პრორუსული მედიასაშუალებების დაფინანსების წყარო შესაძლოა გამოძიების საფუძველი გახდეს
პოლიტიკა

პრორუსული მედიასაშუალებების დაფინანსების წყარო შესაძლოა გამოძიების საფუძველი გახდეს

პრორუსული მედიასაშუალებების დაფინანსების წყარო შესაძლოა გამოძიების საფუძველი გახდეს
თამთა ქარჩავა

2018-09-06 10:18:30

რუსეთის პრეზიდენტის ფონდის მიერ დაფინანსებულ მედიაკონფერენციაზე, უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ კანონის მე-11 მუხლის 1-ლი პუნქტის საფუძველზე, საქართველოში შემოსვლაზე უარი ეთქვა რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „იტარტასის“ სამხედრო კორესპონდენტ ვიქტორ ლიტოვკინს, საზოგადოების მკვლევართა ასოციაციის საერთაშორისო საბჭოს პრეზიდენტ გენადი ბორდიუგოვსა და НТВ-ს ჟურნალისტ ალექსანდრ ტოკარევს.

ფორუმში, სახელწოდებით „მედიის როლი რეგიონში ნდობის აღდგენის საქმეში“ მონაწილეობას იღებენ ჟურნალისტები და ბლოგერები რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან, საქართველოდან და სომხეთიდან. მედიაფორუმის განხილვის თემაა – მედიის როლი კონფლიქტების მოგვარებასა და რეგიონში სტაბილურობის განმტკიცებაში. მედიაფორუმის ორგანიზატორები რუსეთის პოლიტიკური ცენტრი „ჩრდილოეთი-სამხრეთი“, პრეს-კლუბი „სოდრუზესტოვო“ და გაზეთი „საქართველო და მსოფლიო“ არიან.

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ფონდის მიერ დაფინანსებული მედიაფორუმს საქართველოში საპროტესტო აქციით შეხვდნენ. „რუსეთი ოკუპანტია, რუსეთი კლავს“, – ამშეძახილების ფონზე მიმდინარეობდა სასტუმრო „ვერე პალასში“ ვლადიმერ პუტინის მიერ დაფინანსებული მედიაფორუმი. აქციის მონაწილეები თვლიან, რომ ღონისძიება რუსული პროპაგანდის გატარებას ემსახურება. აქცია–პერფორმანსი სუფრისა და მუსიკის ფონზე მიმდინარეობდა.

გაზეთ „საქართველო და მსოფლიოს“ წარმომადგენელი ეკა ნასყიდაშვილი, რომელიც ამ ფორუმის ორგანიზატორია აცხადებს, რომ საქართველოში რუსეთის წარმომადგენლების მონაწილეობით ფორუმი უკვე მეოთხე წელია იმართება და საინტერესოა, წელს რატომ გააპროტესტეს. მისი თქმით, ღონისძიების მონაწილეები მეოთხე წელია ერთმანეთს გამოცდილებას უზიარებენ და კულტურულ ურთიერთობებს განიხილავენ.

„აქ არიან ჟურნალისტები სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან და გაოგნებული უყურებენ ამ სიტუაციას. უკვე მეოთხე წელიწადია მხოლოდ კულტურულ ურთიერთობებზე ვსაუბრობთ, სხვა სალაპარაკო თემა არ გვაქვს. ჩვენ ერთმანეთში გამოცდილებას ვცვლით. შეგიძლიათ დაესწროთ ფორუმს თავიდან ბოლომდე და ნახავთ, რომ აქ არანაირი პოლიტიკური განცხადებები არ კეთდება და არავის აინტერესებს, რა ხდება ქართულ–რუსულ ურთიერთობებში“, – განუცხადა ეკა ნასყიდაშვილმა ჟურნალისტებს.

ნასყიდაშვილი ირწმუნება, რომ ამ ფორუმს პოლიტიკური დატვრთვა არ აქვს, მაგრამ ფორუმის რუსი მონაწილე, ჟურნალისტი დიმიტრი კოსირევი ფიქრობს, რომ დიდი ალბათობით, რუსეთი ოკუპანტი არ არის. ქართველი ჟურნალისტების კითხვაზე – არის თუ არა რუსეთი ოკუპანტი, კოსირევმა აღნიშნა, რომ ეს მისი სპეციალობა არ არის. ასევე კითხვაზე, ვისი ტერიტორიაა აფხაზეთი, კოსირევმა აღნიშნა, რომ მისი აზრით, ნებისმიერი ტერიტორია ეკუთვნის იმ ხალხს, ვინც იქ ცხოვრობს.

„მე არ ვიცი, ეს ჩემი სპეციალობა არ არის, თუმცა მე ეს ასე მეჩვენება. თქვენ შეგიძლიათ, დამარწმუნოთ, რომ მე ვცდები, ეს შესაძლებელია. თუმცა, ვფიქრობ, რომ დიდი ალბათობით, ეს ასე არ არის. ამას ვგრძნობ. ჩავთვალოთ, რომ ამ ვიზიტიდან მე დავბრუნდები ახალი ინფორმაციით, რომელზეც ვიფიქრებ. ჩვენს ტელევიზიაში ხშირად ეწყობა სპეციალური გადაცემები, რომელშიც მონაწილეობენ, ძირითადად, უკრიანელები.

