ბანკომატებში რომ უცებ ფული გაჩნდა გახსოვთ ეგ დღე? – აგვისტოს ომის ამ დრომდე უცნობი დეტალები
დაიჯესტი

ბანკომატებში რომ უცებ ფული გაჩნდა გახსოვთ ეგ დღე? – აგვისტოს ომის ამ დრომდე უცნობი დეტალები

ბანკომატებში რომ უცებ ფული გაჩნდა გახსოვთ ეგ დღე? – აგვისტოს ომის ამ დრომდე უცნობი დეტალები
marshalpress.ge

2018-08-08 21:13:03

დევნილთა და განსახლების ყოფილი მინისტრი კობა სუბელიანი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის პერიოდს იხსენებს.

“თბილისში, გამოცარიელებულ ბანკომატებში რომ უცებ ფული გაჩნდა გახსოვთ ეგ დღე?  ამერიკის ფედერალური სარეზერვო ბანკის დახმარება იყო ეგ, ვაშინგტონიდან მიუნხენის გავლით გამოგზავნილი, რომელიც იმ თვითმფრინავში აღმოჩნდა, რომლითაც მე მოვდიოდი შვებულებაში მყოფი მიუნხენიდან თბილისში. მიუხენის რეისი ცხვირწინ გამიუქმდა და შიდა რეისით ფრანკფურტში გადაგვისროლეს რომ იქედან გამოვყოლოდით უკანასკნელ რეისს საქართველოში მომავალს.

2008 წლის 10 აგვისტო იყო. თბილისის ცაზე შემოსულებს ორი რუსული ბომბდამშენი ამოგვიდგა გვერდით იმაში დასარწმუნებლად, რომ ნამდვილად სამგზავრო თვითმფრინავი იყო და არა სამხედრო. ჩამოგდებით დაემუქრნენ პილოტს, თუ არ დარმწუნდებოდნენ ამაში. ილუმინტროები აგვაწევინეს და სინათლე აანთეს სალონში. დარმწუნდენ, რომ სამოქალაქო რეისი იყო და წამში გაქრნენ. ჩვენგან წასულებმა თბილისი დაბომბეს, რის გამოც არ მიგვიღო თბილისმა და ერევანში გაგვიშვა.

ამ საიდუმლო ტვირთს სპეციალური ოფიცერი ახლდა ამერიკიდან. რომ არა მისი ინსტრუქციები და ჩემს მიერ ყირაზე გასვლის ტოლფასი მოქმედებები (ყველანაირი საშუალებებით, უმძიმესი ემოციური ფონი თანხლებით, დაპანიკებული მგზავრების დაწყნარება), ძალიან ბეწვის ხიდზე გავლით ამავე თვითმფრინავით უკან თბილისისკენ გამოფრენის მოხერხება (ბევრი წვრილმანი მაგრამ მნიშვნელოვანი დეტალია, ყველაფერს ვერ ვწერ) ის 48 მილიონი დოლარი აღმოჩნდებოდა რუსეთის ხელში, რისი წარმოდგენაც ტვინში სისხლს მიქცევდა, ამიტომ ყველაფერი გავაკეთე, რომ ეგ არ დამეშვა.

ურიგოდ გავავსებინე საწვავი, რაზეც დიდი ჯახირი დამჭირდა, რეკვები აქეთ იქეთ, რადგან რეგულარული რეისები ყავდათ ,,გასაზაპრავკებელი” და 3- 4 საათი მოცდა მომთხოვეს, რაც იმ ვითარებაში წარმოუდგენელი იყო. ამდენ ხანს მგზავრებს ვერ გავაჩერებდი თვითმრინავში. ბევრი მცდელობისა და ადეიშვილის ჩარევით ურიგოდ ჩაგვისხეს საწვავი და გავემზადეთ გამოსაფრენად.

ამავდროულად ვცდილობდი მგზავრები დამერწმუნებინა და დავარწმუნე კიდეც, რომ მიუხედავად ჰაერში ბომბდამშენების ნახვით გამოწვეული შიშისა, უკვე სამშვიდობოს მყოფები არ გასულიყვნენ თითმფრინავიდან და საქართველოში დაბრუნების ალტერნატიული გზები არ ეძებნათ, და რომ ჩვენ ამავე თვითმფრინავით უნდა დავბრუნებულიყავით საქართელოში.

მიზეზს იმისას, თუ რატომ არ უნდა გასულიყვნენ გარეთ და ტაქსით არ წამოსულიყვნენ საქართველოსკენ რა თქმა უნდა ვერ ვეუბნებოდი, გასაიდუმლოებული მდგომარეობის გამო. მადლობა ეკუთვნით მგზავრებს, რადგან დამიჯერეს, მენდვნენ და არ გავიდნენ თვითმფირნავიდან იმ რამდენიმე საათის განმავლობაში.


ერთი მგზავრის გასვლაც კი საკმარისი საფუძველი იქნებოდა სომხეთის საბაჟო სამსახურის მიერ საბარგულის გახსნისთვის, სადაც აღმოჩნდებოდა ეს ტვირთი, ამ რაოდენობით ქეში და მერე რაც მოხდებოდა, რა პროპაგანდაც მოყვებოდა იმ ყველაფერს თქვენი ფანტაზიისთვის მომინდვია. ფულს ფულად რომ დავკარგავდით, იმაზე აღარაფერს ვამბობ.

მშვიდობით დავბრუნდით. ფული ეროვნულ ბანკს ჩაბარდა და იმავე დღესვე განაწილდა ბანკომატებში. მე კი იმ წამიდანვე დევნილების საბავშვო ბაღებსა და სკოლებში გადანაწილების ორომტრიალში ჩავერთე, საკვების დარიგების განრიგი და ათასი რამ, ყველაფერს რა ჩამოთვლის. და რამდენიმე ხანში ვიგებ, რომ ომის დროს ქვეყნიდან გაქცევა დამაბრალეს”– წერს კობა სუბელიანი.

ნანახი?- 892

Munji

2018-08-09 23:43:34

ძალიან სამწუხაროა, რომ ასე ადვილად შეგვიძლია დავაბრალოთ ჩვენს პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს ნებისმიერი რამე! მაგრამ ნაცები იმდენ ვინმეს იმდენ რამეს აბრალებდით და ისე სასტიკად სჯიდით ჩაუდენელი დანაშაულისათვის, რომ შენი სამართლიანი გულისტკივილი რა მოსატანია იმასთან!

Munji

2018-08-09 23:49:20

ამიტომ, ცილისწამება უნდა გახდეს დასჯადი!!!
მე რომ რამეს დაგაბრალებ, შენ კი არ უნდა გეკისრებოდეს ამ ბრალდების გაქარწ/ყ/ლება, არამედ მე უნდა მევალებოდეს მისი დამტკიცება!
ვერ დავამტკიცებ? მაშინ მე უნდა დავისაჯო ისე, როგორც შენ დაისჯებოდი, ჩემი ბრალდება რომ მართალი გამომდგარიყო!!!

kolxi

2018-08-10 00:57:00

ცილისწამება უნდა გახდეს დასჯადი!!!

kolxi

2018-08-10 00:57:11

ცილისწამება უნდა გახდეს დასჯადი!!!

kolxi

2018-08-10 00:57:20

ცილისწამება უნდა გახდეს დასჯადი!!!

kolxi

2018-08-10 00:58:07

ყოველ მიზეზ გარეშე..................

რეგისტრაცი?/p>

დახურვ?/span>
სახელი:

პაროლი:

გაიმეორე?პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80