„ცენტრალურ უბნებს საპარკინგე სივრცეების რესურსი არ გააჩნია“
საზოგადოება

„ცენტრალურ უბნებს საპარკინგე სივრცეების რესურსი არ გააჩნია“

„ცენტრალურ უბნებს საპარკინგე სივრცეების რესურსი არ გააჩნია“
მანანა ნოზაძე

2018-08-17 09:00:53

საპარკინგე ადგილები თბილისისთვის დილემად იქცა. მათზე მაღალი მოთხოვნაა და იმის გამო, რომ უკვე არსებული ტერიტორიები ვერ აკმაყოფილებს მზარდ მოთხოვნილებას, ტროტუარებზე „ამომხტარი“ მანქანების რიცხვიც გეომეტრული პროგრესით იზრდება.

ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე აცხადებს, რომ იქ, სადაც საპარკინგო ადგილებზე მაღალი მოთხოვნაა, ზონალურ-საათობრივი საფასურის სისტემა შემოვა, ხოლო დანარჩენ ადგილებზე არსებული სისტემა დარჩება.

თუმცა საინტერესოა, სად უნდა მოეწყოს დამატებითი საპარკინგე ადგილები და აქვს თუ არა თბილისს ამის რესურსი, განსაკუთრებით, ცენტრალურ უბნებში, სადაც სახლი სახლზეა მიბჯენილი და თავისუფალი სივრცე არ არსებობს?

„ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ, თუკი გულწრფელნი ვიქნებით, ვერ გავექცევით რეალობას, რომ ცენტრალურ უბნებში საპარკინგე სივრცეების რესურსი არ არის და იქ საეჭვოა, აშენდეს საპარკინგე ადგილები. თანაც, გააჩნია, ცენტრალურ უბანს ვინ რას ეძახის. დიდი პროფესიონალური გამოცდილება არ სჭირდება, რომ რუსთაველსა და სხვა ცენტრალურ ადგილებში არ ჩანს საპარკინგე ადგილები და, თუ გამოჩნდება, ამას მომავალში დავინახავთ. უფრო მეტიც, კიდეც რომ იყოს ასეთი ადგილები, მათი გამოყენება 2019 წლის 1-ლი იანვრიდან ვერ მოხერხდება, რადგან ამას ტენდერი, შემდეგ კი საპარკინგე ადგილების მოწყობა სჭირდება.

„როცა ვსაუბრობთ პარკირების ზონირებაზე, აქ იგულისხმება უკვე არსებული ადგილები, თუნდაც პარკირებისთვის გამოყოფილი ის სივრცეები, რაც „სითი-პარკს“ ჰქონდა. ამ ადგილებს უნდა დაედოს ფასი და ღირებულება და ცენტრალურ ნაწილში პარკირება უფრო ძვირი უნდა გახდეს, ვიდრე გარეუბნებში. დღესაც არის საათობრივი კერძო პარკირებები. სასტუმროებთან საათში ვიხდით სამ ლარს და ეს ჩვეულებრივი ამბავია. უფრო მეტიც, ეს საერთაშორისო მოდელია და ევროპასა და ამერიკაშიც იგივე სტანდარტებია. პარკირების სისტემა კარგია და მისასალმებელია, ეს ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ იზღუდება ცენტრში მანქანების დაყენება, ჯერ ისედაც ადგილები შეზღუდულია, მაგრამ უკვე არსებულ შეზღუდულ ადგილებშიც მანქანების დაყენება გაძვირდება, ამიტომ მე შეიძლება ადგილი ვიპოვო, როგორც მოქალაქემ და მძღოლმა, მაგრამ იმის გამო, რომ იქ სამი ლარი უნდა გადავიხადო საათში, მე უკვე ვეღარ გავაჩერებ მანქანას. ამით შეიძლება, ცარიელი ადგილები დარჩეს, რადგან ვიღაცამ ეს სამი ლარიც ვერ გადაიხადოს.

თუმცა პრობლემა სხვა რამეშია, თუკი თბილისის მერიის დაპირებისამებრ, პარკირების ახალი სისტემა ამოქმედდება შემდეგი წლიდან, თუკი გართულდება და გაძვირდება პარკირება, მაშინ რაღაც ალტერნატივას ხომ უნდა სთავაზობდნენ ქალაქს? თუკი ერთი წლის განმავლობაში ახალი სწრაფი ავტობუსები არ გვეყოლება, ეს ხომ არ გამოიწვევს დისკომფორტს და შეკითხვებს ხომ არ გააჩენს, რა გავაკეთოთ იმ ერთი წლის განმავლობაში, სანამ ყველა ავტობუსი არ ჩანაცვლდება? ხომ შეიძლება, მოქალაქემ დასვას შეკითხვა, სად წავიყვანო ავტომობილი? ამიტომ, როცა გვეტყვიან, დატოვე სახლში ავტომობილი და გადასარევი სატრანსპორტო ქსელით ისარგებლე, ნამდვილად გადასარევი უნდა იყოს სატრანსპორტო ქსელი. ამიტომ კარგი იქნებოდა, ჯერ ავტობუსები შეგვეცვალა და შემდეგ -პარკირებისა და ზონირების სისტემა“, - აცხადებს ეკა ლალიაშვილი.

მისივე განმარტებით, რამდენდონიანი ავტოპარკინგიც არ უნდა იყოს, ერთი თუ ხუთდონიანი, თუ მე საშუალება არ მაქვს, პარკინგისთვის საათში სამი ლარი გადავიხადო, შეიძლება საერთოდ ვერ შევიდე იქ.

ეკა ლალიაშვილის აზრით, სულაც არ არის საჭირო, ცენტრალურ ნაწილში რამდენიმედონიანი პარკირების ადგილები იყოს აშენებული. მთავარია, პარკირება იყოს ცალკეულ უბნებში, სადაც ამის გაკეთება შესაძლებელია, მაგრამ იქვე უნდა იყოს ისეთი საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომ გააჩერო მანქანა სადგომზე და შემდეგ უკვე ცენტრალურ ნაწილში შეხვიდე საზოგადოებრივი ტრანსპორტის საშუალებით. ასე ხდება უცხოეთშიც, სადაც ქალაქის ცენტრში შესვლა ფასიანია. იქ ცენტრში შედიან ადამიანები, რომელთაც უღირთ ამ თანხის გადახდა, სხვა შემთხვევაში, საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობენ. ასე ხდება თუნდაც ლონდონსა და სხვა დიდ ქალაქებში, სადაც ავტომობილის შესვლა ძვირია, პარკირებაც ძვირია. სამაგიეროდ, ალტერნატივას სთავაზობს ქალაქი საზოგადოებრივი ტრანსპორტის სახით. ამიტომაც იქ უკვე აღარავინ დადის კერძო ავტომობოლით, რაც ძვირი სიამოვნებაა, მათი გონებაც ისეა მოწყობილი, რომ, თუ რაღაც სასწაული არ ხდება, არც უღირთ დედაქალაქში მანქანით შესვლა.

„ასეთი განწყობა, მგზავრობის სწორად დაგეგმვა ჩვენთვის ახალია და მენტალური გადაწყობა დაგვჭირდება“.

ექსპერტი ტრანსპორტისა და საგზაო უსაფრთხოების საკითხებში გელა კვაშილავა For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ პარკირება ცენტრალურ ადგილებში ყველგან საათობრივია, ასე ხდება ევროპაშიც, აზიაშიც. პარკინგიც იგივე სერვისია, მომსახურებაა, რისთვისაც მოქალაქეები ვიხდით შესაბამის საფასურს - გზის მოწყობისთვის, სივრცის დაკავებისთვის. ქართველებიც ვერ ავიცილებთ ამას, თუმცა აქედან შემოსავლები ისევ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას უნდა მოხმარდეს.

