„რუსთავი 2“-ის 50 %-იანი წილის მფლობელი რუსეთის მოქალაქე ნიკოლოზ ნაყოფია გახდა
პოლიტიკა

„რუსთავი 2“-ის 50 %-იანი წილის მფლობელი რუსეთის მოქალაქე ნიკოლოზ ნაყოფია გახდა

„რუსთავი 2“-ის 50 %-იანი წილის მფლობელი რუსეთის მოქალაქე ნიკოლოზ ნაყოფია გახდა
თამთა ქარჩავა, ლალი ზირაქიშვილი

2018-08-31 17:16:36

ქართულ პოლიტიკურ, თუ მედია ველზე საინტერესო პროცესები ვითარდება - „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პრეზიდენტობის კანდიდატად რუსეთის ყოფილი მოქალაქე გრიგოლ ვაშაძე წარადგინა, ხოლო ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ში 4 მილიონიან ინვესტიციას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, კობა ნაყოფიას შვილი, ნიკოლოზ ნაყოფია განახორციელებს, რომელიც საქართველოსთან ერთად, რუსეთის მოქალაქეა.

ნიკოლოზ ნაყოფიამ შპს „ტელეკომპანია საქართველოს“ 50%-ანი წილი ძმებ ყარამანიშვილებისგან შეიძინა, რომლებიც „ტელეკომპანია საქართველოს“ 100%–იანი წილს ფლობდნენ. პირობა ასეთია – ნაყოფიამ „რუსთავი 2“–ის კაპიტალში დათქმულ ვადაში 4 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ყარამანიშილებთან გაფორმებული ხელშეკრულება შეწყდება. ყარამანიშვილებსა და ნაყოფიას შორის ეს ხელშეკრულება 9 აგვისტოს გაფორმდა, საჯარო რეესტრში კი 10 აგვისტოს დარეგისტრირდა.

ბიზნესმენი და მე-9 მოწვევის პარლამენტის დეპუტატი კობა ნაყოფია პარტიის ორად გაყოფის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილის გუნდში დარჩა. საგულისხმოა, რომ კობა ნაყოფიას სახელი მიხეილ სააკაშვილის ხაზინადარის როლთან ასოცირდება. მის სახელს უკავშირდება აგვისტოს ომზე შექმნილი ფილმის, ასევე, ცნობილი მსახიობის, შერონ სტოუნის საქართველოში სტუმრობის დაფინანსება.

როგორც ჩანს, ტრადიციას არც დეპუტატის შვილი ღალატობს. „2020NEWS“-ის ინფორმაციით, მან 500 000 დოლარი უკვე შეიტანა ტელევიზიის ანგარიშზე, დანარჩენ 3,5 მილიონ დოლარს კი წლის განმავლობაში შეიტანს.

კობა ნაყოფია მედიასთან საუბრისას ამბობს: „ნიკამ დამოუკიდბლად მიიღო ეს გადაწყვეტილება. ალბათ, თვითონ განმარტავს თავის დროზე, თუ რამე გეგმები ექნება“.

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია „საქართველო“ ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის 51% პროცენტიან წილს ფლობს. კერძოდ, „რუსთავი 2“ –ის მფლობელები არიან: ლევან ყარამანიშვილი 22%; გიორგი ყარამანიშვილი – 18%; ნინო ნიჟარაძე – 9%;ტელეკომპანია საქართველო“ – 51%.

ტელეკომპანია „საქართველოს“ მფლობელები არიან: ლევან ყარამანიშვილი – 25%; გიორგი ყარამანიშვილი – 25%; ნიკოლოზ ნაყოფია – 50%.

ტელეკომპნია „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას დისკომფორტს არ უქმნის ის ფაქტი, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“– ში 4 მილიონის ინვესტიციას რუსეთის მოქალე დებს. for.ge–სთან საუბრისას ნიკა გვარამია ამბობს, რომ ტელეკომპანია „საქართველოსთან“ არ აქვს შემხებლობა და შესაბამისად, არ იცის რა გარიგებები იდება.

„ნაყოფია რუსეთის მოქალაქეა? ეს მე არც ვიცი. მე ეს დისკომფორტს არ მიქმნის, რადგან ჩემთვის აბსოლუტურად არაფერი არ შეიცვლება. „რუსთავი 2“ სარედაქციო დამოუკიდებლობის გარანტორი ვარ მე. მე მაქვს კონტრაქტი 2020 წლის ბოლომდე, რომლის მოშლა, პრაქტიკულად, შეუძლებელია. თავის დროზე, კონტრაქტი დავდე ამ ფორმით იმიტომ, რომ სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევა შეუძლებელი ყოფილიყო ჩემი იგნორირებით. ორმაგი მოქალაქე კი არა, პუტინი რომ გახდეს „ტელეკომპანია საქართველოს“ დამფუძნებელი, მერწმუნეთ, რომ შეუძლებელია სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა“, – აცხადებს for.ge–სთან საუბრისას ნიკა გვარამია.

