„51 მილიონზე თვალი დავხუჭოთ, იმიტომ, რომ მის მეპატრონეს აქვს მედიასაშუალება?!...“
პოლიტიკა

„51 მილიონზე თვალი დავხუჭოთ, იმიტომ, რომ მის მეპატრონეს აქვს მედიასაშუალება?!...“

„51 მილიონზე თვალი დავხუჭოთ, იმიტომ, რომ მის მეპატრონეს აქვს მედიასაშუალება?!...“
თამთა ქარჩავა

2018-09-11 14:30:38

„ომეგა ჯგუფში“ შემავალ, სიგარეტის მწარმოებელ კომპანია შპს „ოჯთ“-ის საგადასახადო დავალიანების სახით, დღეის მდგომარეობით, ერიცხება 51 მლნ 717 ათასი ლარი, რომლის ძირითად ნაწილს შეადგენს თამბაქოს ნაწარმზე აქციზის გადასახადის გადაუხდელობა. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, თანხის გადაუხდელობის გამო, ამჟამად კომპანიის მიმართ გავრცელებულია იძულებითი ღონისძიებები – ინკასო და ყადაღა.

ტელეკომპანია „იბერიას“ თანამშრომლები ხელისუფლებას მედიასა და ბიზნესზე ზეწოლაში ადანაშაულებენ. მათი განცხადებით, არხის ხელში ჩაგდების მთავარ ბერკეტად მმართველი პოლიტიკური ძალა „ომეგა ჯგუფის“ ბიზნესზე ზეწოლას იყენებს. ტელეკომპანია „იბერიას“ მთავარი დამფინანსებელი „ომეგა ჯგუფია.“ არხის მფლობელების თქმით, 51 – მილიონიანი დავალიანების სანაცვლოდ, ტელევიზია უნდა დათმოს.

ამ იძულებითი ღონისძიებების გამო, ტელეკომპანია „იბერია“ რამდენიმე დღეა, საგანგებო რეჟიმში მუშაობს. თუმცა, არის კითხვა, რატომ და რა დამსახურებისთვის აგროვებს კონკრეტული კომპანია 51 მილ 717 ათას ლარს, ეს მაშინ, როდესაც სხვა მედიასაშუალებები ამ სახის პრივილეგიებით არ სარგებლობენ და 1 ლარის გადაუხდელობის შემთხვევაში ანგარიშებს მაშინვე ყადაღას ადებენ.

ტელეკომპანია „იბერიას“ მფლობელები ხელისუფლებას ზეწოლაში და არხისთვის მთავარი ფინანსური წყაროს გადაკეტვაში ადანაშაულებენ. ტელეკომპანია საინფორმაციო სამსახურის განცხადებით, ხელისუფლების მიზანი ტელეკომპანიის დახურვაა.

თუ როგორ და რა ფორმით ახორციელებს ხელისუფლება ზეწოლას დამოუკიდებელ ტელეკომპანია იბერიაზე, ამის დასამტკიცებლად არხმა აუდიოჩანაწერი გაავრცელა, რომელიც ტელეკომპანიის დამფუძნებლის, ზაზა ოქუაშვილისა და სპორტის ყოფილი მინისტრის, ლევან ყიფიანის საუბარს ასახავს. ჩანაწერში საუბარი ტელეკომპანიას შეეხება. ტელეკომპანიის ინფორმაციით, ლევან ყიფიანი „ომეგა ჯგუფის“ საქმესთან დაკავშირებით ლონდონში საადვოკატო კომპანიაშია დაბარებული.

„მთავრობა დაგიდგა გვერდში კეთილგანწყობით, წარმოებასთან, თქვენ კაცობასთან ყველაფერში, რა დავაშავეთ მითხარით... ყველა გამოდის „რუსთავი 2“ – ზე უარესიაო იბერიაო... ძნელია, როცა ლაპარაკობ დათმობაზე, როცა ტელევიზია ასეთ ამბებშია.... მკიდია თქვენი „ომეგაც“და ყველაფერი... ეს პრობლემა მაქვს, გადამიწყვიტეთ“, – აცხადებს ლევან ყიფიანი და „იბერიას“ დამფუძნებელს ზაზა ოქუაშვილს ახსენებს, რომ მას აქვს რამდენიმე ანგარიში, რომელიც მხოლოდ „ომეგა ჯგუფს“ არ ეკუთვნის.

