„საქართველო ისეთ საწვავს მოიხმარს, რომელსაც ძირითადად აფრიკის ქვეყნები იყენებენ“
საზოგადოება

„საქართველო ისეთ საწვავს მოიხმარს, რომელსაც ძირითადად აფრიკის ქვეყნები იყენებენ“

„საქართველო ისეთ საწვავს მოიხმარს, რომელსაც ძირითადად აფრიკის ქვეყნები იყენებენ“
მანანა ნოზაძე

2018-08-22 10:00:55

მას შემდეგ, რაც „ენ-დი-აი“-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა ლორა ტორნტონმა საგანგებო განცხადება გაავრცელა, რომ საქართველოში მცხოვრები ადამიანების სისხლში ზომაზე მეტი რაოდენობის ტყვია აღმოჩნდა, შესაბამისი სამსახურები დაფაცურდნენ. უკვე გადაწყდა, რომ სექტემბრიდან ბავშვებში სისხლში ტყვიის შემცველობასთან დაკავშირებით კვლევა ჩატარდება, რაც ასე კომპლექსურად არასდროს ჩატარებულა.

ლორა ტორნტონის თქმით, საქართველოში შემოსული საწვავი უნდა კონტროლდებოდეს, რადგან საქართველო ისეთ საწვავს მოიხმარს, რომელსაც ძირითადად აფრიკის ქვეყნები იყენებენ.

რა კეთდება იმისთვის, რომ საქართველოში საკუთარი მოსახლეობა დაიცვან ტყვიისა და სხვა მომწამვლავი ნივთიერების შემცველი საგნებისა და პროდუქტებისგან?! ამის შესახებ For.ge-ს „ანტიკორუფციული კავშირის“ ხელმძღვანელი გიორგი ბურჯანაძე ესაუბრა.

ცალკეული სტრუქტურები ცდილობენ, საკუთარ სფეროში დანაშაული მიჩქმალონ და ტყვიის შემცველობის გამო საფრთხეები სხვაგან გადაამისამართონ. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ამტკიცებს, რომ ჩვენს ქვეყანაში ტყვიის შემცველობა ევროპულ დონეს 5-ჯერ ჩამოუვარდება, ასევე, გამორიცხავენ საწვავში ტყვიის არსებობას და მიზეზს ჩინურ უხარისხო სათამაშოებში, საღებავებსა და სუნელებში ეძებენ. მაინცდამაინც უცხოელმა უნდა გააკეთოს საგანგაშო განცხადება, რომ საქართველოში ტყვიის მატების გამო აფორიაქდნენ?

- უკვე წლებია ვსაუბრობთ ერთ პრობლემურ საკითხზე, როგორიცაა კვების პროდუქტების უხარისხობა. იმ განათლებულ ხალხს, რომლებიც ევროპაშია ნამყოფი, არ აკმაყოფილებთ საქართველოში წარმოებული, თუ იმპორტირებული პროდუქციის ხარისხი. დაახლოებით რამდენიმე წლის წინ სტუმრები მეწვივნენ საფრანგეთიდან, სუფრა გავუშალე და რატომღაც წვენებზე გაკეთდა აქცენტი. უცხოელმა სტუმარმა მითხრა, ამ წვენს ვერ დავალევინებ ბავშვს და ვერც მე დავლევ, რადგან აქ არის საშიში შემადგენლობა.

უცხოელმა სტუმარმა საიდან იცოდა, რომ სასმელი საშიში იყო?

