ცემენტის ომი - საქმეში პრემიერი ჩაერთო
ეკონომიკა

ცემენტის ომი - საქმეში პრემიერი ჩაერთო

ცემენტის ომი - საქმეში პრემიერი ჩაერთო
ბექა დანელია

2018-08-14 18:00:32

ცემენტის ბაზარზე ვითარება იმდენად დაიძაბა, რომ საქმეში პრემიერ-მინისტრის ჩართვა გახდა საჭირო. იაფფასიანი იმპორტი ყოველთვის ავიწროვებდა ადგილობრივ წარმოებას, მაგრამ ბოლო დროს ამ ყველაფერმა საშიში ტენდენცია მიიღო.

ადგილობრივმა მწარმოებლებმა პრემიერ-მინისტრის, ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრების სახელზე საგანგებო მიმართვა გაავრცელეს, სადაც ბაზარზე შექმნილ პრობლემურ ვითარებაზე და გამოსავლის გზებზე საუბრობენ.

15-მდე კომპანია აცხადებს, რომ ბაზარზე მეზობელი ქვეყნებიდან იმპორტირებული ცემენტის მოძალების მასშტაბები იზრდება, რაც პერსპექტივაში, უბრალოდ, აზრს დაუკარგავს საქართველოში ცემენტის წარმოებას და შედეგად რამდენიმე ათასი სამუშაო ადგილის დაკარგვას გამოიწვევს.

ადგილობრივ მწარმოებლებს გამოსავლის გზად ცემენტის იმპორტზე (მზა პროდუქცია) დღეს არსებული მოსაკრებელის მნიშვნელოვნად გაზრდა მიაჩნიათ.

„ამ გზით დავიცავთ ბაზარს და შევინარჩუნებთ ადგილობრივ წარმოებას. ამასთან, ეს ნაბიჯი, მინიმუმ 600-700 ათასი ტონით მაინც გამოათავისუფლებს ბაზარს იმპორტირებული პროდუქციისგან და ეს მოცულობაც ადგილობრივ წარმოებას დარჩება ასათვისებლად. სწორედ ამ მიდგომაში ვხედავთ გამოსავალს“, - აღნიშნულია მიმართვაში.

მიმართვაში ასევე ხაზგასმულია ბაზრის 80%-ზე მეტი წილის მქონე კომპანია „ჰაიდელბერგცემენტის“ შესაძლო ნეგატიური როლის თაობაზე, რაც მან შეიძლება ითამაშოს ცემენტის წარმოების ადგილობრივ ბაზარზე ჯანსაღი კონკურენციისთვის პრობლემის შექმნის თვალსაზრისით.

„ბაზრის პრაქტიკულ მონოპოლისტს არ უნდა შეექმნას ისეთი პირობები, როცა ის საკუთარი სურვილით და ფასთა კონიუნქტურაზე ზეგავლენის ბერკეტებით შეძლებს მცირე მეწარმეების შევიწროებას და ბაზრიდან განდევნას.

სამწუხაროდ, ამის საშიშროება არის და ეს საშიშროება დაგვანახა როგორც წინა პერიოდებში განვითარებულმა მოვლენებმა, ისე სულ ახლახანს, „ჰაიდელბერგცემენტის“ წარმომადგენელთა მიერ გამართულმა საგანგებო პრესკონფერენციამ, სადაც ბაზარზე არსებული და საკუთარი პრობლემები მათ იმას დააბრალეს, რომ საქართველოში აზერბაიჯანიდან და ირანიდან ხორციელდება კლინკერის (ცემენტის დამზადებისთვის მთავარი ნედლეული) იმპორტი. და თითქოს ეს უქმნის მათ ისეთ პრობლემას, რომ ღუმელების გაჩერება და 1300-მდე ადამიანის სამსახურიდან დათხოვნა მოუწევთ.

როგორც ჩანს, ამ განცხადების ტონი განპირობებულია მხოლოდ ერთი სურვილით - ფასთა კონიუნქტურაზე კონტროლის დამყარებით და კონკურენტების შევიწროების პოლიტიკით, სრულად განდევნოს ბაზრიდან საქართველოში ცემენტის სხვა მწარმოებლები და გახდეს აბსოლუტური მონოპოლისტი ამ ბაზარზე. არადა, ის დღესაც აკონტროლებს ბაზრის 80%-ზე მეტს და გულწრფელად გაუგებარია, დანარჩენმა 20%-მა ჯამში განა რა დემპინგზე ან რამდენ ხანს უნდა შეძლოს დემპინგზე მუშაობა, რომ ბაზარზე 80%-ის მაკონტროლებელი კომპანია დაზარალოს?“, - აღნიშნულია მიმართვაში.

როგორც ჩანს, საქმე სერიოზულადაა, რადგან პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ამ საკითხს საგანგებო ბრიფიგზეც კი შეეხო. მისი თქმის, თუ შეიქმნება ბარიერები, სახელმწიფო ჩაერევა და დაიცვას სამართლიანი სავაჭრო რეჟიმის პრინციპს.

