მოსკოვში, ბულგაკოვის მუზეუმის კატა ბეჰემოტი „პენსიაზე“ გავიდა
Yellow

მოსკოვში, ბულგაკოვის მუზეუმის კატა ბეჰემოტი „პენსიაზე“ გავიდა

მოსკოვში, ბულგაკოვის მუზეუმის კატა ბეჰემოტი „პენსიაზე“ გავიდა
imedinews.ge

2018-09-12 23:34:08

მოსკოვში, ბულგაკოვის მუზეუმში მცხოვრები კატა, სახელად ბეჰემოტი „პენსიაზე“ გავიდა. ამის შესახებ მუზეუმის თანამშრომლებზე დაყრდნობით რუსული მედია წერს.

"ნაკლებად სარწმუნოა, რომ საზოგადოებამ კატა მუზეუმში იხილოს, რადგან ის უკვე მოხუცდა"-განაცხადა მუზეუმის ერთ-ერთმა თანამშრომელმა. მისივე თქმით, კატის მდგომარეობას ვეტერინარი აკვირდება.

1 აგვისტოს კატა უცნობმა ქალმა მუზეუმიდან წაიყვანა, თუმცა ის რამდენიმე საათის შემდეგ იპოვეს. ქალმა მოგვიანებით თავისი საქციელი იმით ახსნა, რომ მუზეუმის თანამშრომლები კატას სათანადოდ არ უვლიან.

თავად მუზეუმში აცხადებენ, რომ ბეჰემოტი „ბულგაკოვის სახლში“ 2005 წლიდან ცხოვრობს და „შტატიანი თანამშრომელია“: კატას პირადი ექიმი და სტილისტი ჰყავს, მას სპეციალური საკვებით ამარაგებენ.

„ბეჰემოტი“ მიხეილ ბულგაკოვის ცნობილი რომანის „ოსტატი და მარგარიტას“ პერსონაჟია.

ნანახია - 95

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80