- სანამ ბავშვს დაუსხამდა აღნიშნულ სასმელს, მანამდე გაეცნო ეტიკეტზე მითითებულ შემადგენლობას და გამოიტანა დასკვნა, რომ მისი შემადგენლობა მრავალი დაავადების განვითარების წყაროს წარმოადგენდა. ეს ნიშნავს, რომ განვითარებული ქვეყნების მომხმარებელი კარგად ინფორმირებულია იმ ქიმიურ-ბიოლოგიური ელემენტების შესახებ, რომლის შემადგენლობასაც ისინი საკვები პროდუქტებისგან ღებულობენ. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, წაიღოს ლაბორატორიაში პროდუქცია, კვლევა ჩაატაროს და თავად დარწმუნდება, რომ საკვები პროდუქტის ხარისხი არ კონტროლდება შესაბამისი სამსახურების მიერ. როდესაც ჩვენ ასეთი სახის განცხადებას ვაკეთებთ, მინიმუმ, ვიღაცას კითხვა ხომ უნდა გაუჩნდეს და კვლევა ჩაატაროს აღნიშნულ სფეროში? ამის გადამოწმების უფლება აქვთ სახელმწიფო სამსახურებს, მაგრამ არ ამოწმებენ, რადგან პროდუქტის უხარისხობა, უვარგისობა ათბობს ვიღაცის ჯიბეებს. ესენი არიან პარლამენტარები, სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომლები, სხვადასხვა სისტემაში მომუშავე კორუმპირებული ადამიანები, რომლებიც იმპორტირებული პროდუქტების შემოტანას ეწევიან საქართველოში. მათ ჩაკლეს ადგილობრივი ბაზარი. გარწმუნებთ, დღეს საქართველოში წარმოებული პროდუქციის ხელმძღვანელი თავის შვილს არ აჭმევს მის მიერვე წარმოებულ პროდუქტს. ეს იმიტომ, რომ არ არის ის ხარისხი, რაც უნდა იყოს. ამიტომაცაა ბავშვებსა და ზოგადად საზოგადოებაში დაავადებების სიმრავლე.

როგორც ვიცი, თქვენ ყავაშიც აღმოაჩინეთ ტყვია.

- ამ რამდენიმე წლის წინ ყავაში ტყვია აღმოვაჩინეთ. თუმცა ამის პასუხად სოფლის მეურნეობის სამინისტრომ დამიდო შპს „მულტიტესტის“ დასკვნა, თითქოს აღნიშნული შემადგენლობა დასაშვები ყოფილა. თურმე დასაშვები ყოფილა რუბიდიუმის, ცეზიუმის, კადნიუმის, სტრონციუმის, ტყვიის შემცველობა ყავაში და არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს მაშინ, როდესაც ამის გამო განგაში ატეხეს ამ კუთხით მომუშავე ცალკეულმა ორგანიზაციებმა.

რომელ ყავაზეა საუბარი?

- ნებისმიერი ყავა, რომელიც საქართველოში შემოდის, საეჭვოა. გარწმუნებთ, თუკი ვინმე უცხოეთში ანალოგიური ბრენდის ყავას მიირთმევს, დღე და ღამესავით განსხვავდება თუნდაც მარტო არომატით. სასმელს მგრძნობელობით ვაგემოვნებთ და ვხვდებით, რომ ეს ის ყავა არ არის, რაც უცხოეთში დავლიეთ. ალბათ, ყველას შეგვიმჩნევია, რომ საქართველოში ყავის მოყვარულები დღის განმავლობაში სვამენ, სიტყვაზე, 20 ჭიქა ყავას. ამ დროს ჩავსულვართ იტალიაში, საფრანგეთში და, მაქსიმუმ, დაგვილევია მხოლოდ სამი ჭიქა. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი ყავის კოფეინის შემადგენლობა და ის შემადგენლობა, რომელიც ორიგინალურ ყავას გააჩნია, ორგანიზმში ისეთ გარემოს ქმნის, რომ მეტი ყავა არ მოგინდება. საქართველოში კი ყოველ ერთ საათში სამსახურშიც და სხვაგანაც გამუდმებით გვესმის, ყავა, ყავაო. ეს მაშინ, როცა ყავაში რუბიდიუმი, ცეზიუმი, კადნიუმი, სტრონციუმი, ტყვია, რადიაციული ნივთიერებებია, მეტი რაზე უნდა ვილაპარაკოთ?

საქართველოში თითქმის ყოველდღიურად ონკოლოგიური ან სხვა სახის სამედიცინო დაწესებულებები იხსნება. თანაც, იხსნება ისე ხშირად, როგორც ბენზინგასამართი სადგურები. ეს იმაზე მეტყველებს, რომ გარემო ჯანსაღი აღარ არის, ვგულისხმობ საკვები პროდუქტების გარემოს. დღეს საქართველოში, სადაც მოტიტვლებულია მინდორ-ველი, ხვნა-თესვას თავი დავანებეთ და დამოკიდებულნი ვართ თურქულ, ბერძნულ, ირანულ პროდუქტებზე, საერთოდ გაირყვნა ეს ბიზნესი. ადამიანს ურჩევნია, წავიდეს და იყიდოს მომწამვლავი პომიდორი და საკუთარი პროდუქცია აღარ მოიყვანოს, რაც გაცილებით ძვირი უჯდება. ეს საგანგაშოა.

