„ევროპარლამენტის ანგარიშში მკაფიოდაა ხაზგასმული ის პოზიტიური შედეგები, რომელსაც ჩვენმა ხელისუფლებამ მიაღწია“
პოლიტიკა

„ევროპარლამენტის ანგარიშში მკაფიოდაა ხაზგასმული ის პოზიტიური შედეგები, რომელსაც ჩვენმა ხელისუფლებამ მიაღწია“

„ევროპარლამენტის ანგარიშში მკაფიოდაა ხაზგასმული ის პოზიტიური შედეგები, რომელსაც ჩვენმა ხელისუფლებამ მიაღწია“
გვანცა გიორგობიანი

2018-09-04 00:46:58

30 აგვისტოს ევროპარლამენტში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების მიმდინარეობის პირველადი ანგარიში განიხილეს. ბრიტანელმა დეპუტატმა კლერ მუდმა მოხსენებაში პოზიტიურად შეაფასა საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების მიმდინარეობის პროცესი, თუმცა ოპოზიცია აღნიშნავს, რომ ანგარიშში არის მკვეთრად უარყოფითი შეფასებები. რეალურად, რას გულისხმობს ანგარიში და აქვს თუ არა ხელისუფლებას შეშფოთების საფუძველი? რატომ ხდება, რომ ოპოზიცია და სახელისუფლებო გუნდი აქცენტებს სხვადასხვა მიმართულებით სვამს? ყველა ამ თემაზე for.ge საპარლამენტო უმრავლესობის წევრს ცოტნე ზურაბიანს ესაუბრა

ცოტნე ზურაბიანი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და მის ხელთ არსებული ტოტალური პროპაგანდის მანქანა - „რუსთავი 2“ არ იცვლის ხელწერას და აგრძელებს უწყვეტ სიტყვიერ ძალადობას საკუთარ მოსახლეობაზე. სიცრუე და ძალადობა ყოველთვის იყო ამ პოლიტიკური ძალის საფირმო ნიშანი. საბედნიეროდ, 2012 წელს ქართველმა ხალხმა ბიძინა ივანიშვილის თაოსნობით მათ ფიზიკური ძალადობის შესაძლებლობა წაართვა, მაგრამ ხალხის უნდობლობითა და არაერთი პოლიტიკური მარცხით გაწბილებულები, დიდი ხანია ფსიქოლოგიურ ძალადობაზე გადავიდნენ და სიცრუის გავრცელებით ცდილობენ გაასულელონ, დაამცირონ და აბუჩად აიგდონ ქართული საზოგადოება. მათთვის არახელსაყრელი რეალობის გადაკეთებისა და მოდელირების სამარცხვინო მცდელობა იყო იმ უაღრესად დადებითი ანგარიშისა და შეფასებების დამალვა, რომელიც ევროპის პარლამენტის საგარეო ურთიერთობა კომიტეტმა (AFET), ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების შესრულების მიმდინარეობის შესახებ მოამზადა.

კონკრეტულად რა პოზიტიურ შედეგებზეა საუბარი ანგარიშში, ასევე გვინდა შეაფასოთ ევროკომისიის წარმომადგენლების განცხადებებიც?

- ანგარიშში, რომელიც ბრიტანელმა ევროდეპუტატმა კლერ მუდმა 30 აგვისტოს წარმოადგინა, მკაფიოდაა ხაზგასმული ის პოზიტიური შედეგები, რომელსაც ჩვენმა ხელისუფლებამ მიაღწია, მათ შორის დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება; კორუფციასთან და ორგანიზებულ დანაშაულთან წარმატებული ბრძოლა; ქვეყანაში არსებული პლურალისტული და თავისუფალი მედიაგარემო; ეკონომიკური ინტეგრაცია და საკანონმდებლო დაახლოების ინტენსიური პროცესი. კომიტეტის სხდომაზე ასევე წარმოდგენილი იყო, მეორე ევროპული ინტიტუტის, ევროკომისიის შეფასებები, პოზიციები აღნიშნულ მოხსენებასთან დაკავშირებით, რომლებიც ასევე ცალსახად პოზიტიურია.

ევროპარლამენტი საგარეო კომიტეტში ასევე მოისმინეს ექსპერტ ნონა მიხელიძეს კვლევა, სადაც აშკარად უარყოფითად იყო წარმოჩენილი ქვეყანაში მიმდინარე პროცესები. საუბარი იყო არაფორმალურ მმართველობაზე და .. პოლიტპატიმრებზე. თუმცა ექსპერტს იქვე მოუწია ევროპარლამენტარებისთვის განმარტების გაკეთება და თავის დაცვა. იყო თუ არა ეს პოლიტიკურად ანგაჟირებული ექპერტის კვლევა საქართველოსთან მიმართებაში?

- ქვეყნისათვის ამ უდავოდ პოზიტიური სიახლის ნაცვლად, მარტივ მამრავლებად დაშლილმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“, „რუსთავი 2“-ის მეშვეობით ჩვენს თანამოქალაქეებს ე.წ. დამოუკიდებელი ექსპერტის, სინამდვილეში კი, მათი პარტიული აქტივისტის ვინმე (ნონა) მიხელიძის მიერ მომზადებული, რეალობას აბსოლუტურად აცდენილი ე.წ. ალტერნატიული მოხსენება შეასაღა, რომელიც ერთადერთ მიზანს ემსახურებოდა - სიმართლის მაგივრად ხალხს უნდა გაეგო, თითქოს ევროპარლამენტის აზრით ქვეყანა აპოკალიფსის წინაშე დგას და ევროინტეგრაციის მაგივრად, ლამისაა გაეროდანაც გაგვრიცხონ.

რამდენად შეიძლება გაზიარებულ იქნას ნონა მიხელიძის მოსაზრება და რა გავლენა შეიძება იქონიოს ჩვენს დასავლელ პარტნიორებზე მისმა მოხსენებამ?

- აღსანიშნავია, რომ ევროპარლამენტმა აღნიშნული მოხსენება უკიდურესი ანგაჟირებულობის, მიკერძოებულობისა და არაკომპეტენტურობის გამო უკვე არ გაიზიარა და დადებითად შეაფასა საქართველოში არსებული მდგომარეობა, რითაც კიდევ ერთი მკაფიო მხარდაჭერა დააფიქსირა ქვეყნის დემოკრატიული ტრანსფორმაციისკენ წარმოებული სახელისუფლებო კურსის მიმართ.

