მსოფლიოში 770 მილიონამდე ადამიანმა წერა-კითხვა არ იცის (ვიდეო)
ვიდეო

მსოფლიოში 770 მილიონამდე ადამიანმა წერა-კითხვა არ იცის (ვიდეო)

მსოფლიოში 770 მილიონამდე ადამიანმა წერა-კითხვა არ იცის (ვიდეო)
imedinews.ge

2018-09-08 16:06:16

8 სექტემბერი წერა-კითხვისა და წიგნიერების საერთაშორისო დღეა. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 50 წლის განმავლობაში მსოფლიოში წიგნიერების მაჩვენებელი გაიზარდა, UNESCO-ს მონაცემების მიხედვით, მიხედვით, 770 მილიონამდე ადამიანს ჯერ კიდევ არ შეუძლია წერა-კითხვა.

წერა-კითხის უცოდინართა 2/3 ქალია. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში 15-24 წლის გოგოებს გაცილებით ნაკლები შესაძლებლობა აქვთ, ისწავლონ წერა-კითხვა, მაშინ, როცა ბიჭებს ამისთვის მეტი შესაძლებლობა გააჩნიათ.

წერა-კითხვის უცოდინართა 45% სამხრეთ აზიაში, 27% სუბსაჰარულ აფრიკაში, 10% აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, 9% ჩრდილოეთ და დასავლეთ აფრიკაში, 4% კი ლათინოამერიკულ ქვეყნებში ცხოვრობს.

„საქსტატის“ მონაცემებით კი, საქართველოში მცხოვრები 12 576 მოქალაქე წერა-კითხვის უცოდინარია. მათ შორის 9 517 სოფლად ცხოვრობს.  

Worldometers-ის მონაცემებით, მსოფლიოში 7 მილიარდ 648 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. Worldometers-ი სტატისტიკური მონაცემების შესაგროვებლად მაღალი რეპუტაციის რამდენიმე წყაროს ეყრდნობა. მათ შორის, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას, გაეროსა და მსოფლიო ბანკს.

ნანახია - 260

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80