როგორც ცნობილია ქართულ სასამართლოებში „რუსთავი 2“– ის ამჟამინდელი მფლობელების წინააღმდეგ წარმოებული დავა ქიბარ ხალვაშმა მოიგო და წილის 100%-ც მისი საკუთრება გახდა, თუმცა ამ გადაწყვეტილების აღსრულება სტრასბურგის ადამინის უფლებათა სასამართოლომ შეაჩერა და ახლა ამ საქმეზე თვითონ მსჯელობს.

გარდა ამისა, „რუსთავი 2“–ის წილებზე პრეტენზია აქვთ არხის დამფუძნებლებს დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძეს, რომლებმაც, თავის დროზე, პროკურატურაშიც შეიტანეს საჩივარი.

ქიბარ ხალვაშის ადვოკატის პაატა სალიას გაცხადებით, ნაყოფიას მიერ ტელეკომპანია „საქართველოს“ 50%–ის შეძენით, „რუსთავი 2“-ში წილთა თანაფარდობა არ შეცვლილა, ვინაიდან არსებობს სასამართლო განჩინება, დაყადაღებულია წილები და შეუძლებელია მათი გასხვისება.

„თავისთავად, „ტელეკომპანია საქართველოში“ ვინ იქნება მეპატრონე, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. სასამართლომ „ტელეკომპანია საქართველოს“ კუთვნილი წილი „რუსთვი 2“–ში მიაკუთვნა ხალვაშს და მის კომპანიას. ეს ბოლო შეთანხმება კი, უშუალოდ, ნაყოფიასა და ყარამანიშვილებს შორის შედგა და სამართლებრივი შედეგები ამ სუბიექტებს შორის დადგება. მე არ ვფიქრობ, რომ იმ ხელშეკრულებით, რაც დარეგისტრირებულია საჯარო რეესტრში, რაიმე საფრთხე სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ს და მის ქონებას შეექმნება, რადგან მისი ქონებაც ასევე დაყადაღებულია და მის პარტნიორებს ქონების განკარგვის უფლება არ აქვთ. ამ კუთხითაც ჩვენს მხარეს სანერვიული არაფერი აქვს. მას შემდეგ, რაც პროცესები დასრულდება სტრასბურგის სასამართლოში და იმედი გვაქვს, რომ ჩვენს სასარგებლოდ დასრულდება ყველაფერი, ვერც ვერაფერი მოთხოვნა ვერ ექნება „ტელეკომპანია „საქართველოს“ და მის პარტნიორებს“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას პაატა სალიამ.

დაბოლოს, რაც შეეხება „რუსთავი 2“-ს, არხის მფლობელების  სკანდალური ცვლილება მისთვის უცხო არასდროს ყოფილა, მაგრამ ყოველთვის უცვლელი რჩებოდა განცდა - სხვადასხვა გვარების მიუხედავად, „რუსთავი2“-ის მფლობელად ყოველთვის მიხეილ სააკაშვილი მოიაზრებოდა.

 

 

ნანახი?- 7431

1234

2018-08-31 17:37:38

ავტორს: მთავარი გამოტოვეთ - საგადასახადო დავალიანება. უფრო საინტერესო იქნება მაგაზე დაგეწერათ. რუსთავი2 დიდი ხნის წინ უნდა გაყიდულიყო აუქციონზე დავალიანების გამო. აი ეს არის ერთერთი დიდი კორუფციის მაგალითი. ზარალობს ქართველი ხალხი, გვარამია კი განაგრძობს მილიონების აღებას პარტიულ/პოლიტიკურ "კრიშას" ამოფარებული.

ფხიზელი

2018-08-31 22:54:19

"for.ge–სთან საუბრისას ნიკა გვარამია ამბობს, რომ ტელეკომპანია „საქართველოსთან“ არ აქვს შემხებლობა და შესაბამისად, არ იცის რა გარიგებები იდება."
:)))
ჰო... აბა, საიდან უნდა იცოდეს ნიკა გვარამიამ, ვინ ყიდის და ვინ ყიდულობს "რუსთავი 2"-ს?
რაში ეხება და რაში ეკითხება ეს საქმე?..