ხელისუფლების მხრიდან ტელეკომპანიაზე ზეწოლასთან დაკავშირებით „იბერიას“ მიერ გაკეთებულ განცხადებას არ იზიარებს ფინანსთა მინისტრი და აცხადებს, რომ სამარცხვინოა, როდესაც მედიას ამოფარებული ზოგიერთი ბიზნესი მედიას იყენებს შანტაჟის იარაღად – სახელმწიფოს შანტაჟის ენით ვერავინ დაელაპარაკება.

„საქართველოს ხელისუფლება არასოდეს არ ყოფილა ბიზნესის მიმართ ასეთი მეგობრული და არც მედია ყოფილა ასეთი თავისუფალი, როგორც ეს ჩვენი ხელისუფლების პირობებშია. ამიტომ სრული პასუხისმგებლობით მინდა გითხრათ, რომ მიუღებელია და მე ვიტყოდი მეტსაც, რომ სამარცხვინოა მედიას ამოფარებული ზოგიერთი ბიზნესი, როდესაც თავის მედიას იყენებს შანტაჟის იარაღად და ცდილობს, რომ გადასახადებს თავი აირიდოს.

სახელმწიფოს ვერავინ დაელაპარაკება შანტაჟის ენით. ეს არის ხალხის ფული და კეთილი ინებონ და გადაიხადონ ბიუჯეტში. ყველანაირი შეთავაზება იყო მათ მიმართ, რამდენჯერმე შევთავაზეთ გრაფიკი, თან ისეთი, როგორიც მათ მოითხოვეს, მაგრამ არც ერთხელ არ შეასრულეს. შესაბამისად, არანაირი კავშირი ამას მედიასთან არა აქვს, ეს არის სრული სპეკულაცია“, – აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.

თავის მხრივ იუსტიციის მინისტრი ფიქრობს, რომ აუცილებელია ეს საკითხი საგადახადო სამართლებრივ ჭრილში დარეგულირდეს. თეა წულუკიანის განცხადებით, „ომეგა ჯგუფმა“ არსებული დავალიანება უნდა დაფაროს. როგორც მინისტრი ამბობს, შანტაჟის ენით საუბარი საგადასახადო დავალიანების დაფარვის ვალდებულებას ვერ მოხსნის.

„მე ვფიქრობ, რომ როდესაც რომელიმე კომპანიას აქვს 50 მილიონი და მეტი ლარის დავალიანება სახელმწიფოსადმი და აღმოჩნდება, რომ ეს კომპანია სხვა საქმიანობასთან ერთად მედია სფეროში საქმიანობს, ეს არ უნდა გახდეს ბერკეტი იმისი, რომ საგადასახადო დავალიანებას დააღწიოს თავი. ამიტომ, პირველ რიგში, დგას სამართლებრივი ურთიერთობები და ვერავითარ შანტაჟის ენაზე საუბარს და მანიპულირებას გამოხატვის უფლებით ვერ ექნებოდა გონივრული საფუძველი. შესაბამისად, აუცილებელია ეს საკითხი საგადახადო სამართლებრივ ჭრილში დარეგულირდეს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

პარლამენტის ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ თავმჯდომარის მოადგილე, ნატო ჩხეიძე უსაფუძვლოს უწოდებს ფინანსთა მინისტრის განცხადებას და ამტკიცებს, რომ ხელისუფლება მედიაზე ზეწოლას ახდენს და სწორედ „ომეგა ჯგუფზე“ ზეწოლით ტელეკომპანიის ხელში ჩაგდება სცადა.

„სამარცხვინო ის არის, ბატონო ფინანსთა მინისტრო, რომ „ომეგა ჯგუფის“ მიერ წარმოდგენილ გრაფიკებს დასტურს არ აძლევს ხელისუფლება და ამ დასტურისთვის ითხოვს ტელევიზიას და ქრთამს. თქვენი დღევანდელი ტერმინოლოგიით, რომ ვთქვა, - კონტრიბუციას და ეს ბატონო ფინანსთა მინისტრო, არა მხოლოდ სამარცხვინო, არამედ დანაშაული და კრიმინალია“, – განაცხადა ნატო ჩხეიძემ.

„ომეგა ჯგუფის“ ერთ–ერთი მფლობელის ბრალდებას უსაფუძვლოს უწოდებენ უმრავლესობაში. მმართველი გუნდი „იბერიას“ ხელმძღვანელობას შანტაჟში ადანაშაულებს. უმრავლესობის წევრი ირაკლი სესიაშვილი ამბობს, რომ ამ შემთხვევაში ბიზნეს ინტერესების დაცვა ხდება მედიის თავისუფლების, როგორც ღირებულებების ზურგს უკან.

