს

ნარკოტიკი კლავს!

გაუფრთხილდი სხვას

რეტრომედია

„2008 წელს თბილისი აუცილებლად უნდა აგვეღო“

„2008 წელს თბილისი აუცილებლად უნდა აგვეღო“
„თბილისელები“, 17 მარტი, 2010 წელი

2018-08-08 12:30:01

მიხეილ ლეონტიევი არ არის რუსეთის ხელისუფლების ოფიციალური წარმომადგენელი, თუმცა, რუსეთის ცენტრალური არხით საავტორო გადაცემა მიჰყავს, რაც გვაფიქრებინებს, რომ მის მოსაზრებებს გულშემატკივრები რუსეთის ხელისუფლების მაღალ ეშელონებშიც ეყოლება. ქართული ოპოზიციის ერთი ფლანგის წარმომადგენლებმა (ბ-ნ-ბმა დავითაშვილმა და ძიძიგურმა) დიალოგის დაწყება სწორედ მიხეილ ლეონტიევით გადაწყვიტეს. ჩვენც მათ გზას მივყევით.

მიხეილრაღაც მოუხშირეს ქართველმა ოპოზიციონერებმა რუსეთშირით ხსნით ამას?

- ეგრეთ წოდებული ოპოზიციონერები რატომ დადიან რუსეთში, ეს თავად მათ უნდა ჰკითხოთ, რაც შეეხება იმას, მე როგორ მესმის ეს საკითხი: ჩვენთან არსებობს ასეთი გაუგებარი ტრადიცია - ძალიან განვიცდით აშშ-ის სახადმინისტრაციის მიერ კადრების არასწორ შერჩევას. თავდაპირველად, გვქონდა მიდგომა: სააკაშვილი არ მოგვწონს, ის უხეშია, ჩადენილი აქვს სისხლის სამართლებრივი დანაშაული, მაგრამ, ალასანია თუ ბურჯანაძე გაცილებით უკეთესები არიან, უფრო ზრდილობიანებიო. ჩემი აზრით, ეს იდიოტური იდეაა და ახლა ამას დაემატა ისიც, რომ ეს იდეა სახიფათოც ხდება. ობამამანიასთან დაკავშირებით რუსეთის ხელისუფლებაში თაფლობის თვეა, ამიტომაც, თურმე, ახლა ამერიკულ კადრებზე უნდა ვიზრუნოთ.

თქვენ ხომ კარგად იცით, საიდან გაჩნდა ეს ოპოზიცია?! სად ტარდებოდა მათი ქასთინგი?! ვინ უჭერდა მათ მხარს?! არც ბურჯანაძე, არც ნოღაიდელი, არც ალასანია და ოფიციალური ოპოზიციის არც ერთი წარმომადგენელი არ არის რუსეთისთვის სასურველი ხელმძღვანელი მეზობელი და მეგობრულად განწყობილი საქართველოსთვის. ისინი მთლიანად ვაშინგტონზე არიან ორიენტირებულნი. უბრალოდ, აშშ-ის წინა ადმინისტრაციასთან სააკაშვილს ჰქონდა პირადი ვალდებულებებიც, გარდა ზოგადისა, ახლა კი რუსეთში გაჩნდა აზრი, რომ, თუ ისინი ზეწოლას მოახდენენ სააკაშვილზე, ის წავა. ზეწოლა კი ასეთია: აშშ-მა ქართულ ოპოზიციას თავისუფლად მოქმედების უფლება უნდა მისცეს. ჩვენ ვნახეთ ცნობილი მიტინგების დროს, როდესაც ერთ დღეს ამერიკის ელჩმა თქვა, ადამიანებს აქვთ უფლება, შეიკრიბონ და გამოხატონ თავიანთი აზრიო, შემდეგ კი განაცხადა, რომ ეს არ არის კონსტრუქციული და დემონსტრაციაც მაშინვე დაარბიეს, მათ შორის ამერიკული ტექნიკური საშუალებებითაც. ამიტომ, მგონია, რომ ამერიკელები თვითონ უნდა გაერკვნენ თავიანთ საკადრო საკითხებში. შესაძლოა, რუსეთის ხელისუფლების მხრიდან ქართული ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრა პოლიტიკური თამაშიც იყოს, პიარის ნაწილი, რომ დასავლეთს აჩვენოს - აი, მე ვთანამშრომლობ ქართულ პოლიტიკურ ელიტასთან და აფხაზეთისა და „იუჟნაია ოსეტიას“ პრობლემა, შეიძლება, გაიყინოსო. ისევე, როგორც ეს ყარაბაღის შემთხვევაშია.