ჩვენ გვახსოვს, ცალკეული მეწარმე პარლამენტარები საქართველოში შემოტანილი უვარგისი პროდუქციის მავნებობაზე აქტიურად საუბრობდნენ. დღეს ეს თემა რატომღაც მინელდა.

- სხვათა შორის, სწორედ ამაზე აკეთებდა ზოგიერთი პარლამენტარი განცხადებას, რომ საქართველოში იმპორტირებული პროდუქციის დიდი ნაწილი უვარგისი და საკვებად გამოუსადეგარი იყო. ეს მათი დიდი დანაშაულია, რომ დღეს ისინი ამაზე ხმას აღარ იღებენ. როდესაც ამაზე კანონმდებელი, პარლამენტარი ღიად ლაპარაკობს, სხვა ცივილიზებულ ქვეყანაში სერიოზული რეაქცია მოჰყვებოდა ამას სამართალდამცავთა, სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან. საერთაშორისო ორგანიზაციებიც აყვებოდნენ ამას, მაგრამ ასე არ ხდება საქართველოში, რადგან ყველა პარლამენტარს თავისი ბიზნესი აქვს.

 

 

 

 

 

 

 

ნანახია - 5717

natali

2018-08-22 09:48:21

ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. მარიხუანას დეკრიმინალიზაციაზე რომ ერთი განგაში ატეხეს, ეს არაფერი? იმ მარიხუანით ჩემი სურვილით ვიწამლავ თავს და ციხეში მიჭერ სმისთვის და თქვენ რომ მწამლავთ ჩემი წინააღმდეგობის მიუხედავად, ეგ მოსულა?

აბა სად ხართ, ატეხეთ განგაში, გელოდებით!

natali

2018-08-22 09:51:24

ყველა პარლამენტარს თურმე თავისი ბიზნესი აქვს და ამაზე ხმას არ იღებს. მარიხუანაზე ხომ ამოიღეს ხმა? თითქოს ახალგაზრდების ჯანმრთელობის დარდი ჰქონდეთ. ფარისევლები!

natali

2018-08-22 09:56:52

ე.ი. ტყვიით რომ მომწმლვენ და კიბო გამიჩნდება, რომ გადავივიწყო და რაღაც მოვწიო, მაგის უფლებასაც მართმევენ. თუ დაუშვებენ, მხოლოდ იმ პირობით, რომ ის ბსლახიც მაგის აფთიაქში ვიყიდო და კიდევ უფრო გავამდიდრო.
ღმერთის არ გეშინიათ?

natali

2018-08-22 10:08:54

ხოდა ნახევარი საქართველო ხომ გაქცეულია, მეორე ნახევარიც გავიქცევით და დარჩით თქვენ და დაწამლეთ ერთმანეთი!