„რაც არ მგონია სწორი იყოს, რადგან ხელისუფლება მაქსიმალურად იცავს მედიის თავისუფლებას. რაც შეეხება დავალიანებას, ჩვენ ასევე საზოგადოებას უნდა ვუთხრათ, რომ ნებისმიერი კომპანია, რომელიც არ უნდა იყოს, ფლობს ის მედია საშუალებას თუ არ ფლობს, თუ მას აქვს დავალიანება მან ეს უნდა გადაიხადოს.

51 მილიონი ცოტა თანხა ნამდვილად არ არის, ის აუცილებლად უნდა მოხმარდეს ქვეყნის ინტერესებს, მათ შორის ეს იქნება პენსია, თავდაცვა, პოლიცია თუ ასე შემდეგ, ისე რომ ცალმხრივად დავტოვოთ საკითხი და 51 მილიონზე თვალი დავხუჭოთ, იმიტომ, რომ მის მეპატრონეს აქვს მედიასაშუალება, ეს არასწორად მიმაჩნია“, – აცხადებს ირაკლი სესიაშვილი.

ნანახია - 2593

natali

2018-09-11 14:59:53

ძირს მედიადიქტატურა!

tngh

2018-09-11 15:19:51

ეს მნატო ჩხეიძე ვიღას ტიკი-ტომარაა. მე თუ ყოველი ხელფასიდან ვიხდი 20%-ს სხვას რატომ უნდა დაუწესონ გრაფიკი 52 000 000 ლარზე??? თუ ესე შესტკივა ვინმეს გული "ომეგა ჯგუფზე", გადაუხადონ დავალიანება. ტ/კ "იბერიას" უსინდისობას და უმადურობას კი, საზღვარიც კი არა აქვს. განსაკუთრებიტ ქ-ნი ლ. ელიაშვილის. ვერც წარმოვიდგენდი, რომ ეს ქ-ნი ესეთი სინდის-ნამუს დაკარგული ყოფილიყო. სიკვდილის პირას მიიყვანა "ნაცების" ხელისუფლებამ, და დღეს, ფულის გულისათვის ყველაფერს კადრულობს...

ganzieli

2018-09-11 16:19:12

იქ თუ ვიღაცა ვიღაცას ფულს სთხოვდა, თუ რამეს ჰპირდებოდა, ყველამ მკაცრად უნდა აგოს პასუხი! მაგრამ ... "ომეგამ" ტელევიზიის თანამშრომლებს ხელფასი რომ გადაუხადა და ბიუჯეტში გადასახადს არ იხდის ეს სწორია? გამოდის რომ დღეს "იბერია" სახელმწიფოს ფულით არსებობს, მის ხარჯზეა!!! სახელმწიფო თავისას რომ იხდის, ტელევიზია ყვირის, ფულს ნუ ითხოვთო/ანუ ჩვენ თქვენს ხარჯზე ვიქნებითო/ ესაა მორალი?

natali

2018-09-11 16:20:11

ვინაა და ირმა ინაშვილმა დასვა პარლამენტში. თვითონ ირმა კია ახლა გასუსული.

arichopra 2

2018-09-11 19:11:13

ირმამ ვინ დასვა პარლამენტში?

natali

2018-09-11 21:36:35

აგერ ზემოთ იკითხეს ეს ნატო ჩხეიძე ვინააო. ვინაა და ინაშვილმა შეიყვანა სიაში.
https://bpn.ge/finansebi/32004-ra-qonebas-flobs-milioneri-deputati-nato-chkheidze.html?lang=ka-GE

Maverick

2018-09-11 22:06:07

ნატალი,

სწორედ ამიტომ არის გასაუქმებელი კორუფციის წყარო, პარტიული სიებით არჩევნები, რაც ამომრჩევლის დისკრიმინაციაა!

პარლამენტში მოკალათებული ფეოდალები თავს გვახვევენ მათ ვასალებს! არჩევანის უფლებას გვართმევენ!

მაჟორიტარული წესით არჩევნები სწორედ ამიტომ გააუქმეს კონსტუტუციონისტებმა, რათა უფრო დიდ კუში მოხიონ!