„არსებობს სხვადასხვა საპარკინგე სისტემა - ერთდონიანი, ორდონიანი საპარკინგე სისტემა. არის კიდევ „დაპარკინგდი და გადაადგილდი“, ეს უფრო მეტროსადგურებთანაა. მაგალითად, ტაბიძის ქუჩაზე კაცს აქვს ეზო და იქ აქვს მოწყობილი საპარკინგე ადგილი. ერთი საათით მანქანის გაჩერება ორი ლარი ღირს. არჩევანი უნდა მივცეთ ადამიანებს, მაგრამ გამართული საზოგადოებრივი ტრანსპორტიც უნდა გვყავდეს, რომ ადამიანმა იცოდეს, პარკინგის წესებს რა შემთხვევაში უნდა დაექვემდებაროს. მთავარია, შევქმნათ პარკინგის ხედვის ერთიანი გეგმა, რაც იმის მიხედვით განხორციელდება, თუ სად რა მოთხოვნებია. ამისთვის ახალი ინფრასტრუქტურა, საპარკინგე მიწისზედა და მიწისქვეშა სივრცეები უნდა განვითარდეს, რადგან მთავარ ქუჩებზე, რომლებზეც გადაადგილება ხდება ავტობუსებით და ავტომანქანებით, ხშირად პარკინგისგან მოუწესრიგებელი გზები ჩახერგილია. ამის მოგვარება აუცილებელია. დღეს არ არსებობს სისტემა და სჭირდება თუ არა ადამიანს, ავტომანქანა მაინც პარკინგზე უყენია“, - აცხადებს გელა კვაშილავა.

მისივე თქმით, საპარკინგე ადგილები ბევრ დაწესებულებას, კერძო ორგანიზაციას გააჩნია, მაგრამ ამ ყველაფერს სჭირდება ერთიანი საპარკინგე გეგმის შექმნა. რატომღაც ჩვენ გვინდა, რომ მანქანით პირდაპირ სახლში შევიდეთ, ასე ვერასდროს მოხდება, რომ მანქანით პირდაპირ „შევაბიჯოთ“ ჩვენს ბინებში.

ნანახია - 6128

arichopra 2

2018-08-17 12:47:30

რაღაც საშინელი ავადმყოფობა დაემართა მსოფლიოს, ჩვენს ერს მათ შორის. სამწუხაროდ ჩვენ ეს თავს მოგვახვიეს. ჩვენ არ ვიყავით ასეთები. არ გამომდის იმის თმა რაც მინდა ვთქვა, ვერ დავალაგე სათქმელი. აგერ რეპორტიორი. გე -ზე წავიკითხე ძალიან მნიშვნელოვანი, სულ ცრემლები მდიოდ. მინდა თქვენც გაგიზიაროთ:
ინგუშების ეროვნული ლიდერი, ცნობილი მწერალი - ისა კოძოევი (კოაძოი) ქართველებს მიმართავს:
„მე არ მინდა, რომ ქართველები გავდნენ ე ვ რ ო პ ე ლ ე ბ ს! ვისურვებდი, რომ ქართველები გავდნენ - ქართველებს! დიდი ხანია მე ეს გულში ლურსმანივით მჩხვლეტავს! მე არ მინდა, რომ ქართველები გაევროპელდნენ, ქართველები უნდა იყვნენ - ქ ა რ თ ვ ე ლ ე ბ ი! ჩვენ სხვა რასა ვართ, ჩვენ კავკასიელები ვართ, ჩვენ ჩვენი განსაკუთრებული მენტალიტეტი გვაქვს. ქართველო კაცებო და ქალებო, ჩვენ უნდა ვიყოთ შესაბამისად შემოსილნი, სიმპატიურნი, სალმიანნი, სტუმართმოყვარენნი და მამაცნი. როგორ შეიძლება ჩვენ ერთმანეთის გარეშე ვიცხოვროთ? ეს იგივეა რაც ძმის დაკარგვა, დამარხე ძმა და აღარ გყავს. დადიხარ მის ცარიელ სახლში და ბალახი იზრდება, სადღაც ღობეზე კატა კნავის. ცოტა ხნის წინ კახეთში ვიყავი, და ვიარე სოფლები და ქუჩების გასწვრივ მიტოვებული ცარიელი ფანჯრები მიყურებდნენ. ვიკითხე რა ხდება მეთქი? - მითხრეს, რომ ხალხი საკუთარ სახლებს ტოვებს და ევროპაში მიდის. ჩემთვის ეს ძალიან ძნელი სანახავი იყო, მთელი ღამე ვფიქრობდი და ძილი არ მეკარებოდა. ახლა ყველა ქართველს მინდა ვთხოვო: ღვთის გულისათვის, ნუ წახვალთ, არ არის ბედნიერება უცხო მიწაზე! ორი მონათესავე ერის, ქართველებისა და ინგუშების კულტურა ძალიან ჰგავს ერთმანეთს, იმდენად, რომ ქართველების დახმარებით ინგუშური კულტურის დაკარგული ელემენტების აღდგენა შეიძლება! თქვენი საგუნდო სიმღერები, საერთოდ თქვენი სიმღერები, მუსიკა - ისეთია, როგორც ჩვენი, თქვენი კულტურაც, ხელოვნებაც და ტრადიციებიც. ჩვენ თქვენგან უნდა გავიხსენოთ, აღვიდგინოთ ის რაც დავკარგეთ, რაც დაგვაკარგვინეს და ეს ნიშნავს, რომ ჩვენ, ჩვენი სულით თქვენ სულთან მოვდივართ და გეუბნებით, რომ დაგვეხმაროთ აი ასეთ დროს. თქვენიდან ავიღებთ იმას, რაც ჩვენთან გაქრა, თქვენ შემოგხედავთ და მოგბაძავთ, ამიტომ თქვენ ძალიან კარგები უნდა იყოთ.
კავკასიაში ყველაზე ახლო ხალხები ჩვენ ვართ, ქართველები და ინგუშები! ჩვენ ერთნაირად გამოვიყურებით, ჩვენ ერთნაირი ტრადიციები გვაქვს, ერთნაირი თვისებები, ერთნაირი მენტალიტეტი და ჩვენ ძარღვებში ერთი და იგივე სისხლი სჩქეფს, ალბად ღმერთმა, როცა ჩვენ გვქმნიდა, იცოდა, რასაც აკეთებდა, ამიტომ ჩვენ ეს არ უნდა გადავაკეთოთ! აი, რა მინდოდა თქვენთვის მეთქვა, ქართველებო“.

arichopra 2

2018-08-17 12:54:07

წამოდით თბილისიდან, თქვენ სოფლებს და პატარა ქალაქებს დაუბრუნდით! აქ ერთად ვიშრომოთ, მხარი მხარს მივცეთ. ჯერ თოხით და ბარით, მერე ტრაქტორით. ვიშრომოთ, ვიმეზობლოთ, ჭირში და ლხინში დავუდგეთ ერთმანეთს, გადავარჩინოთ ჩვენი ავადმყოფი დედა სამშობლო! არ გვინდათ ხარბი დეველოპერების ჭკუაზე სიარული. რა ღონისძიებებიც არ უნდა გატარდეს ყველა ვერ იცხოვრებთ პეკინზე და ყაზბეზე. წამოდით, თბილისი თბილისს დამგვანება, სოფელი სოფელს და ქალაქი ქალაქს! წამოდით თორემ შემოგვადნა ხელში ჩვენი დედასამშობლო!

თენგო

2018-08-17 14:14:23

ჩოპრა!!!
კაი კაცი ხარ!!! მეც ამატირე , ღმერთო შენ უშველე ჩვენს გასაყიდად გამოტანილ ქვეყანას!!!