დასასრულ კი, ქვეყნის წარმატებით გაწბილებულ ჩვენს პოლიტიკურ ოპონენტებს მინდა მივმართო: მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ, „ქართულმა ოცნებამ“ და მისმა ლიდერმა, თქვენ ხალხზე ფიზიკური ძალადობის შესაძლებლობა კი არ ჩამოგართვით მხოლოდ, სამუდამოდ ჩამოგართვით ინფორმაციის გავრცელებაზე მონოპოლიის უფლება და ექსკლუზივი ტოტალურ პროპაგანდაზე. უნდა იცოდეთ, რომ ის დრო აღარასოდეს დაბრუნდება, როცა ყველა ფედერალური არხი ერთი გამოსახულებით და ერთი ხმით აბრუებდა მოსახლებას. სიტყვის თავისუფლების დროს ეს შეუძებელია, ამიტომ თქვენი თავგანწირული მცდელობის მიუხედავად, ხალხი მაინც გაიგებს სიმართლეს. სიმართლე კი იმაში მდგომარეობს, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს, კმაყოფილია ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ტემპით და ხარისხით და უკიდურესად დადებითად აფასებს ხელისუფლების პოლიტიკას ევროინტეგრაციის გაღრმავების გზაზე.

კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო უპასუხისმგებლო პოლიტიკურ ოპოზიციას და მათ დაქვემდებარებულ მედიასაშუალებებს: მიუხედავად საკმარისი პოლიტიკური გამოცდილებისა, არ იცნობთ და კვლავაც ზევიდან უყურებთ საკუთარ ხალხს, უკედურესად დაბალი წარმოდგენა გაქვთ მათ გონებრივ შესაძლებლობებზე და რატომღაც დარწმუნებული ხართ, რომ უსინდისო სიცრუის ტირაჟირებით შეძლებთ ადამიანებით მანიპულირებას. სინამდვილეში კი, ყველაფერი საპირისპიროდ არის - ქართველ საზოგადოებას აქვს გამორჩეული პოლიტიკური გონი და უნარები, ამიტომ რეალობის შეცვლის ყველა თქვენი უბადრუკი და უმწეო მცდელობა დამარცხებისთვისაა განწირული. ამასობაში, ხელისუფლება მშვიდად აგრძელებს ზრუნვას ქვეყნის პროგრესისა და განვითარებისათვის!

ნანახია - 4544

kolxi

2018-09-04 05:46:18

ნაცსექტამ არა და არ მოიშალა საკუთარი ქვეყნისა და ხალხის მტრობა, როდესმე ამას ხომ უნდა მოეღოს ბოლო!!!

serapina

2018-09-04 08:50:00

"ქვეყნის წარმატებით გაწბილებულ ჩვენს პოლიტიკურ ოპონენტებს..."

იყოს, ეს წარმატება და ხალხზე აისახებოდეს თორემ...
თქვენს პოლიტიკურ ოპონენტებს, საერთოდ არავინ მიაქცევდა ყურადღებას მაგრამ...
წინას უვარგისობაზე საუბარი,თავად თქვენ(ოცნებას)უკეთესად ვერ წარმოგაჩენთ და... სახელმწიფოს ფულს,მიშა თქვენზე უკეთ ხარჯავდა...უფრო ორგანიზებულად და არგუმენტირებულად.(ახლა ამას,მიშას სიყვარული რომ არ მაწერიებს,ესეც იცის,ვინც მიცნობს).

natali

2018-09-04 12:28:53

მხოლოდ სათაური წავიკითხე დაა....

ევროპარლამენტი როგორ გაფასებთ სულაც არ მაინტერესებს, მთავარი ჩემთვის ისაა, მე როგორ გაფასებთ.

natali

2018-09-04 13:18:03

პრინციპში რასაც რუსები გვეუბნებოდნენ, იგივეს გვეუბნებიან ევროპელებიც, ერთი განსხვავებით- რუსები გვეფერებოდნენ მაინც:)))
შაშლიკი და ტაშ-ფანდურიო...

ჩვენ თუ ჩვენს განათლებას არ მივხედეთ და ყურები არ გამოვიფხიკეთ, დავრჩებით ასე ეგზოტიკურ მასხარებად და ასეთი პერსპექტივა სულაც არ მხიბლავს.

arichopra 2

2018-09-04 17:31:39

ჩემო ნატალი, რა განათლებაზე საუბრობ, რა სერაფინას აყევი ვერ გავიგე?! განათლება არის ადამინის სულის და გულის პიროვნების შემრყვნელი უძლეველი ძალა! გთხოვ მითხარი, რა გინდათ, რა განათლება გინდათ... ვერ გავიგე?!

arichopra 2

2018-09-04 17:34:44

მასხარებია მთელი ევროპა, ევროპული დემოკრატია, აშშ-ც ალაბათ, ეს გამძაღარი ინაურები, რომლებიც ახალ წელს შეიბრაწებიან ან საცივში ჩაყვინთავენ! და ჩევნ ავაზებს და ნიანგებს ჭკუას გვასწავლიან?! დიდება სტალინს!

serapina

2018-09-04 18:50:39

მასწავლეს,ჩემზე ჭკვიანის და მცოდნის,თუნდაც მტ/რის პატივისცემა!
...და კიდევ ის,რომ წარსულის(რაოდენ ბრწყინვალეც არ უნდა იყოს ის) განდიდება, უბრალოდ რომ ვთქვათ, პურს ვერ გაჭმევს...ვერც ახლა,ვერც მომავალში!...დანარჩენზე,არაფერს ვამბობ.

ერთი, კარგი პოლიტთრილერი გადაიღეს ამერიკელებმა,2016 წელს
Miss Sloane.
imovie.ge ჰქვია მგონი იმ საიტს...
იქნებ ნახოთ ეს ფილმი.

