სახიფათო პროფესიები მსოფლიოსა და საქართველოში
საზოგადოება

სახიფათო პროფესიები მსოფლიოსა და საქართველოში

სახიფათო პროფესიები მსოფლიოსა და საქართველოში
მანანა ნოზაძე

2018-09-07 20:00:46

რომელია სახიფათო პროფესიები მსოფლიოსა და საქართველოში?! ტოპხუთეულის ყველაზე საშიშ პროფესიად მსოფლიოში ნიანგებთან მებრძოლი ითვლება, როცა ადამიანს საკუთარი სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდება უწევს რეპტილიის გამო. საშიშროების მხრივ მეორე ადგილზეა ცათამბჯენის ფანჯრების მრეცხავი, რისთვისაც სიმაღლის შიშის არმქონე პირები სპეციალურ კურსებს გადიან. ამის შემდეგაა მეხანძრე-მაშველის პროფესია, რომლის დროსაც მეხანძრემ არ იცის, დაბრუნდება თუ არა სახლში. შემდეგ მოდის მეშახტის პროფესია და, როგორც ამბობენ, მსოფლიოში ყოველდღიურად 50 მეშახტე ეწირება საკუთარ პროფესიას. ხუთეულის ბოლო საფეხურზეა მეთევზის პროფესია ღია ზღვაში.

რაც შეეხება საქართველოს, საბედნიეროდ, აქ ქუჩებში მოსეირნე ნიანგებთან შერკინება არავის უწევს, როგორც ეს ავსტრალიაში, ფლორიდაში, მაიამიში, ან ტაილანდშია, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში დაღუპულთა და დაშავებულთა რიცხვით ლიდერობს სამშენებლო სექტორი. ამის შემდეგ მოდიან მაღაროელები, ელექტრიკოსები, მეხანძრეები.

უფრო კონკრეტულად, სამშენებლო სექტორში წლის განმავლობაში საშუალოდ 15 ადამიანი მაინც იღუპება, რაც უსაფრთხოების ნორმების დაუცველობით აიხსნება. ქართველი მაღაროელების პროფესიაც ურთულესია, მაგრამ მაღაროელებს შორის ყველაზე სარისკო საქმე ამფეთქებელს ევალება, რომელიც დეტონატორის დახმარებით გვირაბს აფეთქებს.

ელექტრიკოსების პროფესიაც დაუცველია. ზოგჯერ ისინი არ იყენებენ სპეციალურ ხელთათმანებს, ზოგჯერ კი მათ სამუშაო ადილებზე არ ხდება დამიწება, ან ელექტროენერგია გათიშვის მაგივრად ჩართულია. არის შემთხვევა, როცა ელექტრიკოსს ჰგონია, რომ გათიშულ სადენზე მუშაობს და ამ დროს ძაბვის ქვეშ იმყოფება. ამიტომაც საქართველოში წლის განმავლობაში ელექტრიკოსებს შორის 5 ადამიანი მაინც იღუპება.

ამას მოსდევს აირშემდუღებლის პროფესია, რადგან ჟანგბადის ბალონების აფეთქება სავალალო შედეგს იწვევს. არც მეხანძრის პროფესიაა ია-ვარდით მოფენილი.

შეიძლება თუ არა ზემოთჩამოთვლილი პროფესიები უვნებელი გახდეს და რა უნდა გაკეთდეს საქართველოში სამუშაო ადგილებზე უსაფრთხოების დასაცავად?

მეტალურგთა, მეშახტეთა და ქიმიკოსთა პროფკავშირის ხელმძღვანელი თამაზ დოლაბერიძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ საქართველოში მშენებლობის დარგი მხოლოდ იმიტომაა ყველაზე სახიფათო, რომ აქ ყველაზე მეტი ადამიანია დასაქმებული. შესაბამისად, ტრაგიკული ფაქტებიც უფრო მაღალია, თორემ საფრთხისა და რისკის მხრივ მეშახტის პროფესია გაცილებით მძიმეც არის და საფრთხის შემცველიც. უბრალოდ, ინდუსტრიის წილში მშენებლობას უფრო მეტი წილი უჭირავს, ვიდრე ნახშირმოპოვებას და ამიტომაც გვაქვს ასეთი სურათი.

„სახელმწიფოს არ გააჩნია პოლიტიკური ნება შრომის უსაფრთხოების მიმართულებით. ეს პროცესი მიშვებულია და დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის ღია ურთიერთობაზეა აგებული. რაზეც ისინი შეთანხმდებიან ერთმანეთში, ამას ენიჭება პრიორიტეტი. იმის შესაძლებლობა არ არის, რომ ეს ურთიერთობა კანონმა დაარეგულიროს და არსებობდეს კანონის აღმასრულებელი მექანიზმი“, - აცხადებს თამაზ დოლაბერიძე.

