გაფრთხილების მიუხედავად, ზღვაში შესული ტურისტი გოგონა ქართველმა მაშველებმა გადაარჩინეს

გაუფრთხილდი თავს

ნარკოტიკი კლავს!

გაუფრთხილდი სხვას

სხვადასხვა

გაფრთხილების მიუხედავად, ზღვაში შესული ტურისტი გოგონა ქართველმა მაშველებმა გადაარჩინეს

გაფრთხილების მიუხედავად, ზღვაში შესული ტურისტი გოგონა ქართველმა მაშველებმა გადაარჩინეს
kvira.ge

2018-08-10 08:49:28

აჭარაში, შავი ზღვის სანაპიროზე, გონიოში, სადაც დღეს ბანაობა აკრძალულია და არაერთი დამსვენებელია გაფრთხილებული, უკრაინის მოქალაქემ ზღვაში ბანაობა მაინც გადაწყვიტა და ის ტალღებმა გაიტაცა.

ახალგაზრდა ქალი ზღვის სანაპიროდან 15 მეტრის მოშორებით იმყოფებოდა და ზღვიდან გამოსვლას ვერ ახერხებდა


მაშველებმა – ლერი შაინიძემ და ნიკა აბდულიშვილმა უკრაინის მოქალაქე გადაარჩინეს და სამახსოვროდ, მასთან ერთად ფოტოც გადაიღეს.

ტურისტი ქალის  ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური შავი ზღვის სანაპიროზე დამსვენებლებს აფრთხილებს:

„დღეს, 9 აგვისტოს, ზღვაზე მოსალოდნელია 4-5-ბალიანი შტორმი, რის გამოც ბანაობა აკრძალულია. დღის განმავლობაში, ტალღების სიმაღლემ შესაძლოა, 1,5 მეტრიდან 3 მეტრამდე მიაღწიოს.

ყურადღება მიაქციეთ ამკრძალავ ნიშნებს!

გთხოვთ, დაიცვათ უსაფრთხოების წესები!” – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ნანახია - 236

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80