ბაბაია

2018-08-22 13:51:33

natali სამწუხაროდ საქართველოს "დაწამვლა" ს დიდი ხნის ისტორია აქვს, კომუნისტური ეპოქიდან მოყოლებული ადამიანის ჯანმრთელობას და თვით სიცოცხლესაც კი ქვეყანაში ჩალის ფასი ჰქონდა და აქვს არის იმ საბჭოეთის "კულტურის " გაგრძელება მილიონობით ადამიანს რომ აგზავნიდა ეშაფოტზე ან ნელი სიკვდილისთვის სწირავდა. ეს პრაქტიკა დღესაც გრძელდება , ვისა აქვს ადამიანზე მზრუნველობის დარდი ? მოწამლული ატმოსფერო,საკვები , წყალი,დასტრესილი ცხოვრება, მკვლელი ჯანდაცვა ყველაფერი წარმატებით ემსახურება ადამიანთა მოკვდინებას. და რა ფასი აქვს ადამიანის სიცოცხლე ჩვენთან ? მითია თითქოს სიცოცხლე შეუფასებელია , დღევანდელ რუსეთში მისი ღირებულება შეფასებულია ასე : в странах Западной и Центральной Европы компенсации за гибель человека на производстве, транспорте или при исполнении служебных обязанностей начинаются, как правило, от $1 млн и составляют в среднем $2-2,5 млн. В России разброс гораздо больше — от 1 млн до 5,5 млн, но в рублях. და ატყობთ განსხვაავებას დასავლეთში ის 100 ჯერ 200 !!სჯერ მეტია ვიდრე რუსეთში, იმ რუსეთში ბევრი ჩვენებური რომ ნატრულობს იქ შეძრომას და თან "ზნეობრივად დაცემულ"ევროპას რომ აძაგებს. საქართველოში კი დეკლარირებული მითი " ადამიანის სიცოცხლის შეუფასებლობაზე" იწურება იქ როგორც კი ამის პრაქტიკული საჭიროება დგება და უკეთესს შემთხვევაში დაკრძალვის ხარჟებს თუ მოიცავს( შ.დ.რ. ის 10 000 ლარი კომპენსაცია რაც მაღაროში დაღუპული მეშახტეების ოჯახებზე გასცეს) და რას "დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია" იმ სსრკ-ს გან რომლიც დახვრეტილი ადამიანის ოჯახს ტყვიის საფასურის გადახდას აიძულებდა, თუმცა ის სსრკ-ც ბევრს ახლაც ენატრება.

natali

2018-08-22 15:16:49

ეეხ, ბაბაია, ვინც ყველაზე მაღალჩინიანი კომუნისტი იყო,ზუსტად იმათ დაისაკუთრეს თუ რამე საერთო სახალხო საკუთრება იყო. კაპიტალისტები დაირქვეს და ახლა იმ დროს აგინებენ, რითიც გამდიდრდნენ, მათი შვილები ტრიალებენ ისევ პოლიტიკაში და ვინმე ახალმა თუ გაიელვა ერთ ამბავს ტეხენ პოლიტიკოსი არააო.თორემ წესიერი ადამიანი მაშინაც წესიერი იყო და არავის არაფერს ერჩოდა და ახლაც თავისთვისაა. წარსული თუ უკეთესად ეჩვენება, მხოლოდ იმიტომ, რომ მშიერი არავინ არ იყო.
სტალინის დროსაც, ვინც ჩამშვები იყო და გადარჩა,(და ასეთი ბევრი იყო) ზუსტად მათი შთამომავლობა ყველაზე მეტად აგინებს სტალინს.

ბაბაია

2018-08-22 16:36:47

მენტალობა როდესაც "სხვისი ჭირი ღობეს ჩხირია " წამლავს ქვეყანას! და აქ უხარისხო საწვავი, საკვები თუ ჰაერი შედეგია იმ გულგრილობისა ნასაბჭოელი ყოფილი "ჰომოს სოვეტიკუსი" რომ იჩენს არა მარტო სხვისი არამედ თავისი თავის მიმართაც , ამათთან ხომ მორალურ სუბსტანციებს არანაირი ღირებულება არა აქვს. ამ ხროვას იმ მგლებივით დაუძლურებული ტოტია რომ შეჭამეს და სინათლის ამოსვლის, ამონათების ეშინიათ და შეჰყმუიან შიშით, რამდენი"ტოტია"ა ადრე რომ მაგარ-კაცობდა, გამზადებულ - განწირული, ამ მგლის ხროვას მხოლოდ თვითგადარჩენის ინსტიქტი ამოძრავებს დანდობა,შებრალება არ იციან, თვით დაუძლურებული"კბილებმოცვეთილი " ყოფილი ნახროვალი, გარიყული მგელ-კაცები თავისიანებს რომ აღარ სჭირდებათ კბილებ დაცვეთილნი, ამძუნაგებულები მაინც მტრობენ სიკეთეს ჩვეულებისამებრ, იმ მოგონებებით არსებობენ ხალხის კისერზე, სისხლიმსმელი წურბელებივით რომ ისხდნენ. და რაც არ უნდა იყმუვლონ მაინც "ამოდის " მაინც "ნათდება" !

serapina

2018-08-22 17:38:03

ერთი,"ნათელი წერტილი" იყო ჩვენს ისტორიაში, მიშა და ისიც ვერ შევიშვნეთ თურმე!
...ორი საუკუნით რომ დაგვხია უკან,დემოკრატიის სახელით,არ დაუკარგოთ!
რა ჰუმანური,რა სამართლიანი,რა დემოკრატი...