სეზამ

2018-09-01 08:24:35

რუსთავი2 საქმე არის დასტური იმისა, რომ არშემდგარი სახელმწიფო ვართ.

antoni

2018-09-01 10:54:39

1. სანამ შევარდნაძეს ამოაყირავებდა სააკაშვილი ნაჩუქარი ბრონირებული რუსული "ვილისით" დადიოდა, გახსოვთ? 2. მანამდე ის და ჟვანია 107 მილიონით რომ დააფინანსა /რუსული ჯარების საქართველოდან გაყვანაზე შეთანხმების მიმღწევი შევარდნაძის დასამხობად/ამაზე წერდა მთელი რუსული და ქართული გაზეთები; გახსოვთ? 3. პარლამენტში შევარდნის და შევარდნაძის ამოყირავების მეორე დილით რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ივანოვი ჩამოვიდა თბილისში, სააკაშვილ-ჟვანია-ბურჯანაძის მიტინგზე გამოვიდა, ნამოქმედარი შეუქო, სახელმწიფო გადატრიალება პირველმა "გაუპრავა", გახსოვთ? 4. სწორედ მაშინ სააკაშვილი პუტინს უდიდეს პოლიტიკოსს უწოდებდა, გახსოვთ? 5. სააკაშვილმა საქართველოს ყველა სტრატეგიული ობიექტი /ენგურგესი, კვარციტი, აზოტი, თბილწყალი, ბათუმისა და ფოთის ნავსადგურის უდიდესი სივრცეები, ათზე მეტი ჰესი .../ რუსს მისცა, გახსოვთ ხომ? 6. შეშლილი სააკაშვილი ჯარით ცხინვალში რომ არ შევარდნილიყო, რუსი აქ ჯარს ვერ შემოიყვანდა - ესეც გეხსომებათ 7. კოდორში მისასვლელი გზა გააკეთა, მერე ამ გზით რუსის ჯარი რომ შევიდა, ტყვიის გაუსროლლად ჩააბარა კოდორი; ეს გზა რომ არა რუსი ტექნიკას კოდორში ვერ შეიყვანდა 8. ყველაფერ ამ სისაძაგლეში და პლუს ადამიანების წამება, დახვრეტა, ბიზნესის რეკეტი, მიტინგების და ტელევიზიების დარბევა, მას რ-2 გვერდში ედგა; ესეც ხომ გახსოვთ? ჰოდა ყველაფერი გცოდნიათ და რა გიკვირთ?

arichopra 2

2018-09-01 12:13:26

ანტონ, რატომ მიივიწყა ეს ქართველმა ხალხმა, რაშია საქმე ეს ხომ არ იცი?! მე ვფიქრობ, რომ ამაში ლომის წილი მიუღვის პრესას და იქ მოსაქმე ჟურნალისტებს! მათაც ბოლომდე ვერ გავამტყუნებ, ვინც ფულს უხდით იმათ დაკრულზე ცეკვავენ, რაშიც უხდიან იმას აკეთებენ!

ganzieli

2018-09-01 12:53:53

ანტონ მართალი ხარ! ის ფორთხვაც, ღეჭვაც და პამპერსიანობაც ხომ რუსის სიყვარულმა უქნა საბოლოოდ; ეს ყვინჩილა გვარამიაც ხომ მისდღემში დორბლიანის კუდქიცინა ფინია იყო; ჰოდა სააკაშვილმა, მერაბიშვილმა, ადეიშვილმა, უგულავამ, ბოკერიამ,ახალაიამ ამ ჩლენასოსებმა რაც სიავე გვიქნეს, ქვეყანა გააოპარტახეს, ყველაფერი რუსის დავალება იყო

trampi

2018-09-01 13:27:55

...... 39 000-ზე მეტი აბიტურიენტიდან მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა დაახლოებით 12 000 მათგანმა......

serapina

2018-09-01 15:09:59

antoni,
კი გვახსოვს და ხშირადაც ვწერთ აქ მაგრამ...
შემოვარდება, ახლა ბუჩქებში გაყურსული მიშარასტებიდან ერთი-ორი(ან ერთი,ცხრა ნიკით) და...
შეგვახსენებს რომ ჩვენ,რუსეთუმები ვართ და ფულს პუტინი გვიგზავნის,აქ პოსტების წერაში.

natali

2018-09-01 17:48:23

ხოდა რატომ ლუსტრაციის კანონს არ იღებენ თუ მიხვდებით? აი ზუსტად მაგიტომ.... სანამ ყველას და ყველაფერს თავისი სახელი არ დაერქმევა, სახელმწიფოდ ვერ შევდგებით. რამდენადაც მტკივნეული არ უნდა იყოს ეს, ლუსტრაცია სასიცოცხლოდ აუცილებელია. ბოლოს და ბოლოს სიმართლეს თვალი უნდა გავუსწოროთ.