ყარაბაღი თვისებრივად სხვა შემთხვევაარუსეთი არ აღიარებს ყარაბაღის დამოუკიდებლობას?

- რუსეთი არ აღიარებს, იმიტომ, რომ აზერბაიჯანი, უფროსი ალიევით დაწყებული და უმცროსით დამთავრებული, მიუხედავად სხვადასხვა პოლიტიკური გამძაფრებისა, სავსებით კონსტრუქციულად და პასუხისმგებლობით იქცეოდა. რუსეთმა აღიარა აფხაზეთი და „იუჟნაია ოსეტია“ საქართველოს იმ მცდელობის საპასუხოდ, რომ ძალის გამოყენებით გადაეწყვიტა პრობლემა.

დაყარაბაღში არ არიან რუსეთის მოქალაქეები.

- დიახ, იქ უმეტესობა სომხეთის მოქალაქეა.

დარუსეთს არ აქვს საბაბი.

- მე ვგულისხმობ მოდელს, როდესაც სახელმწიფოებს შორის მეტ-ნაკლებად ნორმალური ურთიერთობაა. კი ბატონო, ავიღოთ კვიპროსის მაგალითი: თურქეთი და საბერძნეთი ერთ სამხედრო-პოლიტიკურ ბლოკში არიან. მათი ურთიერთობა არ არის თბილი, მაგრამ, რაც მთავარია, არ არის ფეთქებადსაშიში. მეორე მხრივ, ჩემი აზრით, რუსეთის ხელისუფლების ურთიერთობაში ქართველ ოპოზიციონერებთან არის რაციონალური მარცვალიც. ბოლოს და ბოლოს, ვინ უშლის მოსკოვს, ურთიერთობა ჰქონდეს საქართველოს იმ ნაწილთან, რომელიც მეგობრულადაა განწყობილი რუსეთის მიმართ?! დავუბრუნდეთ ქართულ ოპოზიციას: ხომ ვიცით, რომ ეს ოპოზიცია შევარდნაძის დასამხობად გამოიზარდა?! თუმცა, მე ამას არ დავარქმევდი დამხობას, ეს უფრო შეცვლა იყო. ანუ, ისინი, ყველანი, არიან ვარდების რევოლუციის პროდუქტები, მაგრამ, მათ გარდა, სხვა ადამიანებიც არიან საქართველოში.

ვინ კონკრეტულად?

- არ დავიწყებ თითების შვერას. ამას წინათ ვიყავი ერთ-ერთ სუფრაზე, სადაც იყო საქართველოს ყოფილი მინისტრების „კუჩა“. მათი უმეტესობა მოსკოვში ცხოვრობს და დევნილის სტატუსი აქვთ.

და მათ უნდათრომ მოვიდნენ საქართველოს ხელისუფლებაშირაკი ვარდების რევოლუციის პროდუქტები არ არიან?

- ისინი რუსეთისადმი მეგობრულად არიან გაწყობილნი, მაგრამ ასეთი ადამიანების ადგილი საქართველოს საჯარო პოლიტიკაში არ არის. სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, ბადრი პატარკაციშვილმა თქვა, რომ ვერ ხედავს საქართველოს ადგილს ნატოში და რუსეთი უყვარს და, მის ამ გამონათქვამს ძალიან სწრაფად მოჰყვა მისი სიკვდილი.

მისი ეს გამონათქვამი არ მახსოვსსამწუხაროდ.

- საარჩევნო კამპანიის დროს თქვა ვაშინგტონში, რუსეთში გაიარა ჩემი ცხოვრების დიდმა ნაწილმა და ის ჩემი მეორე სამშობლოაო.

მაგრამ ეს „მეორე სამშობლო“ მას არ უშვებდა თავის ტერიტორიაზე.

- ერთი სიტყვით, არსებობს პრორუსულად განწყობილი ადამიანების ბაზა, მაგრამ მათ ინტერესებს არავინ წარმოადგენს საქართველოს საჯარო პოლიტიკაში. ბატონი ნოღაიდელი იმავე „ტუშას“ წარმოადგენს, რასაც ბურჯანაძე და სააკაშვილი. უბრალოდ, ბურჯანაძე და ნოღაიდელი დაიღალნენ მიხეილ ნიკოლოზის ძით, ის მართლაც რთული ადამიანია. სინამდვილეში ჩვენ უნდა გვიხაროდეს, რომ ამერიკელებს საქართველოში ისეთი მძიმე პერსონაჟი ჰყავთ, როგორიც სააკაშვილია. ჩვენ რა გვესაქმება მათ საკადრო პოლიტიკასთან?! ისინი შეცდნენ, მაგრამ ეს ხომ ჩვენთვის უფრო კარგია?!

