ხალხი ტექნიკის ყიდვას ვეღარ ახერხებს
ეკონომიკა

ხალხი ტექნიკის ყიდვას ვეღარ ახერხებს

ხალხი ტექნიკის ყიდვას ვეღარ ახერხებს
ბექა დანელია

2018-08-10 16:32:46

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ სესხის გაცემაზე ამოქმედებულმა რეგულაციებმა ტექნიკის განვადების რაოდენობა 2 თვეში 12-დან 20%-მდე შეამცირა. შემცირება განსაკუთრებით რეგიონებში, უფრო მეტად კი დასავლეთ საქართველოში იგრძნობა.

სავაჭრო ქსელების წარმომადგენლებს ერთი მხრივ, ისევ ბანკების იმედი აქვთ, მაგრამ მეორე მხრივ, ალტერნატიული ნაბიჯების გადადგმა დაიწყეს. საქმე ისაა, რომ ახლა დღის წესრიგში დგას არა განვითარება, არამედ არსებული ვითარების როგორმე შენარჩუნება.

„ბეკოს“ გენერალური დირექტორი მეჰმედ მელექი აცხადებს, რომ მათი განვადებებიც 12-დან 15%-მდე შემცირდა, თუმცა ეს განსაკუთრებით რეგიონებში, განვადების შემცირება საერთო გაყიდვებზე მნიშვნელოვნად არა, მაგრამ მაინც აისახა.

„განვადება რეგიონებში უფრო შემეცირდა, თბილისში ნაკლებად. აქ უფრო სახელმწიფო დაწესებულებებში მუშაობს ხალხი და ალბათ, ამის გამო შედარებით არ ასახულა. განსაკუთრებით ვარდნა შესამჩნევია დასავლეთ საქართველოში. დაახლოებით მონაცემებით, განვადებებით ტექნიკის შეძენა 12-15 %-მდე შემცირდა.

საერთო გაყიდვებზე ბოლოდროინდელი ტენდენცია ძალიან არ ასახულა, მაგრამ რეალიზაცია, წესით, იმაზე მეტი უნდა ყოფილიყო, ვიდრე ამჟამად გვაქვს. ამის მიზეზიც ის არის, რომ რეგიონებში შემცირებულია ჩვენი პროდუქციის გაყიდვა, სწორედ განვადების შეზღუდვის გამო“, - აცხადებს მეჰმედ მელექი.

საკითხის თავისთავად მოგვარების იმედი არ აქვთ „ტექნო ბუმში“ და ამიტომ თავად აპირებენ სიახლის დანერგვას. კომპანია ინტერნეტ გაყიდვების გააქტიურებას გეგმავს. სანაცვლოდ კი მაღაზიათა ქსელის გაფართოებაზე უარს ამბობს. „ტექნო ბუმის“ დამფუძნებელმა ანზორ ქოქოლაძე ამბობს, რომ ამ ეტაპზე ბაზრის დადებითი ტენდენცია უფრო მეტად ინტერნეტ გაყიდვებზეა, ამიტომ კომპანია ამჟამად ახალი ფილიალების გახსნით არ ინტერესდება. თანაც ონლაინ გაყიდვები ნაკლებხარჯიანია და ის ბაზარზე მოთხოვნადობის მიხედვით გაგრძელდება.

ბიზნესმენი მიიჩნევს, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში ტექნიკის მაღაზიათა ქსელებში საკმაოდ რთული მდგომარეობაა: „ბაზარზე რთული მდგომარეობა, რაც რეალიზაციის შემცირებამ გამოიწვია. 2014 წლამდე ბაზარი აღმავალი იყო, ხოლო როდესაც 2015 წლიდან რუსეთ-უკრაინის ომი დაიწყო და სამეზობლო ქვეყნებში ნავთობის ფასების ვარდნამ კრიზისები გამოიწვია, ეს ბუნებრივია ჩვენზეც აისახა. ქვეყანაში ვალუტის შემოდინება შემცირდა, რაც საბოლოო ჯამში, მსყიდველუნარიანობაზე აისახა. მოქალაქეები, ძირითადად, პირველადი მოთხოვნილების პროდუქციის შეძენაზე გადაერთვნენ, რაც ტექნიკის მაღაზიებზე პირდაპირ აისახა“, - განაცხადა ანზორ ქოქოლაძემ.