ფხიზელი

2018-09-01 22:42:55


natali,
იციან, რომ ლუსტრაციას
უნდა მოჰყვეს ფრუსტრაცია! :)

natali

2018-09-01 23:46:20

მაგიტომაც ვამბობ, რომ სჯობს სიმართლეს თვალი გავუსწოროთ. შეიძლება რაღაც იდეალები დაგვემსხვრეს, მაგრამ ტ/ყულებში და სიმართლის გამჟღავნების შიშით ვიღაცეების მონობაში ცხოვრებას ნამდვილად სჯობს ერთხელ და სამუდამოდ სიმართლე გამჟღავნდეს.

natali

2018-09-02 00:03:59

რა გვჭირს, ვერ გავიგე. ყველა ქვეყანაში დამპყრობელმაც კი თავისი კულტურის ნაწილი დატოვა. მალტის მაგალითიც საკმარისია.ჩვენთან ვინც შემოდიოდა, რაც ხვდებოდა ანადგურებდა. კომუნისტებიც რომ მოვიდნენ, თავადების სახლ-კარი გადაწვეს, ერთ სოფელში ჩემი თვალით ვნახე ახლაც ხრიოკი ადგილი, თავის დროზე თავადის ვენახები ყოფილა. მერე კომუნისტები გაყარეს და მათი გაკეთებული მოსპეს და გაანადგურეს, აი ახლაც ბათუმში მიშას ტომ ტექნოლოგიური უნივერდიტეტი უნდოდა გაეხსნა, იმ შენობას რაღაც მიაშენეს შუა ბულვარზე. ძალიან არ მომეწონა. ჩინურ შენობა იყო ტბაზე შადრევნებთან,ალბათ მიშამ მილიონები გადაიხადა, არ ვიცი, რაღაც ძალიან ლამაზი და საინტერესო იყო, იმის მაგივრად, რომ ამათ გაერემონტებინათ, გარშემო სკვერი გაეკეთებინათ, ის ტბა გაეწმინდათ,ვიღაცას მისცეს რესტორნად, აყროლდა ის ტბა,(მგონი რესტორნის კანალიზაცია ტბაშია მიშვებული)შენობას მიადგა რაღაცეები, პლასტმასის კარები შეაბა და ჩინურის აღარაფერი აღარ ჩანს. მომეჩვენა, რომ ამით რაღაცეების წაშლა უნდათ, ეს ნორმალურია? ახლა ნაცებს ვატყობ, ისე უხარიათ დენდროპარკში ხეები გახმაო, ღმერთმა დაგვიფაროს და რომ დაბრუნდნენ, ასე მგონია გდაწვავენ იმ პარკს, რაკი ბიძინას გაკეთებულია. ეს რა უბედურება გვჭირს, რა წყევლაა ამისთანა?

natali

2018-09-02 00:07:45

არც იმას გამოვრიცხავ, რომ განზრახ არ უვლიან იმ ტბას რომ მერე დააშრონ და რაღაც კორპუსი ჩააკვეხონ. მიშას გაკეთებული შადრევნები რომ გააქრონ.

serapina

2018-09-02 01:35:14

არა,ესენი მართლა გადაარჩინა ივანიშვილმა და მადლობის ნაცვლად...
ციხის კადრები დადგმული იყოო.
ამ ციხის კადრების გარდა,სხვა ყველაფერი დემოკრატიული იყო, არა?!
აი,მხოლოდ ეს ერთი გამოეპარათ, არა?!
სულელს რომ ყველა სულელი ჰგონია!

ივანიშვილს, საერთოდ რომ აინტერესებდეს საქართველოს საკითხი, ასეთი ტელევიზია საერთოდ შეიძლება სახელმწიფოს ჰქონდეს?!რუსთავი 2 აისბერგის მწვერვალია მხოლოდ...