რატომ არის კარგი?

- ჩვენ რომ მეგობრული საქართველო გვყოლოდა, მაშინ, შეიძლებოდა, გვეთქვა, რომ შეხვედრები აუცილებელია, მაგრამ, რუსეთს ეშინოდა და ახლაც ეშინია, მხარი დაუჭიროს მისდამი კეთილგანწყობილ პოლიტიკოსებს სხვა ქვეყნებში. ფიქრობენ, რომ ეს „ნეპრილიჩნო“ და ცუდად იფიქრებენ ჩვენზეო.

ეშინიათ“ - ცოტა გადამეტებულ შეფასებად მეჩვენებათბილისის დაბომბვისრატომღაცარავის შეეშინდა.

- ჩვენს პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ეშინია, თუმცა, თქვენ ჩემი პოზიცია იცით: მე ჩემი სამრეკლოდან ვუყურებ მოვლენებს. ჩემი აზრით, ქვეყანა უნდა აღვადგინოთ, ამის გარეშე ჩვენ ყველანი სათითაოდ დავიღუპებით.

საბჭოთა კავშირი აღვადგინოთ?

- არა, ისტორიული რუსეთი მაქვს მხედველობაში. საბჭოთა კავშირი რუსეთის არსებობის ერთ-ერთი ფორმაა და არცთუ საუკეთესო.

საუკეთესო რომელი იყომეფის რუსეთი?

- რომელიც იქნება მომავალში.

დაროგორ წარმოგიდგენიათ მომავლის რუსეთი?

- მე, საერთოდ, ვფიქრობ, რომ ბელორუსები და რუსები ერთი ხალხია. კახელები, გურულები და მეგრელები უფრო განსხვავდებიან ერთმანეთისგან, ვიდრე უკრაინელები და რუსები, თუ არ ჩავთვლით დასავლეთ უკრაინის ოთხი რაიონის მოსახლეობას. უბრალოდ, არის ტერიტორიები, რომლებიც არ იყოფა. მაგალითად, რა ქვეყანაა ყაზახეთი?! ეს სახელმწიფო გარკვეული ისტორიული, სუბიექტური და იდეოლოგიური მიზეზების გამო შეიქმნა, მაგრამ ეს ხომ ვერ იქნება ამ სახელმწიფოს არსებობის საფუძველი?

ეს სახელმწიფო აღიარა საერთაშორისო თანამეგობრობამ.

- მთელი საქართველოს ისტორია რუსეთთან ერთიანობაზეა აგებული.

მთელი არაბოლო ორასი წლის.

- ჩვენი ახალი რუსეთის ისტორია საერთოდაც 200 წლისაა. პეტრემდე რუსეთი სხვა ქვეყანა იყო. რუსეთი, როგორც სახელმწიფო, მეჩვიდმეტე საუკუნის შუა ხანებში წარმოიქმნა, მანამდე არანაირი რუსეთი არ არსებობდა, ეს იყო მოსკოვია და ის შეიქმნა უკრაინისა და მოსკოვის გაერთიანების შედეგად. ასე რომ, რუსეთი არის ორი რუსული პროვინციის გაერთიანების შედეგად შექმნილი სახელმწიფო.

ათი საუკუნის წინათ ორი ქართული პროვინცია გაერთიანდა ერთიან სახელმწიფოშიმაგრამ თქვენ გვეუბნებითრომ ოცდამეერთე საუკუნეში ეს არ არის ერთიანი საქართველოს არსებობის საფუძველიორუსეთისთვის კი იგივე არგუმენტი საფუძვლიანი ყოფილა.

