ბრძნული გამონათქვამები
სხვადასხვა

ბრძნული გამონათქვამები

ბრძნული გამონათქვამები
for.ge

2018-08-09 13:39:49

„ახალგაზრდობას ცუდი აღზრდა აფუჭებს, კარგ სურათებს უგემური მიშტერება, კარგ ჩაის ცუდი ჭურჭელი და კარგ წიგნს - ცუდი მკითხველი." - კონსტანტინე გამსახურდია.

„ადამიანი შეკითხვებშიაც ისევე ამჟღავნებს თავის რაობას, როგორც პასუხებში." - კონსტანტინე გამსახურდია.

„თუ გინდა, რომ საქმე კარგად გაკეთდეს, თავად გააკეთე ის." - ნაპოლეონი.

„ვისაც საკუთარი აზრი არა აქვს, იგი ყოველთვის უპირისპირდება სხვის აზრს." - ჟან დელაბერი.

„ისტორია რომანია, რომელსაც უჯერებენ ხოლმე, რომანი კი ისტორიაა, რომელსაც არ უჯერებენ." - ბალზაკი

„თუ გსურს, ცხოვრება შეიმსუბუქო, საქმეში მთელი მონდომება ჩააქსოვე." - რემარკი.

„წარმატებისთვის არ არის აუცილებელი ყველაზე ჭკვიანი იყო, საჭიროა, უმრავლესობაზე ერთი დღით სწრაფი აღმოჩნდე." - სტილარდი.

„ცხოვრება - ეს არ ნიშნავს სუნთქვას.ეს ნიშნავს მოქმედებას. იცხოვრა არა იმან, ვინც ხანგრძლივად იცოცხლა, არამედ იმან, ვინც მეტად შეიგრძნო ეს ცხოვრება." - რუსო.

„არავინ იცის თუ რა ძალის პატრონია, სანამ ის მას არ გამოიყენებს." - აუერბახი.

„ადამიანების უმეტესობა იმდენად დათრგუნულია თავისი ყოფით, რომ ოცნებებშიც კი ვერ ახერხებს ჯადოსნური წრის გარღვევას." - ვოვენარგი.

„ერთადერთი სიამოვნება ცხოვრებაში - ესაა განუწყვეტელი მისწრაფება წინ." - ზოლა.

„სასიყვარულო ომში იმარჯვებს ის, ვინც პირველი გარბის ბრძოლის ველიდან." - ფულერი.

„სულელი მთელ სიცოცხლეს გაატარებს ბრძენის გვერდით და ოდნავადაც ვერ შეიცნობს ჭეშმარიტებას, ისევე, როგორც კოვზი ვერასოდეს გაიგებს საჭმლის გემოს.' - კონფუცი.

„უბედურება მჭედლის ჩაქუჩივითაა, ის დამანგრეველიცაა და ბედის გამომჭედელიც." - ბოევი.

„ჯობია, აკეთო არაფერი, ვიდრე არ აკეთო არაფერი." - ადლერი.

„წვეთი ქვას ძალით კი არ ხვრეტს, არამედ ხშირი დაცემით." - შეფერი.

„კმაყოფილება კაცის მომაკვდინებელი სენია." - ილია.

„თვითსწავლას მიჰყავით ხელი, სანამ ჭკუა ცხოვრებას არ უსწავლებია." - სპენსერი.

„ყველაფრის შესახებ ცოტა რამ მაინც უნდა იცოდე და ცოტა რამის შესახებ კი - ყველაფერი." - ლაროშფუკო.

„ვისაც მარტოსულობა არ უყვარს, მას არც თავისუფლება უყვარს." - შოპენჰაუერი.

„ბედნიერება არის კარგი ჯანმრთელობა და სუსტი მეხსიერება." - ჰემინგუეი.

„ცხოვრებაში, რაც არ უნდა დიდი გახდე, გახსოვდეს, რომ სულ პატარა დაიბადე." - კონსტანტინე გამსახურდია.

 

 

ნანახი?- 248

რეგისტრაცი?/p>

დახურვ?/span>
სახელი:

პაროლი:

გაიმეორე?პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80