თენგო

2018-08-17 14:29:49

რაც შეეხება პარკინგს ,აგერ ივერიის წინ ,ამაზე მეტი ცენტრი რა უნდათ ,უზარმაზარი მიწისქვეშა
სივრცეა , მაგრამ რა ,სავსეა ღამის კლუბებით , სტრიპტიზ ბარებით , ბორდელებით ,ზოგს
"სულთანი" ქვია ,ზოგს კიდევ რა - ქართულს ვერაფერს ნახავ!!! დავით აღმაშენებლის ძეგლი
პოლიციელივით შუა გზაზე დააყენეს , მტვერშია ამოსვრილი ,კაცი ყვავილს ვერ მიიტანს!!!
სანამ ეს ძეგლი აქ იდგა ეს გადამთიელები ვერ ბოგინობდენ ,მგონი გვიცავდა და იმიტომაც მოაცილეს!!!

natali

2018-08-17 14:44:40

ჩოპრა
რამ დააცარიელა სოფლები? სოფლები კი არა, ქალაქებიც ცარიელია, ყველა თბილისშია. ყოველი ახალი ხელისუფლება მხოლოდ არჩევნების მოგებაზეა ორიენტირებული, ქვეყნის და ხალხის კეთილდღეობაზე კი არა, შეჯიბრი აქვთ ვინ უკეთესად დააბოლებს ხალხს და ხმას გამოსტ/ყუებს. ხოდა სადაც მეტი ხმებია, იქ მიდიოდა მათი ყურადღება. ასე თუ ისე თბილისში დენი და წყალი მაინც იყო, გზაზე გაივლიდი მაინც...ხოდა ხალხიც იმიტომ შეესია თბილისს, მერე ეს მშენებლებიც ხომ არიქა მოთხოვნააო და აბეტონეს და აბეტონეს თბილისი, ახლა თბილისზე საშინელი ქალაქი არ მეგულება. ამის წინ მეგობრებს ვეუბნებოდი, მოდი ყველამ ერთად მოვიფიქრით და ავითვისოთ რომელიმე სოფელი და ყველა ერთად გავიქცეთ ამ თბილისიდან, რომელსაც ქალაქობის არაფერი აღარ სცხია.მაგრამ როგორ უნდა ვიცხოვროთ იქ, არ ვიცი. სოფლის მეურნეობას იმდენივე განათლება სჭირდება, რაც ექიმობას და კიდევ, ექიმობას დიდობაშიც ისწავლი, სოფელი კი ბავშვობიდან თუ არ შეიგრძენი, მერე თვითონ აღარ გიღებს.ამ ყველაფერზე ხელისუფლებამ უნდა იფიქროს, რაღაც ისეთი უნდა მოიფიქროს, რომ ვისაც სოფელი არ აქვს, იმათ შვილებმა ზაფხული მაინც გაატარონ სოფელში. რაღაც პროგრამა მაინც მოიფიქრონ, სკოლებიდან ბავშვები ზაფხულობით სოფლის ოჯახებში გაუშვან და აცხოვრონ ცოტა ხანს, სულაც გაცვლითი პროგრამები გააკეთონ. ისწავლოს ქალაქელმა ბავშვმა სოფლის სკოლაში ერთი წელი, იმ ერთ წელში იმდენს მიიღებს, თბილისში ცხოვრებაში რომ ვერ გაიგებს და ვერცერთ წიგნში რომ ვერ ამოიკითხავს.

natali

2018-08-17 15:01:57

თბილისში კორპუსების ეზოებში ნაყოფიერი ხეები დგას, ამ ხეების ქვეშ სავსეა ჩამოყრილი მწიფე ქლიავი, ტ/ყემალი, გარგარი, ლეღვი...ჩემს ბავშვობაში ვინ დაამწიფებდა, სულ ხეებზე ვისხედით და მკვახეს ვჭამდით, იყო დედების წივილ-კივილი:))) ახლა ბავშვები ხეზე ვერ ადიან, მგონი რომ იჭმევა ისიც არ იციან. ხოდა ბუნებასთან ამ დისტანციით მივიღეთ ის აგრესია, რომელიც ასე გვიკვირს და ვკითხულობთ საიდან მოვიდაო.

natali

2018-08-17 15:05:33

დავით აღმაშენებლის ძეგლი კი... ცოტა უხერხულ ადგილასაა, თბილისიდან რომ გადიხარ დავითს კი არა, მისი ცხენის ერთ ნაწილს ხედავ მხოლოდ. მაგასაც მოფიქრება არ უნდოდა?:)

natali

2018-08-17 15:07:38

და რაც მთავარია...ეკლესია რას აკეთებს ამისთვის?

Munji

2018-08-17 19:21:24

ფ უ ლ ს .

arichopra 2

2018-08-17 22:13:22

ეკლესიამ რა უნდა გააკეთოს?! იადაგოს წადით თბილისიდან და დასახლდით ნინოწმინდაშიო თუ რას კითხულობ კონკრეტულად?! მე მგონი ეკლესიამდე აკაკი წერეთლის ღამურა უნდა წააკითხო მთავრობის და პარლამენტის წევრებს ვინც ევროპელობას იჩემებს! ასე იწყება - "ერთმა უგნურმა თაგუნამ იუკადრისა თაგვობა, დასწყევლა თვისი გაჩენა, ბუნების იწყო მან გმობა"...!
თუ ქართველები ვართ ევროპელები და ელტონ ჯონები რანაირად ვიქნებით?! მაშინ ჩვენ გულბაათ ჭავჭავაძეები და ჰამლეტ გონაშვილები უნდა ვიყოთ!

Munji

2018-08-18 00:16:26

ეკლესია აკეთებს ფულს და ვინც ამაში ხელს შეუშლის - აჭერინებს!

asdf961

2018-08-18 02:31:33


arichopra 2
კარგი კაცი ხარ და ღმერთმა ხელი მოგიმართოს!
ჩვენი ბედკრული ქვეყნის შემხედვარეს ბევრს აგვიჩუყდება ხოლმე გული! ეს კი სამშობლოს სიყვარულს ნიშნავს. არ მგონია რომ ეს სიყვარული ჩვენი პარლამენტარების 80%-ს ქონდეს. ჩვენ გვჭირდება ისეთი გულაჩუყებული ლიდერი, რომელსაც უტირია "შვლის ნუკრის ნაამბობის" წაკითხვისას, უტირია ქართული ხალხური მუსიკის მოსმენისას, უტირია საქართველოს ისტორიის ფურცლების კითხვისას და ტირის, როცა წარმოიდგენს საქართველოს მომავალს: უცხო ტომელებისგან დასახლებულს, მამა-პაპათა სისხლით მორწყულ და ახლა ურჯულოებზე გაყიდულ მიწებს, ქართულად ძლივს მოლაპარაკე ახალგაზრდობას, ჩვენს ეკლესიაზე ყვავ-ყორნებივით დასეულ ურჯულო ლიბერასტებს და ა.შ.

სად არის ის გულაჩუყებული ქართველი, რომელიც ერთ დღესაც დაგვიძახებს -მომყევით! გადავარჩინოთ საქართველოო! გაგვიძღვება და გავმართავთ მეორე დიდგორის ომს ამ სატანისტების წინააღმდეგ!

მჯერა ამაზე ბევრი გიფიქრიათ! მეც მიფიქრია! ყველას გთხოვთ დაასახელოთ პიროვნება, ვინც ამას შეძლებს. შეიძლება ის გულაჩუყებული ქართველი ჩვენს დაძახებას ელოდება! არ არის საჭირო თანამდებობაზე სადღაც კაბინეტში გადაწყდეს, თუ ვინ უნდა გაუძღვეს ხალხს. ეს უნდა გადაწყვიტოს თვითონ ხალხმა: შენ, მან, მე და ყველამ. შედეგად ჩვენი ლიდერი არ იქნება ანგარიშვალდებული სადღაცას შორს, არამედ ხალხის წინაშე იქნება ვალდებული. ხოდა დავუძახოთ! პირადად მე ასეთ ქართველად მიმაჩნია ირაკლი ღარიბაშვილი. თქვენც თქვენი დაასახელეთ! ძალიან გთხოვთ გავმართოთ მსჯელობა ამ საკითხზე, დრო არ ითმენს, თუ რაიმე არ ვიღონეთ გვეღუპება ქვეყანა.





