ფქვილი და გაზი გაძვირდა, პურზე ფასის დაჭერა შეუძლებელი ხდება
ეკონომიკა

ფქვილი და გაზი გაძვირდა, პურზე ფასის დაჭერა შეუძლებელი ხდება

ფქვილი და გაზი გაძვირდა, პურზე ფასის დაჭერა შეუძლებელი ხდება
ბექა დანელია

2018-08-18 11:30:44

ბოლო ორ კვირაში ფქვილის ფასი 35-დან 43 ლარამდე გაიზარდა. არის საშიშროება, რომ მალე პური გაძვირდეს. მეხორბლეთა ასოციაციის ხელმძღვანელის ლევან სილაგავას განცხადებით, ხორბალზე ფასები ბოლო 20 დღეა იზრდება და მიზეზი რუბლის გაუფასურებაა.

„ერთ-ერთი მიზეზია რუბლის გაუფასურება, ამას ემატება ლარის კურსი და რომ გადავხედოთ ბოლო რამდენიმე დღეს, ფასები მკვეთრად გაიზარდა“, - აცხადებს სილაგავა.

მისივე თქმით, ორი კვირის წინ ერთ ტომარა ფქვილზე ფასი 35-37 ლარამდე მერყეობდა, თუმცა ის დღეს 42-43 ლარის ფარგლებშია.

მეპურეთა ასოციაციის თავმჯდომარე მალხაზ დოლიძე კი ამბობს, რომ ფასის კიდევ მეტად გაზრდის რეალური მოლოდინი არსებობს. მას აქვს ინფორმაცია, რომ მომავალ კვირას 1 ტომარა ფქვილის ფასი 46 ლარს მიაღწევს, რაც პურის უცილობელ გაძვირებას გამოიწვევს.

„დღეს უკვე იმდენადაა გაძვირებული ფქვილი, რომ პურზე ფასის შენარჩუნება ძალიან ჭირს. ბევრი არ ითვალისწინებს მცხობელების სიტუაციას. ამბობენ, რომ თუკი 1 ტომარა 45 ლარამდეა, პურის ბიზნესი თავის მარჟაში ეტევა. ასე აღარ არის. ვეღარ ჯდება ამ თვითღირებულებაში, რადგან გაძვირდა საწვავი, ენერგომატარებლები (რაიონებში). ხორბალს წინათ რომ 30 თეთრად აბარებდნენ, ახლა 40 თეთრი ღირს. არც იმას არ ითვალისწინებენ, რომ რეალიზატორებს 5 თეთრი აღარ აკმაყოფილებთ, მათ 10 ან 15 თეთრი თუ არ დარჩათ მოგება, პურს არ გაგიყიდიან.

ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვართ, მართლა ვერ ვხვდები, ვის და რაში უნდა აწყობდეს ფასის გაზრდა პირველადი დანიშნულების პროდუქტზე. როცა პური ძვირდება, მეპურეებს ლანძღავენ, გეგონებათ, ეს ჩვენი ბრალი იყოს, არადა, მთლიანად დამოკიდებული ვართ ნედლეულის ფასზე“, - აცხადებს დოლიძე.

პურის მწარმოებელ კომპანიებს სერიოზული თავსატეხი აქვთ. როგორც კომპანია „იფქლში“ აცხადებე , ისინი ამ დრომდე ფასების შენარჩუნებას ახერხებენ და ამ ეტაპზე კომპანიის მენეჯმენტი საფასო ცვლილებას არ გეგმავს.

გარდა ფქვილის გაძვირებისა, არის მეორე სერიოზული პრობლემაც. სექტემბრიდან დედაქალაქში კომერციული ობიქტებისთვის იზრდება ბუნებრივი აირის ტარიფი. ეს კი პირდაპირ დარტყმას მიაყენებს პურპროდუქების ღირებულებას.

თბილისში, კომერციული მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის ფასი 1 კბ/მეტრზე 75 თეთრის ნაცვლად. 80.5 თეთრი იქნება.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია თბილისში კომერციულ სექტორისთვის ბურნებრივ აისზე საფასურის გაზრდას ადასტურებს. როგორც „ბიზნესმედიას“ სემეკ-ის წევრმა გიორგი ფანგანმა განუცხადა, ამ შემთხვევაში ფასს თვითონ კომპანია ადგენს, თუმცა სემეკი აღნიშულთან დაკავშირებით ინფორმირებული იყო.

„ფასის შეთანხმება საჭირო არაა, მიწოდების ფასს ისინი თვითონ გასაზღვრავენ და ამ ნაწილში სემეკი არ მონაწილეობს, თუმცა კომუნიკაცია, რა თქმა უნდა, იყო“, - აღნიშნავს ფანგანი.

„იფქლის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი მარიამ გოგიშვილის თქმით, ბუნებრივ აირზე ფასის მატება, რა თქმა უნდა, მწარმოებელებს რთულ სიტუაციაში აყენებს, თუმცა „იფქლს“ იმის რესურსი, რომ ფასები შეინარჩუნოს, ამ ეტაპზე ნამდვილად გააჩნია.

„ამისთვის მეტ-ნაკლებად მზად ვიყავით, თუმცა უფრო რთულ სიტუაციაში ის ფაქტი გვაყენებს, რომ ფქვილის ფასები ბოლო ორ კვირაში საგრძნობლად გაიზარდა, ასევე გაზრდილია შესაფუთი ქაღალდის ღირებულება“, - აცხადებს გოგინაშვილი, თუმცა კომპანია ამ ეტაპზე პურზე ფასის ცვლილებას არ განიხილავს.

