11 სექტემბერი: ტრაგედია, რომლის დავიწყებაც შეუძლებელია
დაიჯესტი

11 სექტემბერი: ტრაგედია, რომლის დავიწყებაც შეუძლებელია

11 სექტემბერი: ტრაგედია, რომლის დავიწყებაც შეუძლებელია
newposts.ge

2018-09-11 10:49:26

ტერაქტი, სისხლისღვრა, მკვლელობა - ტრაგედია, რომლის დავიწყებაც შეუძლებელია. იდეოლოგია, რომელსაც ათასობით ადამიანის, ვიღაცის მშობლისა და ვიღაცის შვილის სიცოცხლე შეეწირა.

იდეოლოგია, რომელმაც უამრავი ადამიანის ფსიქიკა შეძრა. ტერაქტი, რომელმაც მსოფლიო აალაპარაკა და რომელიც ასწლეულების მანძილზე ყოველწლიურად იმავე ტკივილით გაცოცხლდება კაცობრიობაში, როგორითაც 2001 წლის 11 სექტემბერს დაიბადა...

2001 წლის 11 სექტემბრის ტრაგედიიდან 13 წელი გავიდა. 2001 წლის 11 სექტემბერს, ადგილობრივი დროით, 08:45 საათზე ტერორისტების მიერ გატაცებული ოთხი სამგზავრო თვითმფრინავიდან პირველი – ბოინგ-767 ნიუ-იორკში მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ჩრდილოეთის ცათამბჯენს 93-ე და 99-ე სართულებს შორის შეეჯახა. თვითმფრინავის ბორტზე 81 მგზავრი იმყოფებოდა, მათ შორის – 5 ტერორისტი და ეკიპაჟის 11 წევრი. შეჯახების მომენტში გაჩენილი ხანძრის შედეგად რამდენიმე წუთში ასეულობით ადამიანი გარდაიცვალა, ლიფტის შახტიდან გამოსული სიცხით კი ადამიანები ფოიეში უჰაერობის გამო იღუპებოდნენ. მეორე თვითმფრინავი ადგილობრივი დროით, 09:03 საათზე „ტყუპების" სამხრეთ ცათამბჯენს 77-ე და 81-ე სართულებს შორის შეეჯახა. თვითმფრინავის ბორტზე 56 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის – ეკიპაჟის 9 წევრი და 5 ტერორისტი. 09:59 საათზე კი მცირე ინტერვალებით ორივე ცათამბჯენი მთლიანად ჩამოინგრა.

მესამე გატაცებული თვითმფრინავი – ბოინგ-757 პენტაგონის მახლობლად, ადგილობრივი დროით, 09:45 საათზე ჩამოვარდა. შედეგად დაიღუპა 184 ადამიანი, მათ შორის – 59 მგზავრი, 5 ტერორისტი და ეკიპაჟის 6 წევრი.

მეოთხე თვითმფრინავი პენსილვანიის ტყეში, სამხრეთ-დასავლეთით, პიტსბურგიდან 125 კილომეტრში ჩამოვარდა. დაიღუპა 37 მგზავრი, მათ შორის – 4 ტერორისტი და ეკიპაჟის 7 წევრი.

2001 წლის 11 სექტემბრის ტრაგედიას სულ 2819 ადამიანი ემსხვერპლა, აქედან 24 დღემდე დაკარგულად ითვლება. აღნიშნული ტრაგედიიდან 13 წელი გავიდა, მიუხედავად ამისა ეს თემა დღემდე აქტუალობით სარგებლობს. რამდენიმე ოფიციალურმა საგამოძიებო კომისიამ აღნიშნული ტერაქტი გამოიძია და საკუთარი დასკვნები მსოფლიო საზოგადოებას წარმოუდგინა. თუმცა, ერთ დასკვნამდე მისვლა შეუძლებელია და დღემდე არსებობს უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა. ამ დროისათვის განსაკუთრებული აქტუალობით ორი კითხვა სარგებლობს.

