„გამოდის, არ გესმის რას ნიშნავს სახელმწიფო, მაგრამ პრეტენზია გაქვს მის მეთაურობაზე“?
პოლიტიკა

„გამოდის, არ გესმის რას ნიშნავს სახელმწიფო, მაგრამ პრეტენზია გაქვს მის მეთაურობაზე“?

 „გამოდის, არ გესმის რას ნიშნავს სახელმწიფო, მაგრამ პრეტენზია გაქვს მის მეთაურობაზე“?
მარიამ თოდაძე

2018-09-13 10:00:53

სალომე ზურაბიშვილისთვის ხელისუფლების მხრიდან გამოცხადებულმა მხარდაჭერამ მის მიმართ ოპოზიციის ყურადღება გაამძაფრა - ისმის განცხადებები როგორც მისი კანდიდატურის რუსეთისთვის ხელსაყრელობის შესახებ და ეს ძირითადად „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ხელისუფლების მიმართ არჩეული პიარსტრატეგიის გაგრძელებაა. ასევე ხდება მისი განცხადებების შეფასება და სახარბიელო ქულებს ხელისუფლების მხრიდან მხარდაჭერილი კანდიდატი ვერც ამ მიმართულებით აგროვებს.

მაგალითად, პრეზიდენტობის კანდიდატი დავით უსუფაშვილი თვლის, რომ ზურაბიშვილის განცხადებები არა მხოლოდ მმართველ გუნდთან ასოცირდება, არამედ ქვეყნისთვის კარგ შედეგსაც არ მოიტანს და „ქართული ოცნებაც“ და მათი პრეზიდენტობის კანდიდატი კარგად უნდა დაფიქრდნენ, როდესაც რუსეთთან ურთიერთობასთან დაკავშირებით განცხადებებს აკეთებენ.

„მე კიდევ ერთხელ, მიუხედავად იმისა, რომ აღარ დარჩა ხელმოსაჭიდი, მივმართავ ორივეს - მმართველ პარტიასაც და მათ ფავორიტ კანდიდატსაც, კარგად დაფიქრდნენ რას ლაპარაკობენ. კარგად დაფიქრდნენ, რა შეიძლება დაუჯდეს ამ ქვეყანას ამ ტიპის ლაპარაკიც კი“,- აცხადებს უსუფაშვილი.

შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილმა აგვისტოს ომთან დაკავშირებით კიდევ ერთი განცხადება გააკეთა: „ჩვენ დავბომბეთ ჩვენი მოსახლეობა, რისი უფლებაც არც ერთ პრეზიდენტს არ გააჩნია“.

სწორედ ამგვარ განცხადებებს გულისხმობს „ნაციონალური მოძრაობა“ როდესაც ამტკიცებს, რომ ივანიშვიოლმა სალომე ზურაბიშვილს მხარი პუტინის საამებლად დაუჭირა, თუმცა ამგვარი განცხადებები ნაკლებად მუშაობს ქვეყნის შიგნით აუდიტორიაზე და ძირითადად, საგარეო მოხმარებისთვის არის გათვალისწინებული.

როგორც ექსპერტი, გია ხუხაშვილი აცხადებს, დიდი ხანია „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს თავი წარმოაჩინოს პროდასავლურ პოლუსად საქართველოში, ხოლო „ქართული ოცნება“ პრორუსულ ძალად, ეს დაიწყო 2011 წლიდან და დღემდე გრძელდება.

„მათ სურთ წარმოაჩინონ, რომ საქართველოში დღემდე ბრძოლა მიდის პროდასავლურ და პრორუსულ ძალებს შორის“,- აცხადებს ხუხაშვილი.

მისივე შეფასებით, ჭეშმარიტებისგან შორსაა, რომ ზურაბიშვილი პრორუსულ ძალას წარმოადგენს, მაგრამ ექსპერტი თვლის, რომ მას სხვა პრობლემები აქვს და საკმაოდ დამაფიქრებელი.