- საქართველოს შეეძლო, ყოფილიყო ერთიანი, მაგრამ, გავიხსენოთ, ვინ უზრუნველყო საქართველოს ერთიანობა? რუსეთმა! საქართველომ, თქვა რა უარი რუსეთზე, უარი თქვა თავის ტერიტორიულ მთლიანობაზეც. მხოლოდ რუსეთთან მეგობრული ურთიერთობაა გარანტი საქართველოს ერთიანობისა. შეიძლება, თქვენ ასე მოგწონთ, რომ თქვენი ქვეყანა დაიღალა, მაგრამ ეს გაცნობიერებული არჩევანია. თქვენ ხომ გესმით, რომ ვერ შეინარჩუნებთ ერთიან საქართველოს?! რუსეთს აქვს თავისი პრობლემები და, ამიტომაც, რაც მოხდა აგვისტოში, არასწორია. ჩვენ არა მხოლოდ აფხაზები და ოსები უნდა დაგვეცვა, არამედ, ჯერ ერთი, სამხედრო ოპერაცია უნდა მიგვეყვანა ბოლომდე, რაც ნიშნავს მოწინააღმდეგის სამხედრო ძალების სრულ განადგურებას: საქართველოს სამხედრო მანქანა მთლიანად უნდა განადგურებულიყო. ამას ნებისმიერი ქართველი სამხედრო გეტყვით. მეორე, პოლიტიკურად კორექტული იქნებოდა არა საქართველოს იძულება მშვდობისთვის, არამედ ისეთი ხელისუფლების დასმა თბილისში, რომელიც საქართველოს ერთიანობას უზრუნველყოფდა რუსეთთან ერთად. ეს ძალიან მარტივია. საქართველოს ნებისმიერი მეგობრული ხელისუფლება იქნებოდა საქართველოს ერთიანობის გარანტი. ფორმულა ცოტა რთული იქნებოდა, ეს, ალბათ, იქნებოდა კონფედერაცია, მაგრამ, სამაგიეროდ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა უზრუნველყოფილი იქნებოდა.

მიხეილჩვენ ხომ ვიცითრომ კონფედერაცია არის „ბეზ პიატი მინუტ“ დაშლილი საქართველო?

- თუ თქვენ ხართ ომის მდგომარეობაში, მაშინ კონფედერაცია არის „პიატ მინუტ პოსლე“. საქართველომ კონფედერაცია თვითონ დაიმართა. საქართველო არავის გაუხდია იძულებული, ცხოველური შოვინიზმით დაავადებულიყო. ეს ხომ ქართველი ხალხის თავისუფალი არჩევანია?! ეს ხომ თავს არავის მოუხვევია?!

რუსეთთან ერთად საქართველოს შეეძლო მთლიანობის უზრუნველყოფაომეორე მხრივამბობთაფხაზებსა და ოსებს არ უნდათ თქვენთან ერთადოთუ იმათ არ უნდათროგორ შეგვეძლო?

- ახლა ეს უკვე ძალიან რთულია. მე მყავს მეგობარი იგორ გიორგაძე, მან მითხრა, ქართული პოლიტიკით დაკავება აღარ შემიძლიაო.

მე მგონიარომ მას ეს არც არასდროს შეეძლო.

- არა, მას უკვე აღარ აქვს საფუძველი. თუ ადრე შემეძლო, მეთქვა, მე ვიცი, როგორ დავუბრუნო ერთიანობა ქვეყანას, ახლა მე ეს არ ვიცი, რადგან ამ გაყოფას ვერ დავეთანხმებიო. ამას კი ჰქვია ჩიხი, თუმცა, ასეთ სიტუაციაში სააკაშვილის ტიპის ადამიანებმა ძალიან მოიგეს.

რა მოიგეს?

- მათ მოიგეს პოლიტიკურად. ისინი ისედაც არ აკონტროლებდნენ აფხაზეთსა და „ოსეტიას“, მაგრამ ახლა მათ უკვე მიიღეს იარა: ქირურგიული ოპერაცია ჩაატარეს საქართველოსა და რუსეთს შორის და, ის ბაზა, რომელიც შეიძლებოდა, ჰქონოდათ იმ ქართველ პოლიტიკოსებს, რომლებიც გამოდიოდნენ რუსეთთან მეგობრული ურთიერთობის ინიციატორებად, რბილად რომ ვთქვათ, შემცირდა. ისევ ვიმეორებ: საჭირო იყო საქართველოს ერთიანობის აღდგენა და ეს შესაძლებელი იყო ერთი გზით: უნდა აგვეღო თბილისი, შემდეგ იქიდან მაშინვე წამოვსულიყავით და დაგვეტოვებინა დროებითი ადმინისტრაცია, რომელიც თავისუფალ არჩევნებს ჩაატარებდა. დღეს საქართველო, უბრალოდ, ნამსხვრევებად იქცა, როგორც სახელმწიფო.