ვინმეს თუ გახსოვთ რომელიმე პარტიამ ან "პოლიტიკოსმა" გამოთქვა პროტესტი ამ საკითხთან დაკავშირებით?! რა თქმა უნდა არა, ასეთი ერთსულოვნება ქოც-ნაც-ოპო იმპოტენტებს შორის სამაგალითოა!

P.S. ის რაც ქოცმა ფეოდეალებმა გაბედეს მიშა გარეკილის გარემოცვას არ გაუკეთებია!

დანარჩენი, მერე ვნახოთ 2020 წლიდან თურქი, ინდოელი, ჩინელი ქართველები რას შემოგვთავაზებენ! ალბათ ამ კატეგორიის დასაბლოკად გააუქმეს ქოცურ კონსტუტუციაში მაჟორიტარული არჩევნები.



natali

2018-09-11 22:38:24

მე იცით რისი მეშინია? ასეთმა ჟურნალისტურმა დიქტატურამ იმდენად შეიძლება გააღიზიანოს ხალხი, იმდენად შეაძულოს თავი, რომ მერე მედიამ თავისი ნამდვილი ფუნქციაც ვეღარ შეასრულოს. ჩვენ, ქართველები ხომ უკიდურესად რადიკალები ვართ. ამიტომ ვფიქრობ, რომ ნადვილად თავისუფალმა ჟურნალისტებმავუნდა ამოიღონ ამაზე ხმა. უნდა თქვან, მერე რაა რომ კოლეგები ვართ, არ გეთანხმებით და მორჩა!

natali

2018-09-11 22:42:32

Maverick
ხოო რააა, აიღებენ ფულს და წერენ სიაში გაურკვეველ, მხოლოდ პირადი ბიზნესის დასაკრიშად პარლამენტში შესვლის მსურველებს.

ფხიზელი

2018-09-12 01:16:20

თქვენც მაგრები ხართ!..

tngh - ეს ნატო ჩხეიძე ვიღას ტიკი-ტომარაა?
natali - ვინაა და ირმა ინაშვილმა დასვა პარლამენტში
:))
მეტი შეხების წერტილი ვერ უპოვეთ "იბერიასთან"?

ნატო ჩხეიძე არის მწერალ ოთარ ჩხეიძის ქალიშვილი და ზაზა ოქუაშვილის ცოლი.
ვინ არის ზაზა ოქუაშვილი?
- „"ომეგა ჯგუფის“ კომპანიებისა და სატელევიზიო არხ „"იბერიას“ დამფუძნებელი და მფლობელი.

tngh-ს კიდე უკვირს, რა გული შესტკივაო! :))
აბა, ვის უნდა შესტკიოდეს გული მის ქმარზე, ნატალის? :)


natali

2018-09-12 07:40:14

ხო, მე მეგონა ჩემზე შესტკიოდა გული და იმიტომ შედიოდა პარლამენტში:)))საინტერესოა ირმამ, რომელიც ჩემი შევსებული ბიუჯეტიდან ფინანსდება, რამდენი აიღო იმაში, რომ სიაში ჩაეწერა. აიღო ის ფული, რომელიც ბიუჯეტში უნდა შესულიყო და იმ ხალხს მოხმარებოდა, ირმას ტომ მისცეს ხმა. აი ასე, ყველაფერი მძივივითაა აწყობილი და რაღაცეებზე თვალს რომ ვხუჭავთ, იმიტომაც დაგვექცა ქვეყანა თავზე. აღარც ჟურნალიტად ვარგიხარ დს აღარც პარლამენტარად.

natali

2018-09-12 07:52:33

როგორი ღარიბი ხარ ადამიანი, როდესაც მხოლოდ ის სოროა შენი, სადაც გძინავს. არადა ღმერთმა რა ქვეყანა გაჩუქა სამშობლოდ....
უნდა იგრძნო, რომ ეს ქვეყანა შენია, ეს ნიჭიერი ხალხი შენია, ის ზღვა ის პლაჟი, ის ტ/ყეები შენია, რა მდიდარი ხარ ამდენი ძვირფასეულობა რომ გაქვს....ეს უნდა იგრძნო, ამას უნდა მიხვდე და მერე აღარ დახურდავდები. დახურდავებული ადამიანი კი ძალიან ღარიბი და ცოდოა. ის თავისი სორო რამდენი ფულითაც უნდა იმით გამოტენოს, მაინც ღარიბი და მონაა. თავისუფლება კი სიმდიდრეა, ამ სიმდიდრეს კი გაძლევს შენი სიმართლე.ტ/ყუილების ტყვეობაში ცხოვრება ტანჯვაა მხოლოდ.