ხუხაშვილი ხელისუფლების მხრიდან მხარდაჭერილი კანდიდატის სერიოზულ ხარვეზად მიიჩნევს მისივე განცხადებებს, მაგალითად, როდესაც ამბობს, რომ „ქაჯების დასათხოვნად მოდის“ - ხუხაშვილს აინტერესებს, ვის დათხოვნას აპირებს, „ქართული ოცნების“, დანიშნული ჩინოვნიკების თუ ვინმე სხვას გულისხმობს...

„როგორც ჩანს, თვლის, რომ სიტყვა „ქაჯები“ მის სავიზიტო ბარათად იქცა და შეუძლია ნებისმიერ დროსა და ადგილას გამოიყენოს. გაცილებით სერიოზულია მის მიერ გაკეთებული განცხადებები აგვისტოს ომთან დაკავშირებით. მგონია, რომ ლოგიკური აზროვნების პრობლემა აქვს და ეს კიდევ არაერთხელ გამოჩნდება“, - მიიჩნევს ხუხაშვილი.

როგორც ჩანს, „ნაციონალური მოძრაობა“ ზურაბიშვილის განცხადებების სახით უხვ მოსავალს მოიმკის და შეეცდება საგარეო ფაქტორებზე ყურადღების გადატანით ხელისუფლების მიმართ დასავლეთის ეჭვების გაძლიერებას, თუმცა გია ხუხაშვილი თვლის, რომ პრეზიდენტობის კანდიდატის განცხადებებს ისმენს რუსეთიც და თუ დასჭირდა, აუცილებლად გაიხსენებს.

„შეუძლებელია, ზურაბიშვილს ბევრ რამეში არ დაეთანხმო, იგივე, აგვისტოს ომის დროს მიმდინარე მოვლენების შეფასებებშიც, მაგრამ ამაზე საჯაროდ საუბარი სახელმწიფოებრივად გვაზიანებს. სხვადასხვა სასამართლოებში ჯერ კიდევ იხილება საქმეები, ქვეყნებს შორის არის სერიოზული პრობლემები და სამწუხაროდ, მისი ეს გამონათქვამები ამ სასამართლოებზე შესაძლოა, ჩვენს წინააღმდეგ იქნას გამოყენებული. რა საჭიროა ამაზე ჯიუტად და დაჟინებით საუბარი, გაუგებარია. თუ ილუზია აქვს, რომ რუსები გულწრფელობას დაუფასებენ ზურაბიშვილს და ამას ჩვენი პრობლემების გადაწყვეტა მოჰყვება, ეს ნიშნავს, რომ კიდევ უარესად ყოფილა საქმე ინტელექტთან დაკავშირებით. თუ პრეზიდენტი გახდა, რუსული მხარე ამ ყველაფერს მაგიდაზე დადებს. პოლიტიკა არ არის გულწრფელობა - პოლიტიკა სახელმწიფო ინტერესების გატარებაა. თუ სახელმწიფოს ზიანს აყენებს ამგვარი განცხადებები, გაუგებარია, რაში სჭირდება? გამოდის, რომ არ გესმის რას ნიშნავს სახელმწიფო, თუმცა პრეტენზია გაქვს მის მეთაურობაზე“, - მიიჩნევს გია ხუხაშვილი.

რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობისთვის“ „მიცემულ კოზირებს“, ექსპერტი, ვაჟა ბერიძე თვლის, რომ ეს ყველაფერი პირობითია და სერიოზულ შეფასებებს არ საჭიროებს, რადგან იგივე წარმატებით შეუძლია „ქართულ ოცნებას“ ამტკიცოს, რომ პუტინის საამებლად წამოაყენა სააკაშვილმა ვაშაძის კანდიდატურა.

