რუბლი და ლირა დაცემის გზაზე - რა ელოდება ქართულ ლარს
ეკონომიკა

რუბლი და ლირა დაცემის გზაზე - რა ელოდება ქართულ ლარს

რუბლი და ლირა დაცემის გზაზე - რა ელოდება ქართულ ლარს
გვანცა გიორგობიანი

2018-08-14 10:00:08

საქართველოს სამეზობლოში ვალუტებს უჭირს. თურქული ლირას შემდეგ რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა რუსული რუბლი, რომელიც ამერიკული სანქციების მოლოდინში უფასურდება. ორივე ქვეყანა საქართველოს უმთავრესი სავაჭრო პარტნიორია. როგორ გავლენას იქონიებს მეზობელ ქვეყნებში მიმდნარე ფინანსური კრიზისი საქართველოზე?

რუსული რუბლის დევალვაციას იმ სანქციებს უკავშირებენ, რომელიც ამერიკამ რუსეთს დაუწესა და ძალაში 22 აგვისტოდან შევა. ვაშინგტონმა „შავ სიაში“ დამატებით 19 ფიზიკური პირი და 19 კომპანია შეიყვანა. პირველ ეტაპზე იგულისხმებმა მათთვის რუსეთში ექსპორტისა და ფინანსური ოპერაციების შეზღუდვა.

სწორედ ამის გამო რუსეთში ვალუტის მორიგი გაუფასურება დაიწყო. 1 დოლარი უკვე 66 რუბლი ღირს, როცა სულ ცოტა ხნის წინ 61-ის ნიშნულზე ტრიალებდა, ხოლო 2018 წლის მარტში 1 დოლარი სულაც 56 რუბლი ღირდა. მძიმე მდგომარებაა თურქეთშიც, სადაც ადგილობრივი ლირა ლამის ყოველ კვირა ანტირეკორდებს ამყარებს. წლის დასაწყისიდან მოყოლებული ადგილობრივი ვალუტა 43%-ით გაუფასურდა.

რა ელის ქართულ ლარს ასეთი არასტაბილურ პირობებში? რა გავლენა შეიძლება იქონიოს რუბლისა და ლირის ვარდნამ საქართველოს ეკონომიკაზე?

თსუ-ს ანალიტიკისა და პროგნოზირების ცენტრის თავმჯდომარის ვახტანგ ჭარაიას თქმით, ბოლო წლებში რუსეთი საქართველოს ერთ-ერთი მსხვილი სავაჭრო პარტნიორია. ამიტომ ბოლო დღეებში განვითარებული სავალუტო მოვლენების პარალელურად, მოსალოდნელია ქართული პროდუქცია რუსეთში გაძვირდეს, ხოლო რუსული პროდუქციის ღირებულება საქართველოში გაიაფდეს.

„რა თქმა უნდა, რუბლის გაუფასურება გამოიწვევს ქართული პროდუქციის ექპორტის შემცირებას, რადგან ფასი მოიმატებს. ეს ჩვენთვის მტკივნეული საკითხია. ასევე შეიძლება საქართველოში გაიზარდოს მოთხოვნა რუსულ პროდუქციაზე, რადგან ის გაიაფდება. ზოგადად, ჩვენთვის საექსპორტო ბაზარი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საიმპორტო. ამ უკანასკნელის დივერსიფიცირება ადვილად ხდება. რუსეთიდან თუ არა, პროდუქტი თურქეთიდან შემოვა ან უკრაინიდან. აი, ექპორტის საკითხი კი სულ სხვაა“, - განმარტავს ჭარაია.

კიდევე ერთი დარგი, რაზეც რუბლის დოლართან მიმართებაში გაუფასურება უარყოფითად აისახება, ეს ფულადი გზავნილებია. რუსეთიდან საქართველოში ნაკლები თანხა გადმოირიცხება.

„მაგალითად, თუ ვიღაცას ხელფასი აქვს 20 ათასი რუბლი და განსაზღვრული ჰქონდა, რომ აქედან 10 ათასი რუბლი გამოეგზავნა საქართველოში, ახლა მის შესაძენად დასჭირდება მეტი დოლარი. შედეგად გადმორიცხავს ნაკლებ თანხას. საერთოდ ჯამში, ფულადი გზავნილებიც შემცირდება“, - აღნიშნავს „კომერსანტთან“ ჭარაია.

რაც შეეხება უშუალოდ საქართველოს ეკონომიკაზე და ფინანსურ ბაზარზე გავლენას, აქ ფინანსისტები დიდ ცვლილებებს არ ელოდებიან. ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი გოჩა თუთბერიძე დარწმუნებულია, რომ რუსეთსა და თურქეთში შექმნილი ეკონომიკური ვითარება ლარის კურსზე გავლენას არ მოახდენს. მიუხედავად ამისა, საქართველოს მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმაც, უნდა იმოქმედოს კონტრღონისძიებებზე.

„ჩვენი მთავარი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ვალუტის გაუფასურება ლარზე პირდაპირ ასახვას არ ჰპოვებს, თუმცა იმოქმედებს იმპორტის გაზრდაზე. თურქული და რუსული საქონელი გაიაფდება და საქართველოში მეტი პროდუქცია შემოვა. ჩვენი საექსპორტო პოზიციები კი გაუარესდება, ასეთი ტენდენცია არ არის ხელსაყრელი ჩვენთვის, თანაც უკავშირდება ამერიკის სანქციებს. ასეთი მკაცრი პოზიცია ამერიკას ჯერ არ ჰქონია.