natali

2018-09-12 09:37:15

თურმე დეპუტატის ქმარს ურეკავდნენ, ფულს სთხოვდნენ და ის ჩუმად იყო. მაშინ ამოიღო ხმა, ბიუჯეტის ვალი რომ მოსთხოვეს. რა ლიგიკაა, არ მესმის:)))) და ამან უნდა დაიცვას ჩემი, რიგითი მოქალაქის ინტერესები? დ ანას უნდა ვუხადო დეპუტატის პენსია 5 ჯერ თუ 6 ჯერ იმაზე მეტი, ვიდრე მე მექნება? აბა ვინმეს თუ წამოსცდება და უარს იტყვის დეპუტატის პენსიაზე...მათხოვრებოოო!!!!!რამდენიც გინდა აიღით ქრთამი და გაავსოთ თქვენი სორო, მაინც მათხოვრები ხართ და მაინც ზემოდან დაგიწყებთ ყურებას ის, ვინც თქვენზე მაღალია. გუშინთქვა სალომემ, მაღლა უნდა ვიყოო. ნეტავ ეს ტვინგაყინულები თუ მიხვდნენ, რა თქვა.

imereli

2018-09-12 09:45:49

ძალიან მეეჭვება, რომ ქოცებს "იბერიის" მაუწყებლობა ასე ადარდებდეს. ვინმეს თუ გაგიგონიათ ეთქვას ეს ამბავი "იბერიაში" ვნახეო ?! დარწმუნებული ვარ არა, იმიტომ რომ არავინ უყურებს "იბერიას" . სულ სხვა საქმეა ხელისუფლებას რ2-ის დახურვა სურდეს. ამას დავიჯერებ! მეორეც, ბიუჯეტში გადასახადის შეტანა და ტელევიზია სხვადასხვა ცნებებია. რატომ და როგორ დააგროვეს 52 მილიონი ლარის დავალიანება გასარკვევია. სულაც არ გამიკვირდება, რომ ხელისუფლებაში ვიღაც "ეხმარებოდა" ამ ვალის დაგროვებაში. ასე რომ არ იყოს, "ომეგა" ჯგუფი დიდი ხნის გაკოტრებული იქნებოდა. ერთიც, რა "ჩიტიც" გახლავთ ნატო ჩხეიძე ყველასთვის ცნობილია. მისი რუსული "ვოიაჟები" და რუსეთუმე მამამისიც საკმარისია ამისათვის. პლიუს ამას მისი არანაკლებ ოდიოზური ქმარი !

tngh

2018-09-12 13:48:52

ფხიზელო!!! გმადლობთ, რომ მომაწოდეთ ინფორმაცია. გულწრფელად გეობნებით, ნამდვილად არ ვიცოდი თუ ეს "ბლუყუნა" ესეთი ახლობელი იყო "ომეგა ჯგუფისა".

Munji

2018-09-12 15:51:22

იმერელი
მადლობელი დაგირჩებით, თუ მომაწვდით ინფორმაციას, ვინ არის ნატო ჩხეიძის რუსეთუმე მამა და რაში გამოიხატა მისი რუსეთუმეობა?

imereli

2018-09-12 16:36:38

არა მგონია თქვენთვის უცნობი იყოს რეზო ჩხეიძე და მისი მსოფლმხედველობა, რომელსაც ის არც მალავდა არასოდეს. ერთი მხრივ მართალიც იყო, ყველაფერი მისცა მას საბჭოთა ხელისუფლებამ: თანამდებობა, ჯილდოები, დეპუტატობა, სახელი, პრივილეგიები და ა.შ. ამიტომაც მისტიროდა საბჭოთა წარსულს და უფროს "ძმას".

ფხიზელი

2018-09-12 17:25:12


imereli,
მე მგონია, თქვენ თამრიკო ჩხეიძეში გეშლებათ:)) ისაა რეზო ჩხეიძის შვილი. (ისე, რეზო ჩხეიძე "რუსეთუმეს" გარდა, კიდევ იყო რაღაც... მაგალითად, დიდი რეჟისორი, რომელმაც "ჯარისკაცის მამა" გადაიღო! პლუს, დიდხანს ხელმძღვანელობდა კინოსტუდია "ქართულ ფილმს", ყველანაირად უწყობდა ხელს ნიჭიერ ახალგაზრდებს... რომელთაგანაც ზოგიერთმა უნამუსო უმადურობით გადაუხადა ამაგი!).
ნატო ჩხეიძე კი, (ზევითაც ვწერდი!), მწარალ ოთარ ჩხეიძის ქალიშვილი გახლავთ და როსტომ ჩხეიძის (მწერალი, კრიტიკოსი, ლიტერატურათმცოდნე) და.