„დასავლეთს რაც შეეხება, ისიც არ არის ერთიანი და ახლა საქართველოში მიმდინარეობს ფორუმი, რომლის რეფრენია თავდაყირა მსოფლიო. ამიტომ უნდა გამოვყოთ რომელ დასავლეთზეა საუბარი. „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ კონტროლირებადი არასამთავრობო სექტორი ამას, რა თქმა უნდა, აიტაცებს და შეეცდება თავისი მოკავშირეების მეშვეობით აშშ-სა და „ევროპის სახალხო პარტიაში“ თემის ტირაჟირებას მიაღწიონ. რეალურად, დასავლეთს ის კი არ აინტერესებს, რა პოზიციები აქვს სალომე ზურაბიშვილს, არამედ სააკაშვილის, როგორც გამოცდილი პოლიტიკოსის ამოცანაა, ერთი მხრივ, დღევანდელი ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის მარგინალიზაცია მოახდინოს, მეორე მხრივ, საზოგადოების ნაწილი გამოიყვანოს არჩევნების შემდეგ ქუჩაში იმ საბაბით, რომ არჩევნების გაყალბება მოხდა. ეს ყველაფერი დესტაბილიზაციისთვის სჭირდებათ, თუმცა საზოგადოებას უნდა ესმოდეს, რომ დესტაბილიზაცია ქვეყნისთვის მხოლოდ ზიანის მომტანია და უკეთეს მომავალს ვერ შეგვიქმნის“, -აცხადებს ვაჟა ბერიძე.

როგორც ვაჟა ბერიძე მიიჩნევს, ოპოზიციურ ძალებს დესტაბილიზაცია იმისთვის სჭირდებათ, რომ რეალურად სხვა შანსი არ აქვთ, ამ, ან მომავალ არჩევნებში ხელშესახებ წარმატებას მიაღწიონ და ცდილობენ გარკვეული გარანტიები შეიქმნან.

ნანახია - 2498

natali

2018-09-13 11:06:52

რაც მთავარია ქაჯებს გაყრის! ვის გულისხმობს ქაჯებში? აი იმათ, ვისაც რუსთაველი გულისხმობდა.

cugo

2018-09-13 12:22:47

აშშ-ს ყოფილმა ელჩმა რიჩარდ მაილსმა მიხეილ სააკაშვილის მაშინდელ ავანტურისტულ და მოღალატეობრივ ქმედებას ,,უგუნური სითამამე,,უწოდა.სააკაშვილი და მისი ბანდიტური ხელისუფლება ვერ გაექცევა ტალიავინის დასკვნას,სადაც შავით თეთრზე წერია იმ უგუნურების შესახებ რაც მაშინ სააკაშვილმა მისმა ხროვამ ჩაიდინა.

natali

2018-09-13 12:55:21

http://www.newposts.ge/wap.php?l=G&ID=183664
-------
ერთი ეს წსიკითხეთ რაააა:))))))
ამას მიაქციეთ ყურადღება-

"ჩანაწერში გოგია თანხის აღებას არ უარყოფს. გთავაზობთ ჩანაწერის სტენოგრამას, რომელიც "კურიერმა" მოიპოვა.

კვირკვია: მომისმინე. თქვენ, შენ და გულორდავამ ჩემი ყ... გამიკეთეთ. თქვენ გადამაგდეთ. დღესდღეობით. დღეისათვის... ფული აიღეთ და არაფერი გაგიკეთებიათ. სულ ესაა. არცერთი საქმე არ გაგიკეთებიათ...

გოგია: ვინ აიღო ფული?"

------

და ჟურნალისტი წერს არ უარყიფსო.:))))

მერე რომ ეუბნება, შენს მოადგილეს მივეცი ფულიო, სადაა ის ჩანაწერი ფულს რომ აძლევს? რსტომ დავუჯერო? არაფერს არ გამოვრიცხავ, მაგრამ დასაბუთების გარეშე რატომ უნდა დავუჯერო ამ ე. წ. ბიზნესნენს რომ ვიღაცას ფული მისცა. ან მერე იმ ვიღაცამ რომ უთხრა გოგიას მივეციო, მართლ მისცა გოგიას. არა რააა.... ეს ჟურნალისტები სერიოზული მისახედები არიან, თვითონ რომ უტვინოები არიან, ყველა ასეთები ჰგონიათ.
ხოდა სიცრუის გავრცელებისთვის უნდა იყოს ციხე! სხვანაირად არაფერი ეშველებათ. თან ყველა უტვინო ჟურნალისტი პოლიტიკაში მიდის და იმიტომაც ვართ კარგად.
ვაწყობ აქციას- ძირს მედიადიქტატურა!