ფხიზელი

2018-08-18 04:49:55


asdf961,
ჩემი კანდიდატი - ლევან ვასაძე!

რატომ? ამის პასუხი მის ტელემიმართვებშია:

1. "ჩვენი დემოგრაფიული და ტერიტორიული კატასტროფა"
https://www.youtube.com/watch?v=K8IlpWuoRkw

2. სახელმწიფოებრიობის კოლაფსი"
https://www.youtube.com/watch?v=NBbxZDlz9Ho

ფხიზელი

2018-08-18 04:53:07

ვისაც ეს მიმართვები დააინტერესებს, დანარჩენს თვითონ ნახავს და მიხვდება, რატომ ვცემ განსაკუთრებულ პატივს ამ ჩემთვის უცნობ პიროვნებას.

asdf961

2018-08-18 05:54:29


ნამდვილად კარგი კანდიდატურაა ლევან ვასაძეც. მე ირაკლი ღარიბაშვილი შევარჩიე როგორც პოლიტიკური გამოცდილების მქონე. გავაგრძელოთ დასახელება:

1 ირაკლი ღარიბაშვილი
2 ლევან ვასაძე

arichopra 2

2018-08-18 09:31:27

https://news.mail.ru/society/34448806/?frommail=1 გირჩევთ, ნახეთ!!!
საქრთველოს პრეზიდენტი არ უნდა იყოს პოლიტიკოსი, მითუმეტეს ლიბერალი. ქართველი უნდა იყოს შინაგანად, გაგებით ქართველი, აღმსარებლობით მართლმადიდებელი! ცოცხალი რომ იყოს ბატონ გურამ შარაძეს დავასახელებდი. მაგრამ, ვაგლახ....
მე დავასახელებდი ბატონ გიორგი (გია) მურღულიას და აი რატომ http://reportiori.ge/inside.php?menuid=101&id=77875

გთხოვთ, კარგად - დაკვირვებით წაიკითხეთ! აქ არის ის რაც დღეს ერის საზრდო უნდა იყოს, ერის მიწა, წყალი და ჰაერი. რაც ბატონმა გიამ თქვა, ამის გათავისება არის ქართველი ერის გზა ტაძრისაკენ, უკვდავებისაკენ!

asdf961

2018-08-18 10:22:36

arichopra 2
ძალიან რთული საქმეა კანდიდატურის შერჩევა. უპირველესად ჩვენ არ ვლაპარაკობთ უფუნქციო პრეზიდენტზე, ჩვენ გვჭირდება პრემიერი, რომელიც ჩაატარებს არჩევნებს, გაიყვანს თავის პარტიას უმეტესობით და შემდეგ გახდება პრემიერ მინისტრი. იყვეს თქვენი კანდიდატურა მე-3. რა თვისებებიც თქვენ ჩამოთვალეთ, ეგ ყველა უნდა ქონდეს აუცილებლად, მაგრამ მთავარი თვისება მოეთხოვება ქვეყნის მმართველს: უნდა იყვეს დიდი ორგანიზატორული ნიჭის პატრონი. ანუ მენეჯერობაში უნდა ქონდეს დიდი გამოცდილება. ასეთი გამოცდილება არ აღმოაჩნდა პირველ პრეზიდენტს და სავალალოდ დამთავრდა ის ეპოქა. მხოლოდ დიდი პატრიოტობა და სამშობლოს სიყვარული არ არის საკმარისი ქვეყნის სამართავად.
ჩვენს მიერ შედგენილ სიას მოუწევს დიდი გაცხრილვა, რათა დარჩეს ერთი. მე კიდევ დავამატებდი ლადო კახაძეს, მაგრამ მეეჭვება თვითონ დათანხმდეს. ლევან ვასაძემ კი ახლახანს პრეზიდენტობაზეც კი უარი განაცხადა.

1 ირაკლი ღარიბაშვილი
2 ლევან ვასაძე
3 გიორგი მურღულია
4 ლადო კახაძე

კანდიდატურების დასახელება გრძელდება

arichopra 2

2018-08-18 12:01:04

მე ვფირობდი ამჟამად ჩვენ ვლაპარაკობდით სწორედ ახლა ასარცევი პრეზიდენტის კანდიდატურაზე! თუ ლაპარაკი იქნება პრემიერ მინისტრზე პოლიტიკური მდგენელის ჩამოცილებით, რომელიც მთლიანად უნდა გადაეცეს (დუბრუნდეს) პრეზიდენტს, პირადად ჩემზე უკეთეს კანდიდატს ვერ ვხედავ! ამას სერიოზულად ვამბობ! ოღონ ეს არ ნიშნავს, რომ ამ პოსტის დაკავებაზე რეალურად ვფირობდე.

თენგო

2018-08-18 13:49:22

ამ სიას დავამატებდი:დავით თარხანმოურავს ,ირმა ინაშვილს და ნინო ბურჯანაძეს.
მაგრამ , დროებით. - დაახლოებით 15 წლის შემდეგ ,თუ ღმერთმა ინება ,საქართველო უნდა გახდეს
სამეფო!!! კონსტიტუციური მონარქია , მადლობა უფალს ტახტის მემკვიდრე გვყავს!!!
უნდა აღდგეს ის წყობა რაც ღვთიურია და რომლის დროსაც ჩამოყალიბდა ყველაფერი ,რასაც
ქართული ქვია!!! ახალი აღმავალი წრე უნდა დაიწყოს!!! საქართველოს მართლმადიდებლური
სამეფო-ეს ჩვენი უწმიდესის იდეაა ,და აუცილებლად შესრულდება!!! უფალო შეგვეწიე ,წმიდაო
მარიამ გადაარჩინე შენი წილხვედრი ქვეყანა და ხალხი!!!

natali

2018-08-18 14:56:20

http://ghn.ge/com/news/view/209716

asdf961

2018-08-18 19:23:46


1 ირაკლი ღარიბაშვილი
2 ლევან ვასაძე
3 გიორგი მურღულია
4 ლადო კახაძე
5 დავით თარხან-მოურავი
6 ირმა ინაშვილი
7 ნინო ბურჯანაძე

