„ამ ქვეყნის ისტორიაში ყველაზე სასაცილო წინასაარჩევნო კამპანია გველის“ - როგორ დააფინანსებს „ოცნება“ ზურაბიშვილს
დაიჯესტი

„ამ ქვეყნის ისტორიაში ყველაზე სასაცილო წინასაარჩევნო კამპანია გველის“ - როგორ დააფინანსებს „ოცნება“ ზურაბიშვილს

„ამ ქვეყნის ისტორიაში ყველაზე სასაცილო წინასაარჩევნო კამპანია გველის“ - როგორ დააფინანსებს „ოცნება“ ზურაბიშვილს
"რეზონანსი"

2018-09-11 19:15:15

მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ ოფიციალურად განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მხარს დამოუკიდებელ კანდიდატს სალომე ზურაბიშვილის დაუჭერს, სულ უფრო აქტუალური გახდა კითხვა, ვინ დააფინანსებს და როგორ მოხდება დამოუკიდებელი დეპუტატის წინასაარჩევნო კამპანიის თანხებით უზრუნველყოფა, რადგანაც კანონით პარტიის მხრიდან დამოუკიდებელი კანდიდატის დაფინანსება იკრძალება.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ზურაბიშვილის დაფინანსება მოხდება როგორც ღიად, ასევე შავი ფულით. მათი აზრით, ხელისუფლება ყველა მის ხელთ არსებულ ბერკეტს გამოიყენებს, რათა მასთან ვალდებულებაში და ტენდერებში გამარჯვებული ბიზნესმენები აიძულოს, რომ ზურაბიშვილის შემომწირველები გახდნენ.

საია-ს იურისტი რატი თინიკაშვილი „რეზონანსთან“ ამბობს, რომ ერთადერთი გზა, რაც შესაძლოა მმართველმა გუნდმა სალომე ზურაბიშვილის დასაფინანსებლად გამოიყენოს, ეს არის მათი მხარდამჭერებისთვის მოწოდება, როგორც კერძო შემომწირველებმა თანხები ისე ჩაურიცხონ.

ფიზიკური პირის შემთხვევაში ეს არის მაქსიმუმ 60 ათასი ლარი, იურდიული პირისთვის კი მაქსიმუმ 120 ათასი ლარი.

„რა თქმა უნდა, არსებობს გარკვეული საფრთხე, რომ ხელისუფლებამ მის ხელთ არსებულ ძალიან ბევრი ბერკეტს გამოიყენებს იმისთვის, რომ ბიზნესმენებს ზურაბიშვილის დაფინანსება აიძულოს. კანონით ამის გაკონტროლება შეუძლებელია, თუ თავად ამაზე ბიზნესმენმა არ გააკეთა განცხადება.

„კონკრეტულ ფიზიკურ პირს აქვს უფლება, რომ რომელიმე კონკრეტულ საარჩევნო სუბიექტს თანხა შესწიროს. შესაბამისად, ამის გაკეთება ბიძინა ივანიშვილსაც სრულიად თავისუფლად შეუძლია. თუმცა ეს ყველაფერი გამჭვირვალედ უნდა ხდებოდეს. ზუსტად უნდა იყოს გაწერილი სახელი, გვარი და თანხა“, - აცახდებს იურისტი.

ანალიტიკოსი და ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი გია ხუხაშვილი „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ გამოჩნდებიან კერძო პირები, რომლებიც დაიწყებენ ინტენსიურად თანხების შეტანას ზურაბიშვილის საარჩევნო ფონდში. ხოლო იმას, ეს ნებაყოფილობით ხდება თუ ძალადობით, უკვე ვეღარ გავიგებთ.

„ამ ქვეყნის ისტორიაში ყველაზე სასაცილო წინასაარჩევნო კამპანია გველის. საინტერესო სანახაობა იქნება, როგორ დაიწყებს მმართველი გუნდი მის ვალდებულებაში მყოფი ბიზნესმენების მობილიზებას. საქმე კი იმაშია, რომ „ნაციონალები“ და „ევროპული საქართველო“ დიდი ინტრიგანები არიან. ჩაუსაფრდებიან და თითოეულ კაპიკს დევნას დაუწყებენ. ამიტომ მგონია, რომ ბევრი სკანდალის მომსწრენი გავხდებით.

,,ქართულ ოცნებას“ არ აქვს უფლება, ოფიციალურად დააფინანსოს სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურა, ამიტომ, ვფიქრობ, გამოჩნდებიან კერძო პირები, რომლებიც დაიწყებენ ინტენსიურად თანხების შეტანას ზურაბიშვილის საარჩევნო ფონდში. ვინ იქნებიან ეს კერძო პირები, წინასაარჩევნო პროცესის დროს დავინახავთ“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიის დაფინანსების მთავარი გზა შავი ფული იქნება.

„ბიზნესს ფულს, რა თქმა უნდა, ფარულად მიატანინებენ. ასევე ივანიშვილი თავის ფონდებიდან ფინანსურ დახმარებას გამოყოფს. „ოცნება“ რასაც ლეგალურად , ოფიციალურად აჩვენებს წინასაარჩევნოდ დახარჯულ თანხებს, ჩვენი გათვლებით, დაახლოებით სულ მცირე 10-15-ჯერ ნაკლებია, ვიდრე რეალურად ხარჯავენ.

„ბიზნესმენი პოლიტიკოსები, რომლებიც პარლამენტში არიან, შეიძლება ღია ფორმით დაფინანსებას მოერიდონ, მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომლებიც მილიარდობით თანხებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან სხვადასხვა ტენდერებით იღებენ. მარტო წელს, ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, სხვადასხვა პროექტებზე მილიარდი ლარი დახარჯა. ბუნებრივია, ასეთი კომპანიები, რომლებიც ბიუჯეტზე არიან შეზრდილები, ყოველთვის გამონახავენ საშუალებას, რათა ფული საარჩევნოდ ჩუმად მიიტანონ“.

ნანახი?- 197

ფხიზელი

2018-09-11 20:42:46

"„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიის დაფინანსების მთავარი გზა შავი ფული იქნება.
ბიზნესს ფულს, რა თქმა უნდა, ფარულად მიატანინებენ."
--------------
:))
ეტყობა, გაგონილი აქვს კუპონას, რომ რომელიღაცა წინა ხელისუფლება ასე იქცეოდა!..
მაგრამ რომელი იყო, ნეტავი, ასეთ რამეს რომ კადრულობდა? :)
*
უსირცხვილობა, როგორც საფირმო ნიშანი!

რეგისტრაცი?/p>

დახურვ?/span>
სახელი:

პაროლი:

გაიმეორე?პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80