„ვიღაცას აქვს იმპორტის უფლება, თუმცა მწარმოებელ ქვეყანას აქვს ბარიერი პროდუქციის ექსპორტზე. რა თქმა უნდა, ამ თემას სჭირდება დაკორექტირება და ჩავერევით. აუცილებლად დავარეგულირებთ, თუკი პრობლემა დგას. ჩვენ თავისუფალი და ლიბერალური ბაზრის ერთგული ვართ, რომელმაც თვითონ უნდა დაარეგულიროს მსგავსი საკითხები, მაგრამ თუ გვაქვს ხელოვნური ბარიერები და მსგავსი გვქონია, ჩვენ ჩავერევით და დავიცავთ სამართლიან სავაჭრო რეჟიმს“, - განაცხადა პრემიერმა.

პრობლემის მოგვარებაზე სწრაფ რეაგირებას ითხოვს ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე, რომელიც მიიჩნევს, რომ იმპორტული ცემენტის ხარისხზე კონტროლი უნდა გამკაცრდეს. ამის მიზეზი კი ისაა, რომ ქვეყანაში დაბალხარისხიანი პროდუქცია შემოდის და დაბალი ფასით უწევს მათ კონკურენციას.

„ჩვენ შევხვდით ცემენტის მწარმოებელთა ასოციაციას, მათი წევრია „ჰაიდელბერგცემენტიც“. დაახლოებით ორი თვის წინ გვქონდა ამ კომპანიასთან კომუნიკაცია და პრობლემა ჩვენთვის ცნობილია. ირანიდან ცემენტის შემოდინების დინამიკა საკმაოდ დიდია და ეს არის ამ კომპანიის შეშფოთების საგანი. ზოგადად, ქვეყანა თავისუფალია სავაჭრო ურთიერთობებში. მთავარი წუხილი, რასაც ჩვენ ვიზიარებთ, არის ის, რომ საჭიროა უფრო მკაცრი კონტროლი ხარისხის ნაწილში, რადგანაც არის საუბრები იმაზე, რომ არის შეუსაბამობა ხარისხთან და ის ეტიკეტზე მითითებულ მონაცემებს არ ემთხვევა. სწორედ ამ მიმართულებით უნდა გამკაცრდეს კონტროლი“,  - განაცხადა ბიზნესომბუდსმენმა.

მისივე განმარტებით, ყველა შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურა ამ საკითხთან დაკავშირებით ბიზნესომბუდსმენის აპარატის მიერ ინფორმირებულია.

ნანახია - 993

მეგრელი

2018-08-15 08:15:01

1953 წლის 15 იანვარს აშშ სენტატის სამხედოს საქმეების კომისიაზე იხილებოდა თავდაცვის მინისტრის პოსტზე წარდგენილი კანდიდატის საკითხი. კანდიდატი იყო ჩაარზს უილსონი . იმ მომენტისთვის ის იყო კორპორაცია ,, ჯენერალ მოტორსი" პრეზიდენტი.ერთმა სენატორმა კითხა -ვის ინტერეს დაიცავ ქვეყნის თუ კორპორაციისო მან უპასუხა : ყოველთვის მიმაჩნდა , რომ რაც კარგია ქვეყნისთვის ის კარგია ,, ჯენერალ მოტორსისთვის" და პირიქით. (გაზეთი ნიუ-იორკ თაიმსი -1953წ . 23 იანვარის)
ოთი წელი იყო მინისტრი მართლა სახელმწიფო აზონების პიროვნება.ეს ფრაზა კი სულ ეხლახან ტრამპმა განაცხადა ,, ჩვენ გვინდა ჩვენი მუშები და კომპანიები დავიცვათ. თუ არ გინდათ გადაიხადოთ ბაჟი ჩვენ თქვენი ქარხანა აქ ჩამოიტანეთ და არავითარი ბაჟი არ იქნება". გინდათ რამე
გაყიდოთ , ააშენეთ აქ ქარხნები არადა ბიბრძანდი.
თეზა ,, იმპორტი უფრო იაფია" არის ზღაპარი გოიმებისთვის. ამ პოლიტიკით კოლოსალურია ირიბი ზარალი წარმოებების მიერ გადახთილი გადასახადებისგან და შრომითი რესურსების გადინებით უცხოეთში. არავითარი მოგონილი თეზა ,, იმპორტის უფრო იაფია". ჩვებ ხომ ვიცით ამის უკან რა იმალება. ამიტომ კი თქვა ,,ღვთაებრივმა" ვესპასიანემ Aes non olet - ფული არ ყარს - მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი საზღვარი.

მეგრელი

2018-08-15 08:17:36

...ამ პოლიტიკით კოლოსალურია ირიბი ზარალი წარმოებების მიერ არ გადახდილი გადასახადებისგან...

მეგრელი

2018-08-15 09:05:05

თემას ირიბად ეხება. ინვესტორმა გამოთქვა მზადყოფნა დას. საქ. აეშენებინა საცურაო აუზი. უარი უთხრეს მოტივით სახ. ააშენებსო და ორი არ გვჭირდებაო . სტანდარტით დაახლოებით ერთი საცურაო აუზი 30 ათას მოსახლეზეა გათვლილი ანუ სტანდარტით ორი უნდა იყოს იმ ქალაქში. სტანდარტული საცურაო აუზის მშენებლობა ჯდება 2 მილიონი ევრო ანუ 2 მილიონი ევრო ინვესტიცია მხოლოდ მშენებლობაზე დაიკარგა ამის გარდა რამოდენიმე ათეული მუდმივი სამუშაო ადგილი და ასე შემდეგ. ცირკია რა.

petrekupry

2018-08-15 09:51:01

სამაგიეროდ, აი, ნახეთ შედეგი:

https://www.facebook.com/paata.aroshidze.1

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80