ლარს დიდი განსაცდელი ელის - კურსი უკვე საგანგაშო ნიშნულზეა
ეკონომიკა

ლარს დიდი განსაცდელი ელის - კურსი უკვე საგანგაშო ნიშნულზეა

ლარს დიდი განსაცდელი ელის - კურსი უკვე საგანგაშო ნიშნულზეა
ბექა დანელია

2018-09-07 15:30:40

ეროვნული ვალუტისთვის წლევანდელი შემოდგომა ძალიან მძიმედ დაიწყო. ლარი უკვე გადასცდა 2,60-იან ნიშნულს და დამაიმედებელ პროგნოზს ვერავინ აკეთებს. ხელისფლებას არც მოახლოებული არჩევნების შიში აქვს.

კვლევითი ცენტრი PMCG ეკონომიკური კვლევის ინსტიტუტთან ერთად, საქართველოს ეკონომიკური კლიმატის შესახებ ანალიზს აქვეყნებს, რომელიც 2018 წლის მეორე ნახევრის შესახებ მოლოდინს შეეხება.

კვლევაში 30-მდე ექსპერტებმა მიიღო მონაწილეობა, რომლებიც საქართველოს ძირითადი ეკონომიკური ინდიკატორების შესახებ აკეთებენ პროგნოზებს. ეკონომისტები 2018 წლისთვის მშპ-ის 4,7%-იან ზრდას ელოდებიან.

ასევე მოსალოდნელია, რომ ლარი დოლარის მიმართ მომდევნო 6 თვეში გაუფასურდება. ექსპორტისა და იმპორტის მოცულობა გაიზრდება, თუმცა, ეკონომისტები ექსპორტის უფრო მეტად ზრდას პროგნოზირებენ, რაც სავაჭრო ბალანსის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.

ჯერჯერობით ლარის კურსთან დაკავშირებით ვითარება მეტად არასახარბიელოა. ასეთი რთული შემოდგომა ეროვნულ ვალუტას ჯერ არ დასდგომია. სექტემბრის პირველ რიცხვებშივე ლარი დოლართან მიმართებაში 2,60-იან ნიშნულს გადასცდა.

დეპუტატი რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ ლარის კურსის გაუფასურების მთავარი მიზეზი ის მონეტარული და ფისკალური პოლიტიკაა, რასაც მთავრობა და ეროვნული ბანკი აწარმოებენ. დიდი რისკია შემოდგომის შემდეგ ვითარება კიდევ გაუარესდეს.

„როდესაც ქვეყანაში დიდი ოდენობით ვალუტა შემოდის და ლარი ეცემა, ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანას არ ჰყავს მონეტარული ხელისუფლება. ყოველწლიურად ვითარდება ერთი და იგივე სცენარი, რაც იმას ნიშნავს, რომ მთავრობას და ეროვნულ ბანკს არ აქვს ელემენტარული უნარი, რომ წინ აღუდგეს მუდმივად განმეორებად პრობლემას. დიდი რისკია, რომ ვითარება კიდევ უფრო გაუარესდეს შემოდგომის შემდეგ“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

მისი აზრით, თუკი ბიუჯეტის არათანაზომიერი ხარჯვა გაგრძელდება, ლარის მკვეთრი გაუფასურება მოხდება.

„ამათ არაფერი ეშველებათ! უკვე მერამდენედ უნდა ხდებოდეს ერთი და იგივე. ქვეყნის ბიუჯეტი 12,46 მილიარდი ლარია. რვა თვეში დაიხარჯა 7,2 მილიარდი ლარი. დარჩენილ ოთხ თვეში უნდა დახარჯონ 5,26 მილიარდი ლარი, ანუ ხარჯვის ტვირთი კვლავ მოდის წლის ბოლო თვეებზე.

მთავრობამ ხარჯვის ცხრა თვის გეგმა რომ შეასრულოს, საჭიროა სექტემბერში დაიხარჯოს ზუსტად ორჯერ მეტი, ვიდრე ეს მოხდა აგვისტოში, რაც წარმოუდგენელია. თუ ზედმეტად არათანაბარზომიერი ხარჯვა კვლავ გაგრძელდება, მივღებთ იმ სურათს, რაც არაერთხელ გვინახავს - ლარის მკვეთრ გაუფასურებას. ამის თავიდან აცილება შეიძლება ხარჯვის სამომავლოდ გადატანით, ანუ საჭიროა ბიუჯეტში ცვლილებების განხორციელება“, - აღნიშნავს გოცირიძე.

სკეპტიკურად არიან განწყობილი ფინანსისტებიც. „ფინექს 1970“-ის ანალიტიკოსი ნიკა შენგელია დაუფარავად ამბობს, რომ 12 სექტემბრის შემდეგ ლარი კვლავ დაიწყებს გაუფასურებას, რაზეც გავლენას როგორც რეგიონის ქვეყნებში არსებული მდგომარეობა, ასევე საქართველოში მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნებიც მოახდენს. გასათვალისწინებელია ნავთობის ფასის დინამიკაც.

