„ჩვენ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება სხვა ფაქტორის გათვალისწინებით და არა მხოლოდ ეკლესიის აზრით“
პოლიტიკა

„ჩვენ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება სხვა ფაქტორის გათვალისწინებით და არა მხოლოდ ეკლესიის აზრით“

„ჩვენ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება სხვა ფაქტორის გათვალისწინებით და არა მხოლოდ ეკლესიის აზრით“
თამთა ქარჩავა

2018-09-13 13:30:04

ნარკოპოლიტიკის მიმართულებით, პარლამენტი ორი მიმართულებით მუშაობს – ეს არის ის გადაწყვეტილება, რომელიც მმართველმა გუნდმა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებიდან გამომდინარე უნდა მიიღოს. მარიხუანას მოხმარების რეგულაციებთან დაკავშირებით კანონპროექტი, რომელიც შს სამინისტრომ წარადგინა, მთავრობის სხდომაზე უკვე განიხილეს.

გიორგი გახარიას უწყების მიერი მომზადებული კანონპროექტით მარიხუანას მოხმარება მკაცრ სამართლებრივ ჩარჩოში ექცევა. რაც შეეხება კანაფის მოყვანა–წარმოებას სამედიცინო მიზნით ექსპორტზე გასატანად, კანონპროექტის თანახმად, სამედიცინო მიზნით კანაფის მოყვანა–წარმოება ექსპორტისთვის მკაცრ სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცეული ლიცენზირებადი საქმიანობა იქნება, ხოლო ლიცენზიის გაცემაზე და პირობების შესრულებაზე დამოუკიდებელი სააგენტოს მიერ მკაცრი კონტროლი განხორციელდება.

გიორგი გახარიას განცხადებით, ისეთი რეგულაციები წესდება, როდესაც კონკრეტულად გვეცოდინება, მარიხუანას მოხმარება მაგალითად, რა პირობებში არის დასჯადი.

„აბსოლუტურად გულწრფელად გეუბნებით – ნომერი პირველი ამოცანა გახლდათ იმ ქაოსისა და განუკითხაობის შეცვლა, რომელიც მარიხუანას მოხმარების ნაწილში ბოლო თვეების განმავლობაში დამყარდა. რომ შეხედოთ ბოლო თვეების განმავლობაში, ნარკოდანაშაულისა და ნარკომოხმარებისთვის საერთოდ არავინ არის დაკავებული. ამას ახლა ვცვლით“, – აცხადებს გიორგი გახარია.

შს მინისტრის განცხადებით, მარიხუანას კულტივაციის მიმართულებით მკაცრი და ეფექტიანი რეგულაციებია საჭირო. მინისტრი იმ ქვეყნებს ასახელებს, სადაც სამედიცინო მიზნით მარიხუანას კულტივაცია უკვე არის ლეგალური.

„დიდი ბრიტანეთი, კანადა, გერმანია, პოლონეთი, ჩეხეთი და კიდევ ბევრი. არის რამდენიმე ქვეყანა, რომელმაც მოახდინა მარიხუანას მოხმარების სრული დეკრიმინალიზაცია არამხოლოდ სამედიცინო, არამედ რეკრეაციული, მაგალითად, კანადა, რომლის ძირითადი მიზანიც იყო ეკონომიკური ფაქტორები.

მოძრაობა, რომელიც დღეს არის ევროპაში, გვაძლევს იმის საშუალებას, რომ დავარეგულიროთ მკაცრად და მკაცრი რეგულირების ფარგლებში, სამედიცინო მიზნებისთვის კულტივაციის საკითხი განვიხილოთ, რა თქმა უნდა, პარლამენტთან ერთად. ჩვენ აქ ვხედავთ საშუალებას, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას, დავუბრუნდეთ მძიმე ნარკოტიკების კონტექსტში რეგულაციების ეფექტურობის ამაღლებასაც“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

თავის მხრივ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, გიორგი ქობულია აცხადებს, რომ კანაფის მოყვანა–წარმოებისთვის ლიცენზიის გაცემისა და დარეგულირების პრობლემა არ შეიქმნება. თუ რა შემოსავალი შეიძლება მოუტანოს მარიხუანას ექსპორტმა, მინისტრის განცხადებით ახლა რთულია კონკრეტულ ციფრებზე საუბარი.

„ჯერ გვაქვს რამდენიმე ფაქტი, რომელშიც უნდა დავრწმუნდეთ, მაგრამ ამას აქვს ეკონომიკური შინაარსი. შევისწავლეთ მთელი რიგი ქვეყნების გამოცდილება, როგორიც არის კანადა, ისრაელი და ა.შ. მათაც მიიღეს ანალოგიური კანონები და არ ვართ პირველები, არ ვიგონებთ რაღაცას. ეს უკვე გამოცდილია და გადმოვიღეთ საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა“, – განაცხადა გიორგი ქობულიამ.