კანდიდატურების დასახელება გრძელდება

ფარაონი

2018-08-18 21:22:48

სურვილი არ მქონდა მაგრამ აუცილებლად ვთვლი და ჩემ აზრს ვიტყვი, აუცილებელია ყველას ჰქონდეს თავის აზრი ამ საკითხზე.
მაშ ასე...
-1) რატომ ირაკლი ღარიბაშვილი, რა გამოცდილებით?
ნუთუ პატრონის თვალებში ციცინი და კუდის ქიცინი გამოცდილებად ითვლება?
ხოოო, გადადგომის შემდეგ კუდის ლეჯებში ამოდება მის დიდ გამოცდილებაზე მეტყველებს.
-2) ლევან ვასაძე, ჩიხა და მილიონები, მე-19 საუკუნის რაინდი. სხვა რა დამსახურებისთვის? განა დღეს 21 საუკუნე არ არის?, განა ჩვენ მომავლის პრეზიდენტი არ გჭირდება, იმ მომავლის, დღეს რომ 10 წლისები არიან და ათ წელში მათი მმართველობის დრო მოვა? იქნებ ვცდები და უკან ჯობია ყურება?
-3) გიორგი მურღულია. ეს ავა ქეა კურო, ნასტკი? „ია ევო ნე ზნაიუ“ ვერაფერს ვიტყვი.
.
-4) ლადო კახაძე, იყო ეს კაცი, მგონი საკრებულოში და რადგან ქაღალდებთან მუშაობის გამოცდილება აქვს უკვე პრეზიდენტადაც შეგვიძლია დავასახელოთ? ეგ კაცი სხვა რამეში უფრო მაგარი სპეციალისტია, როგორ მოვიქცეთ? იქნებ იმის პრეზიდენტად აგვერჩია?
-5) დავით თარხან-მოურავი ზედმეტად დიდი ცოდნა აქვს მაგ თანამდებობისთვის, რაც ძალიან საზიანო იქნება ქვეყნისთვის პრეზიდენტობის შემთხვევაში.
.
-6) ირმა ინაშვილი დარწმუნებული რომ ვიყო, რომ ინაშვილის უკან არავინ დგაას, მოსაწონი კანდიდატია, ცოტა ფერუმ მარ... პუდრი პომადა და ჩადგებოდა ოქროსფერ „ჩარჩოში“ მაგრამ, ვინ არ დგას ინაშვილის უკან?
აი რა მაწუხებს.
-7) ნინო ბურჯანაძე, ფუი ეშმაკს!!! მართვადია როგორც ალუმინის მავთული, „პლასტელინი“ გვყავს, შლეგი თუ ფეთიანი გვყავდა, თეთრი მელაც, საქართველოს გაუმარ-ჯოს! ჩემო ბატონო, ეხლა ალუმინის მავთული? პადოშა და ვინ დაგვაკლდება? ალბათ მომავლის პრეზიდენტი რეზინა, ან „კაუჩუკა“
- ჩვენი საშველი არ არის, არაააააააა!!! „„მე ის თამრო აღარა ვარ არააა!!!““ მხ.ფილ. გლახის ნაამბობი. ეხლა სხვა დროა, სხვა მოთხოვნებს აყენებს ხალხი. ჩვენი დრო წავიდა, ჩვენი თაობა დარჩა „ტეპლახოდზე“ ვიზრუნოთ და გავზარდოთ ის ხალხი, ვინც ათ წელწადში მოვა ხელისუფლებაში, აი ჩვენი მიზანი რა უნდა იყოს.
.
-ჩვენ ჯერ ის უნდა გავითავისოთ და გავარკვიოთ პრეზიდენტს რა უფლებები აქვს, რისი გაკეთება შეუძლია, პროგრამა მაქსიმუმი და მინიმუმი, რას მოითხოვს ხალხი და რისი მიღწევაა შესაძლებელი, თორემ ისე, „ნა ვიდუ“ პრეზიდენტის არჩევა არის შეცდომა და შეცდომის ორჯერ უფრო დიდი შეცდომა.

,დავიწყოთ გარკვევა -1) კითხვა; რა ევალება პრეზიდენტს, რისი უფლება აქვს?
ვბრძანებ! .....................................
.................................................
.................................................
.........................საქართველოს პრეზიდენტი!

ფხიზელი

2018-08-18 22:58:23

asdf961,

ხედავთ, რა დარჩა თქვენი იდეისაგან? -

"ჩვენ გვჭირდება ისეთი გულაჩუყებული ლიდერი, რომელსაც უტირია "შვლის ნუკრის ნაამბობის" წაკითხვისას, უტირია ქართული ხალხური მუსიკის მოსმენისას, უტირია საქართველოს ისტორიის ფურცლების კითხვისას და ტირის, როცა წარმოიდგენს საქართველოს მომავალს: უცხო ტომელებისგან დასახლებულს, მამა-პაპათა სისხლით მორწყულ და ახლა ურჯულოებზე გაყიდულ მიწებს, ქართულად ძლივს მოლაპარაკე ახალგაზრდობას, ჩვენს ეკლესიაზე ყვავ-ყორნებივით დასეულ ურჯულო ლიბერასტებს და ა.შ.
სად არის ის გულაჩუყებული ქართველი, რომელიც ერთ დღესაც დაგვიძახებს -მომყევით! გადავარჩინოთ საქართველოო! გაგვიძღვება და გავმართავთ მეორე დიდგორის ომს ამ სატანისტების წინააღმდეგ!" -

დარჩა... საპრეზიდენტო კანდიდატი! :((((

არაფერი ჩვენ არ გეშველება!

asdf961

2018-08-18 23:12:47


ფარაონი
ჩვენ ზემოთ არ ვლაპარაკობთ საპრეზიდენტო(უუფლებო) კანდიდატურაზე, არამედ პრემიერ მინისტრზე.

ჩვენ გვინდა პიროვნება, რომელსაც ხალხი დაუჯერებს, ხალხი აირჩევს მის პარტიას პარლამენტში, თვითონ კი ჩაიბარებს მთავრობის მეთაურობას. ის არ იქნება ვინმესგან დანიშნული, არამედ იქნება ხალხისგან არჩეული, როგორიც იყო ზვიად გამსახურდია და თავისუფალი მოქმედების სრული უფლება ექნება.

რაც შეეხება ირაკლი ღარიბაშვილს, მას მოუწია წასვლა იმის გამო, რომ არ იყო ხალხისგან არჩეული, არამედ იყო დანიშნული თანამდებობაზე. მან ვერ "გაამართლა" იმ პიროვნებების იმედი, ვისგანაც იყო დანიშნული. ეს მავნე პრაქტიკა უნდა ამოვძირკვოთ. ხალხი მას პატივს ცემს, რადგანაც არ ყოფილა "გასვრილი". მარტო კაცი რომ ვერაფერს ვერ გახდა სატანების წინააღმდეგ ბრძოლაში, ადგა და წავიდა. ესაც დადებითად ახასიათებს.

დღეს არსებული პოლიტიკური ლოგიკით და ჩვენი ვაიჟურნალისტების დახმარებით შესაძლებელია ნებისმიერ წესიერ პიროვნებას თავს ლაფი ასხა, ან პირიქით, ქვეყნის გამყიდველ და მოღალატე პიროვნება ქვეყნის სამართავად მოიპატიჟო. დროა გამოვფხიზლდეთ.





asdf961

2018-08-18 23:21:52

აუცილებელი იქნება საარჩევნო კანონის შეცვლა და გადასვლა სრულიად მაჟორიტარულ სისტემაზე, რომლის დროსაც პარტიული სიებიდან პარლამენტში ვეღარ მოხვდებიან ათასი ჯურის და ქვეყნის ღალატში დადანაშაულებული ოდიოზური ფიგურები. ყველა სადეპუტატო კანდიდატი გაივლის კონკურენტებთან ბრძოლას საარჩევნო უბნებზე. შედეგად ვეღარ გაიმარჯვებს არჩევნებში ვიღაცა ვიგინდარა.

asdf961

2018-08-18 23:23:17

1 ირაკლი ღარიბაშვილი
2 ლევან ვასაძე
3 გიორგი მურღულია
4 ლადო კახაძე
5 დავით თარხან-მოურავი
6 ირმა ინაშვილი
7 ნინო ბურჯანაძე

კანდიდატურების დასახელება გრძელდება

თენგო

2018-08-19 07:57:49

ღვთის წყალობით კარგი ახალგაზრდობაც მოდის , მარტო დაბოლილ , გალი/ბერ/ასტ/ებუ/ლ და
გაფერადებულ არასამთავრობოების იმედზე აღარაა საქართველო!!! იხილეთ საიტი "მაისტარ გე" ,
აუცილებლად დაგაინტერესებთ!!! ღმერთო გადაარჩინე საქართველო!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