პუტინი ასეთი მიუხვედრელიათურატომ ხვდება ასე პანტაპუნტით ხელისუფლების აწ უკვე ოპოზიციაში გადაბარგებულ წარმომადგენლებს?

- თქვენ ხომ მე მეკითხებით?! მე კი ამის აზრს ვერ ვხედავ. მე არ მესმის, რა აზრი აქვს უცხოელ კოლაბორაციონისტებს შორის არჩევნის გაკეთებას?! ისინი კოლაბორაციონისტები არიან, თორემ, აბა, არ უნდა საქართველოს ნატოში?! სად - საქართველო, სად - ვაშინგტონი?! ადამიანური, ეთიკური, პოლიტიკური თვალსაზრისით, ეს არის ღორობა.

ნატო არ იღებს საქართველოს - ეს ხომ გასაგებია თქვენთვის?

- კი, ახლა აღარ იღებს.

არც ადრე იკლავდა თავსვერ აკმაყოფილებს საქართველო ნატოს სტანდარტებსსამწუხაროდ!

- ბევრი ქვეყანა არ აკმაყოფილებდა ნატოს სტანდარტებს, მაგრამ ნატოში მიიღეს პორტუგალია, ფრანკოს ესპანეთი, მათხოვარი საბერძნეთი, თურქეთი, სადაც პანტაპუნტით ხდებოდა სამხედრო გადატრიალებები, მაგრამ თურქეთი ნატოსთვის სტრატეგიული სახელმწიფო იყო. საქართველოს სტრატეგიულად უნიკალური პოზიცია უჭირავს ამიერკავკასიაში. რუსეთი კავკასიაში საქართველოსა და სომხეთის გამო გამოჩნდა და ახლა გამოდის, რომ საზღვარი უნდა გაგვივლონ?!

რუსეთი კავკასიაში გამოჩნდა იმიტომრომ თავისი ინტერესები ჰქონდა და არა ქართველებისა და სომხების ბედნიერებისთვის.

- თუ ისტორია იცით, არანაირი სხვა მიზეზი, გარდა ქართველებისა და სომხების ფიზიკური გადარჩენისა, რუსეთს არ ჰქონია.

მე არ მჯერარომ დიდ სახელმწიფოებს ასეთი კეთილი სურვილები აქვთ.

- და რა მივიღეთ ჩვენ სანაცვლოდ?!

თვითონ თქვითუნიკალური ადგილმდებარეობა ამიერკავკასიაში.

- რუსეთი ქრისტიანული ქვეყანა იყო, თურქეთი კი ქრისტიანებს ჟლეტდა. ისტორია ჩემი სპეციალობაა და ნუ ვიკამათებთ.

მეც არა მიშავს იმ პერიოდის ისტორიის ცოდნაშიასე კარგად იცით ისტორია და მაინც მიმტკიცებთკახელი და მეგრელი სხვადასხვააო?

- მე არ ვამბობ, რომ სხვადასხვაა, ეს ერთი ხალხია, უბრალოდ უფრო განსხვავდებიან ერთმანეთისგან, ვიდრე უკრაინელი და რუსი-მეთქი. ეს მთის ეთნოსების თავისებურებაა: არის მნიშვნელოვანი ენობრივი თუ სხვა განსხვავები, მაგრამ ეს მაინც ერთი ხალხია. მე არ მინდოდა არავის გაბრაზება.

მე არ ვბრაზდებიიმიტომ რომვიციერთი ხალხი ვართუბრალოდმიკვირსროდესაც რუსი რესპონდენტები რაღაცეებს მიმტკიცებენ ხოლმე.

- ბელორუსები საერთოდ მოგონილი ეთნოსია, უკრაინა კი მცირე რუსეთია, „უკრაინა“ პოლონური „კლიჩკაა“ - „ოკრაინა“. ისტორიას რომ თავი დავანებოთ, არის კიდევ ეკონომიკა: ყველა პატარა რეგიონი განწირულია, შევიდეს რაღაც გაერთიანებაში. ანუ ამ კრიზისის შემდეგ დაიწყება სერიოზული დეგლობალიზაცია და საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, ვის ზონაში იყოს: რუსეთთან თუ თურქეთ-ირანთან?! ამერიკასთან არ გამოვა. საერთოდაც, ათ წელიწადში ევროპაში ამერიკელების ნასახიც არ იქნება. ისინი ძალიან სწრაფად წავლენ. ერთხელ მე შევხვდი თქვენი პრეზიდენტის ბიძას.

როდის?