tinia

2018-09-12 18:37:55

საქართველოს პარლამენტარიზმის ისტორიაში იყო ;ოქროს ხანა",როცა ცოლი-ნატო ჩხეიძე,ქმარი-ზაზა ოქუაშვილი,მოყვარე-როსტომ ჩხეიძე,სრული შემადგენლობით იკავებდნენ პარლამენტარის სავარძლებს და დაუზარელად იღწვოდნენ ომეგას გასამდიდრებლად ქვეყნის "სასიკეთოთ".პერსონაჟები იგივე,დრო ცოოოოტა სხვა.

natali

2018-09-12 18:50:27

სალომე გვაიმედებს ქაჯებს გავყრიო.:))) ხოდა ქაჯებს აჟრიალებთ.იმედია გაყრის!

slava

2018-09-12 21:35:07

("..........„სამარცხვინო ის არის, ბატონო ფინანსთა მინისტრო, რომ „ომეგა ჯგუფის“ მიერ წარმოდგენილ გრაფიკებს დასტურს არ აძლევს ხელისუფლება და ამ დასტურისთვის ითხოვს ტელევიზიას და ქრთამს. თქვენი დღევანდელი ტერმინოლოგიით, რომ ვთქვა, - კონტრიბუციას და ეს ბატონო ფინანსთა მინისტრო, არა მხოლოდ სამარცხვინო, არამედ დანაშაული და კრიმინალია“, – განაცხადა ნატო ჩხეიძემ........").
აი ეს არის სიმართლე... და ვეთანხმები ქალბატონ ნატოს!

natali

2018-09-13 09:58:09

ერთი მაგარი მწეველი მეგობარი მყავს,ორი დღეა აღარ მოუწევია და მგონი გვეშველა. :)))) ამ ქალს უსმენდა და ვინააო იკითხა, რომ წავიკითხეთ ვინც იყო და მისი ქონების შესახებ გავიგეთ, ვინ მისცა ამას ეს მილიონებიო წამოიძახა. ვინ და შენ მეთქი ვუთხარი. რამდენი სიგარეტს მოუკიდებ, იმდენი ეგ მდიდრდება, შენ ავადდები მეთქი. ხოდააა... მას მერე აღარ მოუწევია:))) სიგარეტზე რომ აწერია კლავსო, ის არ მოქმედებდა.:)))
გუშინ ვუსმენდი სიგარეტის გამყიდვეკები წუწუნებდნენ, გაყიდვა შემცირდაო. მგონი სხვებზეც იმოქმედა.
მგონი სჯობს იმ წარწერის მაგივრად ფაბრიკების მეპატრონეების სურათები დააბეჭდონ კოლოფებს და მიაწერონ, შენ ამას ამდიდრებ! :)))) ჰააა ხომ მაგარი იდეაა?:))) ყველა გენიალური იდეა ძალიან მარტივია! მიიღეთ სასწრაფოდ კანონი! მაინც არაფერს აკეთებთ მაგ პარლამენტში და აჰაა, მოგეცით საქმე:)))

tngh

2018-09-13 16:19:06

გეთანხმები!!! ნატალი.

ფხიზელი

2018-09-13 21:57:31

"პატივცემულო მწეველებო! ამჟამად სიგარეტის ყოველ მესამე კოლოფში გელოდებათ სიურპრიზი ლეტალური დასასრულით. ჯანდაცვის სამინისრტო დაიღალა გაფრთხილებით და გადაწყვიტა გაათამაშოს."

tinia

2018-09-15 11:25:23

კინაღამ მიშა მომანატრონ ამ უნიათოებმა,ამ უნამუსოებს-ჩხეიძე ოქუაშვილებს ასე აბლატავებდა? აქეთ რომ იმუქრებიან კიდევ.ნამუსი ჩანასახში მაინც არ აქვთ კაცოოოო?

რეგვენა

2018-09-17 14:32:43

ქუმსიშვილის მიერ "ატკატებით" ახეულ 700 მილიონზე თვალები როგორ იხუჭება, ხომ ვერ მეტყვის ვინმე?

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80