გიორგი გახარიას მიერ მომზადებულმა კანონპროექტმა უმრავლესობა ორად გაყო. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე ამტკიცებს, რომ ცვლილებები, რომელსაც უმრავლესობა გეგმავს, პირველ რიგში, ნარკოტიკების მოხმარების პრევენციას ემსახურება.

„ცვლილებები, რომელსაც ჩვენ ვაპირებთ, ემსახურება სამ მიზანს. მე პირდაპირ გეუბნებით როგორც პოლიტიკოსი, როგორც მოქალაქე და როგორც მამა. ჩემი მიზანი პირადად არის, რომ მივიღოთ ისეთი ნარკოპოლიტიკა, რომელიც პირველ რიგში, მიზნად ისახავს ახალი თაობის დაცვას ნარკოტიკების ზიანისგან. ეს უნდა იყოს უპირველესი ამოცანა, რომ არ გაჩნდნენ ახალი მომხმარებლები. მთელი რესურსი უნდა ჩაიდოს პრევენციაში და არა დევნაში“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

უმრავლესობის მეორე ნაწილი თვლის, რომ ინიციატივა არის ნაჩქარევი და შეიცავს რისკებს. პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, მარიამ ჯაში მარიხუანის კულტივაციაში ამ ეტაპზე გარკვეულ რისკებს ხედავს და ინიციატივას ნაჩქარევს უწოდებს. ჯაში შიდა და გარე საფრთხეებზე საუბრობს, რომელშიც ოკუპაციის რეჟიმში არსებული რისკები იგულისხმა.

„ინიციატივა არის ნაჩქარევი, შეიცავს რისკებს არა მხოლოდ ჩრდილოვან ეკონომიკაში რეგულირების პირობებშიც, გარკვეული ნარკოტიკული საშუალებების და ნედლეულის მოხვედრის თვალსაზრისით, ეს არის შიდა რისკი, ასევე გარე რისკი. თქვენი შეკითხვა ოკუპაციის რეჟიმში არსებულ რისკებთან დაკავშირებით, არის საკმაოდ ლოგიკური და გარე რისკებს შორის ვგულისხმობ იმ ქვეყნებს, რომელთაც აქვთ დაშვებული კანონმდებლობით ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაცია, მათ განსაკუთრებით დაცული საკანონმდებლო ბაზა სჭირდებათ და ოკუპაციის რეჟიმში აღსრულების მექანიზმებთან დაკვირვებით რისკები რჩება“, – აცხადებს მარიამ ჯაში.

მარიხუანის კულტივაციასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების გამო ხელისუფლებას წმინდა სინოდის წევრები უპირისპირდებიან. მეუფე შიოს განცხადებით, საქართველო მსოფლიოში ერთ–ერთ პირველ ადგილზეა ნარკომომხმარებელთა რაოდენობით. შესაბამისად, მდგომარეობა ძალიან რთულია. მისი თქმით, ამ მძიმე ვითარების გამოსასწორებლად საჭიროა ყველა რისკის გათვლა და სპეციალისტების აზრის მაქსიმალურად გათვალისწინება.

„საკონსტიტუციო სასამართლოს უკანასკნელმა გადაწყვეტილებამ ბევრი კითხვა და ნეგატიური განწყობა გააჩინა. ოთხი მოსამართლისგან შემდგარმა კოლეგაიამ შესაძლებელად მიიჩნია დღევანდელი კონსტიტუციის მე–16 მუხლის საფუძველზე გამოიტანა დასკვნა, რომ მარიხუანის მოხმარება პიროვნული განვითრების თავისუფლებას უკავშირდება.

საკონსტიტუციო სასამართლომ ამ გადაწყვეტილებით შექმნა ახალი იდეოლოგიური პარადიგმა, რომლის მიხედვითაც, თვითგანვითარების ცნება მარიხუანის მოხმარებასაც გულისხმობს, რაც ჩვენს სარწმუნოებას და ტრადიციულ ოჯახურ ღირებულებებს ეწინააღმდეგება, რასაც ეკლესია ვერავითარ შემთხვევაში ვერ დაეთანხმება“, – განაცხადა მეუფე შიომ.

გაცილებით მკაცრია ბოდბელი ეპისკოპოსისა და საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის ქორეპისკოპოსი, მეუფე იაკობი, რომლის განცხადებით, მარიხუანის კულტივაციასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება ეროვნულ უსაფრთხოებაზე დიდი დარტყმა იქნება. მისი თქმით, კარგია, როცა ფიქრობ, რომ ბიუჯეტი შეავსო, მაგრამ სხვა გზა უნდა მოინახოს იმისათვის, რომ გაძლიერდეს ეკონომიკა.