1.რატომ ვერ შეძლო მსოფლიოს ყველაზე ძლიერმა ავიაციამ გატაცებული თვითმფრინავების ჩამოგდება? როგორც ცნობილია, აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა, დიკ ჩეინმა გასცა ბრძანება, აღნიშნული თვითმფრინავებისთვის ხელი არავის ეხლო. ოფიციალური დასკვნა: ერთდროულად რამდენიმე თვითმფრინავის გატაცება მეტად ექსტრაორდინაური ფაქტი იყო, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ტერორისტებმა ეკიპაჟის წევრები დახოცეს. ყველაფერთან ერთად, გატაცების შემდეგ თვითმფრინავებთან დაკავშირება შეუძლებელი იყო. ამავდროულად, სწორედ 11 სექტემბერს აშშ-ს ძალოვან შტაბში სამხედრო წვრთნები მიმდინარეობდა. ოფიციალურ დასკვნაში სხვა არაფერია ნახსენები, ალბათ ყველა კარგად ხვდება, რომ ეს დასმულ კითხვაზე ამომწურავი პასუხი არ არის...

2. რატომ ჩამოინგრა ტყუპი შენობები ასე სწრაფად და რატომ დაიღუპა ადამიანების უმრავლესობა მხოლოდ რამდენიმე სართულზე გაჩენილი ცეცხლის გამო? თეორია: ცათამბჯენები საკონტროლო აფეთქების შედეგად დაინგრა. ყველაფერთან ერთად ვრცელდება ინფორმაცია, რომ ტყუპი შენობების ჩამოშლამდე გაისმა რამდენიმე ძლიერი აფეთქება, რამაც შენობების სრული განადგურება გამოიწვია. ოფიციალური დასკვნა: აშშ-ს სტანდარტებისა და ტექნოლოგიების ნაციონალურმა ინსტიტუტმა ჩაატარა გარკვეული კვლევა და მივიდა დასკვნამდე: თვითმფრინავებმა, რომლებიც ცათამბჯენებს შეეჯახნენ, დააზიანეს უსაფრთხოების სისტემა. ამიტომ არ ამუშავდა ცეცხლსაწინააღმდეგო სისტემა. 38 ტონა ავიაციური საწვავი კი შენობის რამდენიმე სართულზე დაიღვარა. შედეგად კი ხანძრის გაძლიერებას შეუწყო ხელი. ტემპერატურამ რამდენიმე სართულზე 1000 გრადუს ცელსიუსს მიაღწია.

სართულები ერთმანეთის მიყოლებით იშლებოდა. შენობის ფუძე კი მსგავს სიმძიმეზე არ იყო გათვლილი. დიდი წნევის გამო ფანჯრებიდან შენობაში არსებული ნივთები ცვიოდა. შემდგომმა კვლევებმა აჩვენეს, რომ შენობაში წინასწარ დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობა არ არსებობდა. სწორედ ამიტომ, საკონტროლო აფეთქება გამოირიცხა. 2001 წლის 12 სექტემბერს აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯორჯ ბუშმა საკუთარ მოსახლეობას მიმართა და აღნიშნა, რომ იგი ძალებსა და რესურსებს არ დაიშურებდა დამნაშავეების გამოსავლენად და დასასჯელად. ბუშმა გარდაცვლილთა ოჯახებს მიუსამძიმრა და აღნიშნული ტერაქტი მსოფლიოს უდიდეს ტრაგედიად შერაცხა. 2002 წლის 15 ივლისს ოფიციალურად დასრულდა ნანგრევებში დაკარგული ადმიანების ძიება. ამავე წლის 20 აგვისტოს კი გარდაცვლილთა რაოდენობასა და ვინაობაზე ოფიციალური ცნობა გამოქვეყნდა. 2006 წლის 11 სექტემბერს ტყუპი ცათამბჯენების ადგილზე გაიხსნა მონუმენტი, რომლის სახელწოდებაც „მწუხარების ცრემლები“ გახლავთ.

ნანახია - 274

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80