Tesla-ს საინჟინრო ხელმძღვანელი Apple-ში დაბრუნდა
სხვადასხვა

Tesla-ს საინჟინრო ხელმძღვანელი Apple-ში დაბრუნდა

Tesla-ს საინჟინრო ხელმძღვანელი Apple-ში დაბრუნდა
imedinews.ge

2018-08-10 19:09:58

დაუგ ფილდმა Tesla დატოვა და კვლავ Apple-ში დაბრუნდა. ილონ მასკის კომპანიაში ის ინჟინერიის ვიცეპრეზიდენტის თანამდებობას იკავებდა. ამის შესახებ Reuters-ი წერს. 

ფილდი Tesla-დან ერთი თვის წინ წამოვიდა. გუშინ კი Reuters-ს განუცხადა, რომ Apple-ში ბრუნდებოდა. 

დაუგ ფილდი ბობ მენსფილდთან ერთად იმუშავებს. მენსფილდი Apple-ის უპილოტო ავტომობილების პროექტ Titan-ს უდგას სათავეში. მანამდე ორივე მათგანი Mac-ის კომპიუტერების საინჟინრო სფეროში მუშაობდა. 

ფილდმა Tesla-ში 5 წელი იმუშავა. უცნობია მისი გადაწყვეტილების ზუსტი მიზეზი. 

ნანახი?- 148

რეგისტრაცი?/p>

დახურვ?/span>
სახელი:

პაროლი:

გაიმეორე?პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80