თენგო

2018-08-19 08:01:36

MYსტარ. გე

arichopra 2

2018-08-19 09:35:50


asdf961 ..."ჩვენ ზემოთ არ ვლაპარაკობთ საპრეზიდენტო(უუფლებო) კანდიდატურაზე, არამედ პრემიერ მინისტრზე". როგორ არ ვლაპარაკობთ, სწორედ საპრეზიდენტო კანდიდატის დასახელებას არ ითხოვდით თავიდან?! ახლა პრეზიდენტობის კანდიდატზე ლაპარაკია აქტუალური, იმაზე რაც გვაქვს ამ მოცემულობაში ვინ შეიძლება იყოს შესაფერისი და სხვაზე უკეთესი კანდიდატი?! პრემიერი ჯერ გვყავს, რაღაც 2-3 თვის არჩეულია.

asdf961

2018-08-19 10:27:01

ახლა პრეზიდენტი ვინც გინდა ის აირჩიე, ვერაფერს ვერ შეცვლის. ჩვენ გვინდა მთავრობის ახალი განლაგება ახალი ძალით. უნდა მოვემზადოთ საპარლამენტო არჩევნებისათვის. უნდა მივიღოთ პარლამენტი ხალხისგან არჩეული (არა პარტიული სიებით შემძვრალი ფიგურები) და შემდეგ მთავრობა არა ვიღაცისგან, არა დასავლეთისგან დანიშნული.

ბაბაია

2018-08-19 11:11:40

გადავხედე პოსტებს და ეჭვი გამიჩნდა სხვა სტატიაზე ხომ არ შევედითქო,მერე ისევ გადავიკითხე სათაური „ცენტრალურ უბნებს საპარკინგე სივრცეების რესურსი არ გააჩნია“ ეეე ! აი საქმე, სათაური მაინც დაერქმიათ მოსალოდნელი გამოხმაურების შინაარსის შესაბამისი მაგალითად :„ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საპრეზიდენტო სივრცეების რესურსი არ გააჩნია“! სტატიას მაინც არავინ კითხულობა და ......

ბაბაია

2018-08-19 11:45:43

ვის ცხელა ახლა "საპარკინგე სივრცეებისთვის " ერთმანეთის მიყოლებით რომ აუქმებს "მოქალაქეებზე ზრუნვით" დაღლილი მერია ქალაქში, არაფერს საგზაო ინფრასტრუქტურაში ღირებულს რომ არ ჰქმნიან ,ეს "ჭკუისკოლოფები" მაგიდაზე ,ქალაქის გენგეგმაზე, მოძრაობის წითელი ფანქრით კორექტირებით, მოძრაობის გაცალმხრივებით,მოძრაობის შეზღუდვებით, პარკინგების არა შექმნით არამედ არსებულის გაუქმებით ცდილობენ ქალაქზე ზრუნვის ილუზიის შექმნას. ყოველწლიურად ესტაკადების , ახალი მიმართულებების,შექმნით, გვირაბების გაჭრით ხიდების მშენებლობით კი არ ამდიდრებენ ინფრასტრუქტურას, არამედ ჩვენივე უფლებების დარღვევით .სამოძრაო სივრცის, ავტოპარკინგების რაოდენობის შემცირებას გეგმავენ, ხელოვნურად თუ უვიცობით ,გვიქმნიან დისკომფორტს,,, მერე უმოქმედობით და მეტიც ამ ხელოვნურად შექმნილ პრობლემებზე ისევ ჩვენ ხარჯზე უნდათ გამდიდრება. ეს რა არ არის პრობლემა ? თუნდაც ამ გადმოსახედიდან არა სჩანს ისედაც იერშეცვლილი, ფორმა დარღვეული ქალაქის მომავალი მახინჯი კონტურებით ? ამას რა პრეზიდენტის არჩევა უშველის ? ვიდავოთ და ვიყოთ დაუნდობლები კლავიატურის კრეფაში. მაგიერში უამრავი მუქთამჭამელი, ბიუჯეტს გაგვიკრიფავს და ხახამშრალი დაგვტოვებს.

arichopra 2

2018-08-19 11:57:10

დაკვირვებით უნდა წაიკითხო პოსტები, რომ გაარჩიო საიდან რა გამომდინარეობს! მერია ნამდვილად ზრუნავს ქალაქზეც და მოქალაქეებზეც, მაგრამ ამ ზრუნვას აქვს მეორე ძალიან ცუდი მხარე - საპარკინგე ადგილები, ხიდები, ესტაკადები... ეს არის არსებულ პრობლემასთან ბრძოლის ტაქტიკური მხარე. სინამდვილეში ეს ზრუნვა და ინფრსტრუქტურის გაუმჯობესება კიდევ უფრო დაამძიმებს მდგომარეობას, კიდევ მეტი მაქანა და ხალხი მიაწყდება თბილისს! პირიქით უნდა იყოს, რაც ფული იხარჯება თბილისის ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე უნდა დაიხარჯოს საქართველოს სხვა ქალაქების რეაბილიტაციაზე და შემდგომ განვითარებაზე. თბილისიც ბუნებრივად განიტვირთება და საქართველოც მთლიანად იფუნქციონირებს როგორც ქვეყანა!

ბაბაია

2018-08-19 12:34:21

arichopra 2 დავიჯერო ლანჩხუთიდან უფრო კარგად სჩანს თბილისის პრობლემები ? თუ სატელიტი გაუშვით გურულებმა და იქიდან აკვირდები თბილისის მაჯისცემას ?სიტუაციის ობიექტური ანალიზი თუ გნებავს მანდ რომ "გაქცეული გურულის " ქანდაკება გიდგას, ხელში რომ ნამგალი და ურო რომ ეჭირა ადრე, იმ ნამგლის მაგივრად მაინც დადექი .იქნებ გამოჩნდეს რამე.და მერე ჯერ მშობლიური ქალაქის ინფრასტრუქტურა დაგეგმე მერე ქალაქის თავად რომ აგირჩევენ მხედრიონელ ისტორიკოს განახორციელე რეალობაში(ისეთი ნიჭიერი ხართ მადაც გამოდგები), თბილისზე კი ნუ იდარდებ აქ "აღმშენებლობას" დიდი სპეციალიტ - ეკვილიბრისტი ფეხბურთელი უდგას სათავეში და საკუთარ კარში ბურთების გატანაში ავარჯიშებს მოქალაქეებს.

ბაბაია

2018-08-19 12:53:05

მწერალი - ისა კოძოევი (კოაძოი) ქართველებს მიმართავს:
„მე არ მინდა, რომ ქართველები გავდნენ ე ვ რ ო პ ე ლ ე ბ ს! ვისურვებდი, რომ ქართველები გავდნენ !!! ღმერთმა გაუმარჯოს ისას კეთილი სურვილებისთვის , ინგუში ხალხი საქართველოს მეგობარია ! ვიცით ! გვიყვარხართ ! მაგრამ არა მგონია ისა ის ქართველი მოგეწონოს arichopra 2 ს რომ ჰგონია სამაგალითოდ ! ის საბჭოთა რუსეთის შექმნილი უქნარ, ცბიერი, ქურდული ტრადიციების, ამორალური ,რუსი ქალის კაბას, პუჭურასგან კიგამორჩენას გამოკიდებული, ათეისტი,მძარცველი, შაქრით დაყენებული ღვინით გალეშილი ვაიქართველი! და ვიცი როგორი ქართველიც მოგწონს შენ ისა ! ესაა დროებასთან მებრძოლი, გაუტეხავი, კეთილშობილი,მშრომელი ადამიანი, ნამდვილად ის ქართველი აქამდე მხრებით რომ მოიტანა სამშობლო ! ჩვენც ასეთი ინგუში გვიყვარს ! გაიხარე ისა ! ეს ახლა მცირედი .დანარჩენსაც მოგწერ ისა . მოვიცლი.

natali

2018-08-19 13:07:20

ხოოო...მოკლედ ქართველებს ერთი დიდი ნაკლი გვაქვს, დისკუსია არ ვიცით.

arichopra 2

2018-08-19 15:10:21

ნატალი, აქ მეტი ვერაფერი ნაკლი დაინახე! მე ახლა ამ ერთეულთან პოლემიკაში არ ჩავებმები, არ ვკადრებ ამას ჩემს თავს. ისე საერთოდ რომ შევამჩნიე მისი პოსტი უკვე მივიღე სამაგეორო. რაც თითონ არის, რაც მას უკეთებია ყველაფერი მე მომაწერა! არ განიმართების კუდი ძაღლისა ანუ ნაციონალების აპოლოგეტებს მხოლოდ სამარე გაასწორებს!