ჩვენა კიდევ,რაკეტებით რომ დაჰქრიან,ისინი მასხრად ავიგდოთ,რა ჩვენი ურემი არ ჯობია?!
პ/რინციპში,ასეც გამოვიდა.
ცოცხალი მუზეუმი ვართ...და ქართველი გლეხი ექ/სპონატი...
ევროპელების,ამერიკელების და კიდევ,მაგათზე უარესების და...
აბა,მეტი რაღა უნდა ვისწავლოთ?!
არადა,ჯერ კიდევ ბნელში გვასწავლიდნენ რომ სწავლა სინათლეა!

serapina

2018-09-04 19:09:53

https://www.imovies.cc/movies/450302940/Miss-Sloane

arichopra 2

2018-09-04 20:36:23

https://sportall.ge/skhva-sakheobebi/skhvadaskhva/122363-ingilo-mebrdzolma-ekaterinburgshi-rusi-metoqe-daamarckha-da-qarthuli-drosha-aafriala-video.html?add=1

arichopra 2

2018-09-04 21:18:35

ბიბლია გვასწავლის ცოდნა და ე.ი ამ ცოდნამდე მისვლის გზა, სწავლა არის უპატიებელი ცოდვა! შენ ქრისტიანი არ ხარ?

serapina

2018-09-04 23:13:24

მაშინ როცა,ნანუკა ჟორჟოლიანი ტელეეკრანიდან "ანათლებს ხალხს",რომ მამაკაცებს შორის სქესობრივი ურთიერთობა,უფრო სრულფასოვანი შეიძლება იყოს...

...ხოლო სააკაშვილი, სადღაც თამაშის საყურებლად მიდის და მიშას ნახირი(საიდანაც ბევრი,ბიძინას ნახირი გახდა) ამას სამშობლოს(რომელიც თავად არ იცის სად ააქვს!) სიყვარულად აღიქვამს...

serapina

2018-09-04 23:14:19

http://nsp.ge/6340-saqarthvelo-erth-erthi-yvelaze-sashishi-qveyanaa-sicockhlisathvis-romelshic-me-vyofilvar.html

natali

2018-09-04 23:53:33

ჩემსავით გაუოცებია ბატონი პაატა ბათუმს:))) გიტარიანი მათხოვრებით (არა მუსიკოსებით)სავსე ბულვარზე არ გაუვლია ეტყობა.ზოგი ისე ხავის, მზად ხარ გადაუხადო, ოღონდაც გაჩერდეს. აი ესაა გაუნათლებლობა.
ხმაურთან დაკავშიებით კი უნდა დარეკო მერიის რაღაც ნომერზე, უნდა მოვიდნენ იმ შუაღამისას, გაზომონ დეციბალები და თუ გადააჭარბებს, მივლენ და დააჯარიმებენ, მერე კიდევ თუ იხმაურებენ, ისევ უნდა გამოიძახო და უფრო მეტით დააჯარიმებენ.. და ასე უნდა ათიო ღამეები რომ ვიღაცას ბიუჯეტი შეავსებინო:))))) შენ რა? პროცენტს მაინც გიხდიდნენ. ხოდააა... აი ამ გაუნათლებელობის ბრალია ასეთი კანონი რომ მიიღეს, ვიღაცამ კიევში თუ მოსკოვში დიპლომი იყიდა, (დიახ იყიდა. იმიტომ რომ ევროპულ დიპლომს ვერ იყიდიდა, ამიტომაც აქვს რუსული, რომ იქ ყიდვა მოსულა).არ ნიშნავს რომ რამე იცის.
ახლა გამახსენდა ერთი კაცი ამბობდა, ბათუმის მერიის ცხელ ხაზზე ვრეკავდიო და ისეთი ნამძინარევი ხმით გამაგონა ვიღაც გოგომ ალოო, რომ მეგონა სექს პა ტელეფონუზე მოვხვდიო:))) ისიც არ ასწავლა არავინ, როგორ უპასუხოს ზარს. რესტორნიდან ცოტა ხარისხიანი მუსიკა რომ ისმოდეს, ჯანდაბას, გაათენებ და შენც მოუსმენ, მაგრამ უსმენო ვითომ დიჯეი რომ აბაგუნებს რაღაცას, აბსოლუტურად გაუნათლებელია და მუსიკოსს რა სინდისით ეძახის თავს, არ მესმის. ასე რომ ყველა სფეროში მაგრად გვაქვს დარხეული. დიდი ხანია არავინ თავის საქმეს არ აკეთებს ამ ქვეყანაში და ამიტომ. რომ მიხვდე რა არის შენი საქმე, ამიტომ ვიღაცამ ჯერ უნდა გაგაპანღუროს იქიდან, სადაც შენი ადგილი არაა, ეს იქნება ქუჩა, რესტორანი, სკოლა, უნივერსიტეტი, პარლამენტი, მერია თუ სტადიონი. ხოდა მოვიდა გაპანღურების დრო. პოლიტიკოსებით უნდა დავიწყოთ, ჯერ კანონებია მისაღები ისეთი, ერთმანეთის პატივისცემას რომ გვაიძულებს, თორემ ხომ ხედავთ, რომ ვირებს მიჰყავთ პარადი და წესიერ ხალხს თავზე უვლიან. მერე სხვა სფეროებსაც მოევლება.

natali

2018-09-05 00:45:26

და კიდევ.. ადამიანები მხოლოდ ლგბტ-ები არიან? ხალხს რომ არ აძინებენ და უნიჭო მუსიკას რომ ასმენინებენ იძულებით მთელი ღამე, იმ ხალხის უფლებები არ ირღვევა? ხოდა ეს ადამიანის უფლებადაცველებიც უცოდინრები არიან და ეგენიც გასაპანღურებლები არიან. იმიტომ კი არა, ლგბტ-ებს რომ იცავენ, არამედ იმიტომ, რომ მხოლოდ მაგათ იცავენ და სხვას არავის.

natali

2018-09-05 01:10:44

ერთი კითხვა მაქვს. ვთქვათ დარეკე იმ სამსახურში, გამორიცხულია, რომ აი იმან, ვისაც დაურეკე, შეატ/ყობინოს რესტორანს და მათი მოსვლისთვის ხმაური აღარ იყოს? და უანგაროდ რომ არ გააფრთხილებს, ესეც ხომ მისახვედრია? მგონი ამიტომაცაა უფრო რომ გათამამდნენ.
ის ხომ ფაქტია, რომ ხალხს მოსვენება არა აქვს, ისეთი ხმაური და ბაგა-ბუგია. წესით ჯარიმებს ბიუჯეტი კარგად უნდა შეევსო და საინტერესოა, რამდენია შესული ბიუჯეტში თუნდაც მხოლოდ ბათუმში ბოლო 2 თვის განმავლობაში? ჟურნალისტი რომ ვიყო, გავივლიდი დასახლებულ ადგილას რესტორნებთან, ჩავიწერდი იმ ხმაურს, მერე მოსახლეობას გამოვკითხავდი აწუხებთ თუ არა ხმაური და მერე გავარკვევდი რამდენია ბიუჯეტში შესული.