natali

2018-09-13 14:17:42

ახლა ამ ჟურნალისტებს სალომე რომ ეუბნება, ტვინი გაანძრიეთო, რატომ სწყინთ? არ სჭირდებათ ტვინის განძრევა? ( ვისაც აქვს). ხოლო თვითონ რომ ამბობს ზემოთ უნდა ვიყოო და მე ჩემს ტვინს გავანძრევო, რაა, არ უნდა იყოს ზემოთ? არ უნდა გაანძრიოს ყველაზე მეტად ტვინი? ერთი განმმარტებელი ნამდვილად სჭირდება სალომეს ჟურნალისტებთან ურთიერთობაში.:))რომ აუხსნას მათ რა თქვა სალომემ:)

Maverick

2018-09-13 20:32:16

ვერ ხვდებიან ვის გულისხმობს ქაჯებში.

ქაჯებში იგულისხმება ყველა ის გოგოშკა, ბიჭუშკა და ასოს შნირები რომლებიც მქსოველმა მარგომ 0%-ანი ნაცების და ოპო პარტოკრატების საამებლად გარს შემოიკრიბა გენიოსა ქოცებთან დასაპირისპირებლად...

----------

ეს უსუპ ნატუტარი ნეტა რას იჭაჭება, ვერ ხვდება, რომ მაგი დიდი ხანია რაც ქართულ მატარებელს ჩამორჩა?

----------

ძველი და გადაკრასკული ნაცვირთხები ნეტან რომელ დასავლეთს გულისხმობენ, ახურებული ქალივით ლოგინში ხან რუსეთს, ხან ამერიკას ნაზად რომ უძალიანდებიან?!

tngh

2018-09-13 21:11:27

პირადად ჩემთვის ყველაზე დიდი "ქაჯები" ის თვითმარქვია "მეგრანტე" ექსპერტები და "ორღობის ჭორიკანა" ჟურნალისტები ბრძანდებიან, რომლებსაც სატელევიზიო სივრცე აქვთ დაპყრობილი... (გვარებს არ ჩამოვთვლი.)

asdf961

2018-09-13 22:15:47

პირადად მე დიდი იმედი მაქვს სალომე ზურაბიშვილის!

zaza192

2018-09-14 03:07:20

ტალიავინის დედიკო მო-ვტყ-ან და იმათიც კიდევ ვისაც მიშას ჯიბრზე საქართველოს გამოყვანა უნდა აგრესორად, იმდენსაც ვერ თვინავთ, რომ ეგ თუ დამტკიცდა აფხაზეთი და ოსეთი სამუდამოდ დაკარგულია

serapina

2018-09-14 16:59:22

ყველაფერი დამტკიცებულია...

... და ქართველი ხალხი,ერთ ქალ.ბატ პ/როფესორს დავესესხები, სარზე გასვამდა ნაცმოძრაობას და მათთან აფილირებულ ყველა აფერისტს, მაგრამ გამოუჩნდათ ბიძინა მფარველი... რომელსაც,თავის დროზე,ესენიც კაეგად გამოუყენებია...

შიმშილში გაზრდილი ბიჭები,კი დაასაფლავეს უდროოდ,მიშას ხუშტურების გამო და ვინ,ვის ჩაანაცვლებს ხელისუფლებაში,ამას რა მნიშვნელობა აქვს?!

arichopra 2

2018-09-15 10:10:04

ნატალი, ..."ეს ჟურნალისტები სერიოზული მისახედები არიან, თვითონ რომ უტვინოები არიან, ყველა ასეთები ჰგონიათ.
ხოდა სიცრუის გავრცელებისთვის უნდა იყოს ციხე! სხვანაირად არაფერი ეშველებათ. თან ყველა უტვინო ჟურნალისტი პოლიტიკაში მიდის და იმიტომაც ვართ კარგად.
ვაწყობ აქციას- ძირს მედიადიქტატურა!" დიდი სიამოვნებით შემოგიერთდები!
აქვე დავამატებ, ზოგი უტვინო არ არის, "პროსტო" უსინდისოა! ზოგიც უტვინოცაა და უსინდისოც!

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80