უკრაინიდან ჩამოდიან სხვადასხვა მოსაზრებების მქონე უკრაინელები. ტელევიზია აძლევს მათ საშუალებას, ისაუბრონ, იჩხუბონ, ზოგჯერ მწვავედ, თუმცა ეს არის საუბარი, დიალოგი, რომელშიც ან მონაწილეობ, ან - არა. დიალოგის მიმდინარეობისას ადამიანები იგებენ, თუ რა ხდება მთელ მსოფლიოში, ვინ რას ფიქრობს“, – აღნიშნა დიმიტრი კოსირევმა, რომელსაც ადგილზე მყოფებმა შეახსენეს, რომ დასავლური ქვეყნები აღიარებენ ოკუპაციას და ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობა მხოლოდ ნაურუმ და მსგავსმა ქვეყნებმა აღიარეს.

„ეს არის ტიპური სიტუაცია, დასავლური ქვეყნები რაღაცას გამოთქვამენ, შემდეგ იცვლიან საკუთარ მოსაზრებას. ახლა დასავლურ ქვეყნებში მიმდინარეობს იდეური და პოლიტიკური რევოლუციის მსგავსი პროცესი. ახლა დასავლეთის მსგავსად ფიქრი სამწუხარო სურათია, რადგან ის თავად ახლა იშლება ნაწილებად. აშშ-ში მიმდინარეობს სამოქალაქო ომი, ჯერ მცოცავი. წადით და თავად ნახეთ, რა ხდება“, – აღნიშნა რუსმა ჟურნალისტმა.

სასტუმრო „ვერე პალასთან“ „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთის წევრებისა და სამოქალაქო მოძრაობის „რუსეთი ოკუპანტია“ წარმომადგენლები აქციას მართავენ. ისინი რუსეთის წარმომადგენლების მონაწილეობით მედიაფორუმის საქართველოში გამართვას აპროტესტებენ და მიიჩნევენ, რომ ღონისძიება რუსული პროპაგანდის გატარებას ემსახურება. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მედიაფორუმის წინააღმდეგ აქციები 7 სექტემბრამდე გაგრძელდება.

რუსეთის პრეზიდენტის საგრანტო ფონდის მიერ დაფინანსებული ფორუმი და მისი შინაარსი მოუღებელია როგორც მმართველი უმრავლესობისთვის, ასევე ოპოზიციისთვის. უმრავლესობაში თვლიან, რომ რუსულ პროპაგანდაზე მომუშავე მედიასაშუალებების დახურვა გამოსავალი არ არის, რადგან რუსეთი იპოვის სხვა გზას. უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ შესაბამისი სახელმწიფო უწყებები და მათ შორის სუს–ი დაინტერესებულია რუსეთის პრეზიდენტის დაფინანსებით საქართველოში გამართული მედიაკონფერენციით და თვალყურს ადევნებს მას.

როგორც გია ვოლსკი აცხადებს, მისთვის აღმოჩენა არ არის, რომ რუსი ჟურნალისტები ან პოლიტიკოსები ფიქრობენ ისე, როგორც ჩვენ არ ვფიქრობთ. მისი შეფასებით, მსგავს პოლიტიკურად ანგაჟირებულ ჟურნალისტებს ქართულ საზოგადოებაზე ზემოქმედების რესურსი არ აქვთ და მათი საუბარი საქართველოს მთავრობის დამოკიდებულებასა და საზოგადოების ცნობიერებაში არაფერს ცვლის.

„რუსეთის ხელისუფლების ფულით არის დაფინანსებული ყველა ფონდი და მით უმეტეს, ასეთ პოლიტიკურად ანგაჟირებულ ჟურნალისტებს აფინანსებს, მაგრამ არ მგონია, მათ რამე რესურსი აქვთ, ჩვენს საზოგადოებას ტვინი გამოურეცხონ. ერთადერთი, ვისაც პოლიტიკური სარგებელი შეიძლება ჰქონდეს ამ ჩამოსვლიდან, სკანდალური კითხვებიდან და პასუხებიდან არის „ნაციონალური მოძრაობა“.

თუმცა არ მგონია, მათაც გაიმარჯვონ ამ თემის წამოწევაში. თბილისში ჩამოსვლის გარეშეც ვიცით მათი პოზიცია და მათი საუბარი არაფერს ცვლის საქართველოს მთავრობის დამოკიდებულებაში, მთავრობის საგარეო პოლიტიკაში ან საზოგადოების ცნობიერებაში, რომ საქართველოში მოხდა რუსეთის აგრესია და ოკუპაცია“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

თავის მხრივ „ევროპული საქართველო“ ინიციატივით გამოდის, რუსული პროპაგანდის შეზღუდვის მიზნით საკანონმდებლო ცვლილებები იქნას მიღებული. სერგი კაპანაძე ამბობს, რომ უახლოეს მომავალში „ევროპული საქართველო“ ცვლილებათა პაკეტს წარადგენს. დეპუტატი იმედს გამოთქვამს, საპარლამენტო უმრავლესობა ამ ყველაფერს სწორად მიუდგება და ინიციატივის მომზადებაში ისინიც იქნებიან ჩართული.