ბაბაია

2018-08-22 18:59:12


serapina გადამრევს აი ძღაბე !სხვაი ვერფერი მოიფიქრე ? ეეხ, ისევ ნევროზი ? 21 საუკუნის დაავადება, აბა ახლა დეიწყე მწვანე მდელოზე ხუჭუჭა ცხვრების დათვლა, 1 ცხვარი, 2 ცხვარ....თფუ ! ცხვარი კი არა ქოჩორა მიშაია გადმოხტა ღობეზე ! 1 მიშა, 2 მიშა 3.... 100მდე რომ დათვლი დამშვიდდები, გულზე მოგეშვება გპირდები.

serapina

2018-08-22 20:35:11

კაცო,ექიმი თუ ხარ,მიშაზე კარგ პაციენტს ვერ ნახავ...
ვიზიტიდან გამოსულს,არცერთს არ გეცოდინებათ,რომელი ხართ ექიმი და რომელი პაციენტი!

მე, ქე ვარ მშვიდად,თქვენ რომ დარბიხართ ზაზუნებივით,იმას უშველეთ რამე!

კი,ჰქონდა შანსი საქართველოს,იმაზე ბევრად მეტის მიღწევის, მაგრამ სააკაშვილილმა და მისმა ბანდამ,ეს შანსიც დაუკარგა. ადრე თუ გვიან,მაგ შენს მიშას,მაინც მოთხოვენ პასუხს!
დაიმახსოვრე!

ბაბაია

2018-08-22 22:53:55

აკვიატებული იდეა — ფსიქოპათოლოგიის ერთ-ერთი ხშირი სიმპტომია. მაგალითად, იგი ახასიათებს ობსესიურ კომპულსიურ აშლილობას (ოკა). ამ დროს ადამიანი შეპყრობილია ამა თუ იმ იდეით, რომლის უგულებელყოფასაც იგი ვერ ახერხებს მიუხედავად იმისა რომ ეს იდეა ან აზრი შეიძლება უადგილო იყოს და ხშირი. აკვიატებები თავს წამოყოფს გადაღლილობის ნიადაგზე, თავის ტვინის ტრავმის შემდეგ(გურულებს მაგის გარეშეც),ახასიათებთ ცინიკური დამოკიდებულება ახლობლების, პატივსაცემი ადამიანების, ცნობილი პიროვნებების, რელიგიური პირების მიმართ. ყველაფერს ეჭვის თვალით უყურებენ, ახასიათებთ სხვისი შეძულება.არსებობს სხვადასხვა სახის აკვიატებული მდგომარეობა: აკვიატებული აზრები, , მოგონებები, მიშები --- ოი,.ოი, არა სერაპინ შემეშალა უნდა იყოს შიშები. ხო მაგრამ ეს სრულიად არ არის სასაცილო, მაპატიე თუ რაღაც გავიხუმრე,არც უმაგისობა ვარგა, და მაინც :თუ ასეთ გადახრებს შევნიშნავთ, დროულად უნდა მივმართოთ პროფესიონალ ფსიქოთერაპევტს, წინააღმდეგ შემთხვევაში დაავადებამ შეიძლება პროგრესირება განიცადოს.ვავა ! ვავა ! მაგრამ არის პოზიტივიც : შესაბამისი და ძირეული მკურნალობით მიიღწევა სრული და საბოლოო განკურნება.

serapina

2018-08-22 23:07:33

ფხუკ,მიშას ავადმყოფობაზე საუბრობ?
ახლა,იცი რა აიკვიატა?
ივანიშვილმა ამერიკაში დარეკა,ჩვენს საერთო ნაცნობთან და იმუქრებოდაო...
უშველე რამე,ასე კარგად თუ ერკვევი ფსიქიატრიაში.
ისე,აქ რამდენი ნიკით წერ?