natali

2018-09-05 01:13:14

მერე მივაკითხზვდი საკანონმდებლო ორგანოს და ვკითხავდი რა საჭიროა კანონი, რომელიც არ მუშაობს და რა საჭიროა კანონმდებელი, რომელიც ისეთ კანონს ვერ იღებს, რომელიც იმუშავებს? დავხართ თუ არა საჭირონი?

natali

2018-09-05 01:17:07

ბოლოში უნდა იყოს- ხართ თუ არა თქვენ საჭირონი? :)))
მოკლედ- რა საჭიროა გზა, რომელიც ტაძრამდე ვერ მიგვიყვანს?

ფხიზელი

2018-09-05 06:39:51

natali,
რა თქმა უნდა, მართალი ხარ, მაგრამ... საქმე ის არის, რომ ჩვენ სხვა კულტურიდან, სხვა ტრადიციებიდან მოვდივართ და ის, რაც დასავლეთში ნორმაა, ჩვენთვის კიდევ კარგა ხანს იქნება უცხო და ძალად თავსმოხვეული.

ჩვენ ის ხალხი ვართ, სადღაც სოფელში, შუაღამისას რომ შეიძლება მიადგე უცნობ ოჯახს, მასპინძელოო! - დაუძახო და იქამდე ეძახო, სანამ არ გააღვიძებ... მერე ადგება ის მასპინძელი, რომელი ხარო? - გკითხავს, შეგიპატიჟებს, ცოლს გააღვიძებს, მეტი რომ არაფერი რჩებოდეს - სუფრას გაგიშლის, გულიანად გიმასპინძლებს, მოგასვენებს... დილასაც გასაუზმებს და კიდევ აქეთ მოგიხდის ბოდიშს - შენ რომ გეკადრებოდა, ისე ვერ დაგხვდითო!..
ამერიკაში რომ შუაღამისას ვიღაცას მიადგე, პოლიციას გამოიძახებს - ვიღაცაა მოსული და მაწუხებსო! - 5 წუთში პოლიციის განყოფილება იქნება შენი მასპინძელი!

ვქეიფობთ და სულაც არ გვანაღვლებს, მეზობელს ხომ არ აწუხებს ჩემი სახლიდან სიმღერისა და ჟრიამულის ხმაო. იმიტომ, რომ სხვა დროს, იმასაც ხომ ეყოლება სტუმრები!
ეს დამოკიდებულება მიგვყვება ყველგან - რესტორანშიც, ქუჩაშიც...("მთვრალი კაცი - კარგი კაცი!")
ამერიკაში, საღამოს 6 საათის შემდეგ მტვერსასრუტს ვერ ჩართავ სახლში, რადგან მეზობელს შეიძლება დასვენება უნდა ამ დროს. ვერც კვირადღეს დაიწყებ სახლში ჩაქუჩით რახარუხს - იმუშავე სამუშაო დღეს, როცა მეზობლები სამსახურებში არიან!
გეწყინება? - გეწყინოს! სულ ჰკიდია მეზობელს: ეგეც ხვალ ფულის სასესხებლად არ მოგადგეს!..
მე მომწონს ასეთი ურთიერთობა.
ძალიან კომფორტულად ვგრძნობ თავს.
მაგრამ ჩვენთან ძალიან ბევრისთვის არ არის მისაღები ადამიანებს შორის ამგვარი ურთიერთდამოკიდებულება: ამბობენ, ცივი და არაქართულიაო.
შეიძლება.

arichopra 2

2018-09-05 07:37:57

დასასვენებლად რომ დადიან ბათუმში თუ სხვაგან, სადმე სხვაგან ვინ არიან ეს ადამიანები და რისგან ისვენებენ, თუ ქვეყანაში ასეთი ტოტალური უმუშევრობაა სად იმუშავეს ამდენი, რომ დასვენება სჭირდებათ?! სად გამოიმუშავეს ამდენი ფული, რომ სადღაც ტაილანდში თუ ჰავაიზე მიემგზავრებიან და "ისვენებენ"?!

natali

2018-09-05 09:48:02

ფხიზელი
მაგას, სხვას რიმ არ უფრთხილდები,უკულტურობა ჰქვია. კულტურა კი განათლებას მოაქვს. აუ ამას ვეძახი განათლებას და არა ნაკითხობას. ეს კულტურა თუ შინაგანად არ გაქვდ, ვიღაცამ უნდა გასწალოს და თუ სწსვლითაც ვერაფერი მიიღე, კანონმა უნდა გაიძულოს. თორემ რა გამოვიდა? ხედავს ბავშვი, რომ თუ გინდა ამ ქვეყანაში თავი გაიტანო, უზრდელი უნდა იყო, იმტომ რომ თუ სხვას ანგარიშს უწევ, უმცირესობაში ხარ და დაგცინიან. ასე კი ნამდვილად ვერ გავფრინდებით. ამაზე და ამ კანონებზე კი პარლამენტმა უნდა იზრუნოს. სკოლამ უნდა იზრუნოს და ბავშვებს კანინიერად, წესიერად ცხოვრება ასწავლოს. ეს ყველაფერი ხომ მძივივითაა აწყობილი.

natali

2018-09-05 09:55:04

ჩოპრა
რით მიდიან და კრედიტებით:)))
აი მე მაგალითად, ამის შემდეგ ყოველ წელს ბათუმში წასვლას მირჩევნია 5 წელიწადში ერთხელ წავიდე და სხვაგან.
ისე კი ჩემი ნება რომ იყოს, მთავრობის წევრებს და მათ ოჯახებს ავუკრძალავდი სხვაგან დასვენებას, პედაგოგებს შვილების საზღვარგარეთ გაშვებას სასწავლებლად, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს სამკურნალოდ წასვლას....მაგრამ ჩვენ ის ხალხი ვართ განათლების მინისტრი გადადგომის მერე რომ განათლების მისაღებად საზღვერგარეთ მიდის.