„ე.წ. მედიაფორუმი ფინანსდება რუსული ფულით და ეს არის ჩვენი ქვეყნის დაცინვა რუსეთის მხრიდან. მაქვს წინადადება და ჩვენი პოლიტიკური გუნდი ამ წინადადებას ოფიციალურად გააჟღერებს, რომ გარკვეული ნაბიჯები იქნას გადადგმული, მათ შორის საკანონმდებლო ნაბიჯები, რომ რუსული პროპაგანდა საქართველოში იყოს შეზღუდული. ეს მძლავრი პროპაგანდისტული მანქანა, რომელიც მოქმედებს მთელი გაქანებით, საქართველოში იყოს ფრთებშეჭრილი და შეზღუდული. მე მაქვს იმედი, რომ ამას საღი აზრის ფარგლებში მივუდგებით და არა ისე, როგორც ეს დღეს ხდება“, – აცხადებს სერგი კაპანაძე.

პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი ერთ–ერთია რომელიც წლებია ამტკიცებს, რომ გაზეთი „საქართველო და მსოფლიო“ რუსული პროპაგანდის გავრცელებით არის დაკავებული. მისი თქმით, ძნელი არ არის მათ საქმიანობზე თვალის გაყოლება როგორც საქართველოში, ასევე რუსეთში. ცისკარიშვილი იხსენებს როგორ არ დაბეჭდა გაზეთმა მისი ინტერვიუ, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის კრიტიკას შეიცავდა.

„ამ გაზეთის რედაქტორს და მათ ჟურნალისტებს ვთხოვოთ გაგვაცნონ ყველა მასალა, რომელიც 2008 წლის ომის შემდეგ დაიბეჭდა და დავრწმუნდებით, რომ არა თუ გაზეთის წაკითხვა, არამედ მისი გამომცემლისთვის ხელის ჩამორთმევა იქნება სამუდამოდ მიუღებელი, რადგან არც მალავენ, ვინ არიან და რა პოლიტიკა აქვთ აღებული. ნამდვილად არ არის მისაღები ის, რაც ახლა თბილისში ხდება. შეიძლება ადამიანს არ მოუწყო რაიმე სახის მიღება, მაგრამ მაქსიმუმი ასეთი მიუღებელი ვაისტუმრებისათვის არსებობს ჩვენს კანონმდებლობაში. ამ შემთხვევაში ეს კანონი გამოყენებული იქნა და ე.წ. ჟურნალისტები სამშობლოში დააბრუნეს“, – აცხადებს სოსო ცისკარიშვილი.

მისი თქმით, როდესაც ვსაუბრობთ რბილ ძალაზე, უნდა ვიცოდეთ, რომ რბილი ძალა არის არსებული შეფასება, რეალურად საქმე გვაქს რუსეთის ხისტ და საშიშ ძალასთან.

„ჩვენ ისეთ რუსეთს უნდა დავუდგეთ გვერდით, რომელიც საკუთარ თანამდებობის პირს არ ეთანხმება, მაგრამ საჯაროდ ასეთი განცხადების ტირაჟირება ხიფათს წარმოადგენს თავად რუსეთის მოქალაქეებისთვისაც“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას სოსო ცისკარიშვილმა.

ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე ცუდს ვერაფერს ხედავს იმაში, რომ საქართველოში ეწყობა მედიაფორუმი და მასში მონაწილეები ერთმანეთს აზრს უცვლიან რა როლი უნდა შეასრულოს მედიამ ნდობის აღდგენის პროცესში, თუმცა, მისი თქმით, მეორე საკითხია, ხომ არ ხდება ამ ფორუმის სახელმწიფოს წინააღმდეგ გამოყენება და საზოგადოების გარკვეულ ნაწილში დანერგონ ის განწყობები რა განწყობების დანერგვა უნდა რუსეთს იმისათვის, რომ საზოგადოებაში შექმნას განწყობა იმისა, რომ ოკუპაცია არ არის ის მწვავე თემა, ამაზე შეიძლება თვალის დახუჭვა და ამის მიუხედავად შეგვიძლია ვისაუბროთ.

„კი ბატონო სასაუბრო ფანჯარა არ უნდა დაიხუროს, მაგრამ საქართველოს მხრიდან ფორუმის მონაწილეები, ალბათ, მზად უნდა იყვნენ იმისთვის, რომ ნებისმიერ ისეთ განცხადებას, რაც საქართველოს ინტერესებს ეწინააღმდეგება, ადეკვატური პასუხი გასცენ. ანუ, ჩვენი ოპონენტები დავამარცხოთ არგუმენტებით, ფაქტებით და კვალიფიციური დისკუსიით“, – ამბობს ზაალ ანჯაფარიძე.

რა შეეხება რუსულ პროპაგანდაზე მომუშავე მედიასაშუალებების დახურვას, რასაც ოპოზიცია ითხოვს, ზაალ ანჯაფარიძე განმარტავს, რომ ამ საკითხზე სერიოზული დისკუსები მიდი თავად ევროპაშიც.