პ.ს.გურულებს შეეშვი,შენი ტვინი ვერ ჩაწვდება მაგათ ნათქვამ-ნაფიქრს!


georgia

2018-08-22 23:28:07


სერაფიონას განკურნება შესაძლებელია და აუცილებელიც,რამეთუ ჯერ კიდევ რეპროდუქციულ ასაკშია და მაგას ხუთიანზე მოუვლის ერთი კაი ქართველი, სიმპათიური, თავისი საქმის კარგად მცოდნე (იმაშიც და ამაშიც) ფსიქოთერაპევტი და მერე ნახეთ როგო დატკბეს.
სუ თაფლი და მურაბაი გახდება განა?! DDD

ბაბაია

2018-08-22 23:34:04

პ.ს.გურულებს შეეშვი,შენი ტვინი ვერ ჩაწვდება მაგათ ნათქვამ-ნაფიქრს! რავიცი მეც გურული ვარ და ....თუმცა ხდება ხოლმე ჩემი ნათქვამიც არ მესმის ხოლმე ....

serapina

2018-08-23 00:04:55

რამდენი ნიკით წერ აქ?

georgia

2018-08-23 00:33:33

ბაბაიას.
ზუსტი დიაგნოზი დაუსვით აკვიატებაზე. მაგარია. :)
ქალს აკვიატებული აქვს, ქლა ისკლიცება გულზე,ვის რამდენი ნიკი აქვს.

სერაფიონა გოგო მამხედე აქეთა.
"ადინ უმნი ვეშ სკაჟუ" ი პაგადიტსია. ნიკებ უნდა დაუკვრდე გოგო ნიკებსა.
" ბაბაია"-ს ნიკით რო პოსტავს იუზერი,იმაი გოგო რა გამოცნობა უნდა რო გურული იქნება? "უჩი სტუდენტ" და ეგეთი იაღლიშები აღარ მოგივა ცავატანემ.

serapina

2018-08-23 00:48:50

რა ქნას ბაბაიამ, ახლაც ფსიხუშკაში ზის და მაგიტომ ერკვევა მასეთებში.
ასე იცის, ბიძინას აკვიატებამ!

მაგ ბიძინამ,თურმე ანგელა "უკვე დააშინა"... და ახლა,მაკრონას რიგიაო.
ჰოდა,მაგ ფსიხუშკიდანაც არ გამოგაგდონ(მანდ მოხვედრაც საქმეა) მერე, ბაბაია, გეორგია,გეორგია2000... და ა.შ.

თორემ, მიშა ვერ გიშველის მერე!

serapina

2018-08-23 00:55:48

კი,იუზერებს ვაკვირდები...
მაგიტომ, ვინ რამდენი ნიკით წერს...და ვინ საიდან წერს,ისიც ვიცი.

კარგი,მიხედე შენს ზაზუნას და იმის ბორბლის ტ/რიალს.
ავადმყოფობას(შენ რომ გჭირს) არ ეხუმრებიან და შენ,მიშას სიყვარულოთ სიშტერეზე ნუ იხუმრებ!
...თორემ, ისეთებს მოგწერ შენზე... გაოცებული,არ დარჩე!

ბაბაია

2018-08-23 01:10:44

serapina უი,უი ,უი რა ვიცინე ფსიხუშკა ,,,ვაი,ვაი ვაი !კარგი იუმორი გქონია !უნდა გაგეცნო პირადად(თუ სურვილი გექნება), აბა ბებია გყავდა ჩვენებურიო? იმიტომაც ხარ მსოფლიოს მე 8 საოცრება ! შენ გაგიმარჯოს ღმერთმა! რა მაცინე, ბიძინამ ანგელა დააშინაო ? ვაი, ვაი, ვაი, , რა დაანახა ამფერი ერთი ვიცოდე,ჭორვილაში ეყოლებოდა და.. ახლა მაკრონის მიყოლებას რომ აპირებს ?. ჩემი ნიკები გინდა გაიგო ხომ ? კარგი, გეტყვი :arichopra და papa ნამდვილად არა ვარ , არც კატრინა, natali და დომნა ხოდა რაღა დარჩა ? შენ თვითონ მიხვდები დანარჩენს 99 -ე მიხუილა რომ გადმოხტება ღობეზე.