natali

2018-09-05 09:59:37

ჩვენი ტრადიციებია სხვისი თამამად შწუხებაო, ანუ ფეხზე დაკიდება. გერმანელები ისტორიულად ყველაზე უდისციპლინო ხალხად იყო ცნობილი, მაგრამ რომ დაინახეს ამ თვისებამ რამდენჯერ დააზარალათ, როგორები არიან ახლა? როგორ მოახერხეს ეს, რომ მათი მთავარი თვისება დისციპლინა გახდა?

natali

2018-09-05 10:06:47

დარწმუნებული ვარ, ბათუმის მერს ერთხელ მაინც რომ ებანავა ზღვაში არდაგანის ტბასთან, ნახავდა იმ ტბიდან რა საშინელება ჩადის ზღვაში და ახალი რესტორნის გახსნის უფლებას კი არა,რაც იყო, იმასაც დახურავდა. ბავშვები კი ბანაობენ, მერე ყოველ ზაფხულს იფეთქებს ინფექცია და მიდის ბიუჯეტი მკურნალობაში. თუმცა რა ვიცი, ეგებ აწყობთ კიდეც, ამდენ კლინიკას და ნაყიდდიპლომიან ვაიექიმებს ხელფასი არ უნდათ?
მოკლედ... გული მერევა უკვე ამდენ უზნეობაზე! ფუუუ...

natali

2018-09-05 12:59:14

კიდევ დავწერ
საბანაო ზოლში რომ ვღაც ჯან-ღონით სავსე მუტრუკი წ/ყ/ლის ველოსიპედით გადი-გამოდის,ბავშვებს თავზე უვლის და რომ ეკითხები არ დაგაჯარიმებენო? და არაო, უტიფრად რომ გპასუხობს, ხომ ცხადია,რომ ან თვითონ უნდა აჯარიმებდეს, ან წიკში უზის ვიღაც პასუხისმგებელი. ხოდა ქალაქის მერი და მისი ოჯახი რომ დადიოდეს ამ პლაჟზე, ხომ გააპანღურებდა სამსახურიდან? ეს გაპანღურებული წავიდოდა თავის სოფელში და მიხედავდა მიტოვებულ მიწას, ბოლოს რომ დაინახავდა, რომ უფრო დიდი შემოსავალი აქვს, ვიდრე რუსი ტურისტის მიერ ველოსიპედის ქირაში მიგდებული რამოდენიმე ლარი, თვითონაც კმაყოფილი იქნებოდა და ჩვენც.

natali

2018-09-05 13:07:46

ან არდაგანის ტბასთან რომ შეაღობინეს თურქულ კომპანიას ბულვარის ტერიტორია და რაც ნაძვები და პალმები მოყვა შიგნით, ხმება(თითო პალმა 10 წლის წინ 10 000 დოლარი ღირდა, ეხლა რა ეღირება) ის თურქი პატრიოტია და ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ რაც შეეძლება დისკომფორტს შეუქმნის ტურისტებს, შეიძლება სპეციალურადაც გადაახმოს იქაურობა, რომ ტურისტებმა თურქეთი არჩიონ. კაცმა ვერ გაიგო, შუა სეზონზე რისთვის შეაღიბინეს შუა ბულვარზე ის ტერიტორია და რატომ მისცეს უფლება, რკინის საჭრელი ცეხი გაეხსნათ. სხვა ადგილი ვერ ნახეს?

natali

2018-09-05 13:12:45

მოკლედ რააა... ამ ბათუმის მერიაში სულ თავდაყირაა დასაყენებელი ყველაფერი და ვინაა მაგის გამკეთებელი, ის ბიჭი? :)) კარგით რააა... იმისთანა კლანურობაა, ბათუმის მერი არაბათუმელი თუ არ იქნება, სულ ასე იქნება. ან ისევ ვარშალომიძე. გიკვირთ? ხო, ხო, ვარშალომიძე.

ფხიზელი

2018-09-05 15:21:04

ჩემიანები ისვენებენ ურეკში - ცოლ-ქმარი და ორი ბავშვი.
თავიდან ბავშვები გაგიჟებული ყოფილან ზღვით... მაგრამ ერთ დღესაც ნახეს, რომ თურმე ფეკალიები ტივტივებდა წყალზე!..
იმის შემდეგ ზღვაში აღარ ჩადიან, მხოლოდ აუზში ჭყუმპალაობენო...
ბოდიშს ვიხდი, რომ ასე დეტალურად ვყვები, მაგრამ იმ ფეკალიებს სადღაც შორიდან ხომ ვერ მოიტანდა მდინარე?! ესე იგი, ვიღაცამ წყალშივე მოისაქმა: ჩაიწია ტრუსიკი, გათავისუფლდა და გაცურე სხვა მხარეს...
გაიგე ახლა, ვინ იყო - ქართველი, რუსი, სო/მეხი თუ ნიგერიელი!.. ფაქტია, რომ ბავშვებს სამუდამოდ შეაზიზღეს ზღვა, რადგან 12-13 წლის ასაკში ნანახი სულ ეხსომებათ და სულ ექნებათ ეს ზიზღის განცდა.