„12 სექტემბრის შემდეგ ველოდებით დოლარის მორიგ გაძვირებას, რაც ლარის გაუფასურების დასაწყისი იქნება. აუცილებლად თვალყური უნდა ვადევნოთ მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასს. არის პროგნოზი, რომ 10 სექტემბრიდან ნავთობის ფასი დაიწყებს ვარდნას, მაგრამ ეს ხელს შეუწყობს დოლარის გამყარებას, რაც, დიდი ალბათობით, ლარის კურსის გაუფასურებას გამოიწვევს.

რაც შეეხება მოკლევადიან პერიოდს, ამ დროისთვის არჩევნებია და ბრუნვაში იქნება გარკვეული თანხა, რომელიც მოსახლეობაში გავრცელდება სხვადასხვა სახით (კოორდინატორები, საარჩევნოდ დაქირავებული ადამიანები, მოხელეების პრემიები და ა.შ.). მათ უმრავლესობას სესხები აქვთ დოლარის სახით და ეს თანხა ისევ უცხოური ვალუტის შეძენას მოხმარდება. ეს ყველაფერი იმოქმდებს ლარზე და საკმაოდ რთული პერიოდის გადალახვა მოუწევს ეროვნულ ვალუტასაც და მოსახლეობასაც“, - აცხადებს შენგელია.

ნანახია - 927

tngh

2018-09-07 17:43:37

ღრმად პატივცემულო ბ-ნო ბექა დანელიავ!!! თქვენ თუ გნებავთ, სრული უფლება გაქვთ დაუჯეროთ სინდის-ნამუს გარეცხილ, საქართველოს მოსახლეობის დამაქცევარ და სახელმწიფო გადატრიალების იდეოლოგ, უხსენებელ რ. გოცირიძეს. ხოლო ჩემი უფლებაა მსგავსი "კომპლიმენტებით" შევამკო ის ნაძირალა, რომელმაც 3000% ინფლაცია და 1 000 000% დევალვაცია დატოვა ეკონომიკაში. თუ ეჭვი გეპარებათ ვინმეს, შეადარეთ ერთმანეთს 1991 წლის ვალუტის კურსი და ფასები, 1994 წლისას.

1234

2018-09-07 18:09:09

ალკუპონე დემაგოგობას არ ეშვება. ვეთანხმები წინა კომენტარს. თU მაინცდამაინც გსურთ რომ ამ ე.წ. ეკონომისტ/ფინანსისტის აზრი მიაწოდოთ მოსახლეობას, მაშინ კარგი იქნებოდა რომ ეროვნული ბანკისთვის და ფინანსთა სამინისტროსთვისაც ჩამოგერთმიათ ინტერვიუ. უფრო მაღალი ხარისხის სტატია გამოგივიდოდათ. მკითხველისთვის უფრო საინტერესოა ეს ბოლო ინსტიტუტები რას აპირებენ რადგან ესენი განსაზღვრავენ ქვეყნის საფინანსო პოლიტიკას არა ალკუპონე. ალკუპონე და მისი მისჯილი ავანტურისტი ლიდერი დემაგოგიის მეტს არაფერს მოგაწვდიან. ეგ როლი სჯობს რუსთავი 2-ს დაუტოვოთ.

Maverick

2018-09-07 19:13:58

ურნალისტებმა თავს ვერ ანებებენ გაკოტრებულ პოლიტიკანებს /თუმცა პოლიტიკოსი ალბათ აღარც არსებობს საქართველოში/ და მიშარასტებთან ერთად გვეკაიფებიან, ასეთი "სახელოვანი" რესპოდენტების მიშველიებით. ნაცვლად იმისა, რომ მივიდნენ სამთავრობო შტოებთან, ჩამოართვან ინტერვიუ და გვამცნონ რას ფიქრობს საკანონმდებლო, აღმასრულებელი ხელისუფლება, ეროვნული ბანკი ამ საკითხის მოსაწესრიგებლად.

აი, ეს არის დღევანდელობა, აი, სადამდე მიიყვენა ქვეყანა მთვარიდან პროფესიონალების ვერ ჩამოყვანამ!

დუბინკების ეპოქაში, უდუბინკებოდ მიერეკებიან ქვეყანას.

serapina

2018-09-07 22:07:45

"გვამცნონ რას ფიქრობს საკანონმდებლო, აღმასრულებელი ხელისუფლება, ეროვნული ბანკი ამ საკითხის მოსაწესრიგებლად."
Maverick,
ესენი,სულ არაფერს ფიქრობენ!
რა საჭიროა ფიქრი,როცა კარგად ცხოვრობს ხალხი?!(ხელისუფლებაში მყოფი,რა თქმა უნდა).