georgia

2018-08-23 02:44:20

სერაფიონას.
ისემც შენ რას გეტყვი სერაფიონა შენ ვერ მიხვდე ვინ რას წერს. ზუბრიაჩკობა გყვარებია და ტვინის განძრევა არა,რო შენით ჩამოაყალიბო.
შენ რამდენიც არ უნდა წერო აქ,შენს პოსტებში არაფერი ახალი აღარ იკითხება.
კაკ ბელკა ნა კალიოსე ვერტიშსია.
აქ ლამე და ლოგ/ო/ს/ი რო პოსტავდნენ,იმათზე ჭკვიანურს ვერაფერს ვეღარ დაწერ და არც სტრიქონებს შორის კითხვა გცოდნია,რომ მიხვდე. (ფაქტი სახეზეა. ) და თავი კი მოგაქვს შუშა კიტრივითა --- ვიციო.
რო გცოდნოდა მიხვდებოდი!
და მუქარებსაც შეეშვი. ნუ მოგწონს მუქარით თავი. პროვინციელობაა ქალი რო იმუქრება
და ვესი არ მოგემატება მაგით,მაგრამ გეტყობა ისევ იმ ასაკში ხარ, რო მოწონთ და ამაყობენ--- ამას გიზამ,იმას გიზამო.

serapina

2018-08-23 08:59:29

"შენ რამდენიც არ უნდა წერო აქ,შენს პოსტებში არაფერი ახალი აღარ იკითხება.."

ამიტომ,ერთხელაც ვერ გამეცი პასუხი,თუ რატომ კითხულობ...
...ან რატომ იღლი თავს,ჩემი პოსტების ანალიზით.

აი,შენ რომ წერ,ნაწერიც იმას ჰქვია. იმდენი რამ იკითხება რომა...
...და საერთოდ,სათქმელი რომ გქონდეს რამე(და არა პოლიტიკური ვალდებულება,მიშას პამპერსები უცვალო), პირადულით არ დაკავდებოდი!
თუ რამეს რჩევის თავი გაქვს, შენს თავს და შენს ბელადს ურჩიე...

... ლამეს და ლოგოსს,შენ მე ვერ მასწავლი!
...შენ რომ წერ,მაგათ ედრები და იმიტომ?!

ამას გიზამ, არა ტოროლა!
მაწანწალები რომ ხართ,ზოგი ანგელას და ზოგი მაკრონის კარზე და მათხოვრობთ,ზღაპრებს ყვებით,იქნებ ვინმემ პური გაჭამოთ(მიშა,აღარ გაჭმევთ),თქვენი ზღაპრების შინარსს დაგიწერთქო და...
არ გაიხადე თავი მნიშვნელოვნად?!
ვის რად უნდებხართ,ან რაში აინტერესებთ?!

მიშა,მიხედავს თავს.
შენ რა გეშველება,შენ იმას მიხედე!





georgia

2018-08-23 12:49:40

სერაფიონას.
ფიონა გოგო ტექსტზე მეტი რომ შეცდომები გაქვს არაუშავს?!
იმ შენმა ელზა,თუ გრეტა მაწვალებლებმა არ გასწავლეს არაფერი გოგო?!
ჰამაც ს/კ/ლ/ე/რ/ო/ზ/ი/ც დაგწყებია. ა ჟალ. შენს ასაკში ჯერ ადრეა შტერუკელავ.
აგერ გუშხამ გითხარი რო შენს პოსტებს წავიკითხავ რო ვიხალისო მეთქი,თორემ შენთან რო სერიოზულ პოლემიკაში არ შემოვალ და არც ჩემზე არ დავწერ მინიშნებითაც კი,თუ მე არ მინდა ეჭვი გეპარება ტუკლი?

--- უნდებხართ--- დაგლიჯა. DDD

serapina

2018-08-23 15:54:48

სალომე ზურაბიშვილი,მაინც გახდება პ/რეზიდენტი!

მე კიდევ,დიდი ხანია ვხალისობ მიშას ნახირზე!

serapina

2018-08-25 16:42:39

ჰე ახლა,ბაბაია(იგივე გეორგია და ა.შ.)

ახლა რას იტყვი?
http://www.tabula.ge/ge/story/136129-saakashvili-rusuli-blokchein-kompaniis-brendis-elchi-gaxda-is-bankebis-moshorebas

trampi

2018-08-27 11:31:58

მიშა მაგარია.....

serapina

2018-08-28 02:00:33

ზვიგენი აკვარიუმში!
მართლა დაგლიჯა...
http://m.palitravideo.ge/yvela-video/eqskluzivi/98679-msheneblebs-da-moqalaqeebs-cementis-fasi-gaudzvirdebath-saakashvilis-morigi-videomimarthva.html

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80