აგვისტოს მარცხს სააკაშვილი ამერიკელებს აბრალებს?!

გაუფრთხილდი თავს

ნარკოტიკი კლავს!

გაუფრთხილდი სხვას

რეტრომედია

აგვისტოს მარცხს სააკაშვილი ამერიკელებს აბრალებს?!

აგვისტოს მარცხს სააკაშვილი ამერიკელებს აბრალებს?!
„კვირის პალიტრა“, 12 აგვისტო, 2013 წელი

2018-08-08 12:35:17

აგვისტოს ომის წინ 2 ათასამდე ქართველი მებრძოლის ერაყში დატოვებაში პრეზიდენტი სააკაშვილი ამერიკელ სტრატეგიულ პარტნიორებს ადანაშაულებს?

2008 წლის აგვისტოს ომის ხუთ წლისთავზე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სენსაციური განცხადებები გააკეთა, რომელთა ნაწილის რეალობასთან სიახლოვე ეჭვს იწვევს და შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდლის თავის მართლებას ჰგავს...

თუმცა მისი ერთ-ერთი განცხადება განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს.

"2008 წლის მაისში, როდესაც სიტუაცია ძალიან დაიძაბა, ჩვენ ვფიქრობდით, გამოგვეყვანა თუ არა ერაყიდან ჩვენი ყველაზე ბრძოლისუნარიანი ბრიგადა. ასევე ვფიქრობდით, ანულირება ხომ არ გაგვეკეთებინა სამშვიდობო ძალებში რუსული სამშვიდობოების სტატუსისთვის, მაგრამ დასავლეთში ბევრი იყო ამის წინააღმდეგი და ამბობდნენ, რომ საქართველო პროვოკატორია. ასე იყო ერაყიდან ბრიგადის გამოყვანასთან დაკავშირებითაც. ჩვენ რომ ასეთი გადაწყვეტილება მიგვეღო, ისინი იტყოდნენ, საქართველო ომისთვის ემზადებაო," - განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან სატელევიზიო ინტერვიუში.

სწორედ რუსული სამშვიდობო ძალების მანდატი ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში და პირველი ქვეითი ბრიგადის ძირითადი ბირთვის ერაყში გაგზავნა გახდა ერთ-ერთი მთავარი მიზეზი აგვისტოს ომში ქართული არმიის ასე მწარე დამარცხებისა.

საქართველოს წინააღმდეგ ე.წ. სამშვიდობო მისიის მანდატი რუსეთმა წარმატებით გამოიყენა ჯერ კიდევ 1993 წლის სექტემბერში, როდესაც აფხაზეთში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულების თანახმად, ქართული არმიის დანაყოფები განაიარაღა.

აგვისტოს ომამდე "კვირის პალიტრაში" არაერთხელ დაგვიწერია, რომ ცხინვალის რეგიონში ან აფხაზეთში საბრძოლო მოქმედებების დაწყების შემთხვევაში თუკი ერთი რუსი "ცისფერჩაფხუტიანი" მაინც დაიღუპებოდა, მოსკოვი თავისი სამშვიდობო ძალების დაცვის საბაბით აუცილებლად ჩაერთვებოდა შეიარაღებულ კონფლიქტში საქართველოს წინააღმდეგ. ეს შიში ეყრდნობოდა ამ სტატიის ავტორის მწარე გამოცდილებას - მან აფხაზეთის ომის ბოლო დღეებში თავისი თვალით ნახა, რა ხდებოდა სოხუმში.

სამწუხაროდ, სწორედ ასე მოხდა. 2008 წლის 8 აგვისტოს დილით ცხინვალთან, "ვერხნი გოროდოკთან" დაწყებული ბრძოლა კრემლმა მთელ მსოფლიოს რუსეთის სამშვიდობო ძალებზე თავდასხმად წარმოუდგინა და საქართველოს ტერიტორიაზე თავისი საბრძოლო დანაყოფების შემოყვანაც ამით გაამართლა.

ჩვენ მუდამ ვაკრიტიკებდით ერაყში ქართველი სამხედროების რიცხვის ზრდას - 2003 წლის ზაფხულში ერაყში 80-მდე ქართველი სამხედრო გაიგზავნა, ხუთ წელში, 2008 წლის აგვისტოს დასაწყისში კი, მათმა რიცხვმა ორი ათასს მიაღწია. თანაც იმ დროს ერაყში იმყოფებოდა პირველი ქვეითი ბრიგადის პირადი შემადგენლობა, ანუ მებრძოლები, რომლებიც მეტ-ნაკლებად უკეთესად იცნობდნენ ცხინვალის რეგიონს და მანამდე მომზადებას გადიოდნენ სწორედ ამ რეგიონში საბრძოლო მოქმედებების საწარმოებლად.

აგვისტოს ომამდე სამი თვით ადრე, ერაყში ყოფნისას, ამ სტატიის ავტორმა გაარკვია, რომ საჭიროების შემთხვევაში ერაყიდან სამშობლოში ამ ბრიგადის სასწრაფო გადმოსროლას ერთი კვირა მაინც დასჭირდებოდა, რაც საეჭვოს ხდიდა მისი საბრძოლო პოტენციალის გამოყენებას. აგვისტოს ომის დაწყებიდან ორიოდე დღეში თბილისის აეროპორტში ამერიკული თვითმფრინავებით გადმოიყვანეს პირველი ბრიგადის დიდი ნაწილი, თუმცა უშედეგოდ, რადგან ომი უკვე წაგებული იყო.

პირველი ბრიგადა რომ გორში მდგარიყო, აღარ გახდებოდა საჭირო მეორე ბრიგადის სენაკიდან ცხინვალისკენ გადმოსროლა და დასავლეთის მიმართულების გაშიშვლება (ქუთაისის მესამე ბრიგადა ცხინვალის მარჯვნივ, თლიაყანისკენ მიიწევდა, ხოლო ბოლომდე ჩამოუყალიბებელი ბათუმის მეხუთე ბრიგადის ნაწილები კოდორის ხეობაში იდგნენ).

ამ კრიტიკისთვის (რატომ ვზრდიდით ქართულ კონტინგენტს ერაყში, როდესაც ომი კარს იყო მომდგარი და რატომ არ ვაუქმებდით რუსეთის მშვიდობისმყოფლის მანდატს) აგვისტოს ომამდე და მას შემდეგაც სააკაშვილის მთავრობა მოღალატეებს გვიწოდებდა, ახლა კი აღმოჩნდა, რომ თურმე პრეზიდენტ სააკაშვილსაც ეს უნდოდა, მაგრამ დასავლელი (იგულისხმება ამერიკელი) პარტნიორების გაღიზიანებას მოერიდა და ეს ნაბიჯი ვერ გადადგა...

ვითომ დავიჯეროთ?!

 

 

 

 

 

 

ნანახია - 148

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80