„პრორუსული, ან რუსული ინტერესების გამტარებელი მედიის დახურვით მსხვერპლად ხომ არ ვწირავთ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, დემოკრატიის პრინციებს – ეს არის დისკუსიის საგანი. ეს არის საკმაოდ სენსიტიური საგანი. რა არის ყველაზე ეფექტური საშუალება – იმ მედია საშუალებების დახურვა, რომელიც პრორუსული ინტერესების გამტარებლად გვევლინებიან, რეპრესიული ღონისძიების გატარება, თუ პირიქით მათთვის იმ საშუალების მიცემა, რომ იმუშაონ, მაგრამ არ გაავრცელონ ის ინფორმაცია, რაც საქართველოს სახელმწიფოს ინტერესებს ეწინააღმდეგება?

ვფიქრობ, რომ სწორედ აქ არის სტრატეგია შესამუშავებელი, როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ არ დავარღვიოთ დემოკრატია და სიტყვის გამოხატვის თავისუფლება, მაგრამ ამავე დროს შევზღუდოთ ის მავნე ნარატივის გავრცელება, რაც მოსახლეობის გარკვეულ ნაწილზე მოქმედებს“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას ზაალ ანჯაფარიძემ.

 

ნანახი?- 2678

ამაპოლა

2018-09-06 11:04:50

მიხარია ავტორის შვებულებიდან დაბრუნება. სასიამოვნოა მის მიერ ბრწყინვალე სტილით დაწერილი მასალის კითხვა.

თენგო

2018-09-06 12:13:04

აკი გამოხატვის თავისუფლება არისო, აკი არჩევანის თავისუფლება არისო, აკი თავისუფალი მედია
გვაქვსო, აკი არნახული დემოკრატია ყვავის საქართველოშიო!!! ვისთვისაა ეს ყველაფერი,
ლიბერალებისთვის??? ნარკომომხმარებელი პროდვინუტებისთვის??? ღამის კლუბებით დაციკლულე-
ბისთვის?? სტრიპ ბარებისა, ბორდელების და გ-ი ბარების ან მასაჟ კლუბების მომხმარებლებისთვის??!
და მათი მფარველი არა სამთავრობოებისთვის??!

თენგო

2018-09-06 12:26:56

ჩვენ ამ საცოდავმა დანარჩენმა ქართველმა მოსახლეობამ ,ეს ე.წ. "პროდვინუტი" "ევროპელები"
გოიმებს რომ გვიწოდებენ - და თითქმის ამ ქვეყნის 80% -ს რომ შევადგენთ ,რა ვქნათ ,რა წყალს
მივცეთ თავი???!!! დავიკრიფოთ გულზე ხელი და მშვიდად გიყუროთ როგორ აქცევთ და ყიდით ამ
სიმწრით და ტანჯვით აქამდე მოტანილ ქვეყანას??!!!
მუდმივი ამ ქვეყანაზე არაფერი არაა----თქვენი დროც დადგება ჩქარა---ღმერთს არ ძინავს!!!!!!!!!!!

თენგო

2018-09-06 12:31:59

ხომ გაქრენ ბოლშევიკები , ასევე გადაშენდებით თქვენც ახალო ბოლშევიკებო და კომკავშირლებო!!!!!

arichopra 2

2018-09-06 12:45:46

ძალიან ცუდად აუხდებათ დღევანდელ ევროგოიმებს ეს ყველაფერი, ეს მეთღაეობა, ეს ლესხოზელობა, სამშობლოს და ყველაფერი ეროვნულის სიძულვილი! თენგო მე თქვენ მოვესწრებით როგორ გაიტანს ქუთაისის ცხელი ზენა ქარი, როგორ გადახვეტავს მაგ ნაგვებს, თავისი მარიხუIნებით და თავისი წვეტიანი მოკასინებით!

arichopra 2

2018-09-06 13:52:36

აბა ნახეთ რას წერენ და რას აკეტებენ ეს ჩვენი ქვეყნის შემარცხვენელი უთავმოყვარო ხელისუფალნი!!!
- "ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე ხის კენწეროების ბილიკის პროექტს გერმანულ-ჰოლანდიური კომპანია, CITYFORESTER წლის ბოლომდე მოამზადებს.
CITYFORESTER-ის გარდა, ბილიკის საპროექტო სამუშაოების მომზადების პროცესში ორი უცხოური კომპანია – OPENFABRIC და IMAGINE STRUCTURE ჩაერთვება".

ასე და ამგვარად ყველაფერ ასე თუ ისე ღირებულ სამუშაოს ჰოლანდიელები, გერმანელები, პოლონელები, ალბათ პოლინეზიელებიც ასრულებენ! მოკლედ უცხოელები აპროექტებენ და მერე აშენებენ! ჩვენი ხალხი, ჩვენი სპეციალისტები ობსაიდშია, აუტშია!!! ადამიანებს, სპეციალისტებს, არქიტექტორებს, ინჟინრებს სამუშაო ვერ უშოვნიათ, ოჯახს ვერ არჩენენ და სასოწარკვეთილნი მხოლოდ მარიხუანის ლეგალიზაციის იმედზე არიან!

serapina

2018-09-06 14:41:40

იქ,სადაც სკოლაში სწავლა და შემდგომ,კვალიფიკაციის მიღება არასაჭიროდ მიიჩნევა,ცხადია საქმეს უცხოელი გააკეთებს და ფულსაც ის იშოვის...(ისე,როგორც თავის დროზე ბრიტანელები ინდოეთში..ხოლო ახლა,ყველა ტექნოლოგიის მფლობელი სახელმწიფო,ჩვენისთანა დაჩაჩანაკებულ ქვეყნებში).