- სააკაშვილის არჩევის მომენტში. ბიძამისი საბჭოელია, კლასიკური კარიერისტი, მან თქვა ძალიან ცინიკურად: ყველაზე კარგი პერიოდი ქართველებისთვის იყო თამარ მეფის ეპოქა და საბჭოთა დრო, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს აღარ განმეორდება, იმიტომ, რომ მატარებელი წავიდაო. რადგან წავიდა, გაიქცა და იმ მატარებელში ჩაჯდა, რომელიც, მისი აზრით, მოვიდა და იქ რბილი ადგილი დაიკავა. მაგრამ, რა კავშირი აქვს ამას საქართველოსთან? საქართველოს ეკონომიკასთან? რა გაუკეთა იუშჩენკომ იულიასთან ერთად უკრაინას?! ინდუსტრიული უკრაინა ტრანზიტულ სახელმწიფოდ გადააქციეს. თურმე უკრაინის სპეციფიკა ტრანზიტი ყოფილა -  ეს არის რაღაც რასიზმი, შეურაცხყოფა. საქართველოსთან მიმართებაშიც იგივე ხდება.

საქართველო ყოველთვის იყო სატრანზიტო ქვეყანა და ეს ჩვენთვის არ უნდა იყოს შეურაცხმყოფელი.

- საქართველო არასდროს ყოფილა სატრანზიტო ქვეყანა. საქართველო უდიდეს მოგებას იღებდა ფაქტობრივი მონოპოლიით საბჭოთა ბაზარზე ეგზოტიკური სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოებით: თამბაქო, ღვინო, ჩაი.

ეს ნამდვილად აღარ იქნება არასდროს.

- მაგრამ აქედან ხომ შეიძლება, რაღაც დარჩეს?! ქართულმა ღვინომ დაკარგა რუსეთის ბაზარი, თუმცა რუსეთში მას სვამდნენ. ეს ერთადერთი ქვეყანაა სამყაროში, სადაც უყვართ ქართული ღვინო.

რატომქართული ღვინო ახლა ძალიან კარგი ხარისხისაა.

- უკეთესი გახდა, მაგრამ ცოტა იყიდება.

თქვენ დაუკეტეთ ბაზარი.

- ჩვენ იმიტომ არ დაგვიკეტავს ბაზარი, რომ აღარ მოგვწონს ქართული ღვინო; იმის გამო დავკეტეთ, რომ აღარ მოგვეწონა ქართული პოლიტიკა. რატომ უნდა დავუჭიროთ მხარი ქართულ ეკონომიკას, რომლის პოლიტიკაც ცუდადაა განწყობილი რუსეთისადმი?!

გასაგებიაესე იგიროდესაც რუსეთში ქართული ღვინის სმას დაიწყებენუნდა ვივარაუდოთრომ ქართული პოლიტიკაც მოსწონთანუ ღვინო ერთგვარ ტესტად გამოდგება?

- არ ვიცი. ბაზრები იკარგება და ხანდახან სამუდამოდაც. ქართულ ღვინოს სპეციფიკური გემო აქვს, მისი დალევის ჩვევა უნდა გქონდეს, ამიტომ...

სხვებიც მიეჩვევიან.

- პირადად მე მიყვარს ქართული ღვინო და ვსვამ ხოლმე.

საიდან?

- ჩამოაქვთ.

ზემო ლარსი გაიხსნაპირადად ჩემთვის არცთუ საფუძვლიანი მოტივით - სომხეთის ეკონომიკური ბედნიერებისთვის.

- რუსეთისთვის ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია სახმელეთო ტრანზიტი სომხეთთან. საქართველოც იღებს რაღაც მოგებას აქედან. საქართველოს უფრო სჭირდება ეს გზა, ვიდრე რუსეთს. არ დაგავიწყდეთ, რომ დღემდე ბევრი ადამიანი მუშაობს რუსეთში და დღემდე ქართული ეკონომიკა არსებობს იმ ფულადი გზავნილების ხარჯზე, რომლებიც რუსეთიდან მოდის.

არა მხოლოდ რუსეთიდან.

- მეტწილად რუსეთიდან. ევროპაში სამუშაოს მოძებნა არათუ ქართველებს, ევროპელებსაც უჭირთ. ჩვენ ახლა სისულელეებით ვართ დაკავებული. სიტუაცია იცვლება და წლის ბოლომდე რადიკალურად შეიცვლება.

 

 

 

 

ნანახია - 154

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80