სამაგიეროდ,სოციალურ ქსელებში სააკაშვილის მიმართვას დააფრიალებენ(ერთი,მინიმუმ 15 წელი რომ მოსამსახურედაა წასული ის ავრცელებს... ვიდეო,ვიღაც გიორგი ნაცარიშვილის არის), რომ თურმე ჩვენი ეკონომიკის გამო სააკაშვილს "გული უკვტება" და ბანკებმა ხალხი შეჭამეს(ეს უკანასლნელი მართლაც ასეა).

კარგი ბატონო,ჩვენ თუ არ გვამცნობენ, სააკაშვილის საპასუხო არგუმენტები მაინც დაალაგოს ერთმა ეკონომიკის მინიმალურად მცოდნემ!

მე,ეკონომიკის არაფერი გამეგება მაგრამ...ვფიქრობ როგორც განათლების სფეროში, უკუღმა დაწყებული სიარული რომ დღითიდღე უარეს და უარეს შედეგებს დებს,მაგ საბანკო სისტემის კანონმდებლობის "ავტორიც" მიხეილ დიდი იქნებოდა,თავის ბანდასთან ერთად... მაგათ ხომ სამუდამოდ ეგონათ ხელისუფლება დარჩებოდათ...

მოკლედ,ან თუ იმას ვერ გვიხსნიან ახლა რა ხდება,სააკაშვილს მაინც ჩამოუკაკლონ რამდენი ნაღმი აქვს სხვათა შორის,საბანკო სფეროშიც დადებული...
საჭიროა ეს საქმე!
ივანიშვილის დანაზოგი,გაუძლებდა და გაუძლებს ამ ქაოსს... არც არაფერს შეიმჩნევს მაგრამ...
ხელფასზე მცოვრებმა ქართვლმა რა ქნას?!

აგერ ბატონო, მივიდნენ ეს ჟურნალისტები სადაც საჭიროა და დადონ სერიოზული ანალიზი...ოღონდ ისეთი,ჩემნაირმა ეკონომიკის არმცოდნემაც რომ გაიგოს(კარგი ანალიზი ამას გულისხმობს,უპირველესად)!



arichopra 2

2018-09-07 22:49:36

ამ წლის დასაწყისისათვის ვვარაუდობდი, რომ ლარი მიაღწევდა ნიშნულს 3.0-3.1! რაღაც მანქანებით (დოლარიზაციის შემცირება, ერთ ერთი) და დიდი ჯაფით ეროვნულმა ბანკმა მოახერხა ლარის დასტაბილურება! ეს უსასრულოდ ვერ გაგრძელდება!

Maverick

2018-09-08 19:33:35

სერაპინა,

ვერც ვერაფერს გავხდებით ისეთი ვეშაპების გარემოცვაში ვართ გაჭედილი, თანაც მსოფლიო რუქაზე შეუმჩნეველ ტერიტორიაზე მცხოვრები ერი.

ასეთია პატარა ერების ბედი, მივტირით წარსულს და მომავალი სხვისი შრომით, წაგლეჯილი ქონებით, გადაგდებული სანათესაოს, ნაცნობ-საახლობელოს ხარჯზე, ბიუჯეტის მითვისებით გვინდა შევქმნათ, ოქროს სასახლეები გვინდა ავაშენოთ სხვის ხარჯზე, თუ რამე სიმდიდრე ქონდა ქართულ სახელმწიფოს, ქვეყანას დავყიდეთ, დავანგრიეთ, მოვიპარეთ, სახლში წავიღეთ, ვერ გავძეხით და ერთმანეთის ძარცვა-გლეჯას, სხვისი შვილების გატაცებას, ფულის გამოძალვისთვის ხელის აუკანკალებად დაუთუვებას მივყავით ხელი...

ე.ი. აქ მარტო განათლებაში, არ არის საქმე, მენტალიტეტია მთავარი! თავად ჩვენშია დაბუდებული ჩვენი ყველაზე დიდი მტერი და გარეთ სამეზობლოში დავეძებთ ამ მტერს.

ამდენი წლების მანძილზე რაც თავისუფლება მოვიპოვეთ (?!) ის მილიარდები რაც ქვეყნის ფეხზე დასაყენებლად მიიღო საქართველომ სად არის?! თუ არის დათვლილი რას მოხმარდა, რაში გამოვიყენეთ, სად წავიდა?! ვფიქრობ ხელისუფალთა და პარტბნელიტის ჯიბეში.

ვინმემ თუ მოითხოვა ხელისუფლებისგან პასუხი?!

სააკაშვილისეული მეთოდების მაგალითი მიუღებელია, როგორც არაცივილური და მძარცველური, იგი მხოლოდ საკუთარი ბიუჯეტის შევსებას და საკუთარ პარტბნელიტის ინტერესებს ემსახურებოდა!...