მე,კი არ მგონია,რომ ჩვენმა პ/როფესიონალებმა(დიპლომების მყიდველების გარდა, ასეთებიც რომ გვყავდა და გვყავს,ესეც ვიცი) ნაკლებად იციან საქმის კეთება...
მე,იმაში ვარ დარწმუნებული რომ სანამ მომხდარს და მიმდინარეს სწორად ვერ შევაფასებთ,ასეთ წინააღმდეგობებში ვიქნებით(ყველაზე უფრო საკუთარ თავთან).

იციან ამ "ჩემმა ევროპელებმა",სად გამოაბან ქოთანს ყური და ამას,ცოდნა უნდათქო,ვამბობ მაგრამ...
სანამ, სახელმწიფოს სამსახურში მყოფი ხალხი,სახელმწიფოდან მითვისებული ფულით,თავიანთი კერძო ბიზნესის შემოსავალს "აბევრებენ",მოგება სახლში მიაქვთ და მომხმარებელს(ალტერნატივის გარეშე დარჩენილს) სულს აძრობენ(უძვირებენ და უძვირებენ)... ხოლო, ეს მომხმარებელი მაინც მის ქება-დიდებაშია...
მარიხუანას თუ მივეძალებით,თორემ სხვა გზა არ ჩანს!

natali

2018-09-06 14:55:09

ეგენი ჰოლანდიელები და გერმანელები მაინც არიან და ბათუმში სანიაღვრე არხების რებილიტაციაზე გერმანელების დაფინანსებით თურქულ კომპანიას რომ ამარჯვებინებ(ჯერ საერთოდ რატომ აძლევ უფლებას თენდერში მიიღოს მონაწილეობა თურქმა თუ რაღაც პირად ხეირს არ ელი?), იმ კომპანიას სულ თურქები რომ ჰყავს დასაქმებული, ან ალბათ ადგილობრივი მუსლიმები, ქვეყნის მტერი არ ხარ? 6 თვეა ბულვარი რომ აქვთ გადაკეტილი და არაფერი გაკეთებულა, მხოლიდ ხეები გაახმეს, ან ტბის გარშემო ბავშვები რომ დარბოდნენ და ვარჯიშობდნენ, კაცი რომ ვერ გაიგებს, რისთვის გადაუკეტეს ბავშვებს ის ბილიკი, პასუხი მაინც არავინ არ უნდა მოსთხოვოს?არავინ არ უნდა ჰკითხოს, რომ გადათხარეთ იქაურობა, შეაწუხეთ მოსაცლეობა, ტურისტები... აბა რა გააკეთეთო? აი დაიმახსოვრეთ ჩემი ნათქვამი, კიდევ ერთი წლი გავა და კიდევ უფრო მეტს გააფუჭებენ. გერმანელი რომ გაფინანსებს და შენ თურქებს ატან, დასაჭერი ხომ ხარ?

arichopra 2

2018-09-06 14:56:49

ე.ი. აღიარებ რომ კოლექტიური დასავლეთი კოლონიზატორები არიან, ჩვენი მთავრობა მარიონეტულია და საქართველოს სუვერენიტეტი ფიქციაა?!!

natali

2018-09-06 15:02:27

http://batumi.ge/ge/index.php?page=shownews&id=4110

natali

2018-09-06 15:03:33

საიდან გააჯეთე ეგ დასკვნა, ვერ მივხვდი

natali

2018-09-06 15:11:15

ის ჰოლანდიელი და გერმანელი წესიერად გააკეთებს და ქართველებს დაასაქმებს, იქიდან არ ჩამიიყვანენ მუშებს, თურქები კი უხარისხიდ აკეთებენ, რაცვშიიძლება დიდხანს წეკავენ, რაც შეიძლება ბევრი ჩამოჰყავთ და ხეკს უწყობენ აქ დაფუძნებაში. აბა მაშ ბათუმის ცენტრში დილაადრიან მოლა რიმ ყივის, ნირმალურია? ხმაური ხომაა აკრძალული? გაუთიშე მიკროფონი მაინც. თუ გერიდება, ქრისტიანულ ეკლესიებსაც აუკრძალე მიკროფონი. ავსტრიაში ნიღბებით სიარული აკრძალეს, ხოდა ჩადრიც ნიღბებში მოჰყვა:). მოკლედ... თუ გული გულობსო....ხომ გაგიგონია.