ფხიზელი

2018-09-02 03:30:27

natali,
სწორად შეგინიშნავს: მართლა გვჭირს რაღაც, რასაც სახელიც ვერ მოვუძებნე...
კომუნისტებმა რა ქნეს, არ მინახავს, მაგრამ კომუნისტები გადავაგდეთ თუ არა, სამთავრობო დონეზე, ჯერ "იმელის" შენობას მიადგნენ და თამარ აბაკელიას ბარელიეფები - კოლმეურნე ქალი და მუშა ჩამოგლიჯეს და ჩამოყარეს, თითქოს გლეხი და მუშა ცუდი რამის სიმბოლო იყო და იმათ ნაშრომით არ გვედგა სული!..
მერე მივარდნენ ვაკის პარკში გოგი ოჩიაურის "შინმოსვლელის" შესანიშნავ ანსამბლს, სადაც არავითარი "კომუნისტური" არ იყო (როგორც ბერძენიშვილის მემორიალში, ქუთაისში რომ ააფეთქა მიშამ და დედა-შვილი რომ შეიწირა) - ესენი იქვნენ ქართველი მეომრები ეროვნულ სამოსში , ეროვნული ფარ-ხმლებით, დაჩეხილები და მამულისთვის თავგადადებულები... განასახიერებდნენ ყველა ქართველ ვაჟკაცს, ვინც საქართველოს დასაცავად დაიღუპა... - რას ერჩოდნენ, რა უნდოდათ, არ ვიცი!..
შემდეგ ხალხი დაერია ყველა სახელმწიფო შენობას... დააგლიჯეს კარები, ფანჯრები, აყარეს იატაკები... რაც სახლში ვერ წაიღეს, იქვე დაფშვნეს და დაყარეს! - გეგონება, მტრის ურდო შემოესიაო...- მატარებლიდან მიმიდევნებია თვალი "დაბრმავებული" შენობებისათვის და დამწყვეტია გული...
მენიშნა, რასაც მიშას აშენებულზე ყვები: მე ხომ დიდი ხანია, საქართველოში არ ვყოფილვარ, მაგრამ ფოტო და ვიდეო კადრებს ხომ ვუყურებ კომპიუტერში და სულ ვიძახი - რამდენი რამე ააშენა მიშამ-მეთქი!.. და ეს რომ დავწერე აქ ერთ-ორჯერ, ვიღაცეებმა უკმაყოფილოდ "ჩაიბურდღუნეს": ზოგიერთი, ეტჸობა, ფარული მიშისტიაო!..
მიშისტობა რად უნდა იმას, რომ კაცს კარგიც დაუნახო!
ბოლო-ბოლო, ანდაზა გვაქვს ხალხური: ერთი ცხვრისკენ და ერთიც - მგლისკენო!
წინა ხელისუფლების გაკეთებულს კი ნუ წაშლი, შენ გააკეთე უკეთესი, თუ შეგიძლია და იმითი დაჩრდილე!

saqartvelo20

2018-09-02 13:35:17

ნატალიკო ძალიან,ძალიან საყვარელი ხარ.

arichopra 2

2018-09-02 16:40:23

სტრასბურგში ხომ არ მიდიხართ ვინმე?! ამბავი მინდა დაგაბაროთ!

Maverick

2018-09-02 18:31:10

ქართველებმა ვერ ვისწავლეთ ერთსულოვნება, ერთმანეთის დანდობა, სიკეთის დაფასება, დიდსულოვნება, სიყვარული, თანადგომა, კეთილი საქმეების უანგაროდ კეთება! პირიქით ასეთ ადამიანებს უფხოებს ეძახიან და კიდევ მრავალგვარი სახელებით ამკობენ.

შურმა, ბოღმამ, გაუტანლობამ, დაუნდობლობამ, ბოროტებამ წალეკა საქართველო!

ქუჩის ოპოზიციამ, ზვიადის განდევნამ, ჯაბას ლეგიონმა სიკეთის ის შუქი ჩააქრო, რომელიც ხალხში ღვიოდა და გზა ბოროტებას გაუხსნა.

თავისუფლება არ ნიშნავს თავზე გადაკუკებას. თავზე გადაკუკებულმა თავისუფლებამ მოიტანა ის სურნელი რაც ჩვენ ქვეყანაში ტრიალებს და მის შედეგებს ვიმკით...

საერთოდ ქაოსი, დაუნდობლობა, აღვირახსნილობა, ტერორი, ბანდიტიზმი, არეულობა და მრავალი უბედურება რევოლუციებს, გადატრიალებებს მოყვება, მაგრამ ჩვენთან ვნებათა ცხრომა საკმაოდ დიდი ხანი გრძელდება და ეს არის მართული შიგნიდან, გარედან, პოლიტ ბნელიტიდან, იმის და ამისგან ...

tngh

2018-09-03 17:19:53

ნ. ნაყოფია აგენტად არის შეგზავნილი რუსეთში. ისე, როგორც შტირლიცი იყო გერმანიაში. გთხოვთ, არავის არ გააგებინოთ ეს საიდუმლო.

რეგისტრაცი?/p>

დახურვ?/span>
სახელი:

პაროლი:

გაიმეორე?პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80