„საპენსიო რეფორმა იქნება ჩრდილოვანი ეკონომიკისთვის კიდევ ერთი დიდი ალტერნატივა“

გაუფრთხილდი თავს

ნარკოტიკი კლავს!

გაუფრთხილდი სხვას

ეკონომიკა

„საპენსიო რეფორმა იქნება ჩრდილოვანი ეკონომიკისთვის კიდევ ერთი დიდი ალტერნატივა“

„საპენსიო რეფორმა იქნება ჩრდილოვანი ეკონომიკისთვის კიდევ ერთი დიდი ალტერნატივა“
ბექა დანელია

2018-08-08 14:24:51

დაროვებითი საპენსიო რეფორმისთვის ყველა გზა გაიხსნა. პარლამენტმა კანონი მიიღო და ახლა მთავრობა სისტემის შექმნაზე მუშაობს. არის ერთი დიდი ხელის შემშლელი მიზეზი. მთავრობის გარდა ახალი რეფორმა არავის მოსწონს. ბიზნესი უკმაყოფილოა, მოქალაქეები - დაეჭვებულნი და პარლამენტშიც აზრთა სხვადასხვაობაა.

დაგროვებით საპენსიო რეფორმაში ჩართვა სავალდებულო იქნება 40 წლამდე დასაქმებული ადამიანებისთვის, ხოლო ნებაყოფლობითი იქნება მათთვის, ვისაც კანონის ძალაში შესვლამდე უკვე შეუსრულდა 40 წელი. რაც შეეხება თვითდასაქმებულებს, ისინი ნებაყოფლობით გაწევრიანდებიან სისტემაში მათი ასაკის მიუხედავად. ასევე იარსებებს, საპენსიო რეფორმით განსაზღვრული 2%-იანი შენატანი როგორც კომპანიებისთვის, ასევე დასაქმებულებისათვის.

ასეთი მოდელი და ზოგადად რეფორმა არათუ ექსპერტებისთვის, არც ბიზნესისთვისაა მისაღები. ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე ამბობს, რომ მცირე და საშუალო ბიზნესს გადასახადი დიდ ტვირთად დააწვება.

„საპენსიო რეფორმის განხორციელება მნიშვნელოვანია, თუმცა მაქსიმალურად უნდა იყოს გათვალისწინებული ის რისკი, რის წინაშეც, შესაძლოა, ბიზნესი აღმოჩნდეს. მთავარი საკითხი, რაც საპენსიო რეფორმასთან მიმართებით გასათვალისწინებელია არის ასეთი: როგორც არ უნდა ვთქვათ, ის 2%-იანი მაჩვენებელი, რაც ბიზნესის მხრიდან არის გადასახდელი კონკრეტული დასაქმებული პირების მიმართ, ნებისმიერ შემთხვევაში არის ტვირთი, შესაძლოა, მსხვილი ბიზნესისთვის ნაკლებად, მაგრამ მცირე და საშუალო ბიზნესისთვის მას აქვს დამძიმების ფუნქცია.

გარდა ამისა, გრძელ ვადაში, შესაძლოა, ეს 2% გახდეს 4% და მეტი, რისგანაც დაზღვეული არ არის ბიზნესი. მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია სტაბილურობის განცდა“, - განუცხადა „ბიზნესმედიას“ ლექვინაძემ.

მისივე განმარტებით, საპენსიო რეფორმა მნიშვნელოვანია, თუმცა ბიზნეს ასოციაციებთან აქტიური კომუნიკაცია ამ განცხადების გაკეთების საფუძველს აძლევს.

პროფესორი ვახტანგ ჭარაია კიდევ უფრო მწვავე განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ საპენსიო რეფორმის ამოქმედება, სავარაუდოდ, შავი ეკონომიკის განვითარებას შეუწყობს ხელს.