arichopra 2

2018-09-06 15:32:40

სწორედ საპროექტო და საინჟინრო სამუშაოები მაქვს მხედველობაში! ეს სამუშაოები უნდა შეასრულონ ქართველმა სპეციალისტებმა! უკვე დაქცეულია ქვეყანა, არ გვყავს ასეთი?! სახელმწიფოვ, ინფრასუტრუქტურის სამინისტროვ ქვეყნის მაშტაბით ჩაატარე კონკურსი. გამარჯვებულ პროექტს ჩაუტართ ექსპერტიზა, თუნდაც უცხოურ კომპანიებში! ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნებს?! მაშინ დააფინანსე ამ კონკურსში მონაწილეთა სტაჟირება შესაბამის ქვეყნებში (სადაც უკვე არის ასეთი "ბილიკები"), ან უბრალოდ ტურისტად მაინც გაუშვი ეს ჩვენი გამოუცდელი სპეციალისტები. წავლენ, ნახავენ, გაეცნობიან და თავის გაკეთებულ პირველ ვარიანტს დახვეწავენ, დაამუშავებენ და ააშენებენ! აი ეს არის სწორი, ნამდვილი სახელმწიფოებრივი მიდგომა! გასაგებად თუ ვერ ვთქვი, შემიძლია განვმარტო! ამასთან ერთად თუ ის უცხოელი პროექტირებაში მოითხოვს, პირობითად რომ ვთქვათ 1 მილონ დოლარს, ჩვენები იმავე საპროექტო სამუშაოს შეასრულებენ 100 ათასად! ანუ 10 ჯერ იფად!

natali

2018-09-06 16:27:24

გიერთდები მოწოდებაში!!!!!

ფხიზელი

2018-09-06 16:29:53


arichopra 2:
"თუ ის უცხოელი პროექტირებაში მოითხოვს, პირობითად რომ ვთქვათ 1 მილონ დოლარს, ჩვენები იმავე საპროექტო სამუშაოს შეასრულებენ 100 ათასად! ანუ 10 ჯერ იფად!"
?
მერე, ვის აწყობს ეს? 100 ათასიდან რამდენიღა უნდა წაიღოს სახლში და რამდენმა?

natali

2018-09-06 16:33:29

ქართველები მხოლოდ სიმინდს და კოკა-კოლას დაათრევენ პლაჟზე. იქაც რუსი ტურისტები ჩაეწილნენ:))) ახალგაზრდა რუსმა წყვილებმა ჩაალაგეს ზურგჩანთებში კოკა- კოლები, დააქვთ პლაჟზე და ყიდიან. ერთ-ორ საათში საჭმლის ფულს კი იშოვნიან:))
თქვენ კიდე ტურიზმიო და შემოსავალიო.... მათხოვარ რუსებზე გათვლილი ტურიზმით აშენებული ქვეყნის.....

natali

2018-09-06 16:36:46

რაც უფრო ძვირია, იქიდან ატკატიც მეტია.

arichopra 2

2018-09-06 18:56:28

ასე თუ გაგრძელდა ეკონომიკა ვერ ამუშავდება! რეალურ ეკონომიკაზე მაქვს საუბარი, თუ არა საფინანსო ეკონომიკა მუშაობს ჯერ-ჯერობით, მაგრამ თუ რეალური ეკონომიკა არ განვითარდა საფინანსო ნაწილიც ვეღარ განვითარდება!

ფარაონი

2018-09-06 19:48:43

მე ერთ რამეს ვერ ვიგებ.
თუ ორგანიზაციებისთვის ევროპის და ამერიკის მხრიდან დაფინანსება შეიძლება, რატომ არ შეიძლება რუსული, ან ირანული ფული?
რუსი მტერია და ამერიკელი მოყვარე? ჩემი აზრით ორივეს ინტერესი ერთია, უფრო მეტად გვაკონტროლოს ქართველები და მეტი სარგებელი ნახონ, დღევანდელი პოლიტიკის პრინციპია გასაღების ბაზარი და მოგება, მოგება კი ყველანაირ ხერხით მისაღებია.
და ჩვენ რა?
ჩვენ მხოლოდ ვირის თავ-ფეხი, ისიც მხოლოდ ზოლიანი ვირის, ანუ ზებრას თავ ფეხი.
აი ეს არის ჩვენი ჯილდო, ერთ-ერთის მხარდაჭერისთვის.
საქმე დგას ესე, თუ ამერიკელები გვთავაზობენ თავს, რუსები გვჩრიან ფეხებს, არჩევანი ჩვენზეა, თუმცა გაიმარჯვებს ის, ვის ხელშიც არის კუდი?
ძმებო ქართველებო!!! სასწრაფოდ გამოვიძიოთ, ვის ხელშია კუდი? მერე გვიან იქნება.