ერთია, რომ ვალუტების გაუფასურება არ იქნება მუდმივი პროცესი და რაღაც პერიოდის შემდეგ დასტაბილურდება, მაგრამ გარკვეულ გავლენას საქართველოზეც მოახდენს. ამიტომ მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმაც დროულად უნდა შეიმუშაოს კონტრღონისძიებები“, - განაცხადა თუთბერიძემ.

ნანახია - 1402

leviko

2018-08-14 11:23:12

ეს რომ არ მოხდეს ჩვენც უნდა გავაუფასუროთ ლარი და გაიაფდება ჩვენი პროდუქციაც

ganzieli

2018-08-14 12:46:44

ამ სისულელეს რომ ვკითხულობდი (ეროვნულმა ბანკმა უნდა იფიქროს კონტრღონისძიებაზეო; კონკრეტულად რა კონტრღონისძიებაზე???) დ ახალაიას უკიდეგანოდ დამცველი თეა თუთბერიძე გამახსენდა; რა ხანია არ გამოჩენილა, ხომ კარგადაა; ფუი ეშმაკს! არადა აშკარად აკლია ე კილაძის, ი ნადირაშვილის, ი სარიშვილის და სააკაშვილის კამპანიას

ფხიზელი

2018-08-14 16:03:09

ganzieli :)))
წინა დღეებში მეც გამახსენდა რატომღაც - სად დაიკარგა ეს უნივერსიტეტის ასო-ცირებული პროფესორი მეთქი?

Maverick

2018-08-14 18:56:47

„ფუნდამენტური ეს არის მთავრობის და ეროვნული ბანკის სერიოზული შეცდომები და ეკონომიკური სტაგნაცია, რომელიც ყოველთვის ქმნის ფასების ზრდისა და ლარის გაუფასურების რისკს,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.

------------------

სასაცილო და სასაცილოდ სატირალია კუპონა რომ ამოიღებს ხმას!

სასაცილო იმიტომ, რომ ეკონომიკის კუპონდაღმაშენებელს საკუთარი ეკონმახერობები ავიწყდება...

ხოლო, სასაცილოდ სატირალია იმიტომ რომ მართალს ამბობს...

ბუმერანგი

2018-08-15 09:33:59

საკუთარი ეკონომიკის არმქონე ქ/ვეყანაში აბა რას ელოდნენ?
სხვა რაიმეზე რომ საერთოდ რომ არ ვთქვათ, საკუთარი გან/დონიც კი არ იწარმოება ქ/ვეყანაში!!! და რაც "იწარმოება" და როგორც ისიც კარგად ცნობილია. ავერსი ფარმასი არ იყოს...

ესეთ შემთხვევაში უახლოესი მწარმოებელი მეზობლის ვალუტაზე და მის ეკონომიკურ მდგომარეობაზე პირდაპირ დამოკიდებული რომ ხარ, დიდი ფინანსისტ ეკონომისტობა უნდა მაგას?
ეს კი იმას ნიშნავს, ჩემო ძვირფასებო, რომ ყველანაირი "სანქციები" პირველ რიგში პირადად ჩვენ გვირტ/ყავს! იმიტომ რომ იმას, ვისზეც ეს სანქციები გათვლილია საკუთარი ეკონომიკის ხარჯზე დიდი იქნება თუ პატარა, მაგრამ ადეკვატური პასუხის გაცემის საშუალებაც აქვს.ჩვენ რა დიშ/ლა-ყოყოჩი გვაქ/ვს?
თურქ ტ/რაილერის მძ/ღოლს, რუს ტურისტს და რუსეთში "მოღ/ვაწე" მილიონ ქართველს თუ გაუჭირდა, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით ტ/რაკში ვართ. აი ეგაა ჩვენი "ეკონომიკა".

და ლარი რატომ ეცემაო, კიდევ უკვირთ. რა დაიჭერს რო? ლილოს ბაზრობა?

leviko

2018-08-15 10:02:06

რა გინდათ, აგრესორებს დაუწესეს ჩვენმა პარტნიორებმა სანქციები და ჩვენც დავუწესედ ისე რომ ჩვენს ეკონომიკას მივაყენეთ ზიანი, რა მაგრები ვართ, ეკონომიურად დამოკდებულები ვართ რუსებისაგან და მეორეს მხვრივ ვიძახით რომ ისინი ჩვენი მტრები არიანო, საერთოდ ხალხი როცა ლაპარაკობს ცოტა მაინც ხომ უნდა უკეთებდეს კონტროლს თავის ნათქვამს, თუ არ გინდა ეს რუსები არც ეკონომიურადაც არ უნდა იყო დამოკიდებული. როგოც ფილმ 12 სკამშია ნათქვამი საზღვარგარეთი დაგვეხმარებაო, გომიაშვილს ეს ფრაზა გგონიათ ისე უბრალოდ ათქმევინეს ,იქ მთელი ისტორიაა ჩადებული

Maverick

2018-08-15 19:01:20

leviko,

მაგ "მედასავლეთეებმა" რომ არ იძახონ "რუსი მოდის, რუსი მოდისო!" ბუმერანგის თქმული გან.დონ.ივით (დავუმატებდი - ნახმარივით) კუდიგორის გზას კი არ გაუყენებდნენ, უბრალოდ ჩარეცხავდნენ და მერე სანტექნიკოსების ხარჯები კანალიზაციის ტოტალური გაწმენდისთვის ჩვენი, მოქალაქეების გადასახდელი გახდება...

trampi

2018-08-16 02:09:50

Вы убиваете доллар: газета Ротшильдов умоляет Трампа перестать

trampi

2018-08-16 02:11:08

Ротшильд обеспокоен: мировому порядку грозит опасность

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80