„დამსაქმებელი ვალდებულია ჩაერთოს საპენსიო რეფორმის სისტემაში და შედეგად ხარჯებიც იზრდება 4%-ით. მართალია დამსაქმებელს მხოლოდ 2%-ის გადახადა უწევს და დანარჩენ 2%-ს იხდის დასაქმებული, მაგრამ აქ ჩნდება რამდენიმე სერიოზული რისკი: არ გაიზრდება ხელფასები, რადგან ორგანიზაციებს, როგორც წესი, სახელფასო ფონდი დაგეგმილი აქვთ და მთავრობის გადაწყვეტილებას ვერ მოარგებენ ფინანსებს. საბოლოოდ, დაიწყება კონვერტებით ფულის გაცემა.

მეორე რისკია სამუშაო ადგილებიდან თანამშრომლების შესაძლო დათხოვნა, რადგან ამხელა სახელფასო ფონდი შეიძლება დამსაქმებელს არ ჰქონდეს განსაზღვრული. მოკლედ, საპენსიო რეფორმა იქნება ჩრდილოვანი ეკონომიკისთვის კიდევ ერთი დიდი ალტერნატივა“, - აღნიშნავს ჭარაია.

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის აკაკი ზოიძე ადასტურებს, რომ შეიძლება რეფორმამ პირველ ეტაპზე მოსახლეობის უკმაყოფილება გამოიწვიოს. მიუხედავად ყველაფრისა, დაგროვებითი პენსიის შესახებ რეფორმა მომავალზე ორიენტირებულია და დეპუტატის აზრით, ამით ღირსეულ პენსიაზე საუბარი არა თეორიულად, არამედ რეალურად შესაძლებელია.

„მსგავსი სახის სისტემა 122 ქვეყანაში მუშაობს და მიმაჩნია, რომ ის ბაზარზე ფინანსური რესურსების ხელმისაწვდომობას გაზრდის. შესაძლოა, ამ ყველაფერმა მოსახლეობის უკმაყოფილება გამოიწვიოს, კერძოდ იმ პირებისა, ვისთვისაც რეფორმაში ჩართვა სავალდებულო იქნება, თუმცა როდესაც შედეგები დადგება, ეს დამოკიდებულებაც შეიცვლება“, - განაცხადა ზოიძემ.

ნანახია - 766

natali

2018-08-08 14:45:57

„საპენსიო რეფორმა იქნება ჩრდილოვანი ეკონომიკისთვის კიდევ ერთი დიდი ალტერნატივა“---------

ხოხ!!!! ახალი ამბავი:))))))) ახლა მოხვედით გონს, თუ ვინმემ გაგიმხილათ ეგ საიდუმლო?:))

ჯერ მიიღებენ კანონს და მერე ფიქრობენ მის ნაკლოვანებებზე:))

natali

2018-08-08 14:55:15

თუ დაგითვლიათ რამდენი წელი უნდა იხადო და რამდენი უნდა გქონდეს ხელფასი, რომ პენსია 300 ლარი მაინც აიღო თვეში?

ვთაქვათ ქალი არ არის ჯერ 40 წლის, არის მაგ. 38-ის. აქვს ხელფასი 1000 ლარი. 60 წლის ასაკში პენსიაზე რომ გავა, პენსია 200-ლარიც არ უწევს. ახლა პენსია 180 ლარია. :))) გარდა ამისა რა გარანტია მაქვს, რომ სახელმწიფო ამ გადახდილ თანხას უკან დამიბრუნებს?

Munji

2018-08-08 20:04:01

ნატალი! აი ეგ არის ყველაზე ცუდი, რომ ხალხს აბსოლუტურად არ სჯერა ხელისუფლების და მისგან გადაგდების გარდა არაფერს ელოდება! :(((
ძალიან ცუდი გამოცდილება დაგვიგროვდა ათეული წლების მანძილზე, ძალიან ცუდი!......

arichopra 2

2018-08-11 10:34:45

საპენსიო რეფორმა სწორია. უნდა განხორციელდეს ასე. მინიმალური სახელმწიფო პენსია (დღეს 180 ლარი რომაა) + (პლიუს) დაგროვებითი შემადგენელი. რა არის ამაში მიუღებელი ვერ გავიგე?!