Maverick

2018-09-06 19:58:00

ურნალისტიკის ახალ ექსპერტს და შემფასებელს, ყელმოღერებულ ამაპოლას ვეთანხმები, ამაზე უკეთესის დაწარას შვებულებიდან დაბრუნებული თამთა ქარჩავა, ვერ მოახერხებდა, ალბათ ვერ მოასწრო კარგად დასვენება...
____________________________
სოსო ცისკარიშვილი "საქართველო და მსოფლიოზე":
„ამ გაზეთის რედაქტორს და მათ ჟურნალისტებს ვთხოვოთ გაგვაცნონ ყველა მასალა, რომელიც 2008 წლის ომის შემდეგ დაიბეჭდა და დავრწმუნდებით, რომ არა თუ გაზეთის წაკითხვა, არამედ მისი გამომცემლისთვის ხელის ჩამორთმევა იქნება სამუდამოდ მიუღებელი, რადგან არც მალავენ, ვინ არიან და რა პოლიტიკა აქვთ აღებული. ნამდვილად არ არის მისაღები ის, რაც ახლა თბილისში ხდება. შეიძლება ადამიანს არ მოუწყო რაიმე სახის მიღება, მაგრამ მაქსიმუმი ასეთი მიუღებელი ვაისტუმრებისათვის არსებობს ჩვენს კანონმდებლობაში. ამ შემთხვევაში ეს კანონი გამოყენებული იქნა და ე.წ. ჟურნალისტები სამშობლოში დააბრუნეს“, – აცხადებს სოსო ცისკარიშვილი.
-----------
სასწრაფოდ შესაქმნელია თავლიტი, ცენზურა დააწესეთ "საქართველო და მსოფლიოზე"!
თავლიტის კომიტეტის თავმჯდომარედ გამოყ--ვებული ს.ცისკარიშვილი დაინიშნოს...
ასვე შესაქმნელია არასასურველ სტუმართა ამოსაცნობი "ტროიკა"!
კონსულტაციებს ჩაატარებენ რუსული კრიპტო ვალუტის ახალი სახე, ნაცბოზბანდის რუბლიოვი მიშმაკ გალანცკი და მისი ხელის ჭუჭყი, პრეზიდენტობის მსურველი ღრიღოლ ვაშაძე-ანანიაშვილისა

რჩევა: სოსო ბატონო, შედით ინტერნატში გახსენით http://geworld.ge/ge/ დააწკაპუნეთ PDF ვერსიებზე და 2008 წლიდან დღემდე მოიპოვებთ მდიდარ მასალას თქვენი ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად...
______________________

"სასტუმრო „ვერე პალასთან“ „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთის წევრებისა და სამოქალაქო მოძრაობის „რუსეთი ოკუპანტია“ წარმომადგენლები აქციას მართავენ."
------------
რუსული კრიპტო ვალუტის ახალი სახეს, ნაცბოზბანდის რუბლიოვზე მიშმაკ გალანცკის, რუსეთის გავლენის ძველ აგენტზე რამეს ხომ არ გვეტყოდით?!
____________________

აქვე, სასურველი იქნებოდა ფორუმის რუსი მონაწილე, ჭურნალისტი დიმიტრი კოსირევი და სერგი კაპანაძე „ევროპული საქართველო“-ს "ნათელი" სახე ნაცბოზბაბდისეული ჰუმანურობით დუბინკით ერთმანეთისთვის შეგვეერთებინა და მთელ საქართველოში ქუჩა-ქუჩა ჩემოგვეტარებინა...

Maverick

2018-09-06 20:12:55

მუმია,

ხომ არ აჯობებდა მაი ვირი თავფეხიანად კახეთში გაგვეგზავნა გონზე მოსაყვანად?!

serapina

2018-09-06 20:38:56

ვაღიარებ, რომ ჩვენი ამდენი შეცდომების შემდეგაც,ვერაფერი ვისწავლეთ...
გვგონია რომ,თუ ქართველი ფულიანია(რაც არ ნიშნავს,რომ ქვეყნის მართვა შეუძლია),მას შეიძლება რომელიმე სამინისტ/რო,ან თუნდაც ქვეყანა ჩავაბაროთ...

ხელისუფლების უმთავრესი ფუნქცია,სისტემების აწყობა და მის ნორმალურად ფუნქციონირებაზე ზრუნვაა... შეხედეთ გნებავთ ევროპის სახელმწიფოებს,გნებავთ აშშ-ს,რამდენ წლიანი(თუ არა საუკუნოვანი) სისტემები აქვთ...
ჩვენ კიდევ,ყველა ახალი მინისტ/რი ახალ იდეას გვთავაზობს... კარადა იქ,როიალი აქ, დივან-კრესლო მარცხნივ(თუ მარჯვნივ იყო) და...
ყველას თავისი შეხედულება აქვს და ჩვენც ვუცდით სასწაულს,რომ ქვეყანას ეშველება.
რა უშველის ქვეყანას,სადაც ადგილობრივი განათლება და სპეციალისტები მასხრად ჰყავთ აგდებული და ყველა უცხოელს თვალებში შესციცინებენ?!

...ან რა უნდა გვეშველოს როცა,მოქმედი ხელისუფლების ყველაზე "გონივრული არგუმენტი",წინა ხელისუფლების ლანძღვაა... ხოლო,ხალხის ერთადერთი "იმედი",იმ ძველის არ დაბრუნება და ამიტომ ისევ არსებულის(უუნაროს) არჩევაა?!

