მარიხუანას წარმოებაზე თავის სიტყვას საპატრიარქოც იტყვის
საზოგადოება

მარიხუანას წარმოებაზე თავის სიტყვას საპატრიარქოც იტყვის

მარიხუანას წარმოებაზე თავის სიტყვას საპატრიარქოც იტყვის
მარიამ თოდაძე

2018-09-12 23:10:49

საპრეზიდენტო არჩევნების წინ თავრობამ მოახერხა და საზოგადოების ყურადღება საკმაოდ სკანდალურ და საზოგადოებისთვის ნებისმიერ არჩევნებზე არანაკლებ საინტერესო თემაზე გადაიტანა - მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით, შესაძლოა, საქართველოში ნებადართული გახდეს მარიხუანას წარმოება ექსპორტზე გატანის მიზნით - ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებისათვის.

პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ უმრავლესობის სხდომაზე, შს სამინისტროს წარმომადგენლებმა დეპუტატებს საკანონმდებლო პროექტის სამუშაო ვარიანტი გააცნეს.

პროექტის მიხედვით, მარიხუანას წარმოება ლიცენზირებად საქმიანობად გამოცხადდება. ამასთან, მსჯელობის საგანია ვერსია, რომლის მიხედვით, გამოცხადდება საერთაშორისო კონკურსი და გამარჯვებული ლიცენზიანტი კონკურსის გზით გამოვლინდება. სავარაუდოდ, სალიცენზიო პირობებში განისაზღვრება საქართველოში მარიხუანას წარმოების გეოგრაფიული არეალი, რაოდენობა და ა.შ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია გაჩეჩილაძე აცხადებს, რომ ამ ინიციატივას უმრავლესობის ნაწილი ეთანხმება, ნაწილი - არა.

„საუბარი იყო იმაზე, რომ იყოს თუ არა შესაძლებელი სამედიცინო მოხმარების მიზნით მარიხუანას ექსპორტი“,- განაცხადა გაჩეჩილაძემ.

„ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგა ბოკერიამ კი განაცხადა, რომ მარიხუანას კულტივაცია თუ ლეგალური იქნება, ყველასთვის ლეგალური უნდა იყოს და ვინმეს სახელმწიფოსგან ამაზე ექსკლუზივი არ უნდა ჰქონდეს. მისი თქმით, ისე გამოდის, რომ სახელმწიფოს შეეძლება მოყვანა, სხვას კი დაიჭერენ.

„მე ვარ ლეგალიზაციის მომხრე, რადგან როდესაც არ არის ლეგალიზებული, ეს იწვევს ორგანიზებული დანაშაულის გაფართოებას და უფრო ბევრი პრობლემის შექმნას. თუკი ფული ტრიალებს და ეს ფული არალეგალურია, ვიღაცა ცდილობს ამ ფულის გაკონტროლებას. მარიხუანას ლეგალიზება და მკაფიო რეგულაციებში მოქცევა აბსოლუტურად ლოგიკურია. თუ ისინი გულისხმობენ, რომ სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს ექსკლუზივი ამის გაყიდვაზე, ხოლო სხვებს დაიჭერენ, მინიმუმ არათანმიმდევრული მიდგომაა. თუ ლეგალური იქნება, ყველასთვის უნდა იყოს“,- განაცხადა ბოკერიამ.

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის წარმომადგენელმა, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა მირიან წიკლაურმა როგორც აღნიშნა, თუკი დადასტურდება, რომ მარიხუანას შემცველი რომელიმე კომპონენტი შეიძლება სამკურნალო საშუალებად ჩაითვალოს, ასეთ შემთხვევაში, მას როგორც ექიმს, საწინააღმდეგო არაფერი აქვს. თუმცა როგორც წიკლაური აცხადებს, ასეთი რამ დადასტურებული არ არის.

„სამედიცინო თვალსაზრისით მოხმარებისათვის გარკვეული ნარკოტიკული საშუალებები არსებობს და ისინი გამოიყენება, თუმცა მარიხუანას ძირითად კომპონენტზე - ტეტრაჰიდროკანაბიოლზე დამზადებული პრეპარატების ეფექტურობა ჯერჯერობით დადასტურებული არ არის. გამომდინარე აქედან, ვერ გეტყვით აღნიშნული პრეპარატები შეიძლება თუ არა იყოს გამოყენებული და შეიძლება თუ არა ამისათვის წარმოების აწყობა, მათ შორის საქართველოში საექსპორტოდ“, - განაცხადა წიკლაურმა.

საქართველოში მარიხუანას წარმოების საკითხი შესაძლოა, მსჯელობის ერთ-ერთი მთავარი საკითხი გახდეს კონფერენციაზე, რომელიც საპატრიარქოს ორგანიზებით დღეს, წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში გაიმართება.

როგორც პატრიარქის მდივანმა დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა განაცხადა, აღნიშნული კონფერენციის მოწყობა საპატრიარქომ ზაფხულში დაგეგმა, თუმცა საქართველოში მარიხუანას წარმოების შესახებ ბოლო წუთებში გავრცელებული ინფორმაციაც ამ კონფერენციაზე მსჯელობის საგანი გახდება და საპატრიარქო თავის პოზიციას იქ დააფიქსირებს.

ნანახია - 1789

natali

2018-09-13 15:06:00

https://m.youtube.com/watch?v=IsWF6wmTOJI

ფხიზელი

2018-09-13 21:19:21


natali,
მართალი ხარ:
პლანაქეში მღვდელი თვითონ უწევს რეკლამას და საქატრიარქომ რა უნდა თქვას - რაც ეპატიება მღვდელს, არ ეპატიება მრევლსო?!

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80