მე მხედველობაში მაქვს სამართლებრივი მოთხოვნა კანონის უზენაესობის სახელით და დაისაჯა რომელიმე ხელისუფალი სამართლიანად(!), კანონის სრული პასუხისმგებლობით?!



Maverick

2018-09-08 19:39:07

ჩოპრა, გეთანხმები!

ამდენი ხნის მანძილზე ლარის "გამყარება" ისევ ჩვენი, ბიუჯეტში ჩვენ მიერ შეტანილი სახსრებით ხდებოდა და ხდება. ამ დროს ხელისუფლება, ბანკები და ბიზნესი ჩვენი ძარცვით არიან დაკავებულები!

arichopra 2

2018-09-08 21:36:47

ყაზახური ტენგე აპრილის შემდეგ 20 % -ით გაუფასურდა 1$ ღირდა 212-214 ტენგე ახლა ღირს 275-280 ტენგე. ჩვენთან გაუფასურება ჯერ მხოლოდ 7% მდეა. ყაზახეთის ეკონომიკა - საფინანსო სექტორი რომ ასე ძალიან ირყევა, წარმოიდგინეთ რა პროფესიონალებია საქართველოში, რომლებიც ამ საშინელ ფინანსურ შტორმს შედარებით მაინც არეგულირებენ!

arichopra 2

2018-09-08 21:43:22

ამ დროს ყაზახეთის მთლიანი ввп შეადგენს 133,7 მილირდ დოლარს (2016 წ)
საქართველოს 14,46 მილიარდ დოლარს (2016).

macro

2018-09-08 21:53:41

ფედრეზერვის მიერ საპროცენტო განაკვეთის ზრდა, პრობლემები თურქეთში და არგენტინაში, სავაჭრო ომები იწვევს ინვესტიციების გადინებას განვითარებადი ქვეყნის ბაზრებიდან და დოლარის კურსის ზრდას.
ეს არის მთავარი მიზეზი და ნებისმიერი, ყველაზე კომპეტენტური მთავრობაც ამას წინ ვერ აღუდგება.
თუმცა ამ მთავრობასაც აქვს ძალიან დიდი ცოდვები, რომლის გამოც მომავალი კრიზისული მოვლენები ძალიან მტკივნეული იქნება საქართველოსთვის.
ყველაზე ცუდი არის ის, რომ კრიზისის შემდეგადაც გააგრძელებენ იმ ეკონომიკურ კურს, რომელიც დამღუპველია ქვეყნისათვის. და არა მარტო გააგრძელებენ, კიდევ უფრო რადიკალურს გახდიან ამ კურსს.
აქ საქმე მარტო ეკონომიკის ცოდნა-არცოდნაში არ არის. ეს კურსი არის ქართული ოლიგარქიული ჯგუფების ინტერესებში და მათი გავლენა მთავრობაზე არის ძალიან ძლიერი

arichopra 2

2018-09-08 22:30:29

..."ყველაზე ცუდი არის ის, რომ კრიზისის შემდეგადაც გააგრძელებენ იმ ეკონომიკურ კურს, რომელიც დამღუპველია ქვეყნისათვის. და არა მარტო გააგრძელებენ, კიდევ უფრო რადიკალურს გახდიან ამ კურსს". ძალიან საინტერესოა კონკრეტ რა გაქვტ მხედველობაში?!

serapina

2018-09-08 22:36:08

სააკაშვილი, "თავისი ხელით კრეფდა" იმ სტუდენტებს,ვისაც უცხოეთში დაფინანსება უნდა მიეღოთ...ძირითადად, ეს ეკონომიკის სტუდენტები იყვნენ,რომლებიც დღესაც ვალში არიან,სააკაშვილის წინაშე!

მოდი და ნუ გაგეცინება,ნახეთ რას იბრდ/ღვნის:
http://nsp.ge/6453-mikheil-saakashvili-igegmeba-saqarthvelos-universitetisa-da-thavisufali-universitetis-dakhurva-igive-bedi-elis-thavisufal-mediasac.html

macro

2018-09-09 10:03:32

არიჩოპრას,
პასუხი მოგწერე, მაგრამ ადმინისტრატორმა დამიბლოკა.

arichopra 2

2018-09-09 12:13:53

სამწუხაროა .ისე კი ძალიან მაინტერესებდა!

ამაპოლა

2018-09-10 11:46:51

arichopra 2

უკაცრავად, მაგრამ ერთი აშშ დოლარი უკვე კარგა ხანია 300 ტენგეზე მეტი ღირს. 2018 წლის 1 აპრილისთვის ერთი დოლარის ფასი 320 ტენგე იყო, 10 სექტემბერს კი - 375 ტენგე.

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80