პ.ს.ისეთი არგუმენტების ცვენა იყო... ფულიანიო,ეროვნული ინტერესებისთვის აკეთებსო...ხელფასს არ იღებსო...
ვიფიქრე,იქნებ "ჩემს ჯიბრზე" და ჩემი ოპონენტების გასახარად,რამეს გააკეთებდნენ სწორადთქო...ისიც,ალბათ უკვე არც სამმილიონიან ქვეყანაში მაგრამ...
გააკეთეს ის,რომ ნაციონალებზე უკეთესებად წარმოჩენილიყვნენ...
სულ ეს არის,რაც გამოუვიდათ...



serapina

2018-09-06 20:42:20

http://www.mtisambebi.ge/news/people/item/797-biurokratiashi-dakargulebi-axmetis-meria-tushetis-eqims-saxlis-dangrevit-emuqreba

saqartvelo20

2018-09-06 22:20:40

ნატალი შენ რომ არ წერო და იკითხო მხოლოდ არა?

natali

2018-09-06 22:26:40

არა:)

natali

2018-09-06 22:30:03

ახლა გავიგე, ბათუმში სომ/ხ/ები, სომ/ხ/უ/რნომრებიანი მანქანებით ტაქსაობენ, იქაური ტურისტებიც მხოლოდ მათი მომსახურებით სარგებლობენო. მაგარია არა?

natali

2018-09-06 22:32:32

არა, ეს ქალი თუ კაცი(მე ქალი მგონია) რას გადამეკიდა, ვერ გავგე:)))

Jon Do

2018-09-06 22:36:33


arichopra 2
2018-09-06 15:32:40

სწორედ საპროექტო და საინჟინრო სამუშაოები მაქვს მხედველობაში! ეს სამუშაოები უნდა შეასრულონ ქართველმა სპეციალისტებმა! უკვე დაქცეულია ქვეყანა, არ გვყავს ასეთი?! სახელმწიფოვ, ინფრასუტრუქტურის სამინისტროვ ქვეყნის მაშტაბით ჩაატარე კონკურსი. გამარჯვებულ პროექტს ჩაუტართ ექსპერტიზა, თუნდაც უცხოურ კომპანიებში! ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნებს?! მაშინ დააფინანსე ამ კონკურსში მონაწილეთა სტაჟირება შესაბამის ქვეყნებში (სადაც უკვე არის ასეთი "ბილიკები"), ან უბრალოდ ტურისტად მაინც გაუშვი ეს ჩვენი გამოუცდელი სპეციალისტები. წავლენ, ნახავენ, გაეცნობიან და თავის გაკეთებულ პირველ ვარიანტს დახვეწავენ, დაამუშავებენ და ააშენებენ! აი ეს არის სწორი, ნამდვილი სახელმწიფოებრივი მიდგომა! გასაგებად თუ ვერ ვთქვი, შემიძლია განვმარტო! ამასთან ერთად თუ ის უცხოელი პროექტირებაში მოითხოვს, პირობითად რომ ვთქვათ 1 მილონ დოლარს, ჩვენები იმავე საპროექტო სამუშაოს შეასრულებენ 100 ათასად! ანუ 10 ჯერ იფად!
---------------------------------

ეგეთი მიდგომით ააშენეს დღევანდელი იაპონია მეორე მსოფლიო ომის მერე იაპონელებმა, ოღონდ პატრიოტი და წესიერი ხალხი იყო მთავრობაში.

კაი ხანია არ შემოვსულვარ, გამარჯოვა ყველას!

saqartvelo20

2018-09-06 23:12:12

არ გადაგეკიდე,უბრალოდ შენი აზროვნების,მოვლენების მიმართ შენი დამიკიდებულების ტყვე ავღმოვჩდი.

natali

2018-09-06 23:39:34

კარგი ბატონო, აღარ დავპოსტავ, შეგისრულებ თხოვნას, მაგრამ... რომ არ წაიკითხო, ვერა?:)

natali

2018-09-06 23:45:41

აბა ახლა ამდენი საპრეზიდენტო კანდიდატი რომ გვყავს, 99 პყოცენტი რომ ფულის გულისთვის დარეგისტრირდა, ხომ ცხადია და ხომაა უნამუსო? აბა არ დავწერო? და შენ სხვანაირად ფიქრობ? ახლა რომ მოვითხოვო, რომ ის, ვინც ვერ მიიღებს იმ რაოდენობის ხმის ნახევარს მაინც, რამდენი ხელმოწერაც მიიტანა, დაფინანსება დააბრუნოს, არ ვიქნები მართალი? და შენც თუ დამეთახმები ეს ტ/ყვეობაა?

natali

2018-09-06 23:46:25

ტყვე

natali

2018-09-06 23:46:49

ვაა, ფილტრმა გაატარა აი:))))

saqartvelo20

2018-09-06 23:51:30

გაკოცე ნატალიკო

arichopra 2

2018-09-07 10:11:19

გამარჯობა ჯონ დო!

ფხიზელი

2018-09-07 21:46:37

:)
უკრაინელმა წინასწარმეტჸველმა, ვინმე Witaliy Galix-მა განაცხადა: მე ახლახან შეკითხვით მივმართე უზენაეს ძალებს და იმათგან მივიღე პასუხი, რომ მომავალ წელს უკრაინის პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გახდებაო!..

რეგისტრაცი?/p>

დახურვ?/span>
სახელი:

პაროლი:

გაიმეორე?პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80