ახლა პასუხი არიჩოპრას კითხვაზე - რისგან ისვენებენო?
ისვენებენ მთელი წელი მუშაობისაგან, მაგრამ არა კრედიტით, როგორც ნატალი ვარაუდობს, არამედ პირიქით: სწორედ კრედიტის გამო - ჩვენ მიერ გაგზავნილი ფულით.
საქმე ისაა, რომ რამდენიმე წელია, ბანკის ყულფში აქვთ თავი გაყოფილი - ბინა იყიდეს კრედიტით და ორივეს ხელფასის დიდი ნაწილი ვალში მისდით. თან, რა პროპორციით: გადახდილი თანხის მხოლოდ 30% მიდის, თურმე, ბინის ღირებულების დაფარვაზე, 70% მიაქვს ბანკს!!!
არ ვიცი, შეიძლება თქვენ არ გაგიკვირდეთ, მაგრამ ჩემთვის ეს იყო შოკი! - ს ა მ ო ც დ ა ა თ ი (!) პროცენტი, ხალხო!..
(ჩვენ რომ აქ ბინა ვიყიდეთ, 6,6 %-ს ვიხდიდით ბანკისას და იმაზე ვბუზღუნებდით, რა ამბავიაო!.. ესენი, თურმე, 70 პროცენტს იხდიან და რომ მგონია, ცოტაღა დარჩათ... თურმე ჯერ სადა ხარ!..)
მე არ ვიცი, მსოფლიოში კიდევ თუ არსებობს ქვეყანა, სადაც ბანკები ასე უღმერთოდ ძარცვავენ საკუთარ ხალხს და ხელისუფლება ხმას არ იღებს!..
მოდი ახლა და გაგიკვირდეს, ბოლშევიკებმა რომ ყველა ბანკის ნაციონალიზაცია მოახდინეს და ბანკირები რომ სიკვდილის გზას გაუყენეს!
ამის მოთმენა როგორ შეიძლება!!!
*
...ერთი, ძალიან შესაფერისი ანეკდოტი შემხვდა ამას წინათ: შეკრებილი არიან ბიზნესმენები და ბანკირები, რაღაც დიდი ფორუმი აქვთ.
მივა ტიპი და ეკითხება:
- შეიძლება გაგაწყვეტინოთ?
- არა! არ გვცალია შენთვის!
- მე ხელად მოვრჩები: კალაშნიკოვით ვარ მოსული!



natali

2018-09-05 15:33:49

ფეკალიები იქნება აბა არა? კანალიზაცია აქვთ პირდაპირ ზღვაში მიშვებული კერძო პირებს. მაგას არ ვამბობ? ერთი პატარა გუბეა არდაგანის ტბა, შუაში პატარა კუნძულით, ამ ტბიდან ღია არხით ჩადის ზღვაში პლაჟის გავლით ტბის წყალი, იმ ტბაში იმ პატარა კუნძულზე დიდი რესტორანი ააშენეს, სად გადის კანალიზაცია დაინტერესდა ვინმე? დიდი ალბათობით ტბაში და მერე იქიდან პლაჟის გავლით ზღვაში. იქვე შესართავთან კი ბავშვები ბანაობენ. სტადიონებია მანდ, სპორტული შეჯიბრებები ტარდება და ის ბავშვები სულ იქ ბანაობენ. საგანგაშო მდგომარეობაა მაგრამ ყველას ჰკიდია რააა.

მეგრელი

2018-09-05 16:16:19

ბრიტანელმა დეპუტატმა კლერ მუდმა მოხსენებაში პოზიტიურად შეაფასა საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების მიმდინარეობის პროცესი
---------------------------------------------------------

Brexit ინგლისური იუმორი.

ფხიზელი

2018-09-05 16:38:17

natali,
რასაც შენ ყვები, Google Earth-ში დავათვალიერე ახლა დაწვრილებით...
კი, მანდ, დიდი ალბათობით, ტბაზე იქნება მიშვებული კანალიზაცია...

მე ცუდად ვიცნობდი ბათუმს. ახალ ბათუმში კი საერთოდ არა ვარ ნამყოფი...
აი, ეს - არდაგანის ტბის გაგრძელებაზე რომ კვადრატული ფორმის, ლამაზი დიდი შენობა დგას, თაღებიანი ალაყაფებით ოთხივე მხარეს - ეს რა შენობაა და როდისაა აშენებული? სასტუმროა?

arichopra 2

2018-09-05 18:22:32

მთლად მასე არ არის პროცენტის ამბავი. მაგრამ დიდი შეღავათი არ არის ის რაც არის. ყველა თვეში იხდი გარკვეულ თანხას, მაგალითად 1000 ლარს და ეს გრძალდება კრედიტის სრულ დაფარვამდე. მაგრამ გრაფიკით თავიდან იხდი თიქმის მხოლოდ პროცენტს ანუ ამ 1000 ლარიდან 900 ლარი პროცენტია, 100 ლარი კი ძირი. შემდეგ თვეში 880 ლარია პროცენტი და 120 ლარი ძირი და ასე ყოველ თვეში გადასახადში ძირის წილი ოდნავ იზრდება და შესაბამისად მცირდება პროცენტის წილი. ეს იმიტომ ხდება, რომ ბანკებმა თავიანთი მოგება ყველა ვარიანტში მიიღონ. ვთქვათ 1 წლის შემდეგ ღმერთმა გაჩუქა და შეგიძლია მთლიანი თანხა გდაიხადო. ამ დროს კი აღმოაჩენ, რომ თურმე ძირს თითქმის არაფერი მოკლებია! რაც იხადე სულ პროცენტი იყო!!! ამას ესენი ანუიტეტს ეძახიან! ამასთან ნაადრევად დაფარვის შემთხვევაში კიდევ 2%-ს გახდევინებენ ჯარიმას დარჩენილი თანხიდან, მიუღებელი სარგებლის საკომპენსაციოდ! თუ 10 წლით გქონდა აღებული ვთქვათ 15% ში. 10 წლის გასვლის შემდეგ მართლაც 15 % გექნება წლიური გადახდილი! მაგრამ 1 წლის შემდეგ თუ დაფარე მაშინ გამოგივა რომ სეხი 90-95 % გქონია!

arichopra 2

2018-09-05 18:23:25

ამ გრაფიკს ესენი ანუიტეტს უწოდებენ და მხოლოდ ასეთი გრაფიკით მუშაობენ, ყველა ბანკი!

natali

2018-09-05 18:46:28

არდაგანის ტბის გარშემო ბევრი ახალი მრავალსართულიანი შენობებია, ის თაღებიანი კი რაზეც შენ ამბობ, რჩეულიშვილების სიმბოლო და ბათუმის სირცხვილი მაგნოლიაა:))) გუგლში კი ჩანს ლამაზად, მაგრამ გირჩევ არ ნახო:))) რა ვერ მოუხერხეს მაგ შენობას და კიდევ გვერდით ლუჟკოვი აშენებდა, იმას ვერ გავიგე. იმ ლუჟკოვს კიდე ეშველება, მაგრამ მაგ მაგნოლიას მხოლოდ თუ დაანგრევ:)))

natali

2018-09-05 19:12:44

მარიხუანის მოხმარებაზე ოედაგოგები, ექიმები.. დატოვებენ სამსახურსო დააა... პარლამენტარები, მინისტრები, პოლიციელები არა? :)))) ცირკია რააა

natali

2018-09-05 19:16:34

ხო, საჯარო მოხელეებსაცო... კიდევ კარგი:)))

ფხიზელი

2018-09-05 19:27:28

arichopra 2,
მე მგონი შენ უფრო კარგი აზრისა ხარ ამ ბანკებზე, ვიდრე იმსახურებენ!:)
გეტჸვი კონკრეტულად: 5 წელია იხდიან თვეში 1.375 ლარს და აქედან მხოლოდ 30% მიდის ბინის ღირებულების დაფარვაზე, 70% კი ბანკს მიაქვს! - ეს ნორმალურია?!