ბაბაია

2018-08-20 02:02:59

ბატონი ისსა დაგპირდით შემდგომში კიდევ მოგწერთქო და პირობას ვასრულებ, ვიცი თქვენ უფალმა რთული,ეკლიანი ცხოვრების გზა გარგუნათ, 5 წლისამ დაკარგეთ მთელი ოჯახი ისინი საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლნი გახდნენ გადასახლებაში ყაზახეთში. თავად კი უპატრონო ბავშვთა სახლში გაგამწესეს, მაინც მოახერხეთ სამშობლოში დაბრუნება და მწერლობასაც დაუმეგობრდით, აღწერეთ რა რეალური ამბები, ის რაც გადაგხდათ"ყაზახეთურ დღიურებში" და სხვა ნაწარმოებებში.არ ეძინათ კგბ=ს ! სისტემის მამხილებელი კრებულის გამო გაგასამართლეს და ციხეში გაგისტუმრეს, იქაც იბრძოდით ,ბედს არ შერიგებიხართ და განთავისუფლებულმა ინგუშთა სახალხო მოძრაობას დაუდევით სათავე, არც ახალმა რუსთა სახელმწიფომ დაგინდოთ, როგოზინმა პირადად მოგინდომათ დაჭერა მაგრამ ვერ გაბედეს ... ვერ გაბედეს, მაგრამ სხვა გზა გამონახეს 2003წელს თქვენი შვილი ზელიმხანი დაიჭირეს და 24 წელი ციხე მიუსაჯეს, 2005 წელს მეორე ვაჟი იზნაური მოგიკლეს ოკუპანტებმა..გემუქრებიან, ავტომატს გიღერებენ გულში, ყოველი თქვენი დღე განსაცდელია და მაინც უშიშრად დგეხართ არ ნებდებით მტერს .... ქედს ვიხრი თქვენი ვაჟკაცობის წინაშე ბატონო ისსა !მე არ მეგულება ასეთი გაუტეხავი ადამიანი არსად, მერაბ კოსტავა იყო დარი თქვენი გმირობისა და არ შეგვარჩინეს მტრებმა. თქვენ კი გისურვებთ ინგუშთა მრავალი თაობის სანუკვარი ოცნების ასრულებას -- თავისუფლებას, ორი ქონდრისკაცის ბოროტების იმპერიის დამარცხებას და გამარჯვებას !.

ბაბაია

2018-08-20 02:09:17

//власть в России находится в руках спецслужб. У вас нет гражданской власти. Люди в погонах правят бал. Им нужна война, но война не с государствами, а с мирными гражданами. Русские военные привыкли воевать с гражданским населением и получать за это погоны, регалии, дачи, машины// //. Русскому военному убить ингуша — это раз плюнуть. Его за это наградят. Сейчас война идет в Ингушетии. Это никакая не антитеррористическая операция, у нас идет война, когда людей убивают на улицах. А сейчас нам навязали еще и гражданскую войну — стравили ингушей с ингушами. То есть, с одной стороны, идет война эскадронов смерти с местным населением, а с другой стороны, это война ингушской молодежи с местными силовиками//
//Я хочу умереть на своей земле. Никуда я не уеду. Я уже ничего не боюсь. Все, что могло со мной случиться, уже случилось// Исса Кодзоев .

ბაბაია

2018-08-20 02:58:17

natali //ქართველებს ერთი დიდი ნაკლი გვაქვს, დისკუსია არ ვიცით// ამბობ, კარგი, ვიცი გავცხარდი არაა ეს კმოსაწონი, ბოდიში მაგრამ ადამიანი რომელიც "საბჭოთა სამშობლოს" სიკეთეებზე გვესაუბრება ხოლმე, ნოსტალგია რომ აქვს იმ საამურ დღეებზე, //რუსთაველის იუბილეს მსოფლიოში აღნიშნავდნენო//, თან მაძღარი ვიყავით და აბა არ მოგვწონდესო! ( და ეს მაშინ როცა საქართველო მთელ მსოფლიოს არც გაეგონა და ვისაც გაეგონა რუსეთი ეგონა.) და ახლა გულისამაჩუყებლად მოჰყავს იმ ვაჟკაცი ადამიანის სიტყვები რომელიც მთელი ცხოვრება ებრძოდა და ებრძვის დღესაც იმ "სანატრელ" საბჭოთა იმპერიას სადაც საუცხოოდ გრძნობდა თავს ეს დემაგოგი, თან ცრემლები? ევროპელებს დავმსგავსებივართ თურმე იმ თემაზე ხომ საერთოდ ჭკუიდან გადაგიყვანს....არადა რაში დავემსგავსეთ რაში? შრომისმოყვარეობაში ? --არა, სწავლა-განათლებაში --არა , კანონმორჩილებაშIი --არა, სახელმწიფოებრივ აზროვნებაში -- არა, ეკონომიკის განვითარებაში , სამართლიან სასამართლოში, დავარცხნილ ,დასუფთავებულ ქალაქებში და სოფლებში , ურთიერთპატივისცემაში, გამოხატვის თავისუფლებაში, ადამიანთა უფლებების დაცვაში, კეთილდღეობაში ----- არა. არა და არა , ევროპა რომ გვეხმარება? თანხით, ცოდნით , თანადგომით, რას რას უწუნებს ეს 'ჰომოს სუვეტიკუსი" მათ ? მასზედ რაზედაც ბატონი ისსა მიგვითითებს და მართალსაც გვეუბნება ? არა და არა ამ 'ჰომოს სუვეტიკუს" ს ქართველობა რუსთა გარეშე ვერ წარმოუდგენია და ფარულად მათ პროპაგანდისტულ შხამს გვაწვეთებს ევროპის უვარგისობის თემაზე. არადა ვიყოთ ქართველები, კავკასიელებიც თან ევროპელებიც რა ეკლექტიკაა ? შეუძლებელია ? ვინ გვაიძულებს თუ არ გვინდა ძალით, დავწერეთ უაზრო სახელმძღვანელოები, გავხდეთ გეები , შევიმოსოთ პიკანტურად და გავიკეთოთ საყურეები? მთელი ევროპა წალეკა ქურდბაცაცებმა საქართველოდან , აბა ერთი ჩვენთან მომხდარიყო მასიური ქურდობა ჩამოსული ხალხის და რა ამბავს ავტეხავდით ,ისინი კი გვითმენენ , შე კარგო ადამიანო! მიბაძე იმას რაც კარგია და რაღა გლახას ეძალები. დაცარიელებული სოფლები ხომ ცალკე თემაა, რატომ ვერ შეძლო თუ რა მოინდომა საარჩენო დაპირებების მიუხედავად სოფლის აღორძინება ვერავინ? რა ახლა რომ სოფელში გავიქცეთ და თოხები მოვიმარჯვოთ გვეშველება ? ვის რაში სჭირდება ეს ყალბი პათეტიკა და თან სისულელე ? ბევრი მაქვს სათქმელი მაგრამ თავს აღარ შეგაწყენთ თან გვიანი ღამეა უკვე.პატივისცემით ბაბაია.

