საქართველოდან რუსული ბაზების გაყვანა - ზურაბიშვილის დიპლომატიის შედეგი რუსეთის შორსმიმავალი გეგმის ნაწილია (ვიდეო)
ვიდეო

საქართველოდან რუსული ბაზების გაყვანა - ზურაბიშვილის დიპლომატიის შედეგი რუსეთის შორსმიმავალი გეგმის ნაწილია (ვიდეო)

 საქართველოდან რუსული ბაზების გაყვანა - ზურაბიშვილის დიპლომატიის შედეგი რუსეთის შორსმიმავალი გეგმის ნაწილია (ვიდეო)
newposts.ge

2018-09-10 18:55:14

რუსი ბლოგერი ალექსეი რომანოვი თავის ვიდეობლოგში რუსეთ-საქართველოს ომზე საუბრობს და იმ დეტალებს უსვამს ხაზს, რაც ამტკიცებს, რომ რუსეთს 2008 წლის ომი წლებით ადრე, სააკაშვილის გაპრეზიდენტებამდე ქონდა დაგეგმილი და საუბარი იმაზე, რომ აგვისტოს ომი სააკაშვილის პროვოკაციული ქმედებების შედეგი იყო, აბსურდია.

რუსი ბლოგერის მიერ შეფასებული აგვისტოს მოვლენები მნიშვნელოვანია იმის გამოც, რომ ამ ბრალდებას ხშირად იყენებენ როგორც პრორუსი, ასევე სააკაშვილი მოწინააღმდეგე ქართველი პოლიტიკოსები, „ქართული ოცნების“ ფავორიტმა „დამოუკიდებელმა“ საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა კი, თავისი კამპანია საერთოდაც ამ განცხადებით დაიწყო.

სწორედ ზურაბიშვილია ის, ვისი საგარეო საქმეთა მინისტრობის მთავარ დიპლომატიურ მიღწევადაც საქართველოდან რუსეთის ჯარის გაყვანა ითვლება. როგორც რომანოვის მიერ მოყვანილი ფაქტებიდან ჩანს, 2005 წელს საქართველოდან რუსის ჯარის გასვლა, არა სალომე ზურაბიშვილის დიპლომატიური მოხერხებულობის შედეგი , არამედ რუსეთის შორსმიმავალი გეგმების ნაწილი იყო.

„საქართველოში ომი 2008 წელს დაიწყო, თუმცა ამ ომის დაწყების თარიღი რუსეთმა ჯერ კიდევ 2005 წელს განსაზღვრა. საქმე იმაშია, რომ საქართველო დიდხანს და წარუმატებლად ითხოვდა თავისი ტერიტორიიდან რუსული ბაზების გაყვანას. რუსეთი კი აცხადებდა, რომ ეს რთული და ხანგრძლივი პროცესი იყო, რომელიც შესაძლოა 2019-2022 წლამდე გაგრძელებულიყო. მაგრამ 2005 წლის გაზაფხულზე რუსები დათანხმდნენ ჯარის გაყვანაზე და თან სწრაფ გაყვანაზე. გაიყვანეს კიდეც დადგენილ გრაფიკზე უფრო სწრაფად 2008 წლის გაზაფხულამდე. ეს სრულებით ლოგიკურია, იმიტომ რომ, თუ ომი დაიწყებოდა, ამ სამხედრო ბაზებზე მყოფი სამხედროები, ტექნიკა და ამ სამხედროების ოჯახები მძევლებად აღმოჩნდებოდნენ. საჭირო იყო მათი გაყვანა ომამდე.“- აცხადებს რომანოვი.

რომანოვის თქმით, რუსეთმა ჯერ კიდევ 2006 წელს იცოდა მიზეზი, რომელსაც საქართველოში ომის დასაწყებად გამოიყენებდა.

„2006 წელს 58-ე არმიამ, ზუსტად იმან, რომელიც საქართველოში შეიჭრა, ჩაატარა სწავლება „შესანიშნავი“ სახელით: „გადაუდებელი დახმარების გაწევა რუსეთის სამშვიდობო ბატალიონისთვის“. სწორედ ასეთი ოფიციალური ფორმულირება მისცეს ამ ომსაც.“- განაცხადა რომანოვმა, მისი თქმით, ჯერ კიდევ 2008 წლის ივლისში რუსეთმა უკვე დაიკავა მთავარი უღელტეხილები, რომელიც ოსეთში გადადიოდა, გადაიტანა საველე ჰოსპიტალი და ჯერ კიდევ 5 აგვისტოს როკის გვირაბთან, რომელიც „სამხრეთ ოსეთს“ რუსეთთან აკავშირებს, 12 ათასი სამხედრო და თითქმის 1000 ერთეული სამხედრო ტექნიკა იდგა.

ნანახია - 686

ფხიზელი

2018-09-11 04:51:21

"თუ ომი დაიწყებოდა, ამ სამხედრო ბაზებზე მყოფი სამხედროები, ტექნიკა და ამ სამხედროების ოჯახები მძევლებად აღმოჩნდებოდნენ. საჭირო იყო მათი გაყვანა ომამდე.“- აცხადებს რომანოვი."
-------------------
სრული იდიოტიზმი!..
ე.ი. რუსული ბაზები ვერც თავს დაიცავდნენ, ვერც თავის ტექნიკას და ვერც საკუთარ ცოლ-შვილს!:)
ნეტა, რად უნდოდათ ამისთანა ბაზები?
არადა, ომისთვის ისე უჩუმრად ემზადებოდა სააკაშვილი და ისეთი მოულოდნელი იყო მისი ლაშქრობა, რუსები სულ თავში იცემდნენ, ალბათ, ხელს - ერთი მზვერავი ან ამბის გამომტანი მაინც გვყოლოდა საქართველოს სამხედრო უწყებასა და მთავრობაშიო! :)))

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80