ფხიზელი

2018-09-05 19:31:10


natali,
გმადლობთ ინფორმაციისათვის!..
ე.ი. ეს არის ის ყბადაღებული "მაგნოლია"?.. რა ვიცი, გუგლში ძალიან შთამბეჭდავად კი გამოიყურება და:)

ფხიზელი

2018-09-05 20:07:27

arichopra 2,
კიდევ უფრო დავაზუსტებ: 135.000 ლარი აიღეს 18 წლით.
თვეში, როგორც გითხარი, იხდიან 1375-ლარს.
ეს გამრავლებული 18 წელზე არის 297.000 ლარი!
- რამდენი პროცენტი გამოდის ბანკის მოგება?
არ არის ეს ძარცვა?!
ვიღაცა იტყვის, ნუ აიღებდნენო!
აბა, რა ექნათ, ყოფილიყვნენ უბინაოდ მთელი ცხოვრება?!

arichopra 2

2018-09-05 20:10:52

))) ამოაბეჭდინე გრაფიკი, გადმოაგზავნინე შენთან! მაგისთანა რამე უბრალოდ გამორიცხულია! მე არსად ვმუშაობ, პრინციპის გამო, მაგრამ ისე საქმის კურსში ვარ! გეგმაც მაქვს როგორ უნდა ამუშავდეს საქართველოს ეკონომიკა, აღდგეს სოფლის მეურნეოა. სულ 2 წელიწადში იქნება 50% ზრდა!

arichopra 2

2018-09-05 20:14:55

კრედიტზე საერთოდ განისაზღვრება წლიური პროცენტი! აი შენ 6,6% რომ გაქვს ის 1 წელიწადზეა, ხომ?

arichopra 2

2018-09-05 20:15:31

რამდენ წლიანი გაქვს კრედიტი?

arichopra 2

2018-09-05 20:20:32

მაგათიც წლიური 6,67% -იანი გამოდის.

arichopra 2

2018-09-05 20:30:52

ახლა დავთვალე. კრედიტი ჰქონიათ წლიური 10%. ეფექტური 10,6%.

arichopra 2

2018-09-05 20:39:56

პირველ თვეში იხდიან : ძირი - 225 პროცენტი - 1125
მეორე თვეში - 226,70 - 1123,3
მესამე - 228,5 - 1121,5
............
215 -ე თვე(ბოლოს წინა) - 1327,6 -22,4
216 - ბოლო თვე - 1338,6 - 11,4

სულ ზედმეტად გადახდილი გამოუვათ - 156555 ლარი!!!

ფხიზელი

2018-09-05 20:50:22

კაცო, შენ ჩემი მეგობარი ხარ თუ დათვის?!
საიდან მოიტანე ეს ციფრები, როცა გეუბნები, რომ მთელი 5 წელია (წ ე ლ ი! და არა თვე) იხდიან ყოველთვე 1375 ლარს. საბოლოოდ გამოსდით 135 ათასის ნაცვლად 297 ათასი და შენ მეუბნები, 10%-ში ჰქონიათ აღებულიო!:))

arichopra 2

2018-09-05 20:50:59

მე 1350 ლარზე გადავთვალე. ნუ 1375 ლარზეც დაახლოებით ისევე იქნება

უბრალოდ თვიური პროცენტი ჰქონიათ - 10.285%
ეფექტური - 10.8%
სედმეტი - 161920

arichopra 2

2018-09-05 20:52:19

))) შენი მეგობარი ვარ, მაგრამ ბანკის ამბები ვიცი და როგორც გეუბნები ისეა!

arichopra 2

2018-09-05 20:53:50

135000+161920= 296920

arichopra 2

2018-09-05 20:56:50

აქ ხშირად ვწერ ცოდნა დამღუპველია თქო! ახლა ერთი იშვიათთაგანი ჩემდამი პოზიტურად განწყობილ კაცსაც დავკარგავ, როგორც ვატყობ ამ ცოდნის (ცოდვის) გამო! ))

serapina

2018-09-05 20:58:55

გერმანია, სიამოვნებით ასაქმებს პ/როფესიონალებს...ზოგადად,მთელი რიგი პ/როფესიებია სადაც დეფიციტი უკვე არსებობს და 2030-მდე გათმოთვლილია ეს დანაკლისი...
შესაბამისად,უცხოეთიდან შემოსულ სპეციალისტებს კარგ პირობებს სთავაზობენ... (მოქალაქეობის მიღების გამარტივებული წესებიც შესთავაზეს...სულ ბოლოს ბრიტანელებს).

მოკლედ,დიპლომების ბიზნესი რომ არ იყოს საქართველოში და ცხოვრებას ძალით არ ურთულებდნენ ამ ხალხს... შინაც კარგად გვექნებოდა საქმე და წასასვლელადაც ივარგებდნენ,ეს ჩვენი ახალგაზრდები.

ხელისუფლებას არ აწყობს!
დედები უცხოეთში მძიმე სამუშაოზე,შვილები "მძევლებად" ქვეყანაში.შვილზე კარგს,რას აიყვან მძევლად... თანაც ისე,რომ კანონი არსად არ ირღვევა და დამნაშავეც არსად ჩანს.

დააკვირდით,ბოლო 25 წლის განმავლობაში რა კატეგორიის განათლების მინისტ/რები გვყავდა...
თავისი საქმე,კი გაიკეთა ყველამ.
აბა ნახეთ,რა თანამდებობებზე არიან ახლა ისენი?!

...და სად არის მათ დროს სკოლებსა და უმაღ/ლეს სასწავლებლებში მყოფი ახალგაზრდების უმეტესობა?
-საუკეთესო შემთხვევაში თურქეთში,საბერძნეთში და იტალიაში...მოხუცების მომვლელებად.
შრომა,ყველა სახის,საპატივცემულოა და ამაში საკათოს ვერაფერს ვხედავ მაგრამ...
ასე როდემდე???