natali

2018-08-20 12:46:10

ბაბაია
მე ვხედავ, რომ ადამიანები ერთმანეთის გაგებას არ ცდილობენ, ხალხს, ვინც 9 აპრილს რუსების ტანკებს დაუდგა წინ, რატომ გაუჩნდა წარსულის ნოსტალგია, ვინმეს ამაზე უფიქრია? აი თქვენ(და მეც), ევროპული, დემოკრატიული ქვეყანა გვინდა რომ ვიყოთ, რატომ? იმიტომ რომ ადამიანზეა ორიენტირებული. თავისუფალია ადამიანი და ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. მაგრამ თავისუფლება ხომ მხოლოდ ბიზნესის თავისუფლად კეთება არაა, პირველ რიგში აზროვნების და ამ აზრის თავისუფლად გამოთქმის საშუალებაა. ჩოპრამ თავისი აზრი დააფიქსირა, მეტი ხომ არაფერი, ხოდა ვიღაც ამაზე ხომ უნდა დაფიქრდეს, რატომ მივიდა ეს ადამიანი ამ დასკვნამდე და რატომ უნდა ისევ სტალინი? რომ გალანძღავ, რააა აზრი შეეცვლება? და იცი რამდენი ფიქრობს მასე? გავლანძღოთ, ავუკრძალოთ აზრის გამოთქმა და მაშინ მითხარით, რით განსხვავდებით კომუნისტებისგან? თუ უნდა შვცვალოთ რაღაც იქეთ, რომ ამ ხალხმა მასე აღარ იფიქროს?
ხოდა ახლა დემოკრატიას რაც შეეხება.
თავისუფლება ერთ-ერთი მთავარი პრინციპია დემოკრატიის, მაგრამ ამ თავისუფლებამ მოიტანა ის დიდი უფსკრული მდიდარ და ღარიბ ფენას შორის, რისი მოწმენიც ვართ. ხოდა ამით დასამარდა დემოკრატიის მეორე მთავარი პრინციპი- თანასწორობა.
შესაბამისად ღარიბ ხალხს,რომელიც უკვე ქვეყნის დიდი უმრავლესობაა, აღარ უნდა ეს ჩვენი დემოკრატია და ამბობს, რა თავში ვიხლი ამ სიტ/ყვის თავისუფლებას, თუ მშიერი ვკვდებიო, რისთვის მინდა ქვეყნის სტაბილურობა, როდესაც ბანკის ვალებში ვიხრჩობო? მას ხომ ერთი სული აქვს აირიოს ქვეყანა, ჩამოიშალოს ბანკები, რომ ამ ვალებისგან გათვისუფლდეს? შენ კიდე ჯარში მიგყავს რომ ქვეყანა დაიცვას, ის ქვეყანა, სადაც არაფერი გააჩნია და პერსპექტივაც კი არ უჩანს.
ხოდა აი ასეთ დიდ დისბალანსს თავისუფლებას და თანასწორობას შორის მოჰყვება რევოლუცია. ეს რომ არ მოხდეს და გადარჩეს დემოკრატია, აუცილებელია საშუალო ფენის როგორმე გაზრდა. ამისთვის შესაბამისი კანონებია და სერიოზული ზომებია გასატარებელი. მაგრამ.....ვინაა ამის გამკეთებელი?



natali

2018-08-20 13:07:40

აქ ერთხელ ერთმა პატივცემულმა შემომიტია, ასე ფიქრი არაა სწორიო:))) ე.ი. ფიქრითაც კი ისე უნდა ვიფიქრო, როგორც ვიღაც მიკარნახებს:))) ესა ზუსტად ცხოვრების კომუნისტური სტილი. ხოდა უნდა შევთანხმდეთ,ან კომუნისტები ვიყოთ ან კაპიტალიზმში უნდა ვიცხოვროთ. ალაგ-ალაგ არ გამოვა:))))

natali

2018-08-20 16:18:20

ევროპა გვინდაო რომ ვამბობთ, ცივილიზებული ცხოვრების წესი გვინდა, თორემ ინგლისის სამეფო კარზე რომ აფანატებს ზოგი, სასაცილოდ არ მყოფნის. :)))) ჩვენთან კიდე ზოგს ხომ სსრკ და რუსეთის იმპერია აურიეს ერთმანეთში.

ბაბაია

2018-08-20 23:53:00

natali მოვიცალე და ყურადღეთ გადავიკითხე თქვენი პოსტი, პატივს ვცემ თქვენს მოსაზრებებს, რაც გამომდინარეობს ბუნებრივად თქვენივე მშვიდობისმოყვარეობიდან და ეს კარგია ზოგადად , ვფიქრობ ამ კონკრეტული შემთხვევისთვის არაა შესაფერი და აი რატომ : ერთ ქვეყანაში ვცხოვრობთ ,,დაახლოებით ერთ სივრცეში, დროში ინფორმაცია არ იბლოკება ,თითქნის ყველას აქვს წვდომა მასზე და არცოდნის არცოდვად გადამეტამორფოზება არაა დამაჯერებელი, უფრო მეტიც ვინც პოზიციონირებს როგორც "განათლებული" ადამიანი დაუჯერებელია არ იცოდეს ლენინიზმ-სტალინიზმის ჯოჯოხეთური ცოდვების, მილიონებით ადამიანების გაჟლეტვის, წამების,დევნის, თავისუფალი აზრის აკრძალვის, ტერორის და დაშინების ,არაადამიანური ტკივილის მიყენების ისტორიები რომ ამის მსხვერპლნი შეიქნენ ჩვენი ბაბუები თუ ბებიები,მრავალთა მშობლები დღეს კი უკვე ძმები და დები, შვილები (იხილეთ თუნდაც ისსა კოძოევის ცხოვრების ისტორია) როცა:მოძმეთა სისხლი ცაში ღმერთს შესჩუხჩუხებს და სამართალს ითხოვს” . გამოდის რომ ამ ჩვენთა მოძმეთა მკვლელების , სისხლიმსმელების. შეფარული თუ დაუფარავი ქება -დიდება,პროპაგანდა და მაშინ როცა ჩვენი ქვეყნის ყოფნა-არყოფნის საკითხია დღის წესრიგში ეს მხოლოდ საკუთარი აზრის თავისუფლად გამოთქმაა და მეტი არაფერი ?
და პასუხის გაცემის უფლებაც არ გვაქვს ? თუ თავი ვაკანტუროთ ვაცი თხასავით და ხმა არ ამოვიღოთ ? როდესაც საბჭოთა ბოროტების იმპერიის მოტრფიალეს და მეხოტბეს თანამოზრედ გამოყავს ადამიანი რომელის ოჯახი,მშობლები შვილები შეეწირა ამ იმპერიის ტერორს და ყოველდღიურად სიკვდილს თვალებში უყურებს და მერე ნიანგის ცრემლებს ჰყრის , ვითომ გულაჩვილებული საქართველოს ბედიღბალზე, რა არის ეს თუ არა ფარსი ? პასუხი არ გავცეთ ? გული არ ვატკინოთ ? და არც მე მინდა არავისთვის ცუდი, არც ერთი ადამიანისთვის დედამიწის ზურგზე! და თუ "უთქმელობითაც დაშავდების ? " ეეჰ !ნეტავ გავიდეთ ერთად სამშვიდობოს, როცა განთავისუფლდება აღორძინდება საქართველო ! და მერე კი იქნებ უფრო მომთმენიც გავხდე იქნებ !ნუთუ მხოლოდ მაშინ უნდა აღმოვაჩინოთ პასუხი ჩვენი არსებობის გამართლებაზე როცა ჯოჯოხეთის კარებს მივუახლოვდებით ? და იქნებ არც მაშინ ? მაშ როდისღა ?

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80