მისივე შეფასებით, საბჭოთა წყობის დროს ნახშირის მოპოვებისას წელიწადში 800 ადამიანი იღუპებოდა, თითქოს ეს ციფრი მაღალი იყო, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ საბჭოთა კავშირი წელიწადში 800 მილიონ ტონა ნახშირს მოიპოვებდა, ე.ი. გამოდის, რომ მილიონ ტონა ნახშირზე იღუპებოდა ერთი ადამიანი. ტყიბულში კი ჩვენ მხოლოდ 200 ათას ტონას მოვიპოვებთ და ამ დროს წელიწადში გარდაცვლილია 12 ადამიანი. ასე რომ, ძალიან დიდი სხვაობაა.

თამაზ დოლაბერიძის მოსაზრებით, თუკი საბჭოთა კავშირის დროს შესაძლებელი იყო დაღუპულთა ფაქტები ნაკლები ყოფილიყო, ლოგიკურია, რომ დღესაც შესაძლებელია ტრაგიკული ფაქტების შემცირება. უბრალოდ, დღეს ნახშირის საბაზრო ღირებულება და მფლობელი კომპანიის ფინანსური ინტერესები ერთმანეთთან შეუსაბამოა. კომპანია ამბობს, მე თუ ძვირი დამიჯდება ნახშირის მოპოვება, მაშინ აღარ მიღირს. საბჭოთა კავშირის დროს კი ქვანახშირს მოგება არ მოჰქონდა, ეს დარგი დოტაციური იყო და სახელმწიფო იქით ახარჯავდა თანხებს. დღეს იქით დახარჯვა და სუბსიდირება აღარ ხდება.

საქართველოს პროფკავშირების შრომის დაცვის ინსპექტორი ნიკა კაკაშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ საქართველოში მშენებლობაზე წლის განმავლობაში 15-20 ადამიანი იღუპება. შემდეგ მოდის სამთო მოპოვებითი სამუშაოები, შახტები და მაღაროები, შემდეგ ენერგეტიკის სექტორი და ამის შემდეგ სხვა დარგები. ერთი მხრივ, ტრაგედიების მიზეზია, რომ უსაფრთხოების წესების იგნორირებით მიმდინარეობს სამუშაო პროცესი, მეორე მხრივ, ამის მიზეზია, რომ არ ხორციელდება შესაბამისი ზედამხედველობა სახელმწიფოს მხრიდან. ეს ნიშნავს, რომ წესებს არღვევს თვითონ დამსაქმებელიც და ამის მაკონტროლებელიც ჯერჯერობით არავინაა.

„კანონი შრომის უსაფრთხოების შესახებ ჯერ კიდევ ბოლომდე ძალაში არ შესულა. შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტს 1-ლი აგვისტოდან მიენიჭება საჯარიმო სანქციების გაცემის უფლებამოსილება. იმედი გვაქვს, როცა სრულად შევა ძალაში კანონი, ცოტა უკეთესი მდგომარეობა იქნება, თუმცა რადიკალურ გაუმჯობესებას მაინც არ ველით. ასოცირების ხელშეკრულება გვავალდებულებს, რომ ჩვენი ეროვნული კანონმდებლობა შესაბამისობაში მოვიდეს ევროდირექტივებთან და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონვენციებთან. შრომის ინსპექცია შექმნილია, რასაც შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი ჰქვია, თუმცა აქამდე მათ არ ჰქონდათ უფლებები. კარგია, რომ ჩვენი შენიშვნების ნაწილი გაითვალისწინეს, განსაკუთრებით, სანქციების კონტექსტში, სადაც მაღალი სანქციებია დაწესებული. პირველ ეტაპზე დამსაქმებელს გონივრულ ვადას აძლევენ, გონივრული ვადის გასვლის შემდეგ კი თუ არ გამოსწორდება მდგომარეობა, გათვალისწინებულია 50-ათასლარიანი ჯარიმა კრიტიკულ შეუსაბამობაზე, ხოლო არსებით შეუსაბამობაზე-14 ათასლარიანი ჯარიმა, არაარსებითზე-8 ათასი და ა.შ. თუმცა ჩვენი უკმაყოფილება ის არის, რომ უპირობოდ დაშვების უფლება არ აქვთ ინსპექტორებს, წლის განმავლობაში მათ მხოლოდ ერთხელ შეუძლიათ ინსპექტირების განხორციელება“, - აცხადებს ნიკა კაკაშვილი.

 

ნანახი?- 3838

ფხიზელი

2018-09-07 22:12:39

მე მგონი საქართველოში ყველაზე სახიფათო პროფესია მანქანის მძღოლობაა! - აბა, იმის სტატისტიკა გამოაქვეყნეთ, წელიწადში რამდენი მძღოლი იღუპება ჩვენთან (გნებავთ პროფესიონალი, გნებავთ მოყვარული)!

რეგისტრაცი?/p>

დახურვ?/span>
სახელი:

პაროლი:

გაიმეორე?პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80