„ბიზნესპრესნიუსის“ მიერ გამოკითხულ ტექნიკის მაღაზიებს შორის, განვადებების შემცირების ყველაზე დიდი მაჩვენებლი აქვს „სმაილს“. კომპანიის მარკეტინგის მენეჯერის ქეთი კოზმანაშვილის თქმით, ბოლო 2 თვეში მათი განვადებები 20% შემცირდა.

ნანახი?- 932

arichopra 2

2018-08-10 19:46:33

ხარისხიანი ტექნიკა უცბად არ ფუჭდება 10-15 წელი მუშაობს გამართულად! მხოლოდ და მხოლოდ ამ მიზეზის გამო შეგიმცირდათ ეს განვადებები! ა ბანკი, პროცენი, კურსი ყველაფერი მეორე ხარისხოვანია!

arichopra 2

2018-08-10 21:36:23

ახლა პალიტრაზე ვუსმენდი ვაშაზეს (აი იუსტიციის სახლების ვაშაძე რომაა იმას, სახელი არ მხასოვს) ყველა წინადადებაში ცრუობდა, ერთი წინადადებაც არ უთქვია ისე, რომ ამა თუ იმ ზომით სიცრუე არ გაერია. თან ისე კმაყოფილი იყო საკუთარი თავით, ასე მოხერხებულად რომ იტყუებოდა, ისე ჭკვიანი ეგონა თავი... აღარ შემიძლია ამ მაიმუნების ატანა! ესენი ვინ არიან კაცო?!! ეს რა ჭირი შეგეყარა სამშობლოვ ჩემო?!

serapina

2018-08-11 13:05:35

ტექნიკის ყიდვა რომ აღარ შეუძლია მოსახლეობას,ეს რომ ბიძინას ბრალია,ამას ვეღარ წერენ პირდაპირ,ამ საიტზე მოღვაწე ფურუნკული ნაცები?!
ნუ,საამისო არგუმენტი,პირდაპირ ვერ იპოვეს,როგორც ჩანს!

სამაგიეროდ,ღვარცოფის პირდაპირი არგუმენტი იპოვეს... ბიძინამ რომ ხეები დაგლიჯა,იმის ბრალიაო!
(ამას,მოფიქრება არ უნდა?!
რავა, სულ ერთმანეთში გერევათ კრეატივი და კრეტინიზმი,ჰა!)

ბიძინისტებს,ძალიან ნუ გაგიხარდებათ...
ზოგი,მიშამ გაგასულელათ,ზოგი ბიძინამ(და ზოგიც ქრონოლოგიურად მიჰყევით...ნუ,ალბათ რაღაც ისედაც ვერ იყო წესრიგში იმთავითვე) მაგრამ..
სულელი,მაინც სულელია...

ვერავინ რომ გაასულელებს,ასეთებიც ბევრია!
აქ,რომ აღარ წერენ,მაგრამ ვიცი რომ კითხულობენ!

serapina

2018-08-11 14:57:15

რა მაგის პასუხია მაგრამ...
ეს,ჩვენი განათლების სისტემა ტელესერიალს ჰგავს..

ეს,მერმდენე უნდა "დარგოთ და დათესოთ" პატივცემულებო?!
რას რგავთ ასეთს,რომ ამდენი ათწლეული გადის და თავი ვერაფერს დაადგით?!

აგერ,გირჩი ჯაფარიძე,ისე სწრაფად იღებს მოსავალს,რომ ვაჟა ფშაველა ლობიოს მარიხუანათი კმაზავდაო...
ასე უთქვამს,მას შემდეგ რაც,კიდეც დარგო და კიდეც მო(ი)წია!

ჰო,ეს ამ არდაბოლილების ახალის დარგვის ინიციატივა:

http://for.ge/view_news.php?news_id=81846&news_cat=0

tngh

2018-08-14 18:33:22

რა ვქნატ ეხლა... მატი შემოსავლების კლება ვიდარდოთ??? ისედაც ბევრი აქვთ... აიტანენ როგორმე.

რეგისტრაცი?/p>

დახურვ?/span>
სახელი:

პაროლი:

გაიმეორე?პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80