ბუნებრივ აირზე საფასურის გაზრდა მოულოდნელი აღამოჩნდა კომპანია „ბროტმაისტერისთვის“. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის ასლან ჩხაიძის განცხადებით, ეს უსიამოვნო ინფორმაციაა მწარმოებლებისთვის, თუმცა კომპანია მაქსიმუმს გააკეთებს, რომ არსებული ფასები შეინარჩუნოს და საფასო პოლიტიკა არ შეცვალოს.

„პურის კომპანიებისთვის არასახარბიელო მდგომარეობას ის ფაქტიც ქმნის, რომ ფქვილზე ბოლო ორ კვირაში ფასები მკვეთრად გაიზარდა. ზოგადად ნამდვილად უსიამოვნო სიახლეებია“, - აცხადებს ჩხაიძე.

 

ნანახია - 994

arichopra 2

2018-08-18 12:03:58

ახლა ეს კაცი საერთოდ აზრზე არის რას ლაპარაკობს?! რუბლის გაუფასურებას ხორბლის გაიაფება რომ უნდა მოჰყვეს, როგორც აუცოილებელი შედეგი ამას როგორ ვერ ხვდება?! ხვდება და იცის ძალიან კარგად, მაგრამ ასე აწყობს, მონახეს მიზეზი და აძვირებენ, ხორბალს და პურს!

1234

2018-08-18 17:58:56

ხელისუფლებამ იმპორტი უნდა აკონტროლოს ზოგადად რომ სპეკულაციების შესაძლებლობა შეამციროს. როდის იყიდეს ხორბალი და სად? რუსეთისგან, ყაზახეთისგან, ამერიკისგან, კანადისგან? არა მგონია 2 კვირის წინ ეყიდათ.
როცა ივანა მოსახლეობის დაცვაზე საუბრობს და კვირიკაშვილს ახოცავს ხელს, ჯერ წამლების და სხვა საქონლის იმპორტიორებს უნდა მიხედოს. 500-800 პროცენტიან მოგებაზე რომ ზიან ბიჭები. ხელისუფლებაშია უკვე, როგორც თავად განაცხადა, და პასუხისმგებლობაც მისია.

ფარაონი

2018-08-18 20:39:13

ზუსტად ამაზე ვფიქრობდი ეხლა, ადამიანი საწინააღმდეგოს პროფესორია.
წესით ხორბალი გაიაფდება, რაც ას ევროდ ყიდულობდნენ, ეხლა ორჯერ მეტს იყიდიან.
საინტერესოა, ამ „ბრძენმა“ კაცმა, როგორ გათვალა, რომ პური გაძვირდება, აი ეს „ბრძენი“ კაცები არიან საწინააღმდეგოს ფროფესორები კუბში!!!
მომენტს არ უშვებენ ხელიდან, კაპიკ კაპიკ ატყავებენ ხალხს, ისევე როგორც ნავთობის მაფია და ფარმაცევტების, ავადმყოფის ხარჯზე ისქელებენ ღაბაბს, ხტფუი! რა საზიზღარი არსებაა ადამიანთა გარკვეული კასტა. ხტფუი!!!

მეგრელი

2018-08-20 08:15:59

დღგ საბაზისო განაკვეთი არის 18%.

პირველადი მოხმარების საქონელზე შეამცირეთ ეს განაკვეთი 5% მდე. და ფასი არ გაიზრდება. ფუფუნების საგნებს მოუმატეთ განაკვეთი.

როგორც ვიცი ევროპაში ასეა.

ბუმერანგი

2018-08-20 10:00:50

на каждую хитрую жопу-ო, ხომ გაგიგიათ?
ეს კრეტინები ნუთუ ვერ ხვდებიან, რომ ამგვარი "რეფორმებით" მოსახლეობას სულ უფრო და უფრო რუსულ ბაზარზე აბავენ?
წამლებისა არ იყოს... ნახევარი საქართველო წამლებს უკვე ისედაც ვლადიკავკაზში ყიდულობს. წამალს და არა ცარცს! თანაც ათჯერ უფრო იაფად.
ვაი! თქვენს პატრონს! დეგენერატებო...

ბაბაია

2018-08-20 11:04:57

არ ხდება მსგავსი მოვლენები პირველად,მარტო ჩვენ არ ვყიდულობთ ხორბალს რუსეთში , დაბალი ფასის შემთხვევაში სხვა იმპორტიორებიც მოინდომებენ ხორბლის გატანას და რა შეგვხვდება უკვე საკითხავია, თანაც არაპროგნოზირებად ქვეყანასთან ურთიერთობაში, მოსალოდნელია კვოტირება (არაერთხელ მომხდარა) ექსპორტის შეზღუდვა და ა.შ.ფასსზე მოსავლის რაოდენობაც ზემოქმედებს .Институт конъюнктуры аграрного рынка (ИКАР) в новом прогнозе на 2018 г. второй раз за месяц уменьшил оценку урожая зерновых, сообщил гендиректор ИКАРа Дмитрий Рылько. В Национальном докладе за 2017 г., одобренном правительством в конце апреля, было сказано, что в 2018 г. будет собрано не менее 115 млн т зерновых, спустя несколько недель министерство снизило оценку до 110 млн т. Сейчас представитель ведомства говорит об урожае в пределах 100 млн т.

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80