natali

2018-08-12 14:51:02

მოიცა, შენ გგონია იმ 180 ლარს დაემატება დაგროვილი? ნამდვილად მასეა? ზუსტად იცი?მე არ მგონია მასე და იიტომ გეკითხები. თავს ვერ დავდებ, ზუსტად არ ვიცი. თუ მასეა,კიდევ არა უშავს:)
და კიდევ რა მაინტერესებს იცით?
ხომ ასეა-2 პროცნტს იხდის დამსაქმებელი, 2 პროცენტს დასაქმებული.
ხოდა აი მე ვარ დამსაქმებელი, მე უნდა გადავუხადო ჩემს მიერ დასაქმებულებს 2 პროცენტი, 2 პროცენტს თვითონ გადაიხდის დასაქმებული. ე.ი. მეც გადავიხდი 2 პროცენტს,მე ვინ გადამიხდის დანარჩენ 2-ს?

arichopra 2

2018-08-13 21:13:29

ასეთი რეფორმა ყაზახეთმა დიდი ხანია ჩაატარა. ძალიან დიდი ხანია, 1998წ. აღარ მახსოვს იქ მგონი 5%. დეტალების ნახვა თუ გინდა დაგუგლე. წარმატებით ფუნქციონირებდა! შენ რატომ უნდა გადაგიხადოს ვინმემ 2% ?! ვერ გავიგე?!

arichopra 2

2018-08-13 21:14:12

ზუსტად მე არაფერი არ ვიცი. საერთოდ არაფერი.

natali

2018-08-13 22:20:08

მე ხომ ვუხდი ჩემს მიერ დასაქმებულს 2 პროცენტს, ის თვითონ იხდის კიდევ 2 პროცენტს, ანუ სულ 4 პროცენტი ხომ? მე ჩემთვის რომ ჩემი ხელფასიდან 2 პროცენტი უნდა გდავიხადო, ჩემი დამსაქმებელი ხომ არავინ არაა, ის 2 პროცენტი ვინ უნდა გადაიხადოს? ისევ მე? ანუ ისევ მე მჩაგრავთ?

arichopra 2

2018-08-13 23:30:34

შენ როცა საწარმოში მუშაობ დირექტორად, ხელფასს გიხდის საწარმო სახელფასო ფონდიდან! შენ არავის არაფერს არ უხდი, აქ მონათმფლობელობა კი არ არის! თანაც ის 2% შენ რომ შენ თავს ურიცხავ შენს საპენსიო ანგარიშზე ხვდება ჩემსაზე ხომ არა?!))) თანაც საშემოსავლოთი არ იბეგრება! მოკლედ 4% დან საშემოსავლო დაგეზოგა. ))

natali

2018-08-13 23:41:14

კაცო, რა ვერ გაიგე. მე მაქვს კომპანია. მყავს ხალხი დასაქმებული, რომელთაც ვუხდი ხელფასს. ახლა იმ ხალხს ხელფასის 2 პროცენტი უნდა გადავუხადო საპენსიო ფონდში ხომ? 2 პროცენტი კი თვითონ უნდა გადაიხადოს ჩემს მიერ გადახდილი ხელფასიდან. მე საერთოდ არ მაქვს ხელფასი, მე ვიღებ დივიდენდს. მე როგორ უნდა გადავიხადო? დივიდენდიდან უნდა გადავიხადო 4 პროცენტი?

arichopra 2

2018-08-14 01:20:27

ამდენი არ ვიცი! ჩემი ვარაუდი ალბათ არ არის საინტერესო. პროექტი გამოქვეყნდება (თუ არ გამოქვეყნებულა?) და ვირტუალურ სივრცეში ერთად ვნახოთ!

natali

2018-08-15 16:58:38

ეეხ, ვაი რომ მგონი თვითონაც არ იციან:))))

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80