თანაც რა ყელმოღერებით კეკლუცობენ,რომ წინ მიდიან!
განა არ იციან რომ ზღაპრობენ?!
ასე იცის მონობამ... ფულის,კაცის,სახელის.ერთი ვერ ბედავს იმის თქმას, რომ რაღაც არასწორია...
სრული მონა-მორჩილებაა!


arichopra 2

2018-09-05 21:04:43

წელს პომიდორი მოვიყვანე 5 სხვადასხვა ჯიშის დაახლოებით 25-30 კვ მ სათბურის გარეშე, 125 კგ
))) მთელი მეზობლები და მეგობრები დავასაჩუქრე))რამდენჯერმე. საზამთროდ შევინახე ქილებში. ჯერ კიდევ არის!

ფხიზელი

2018-09-05 21:15:08

მე რომ 10 წლით მქონდა აღებული, წელიწადში 6,6 %-ით, გადავიხადე 4 წელიწადში. რომ შეხედეს, წინსწრებით ვიხდიდი ორი წელი, გადამიანგარიშეს მომავალი ორი წლის გადასახადი და მოვრჩით ამითი. ის პროცენტი კი არ გადამახდევინეს, რაც 10 წელიწადში უნდა მიეღოთ მოგება!
ამთ კი, თუ სწორად გავიგე, რასაც მიხსნი, ყველა შემთხვევაში უნდა გადაიხადონ ბანკის ამხელა მოგება... ხომ?

arichopra 2

2018-09-05 21:20:37

https://www.ambebi.ge/article/227288-grigori-lepsis-35-mln-dolarad-girebuli-xatebis-kolekciis-gamopena-kremlshi/ აბა ერთი ეს ნახეთ! რა იმღერა ამ კეთილმა კაცმა ასეთი, ამდენი ფული რომ გაუჩნდა და ამდენი ძვირფასი ხატი შეიძინა?! მე არ მშურს! უბრალოდ მიკვირს?! მე შემოსავალი ნული, ამან იმღერა, ვთქვათ ძალიან კარგად იმღერა და შემოსავალი ათეულ მილიონობით დოლარი?! ვინ წავა ამის შემხედვაე ყანაში, ვინ მოიწევს ვაშლს და მსხალს??! ის კი არა და ქინძსაც კი არავინ დათესავს! ესეა გაუკუღმართებულ საზოგადოებრივ ეკონომიურ ფორმაციაში ვცხოვრობთ! ეს ე.წ. დემოკრატია, დასავლური დემოკრატია ძალიან მანკიერი და უსამართლო წყობაააააა! ადამიანობისგან დაცლილი, გო-თ-ვერნული, УЖАС!

arichopra 2

2018-09-05 21:23:18

კი დაახლოებით მასეა! ახლა თუ გინდა გეტყვი აღებიდან 5 წლის გასვლის შემდეგ სრულად დასაფარად რა თანხა ექნებათ გადასახდელი. თუ არ გაინტერესებს ტყუილა ნუ მაჩალიჩებ! ))

arichopra 2

2018-09-05 21:44:32

117600 დაახლოებით! და კიდევ 2%, მაგრამ რის 2% ეს ხელშეკრულებაში ექნება და ამას ვერ გაოვიცნობ! ))

ფხიზელი

2018-09-06 01:02:27

arichopra 2,
მადლობა, რომ ამდენი გაისარჯე!..
რაც შეეხება ლეპსის, შენ მაგაზე ათჯერ უკეთესად რომ გემღერა, მაინც არ გექნებოდა 35 მილიონი დოლარის ხატები! მიზეზი სიმღერის ხარისხში არ არის. მიზეზი მომღერლის ეთნიკურ წარმომავლობაშია :)
ეს ამ ეთნოსის გენეტიკური ნიჭია (როგორც სხვა, ყველანარი ნიჭი, რაც მაგათა აქვთ).
მე კი სრულიად საპირისპირო "ნიჭი" მაქვს ამ საქმეში: ყველაფერს ვყიდულობ, როცა ძვირია და ვყიდი, როცა იაფია! :)
ბინა, რომელიც ზემოთ ვახსენე, შარშან გავყიდე 25 000 $-ის ზარალით:)

ფხიზელი

2018-09-06 01:07:12

serapina,
სამწუხაროდ... ძალიან სამწუხაროდ, მართალი ხარ!
და არანაირი სინათლე გვირაბის ბოლოში არ სჭვივის...

serapina

2018-09-06 02:00:32

https://bpn.ge/persona/48531-136-athas-larze-meti-tselitsadshi-rogoria-gamocdebis-erovnuli-centris-direqtoris-qonebrivi-mdgomareoba.html?lang=ka-GE

ფხიზელი

2018-09-06 02:54:25

serapina,
ჰო, 11.361 ლარი გამოსდის თვეში...
შენ ეკა ბერიძე ხომ გახსოვს, ტელეწამყვანი? - ახლახან მასალა იყო მასზე და მის ქმარზე. მის ქმარს ორჯერ მეტი ხელფასი აქვს მიმინოშვილზე, ხოლო ეკა ბერიძეს - 28.000 ჰქონია თვეში... როცა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელფასი 4 250 ლარია! :))

ფხიზელი

2018-09-06 04:26:32

...არ არის თემასთან უშუალო კავშირში, მაგრამ სხვა ყველაფერთან კავშირშია:
სალავიოვის გადაცემა აგვისტოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით.
გირჩევთ, ნახოთ! - ნუ მიაქცევთ ყურადღებას, რომ წამყვანიც ნაძირალაა და მონაწილეებიც, მეტ-ნაკლებად, ყველა...
მაგრამ ბევრი რამით არის საინტერესო, როგორ აღიქვამს ამ ომს, მის დასაწყისს და შედეგებს მოწინააღმდეგე მხარე (მათ შორის - მონაწილეები ამ ომისა, სამხედრო ჟურნალისტები)

Грузия VS Осетия: хроника противостояния. Воскресный вечер с Владимиром Соловьевым от 12.08.18

https://www.youtube.com/watch?v=BAOLwF4QAJk

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80