„არის რაღაცა, რასაც არ დავთმობთ, საკმაოდ დიდი ძალა აქვს საპატრიარქოს, ქართულ ეკლესიას და ყოველთვის დავდგებით სახელმწიფოს ძლიერებას, არავის დავაჩაგვრინებთ ჩვენს ქვეყანას. სადაც ამდენი გავიჭირვეთ, ამდენი წელია გაჭირვებაში ვცხოვრობთ, კიდევ გავიჭირვოთ და ეკონომიკა სხვა მხრივ განვავითაროთ. ადამიანებზე ფიქრობდნენ თუ ეროვნულ უსაფრთხოებაზე? ვხედავთ, ავღანეთს რა დამართა ნარკოტიკებმა, იმ სამკუთხედს, რა ხდება სირიაში, კოლუმბიაში.

ან ჯარი უნდა გვყავდეს ძლიერი, სამწუხაროდ, არ გვყავს. საზღვრები ვერ დაგვიცავს. სანამ მონასტერში წავიდოდი, გარეჯში ვიყავი უდაბნოს მხარეს და ოფიციალურად ჩვენს ტერიტორიაზე სხვა ქვეყნის მესაზღვრეები დგანან. ეს ვერ დაგვიცავს და პლანტაციებს დავიცათ, სადაც მილიარდების საქონელი იქნება? უცხოეთის ქვეყნები და ჩვენთან ახლოს მყოფი რუსის ჯარი არ შეეცდება, რომ ნადავლი ხელში ჩაიგდოს?“, – აცხადებს მეუფე იაკობი.

საპატრიარქოს პასუხობს უმრავლესობის წევრი აკაკი ზოიძე, რომლის განცხადებით, ეკლესიის აზრს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ კანონმდებლებმა უნდა მივიღონ გადაწყვეტილება სხვა ფაქტორების გათვალისწინებით და არა მხოლოდ ეკლესიის აზრით.

„ნარკოტიკული კომპონენტისგან უმეტეს შემთხვევაში ეს ყველაფერი თავისუფალი იქნება, გამოყენებული იქნება მხოლოდ და მხოლოდ წამლების წარმოებისთვის, რომელსაც ყველა ჩვენგანი ვიყენებთ. თუ ამაში დავარწმუნებთ საზოგადოების ყველა დაინტერესებულ მხარეს, მათ შორის ეკლესიას, არანაირი წინააღმდეგობა არ იქნება, საჯარო სივრცეა, ეკლესიის აზრს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, მით უმეტეს ასეთ თემაზე, როგორიც არის ნარკოპოლიტიკა, მაგრამ ჩვენ ვართ კანონმდებლები და ჩვენ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება ყველა სხვა ფაქტორის გათვალისწინებით, არა მხოლოდ ეკლესიის აზრით“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.

 

ნანახი?- 2518

natali

2018-09-13 14:23:31

რომელ ქვეყნებში ამზადებენ კანაფზე წამლებს და სადაა მითხოვნა? თვითონ მათ ვერ მოჰყავთ?

natali

2018-09-13 15:06:39

https://m.youtube.com/watch?v=IsWF6wmTOJI

ფხიზელი

2018-09-13 15:17:48

არა, ალბათ მათაც მოჰყავთ, მაგრამ ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყნიდან შეტანილ კანაფს მაინც სულ სხვა ძალა აქვს, თურმე :)
*
ყველაფერი ისე იქნება, როგორც უფალს (ანუ ბიძინას) უნდა! - არა აქვს მნიშვნელობა საზოგადოებრივ აზრს, არა აქვს მნიშვნელობა ეკლესიის აზრს, არა აქვს მიშვნელობა, რას ფიქრობენ ამ საკითხზე სხვადასხვა დარგის ავტორიტეტული და პატივსაცემი ადამიანები...
*
ჩაის პლანტაციები გავანადგურეთ და კანაფის პლანტაციების გაშენებას ვაპირებთ!
*
"ჩვენისთანა бедныйერი
კიდევ არის სადმე ერი?!"

serapina

2018-09-13 21:55:38

ზოგადად,კანაფის ზეთი რომ სვანეთში სხვადასხვა მიზნით გამოიყენებოდა(მაგ:გარდაცვლილი ადამიანს სახეზე ადებდნენ,რომ სახე არ შეენარჩუნებინათ...ზოგადად,კანის მოსავლელად დაზიანების შემთხვევაში... ასევე,თვითონ მცენარის ღეროსაგან თოკი კეთდებოდაო,სანამ ინდუსტრიული თოკი იქნებოდა ხელმისაწვდომი),ამის შესახებ მსმენია...

ამერიკაში,ინგლისში და ისრაელში დახურულ და მკაცრად კონტ/როლირებად ტერიტორიაზე, სამეცნიერო მიზნებისათვის გააშენეს ეს მცენარე და აღმოაჩინეს რომ დაუჯერებელ(მედიცინისათვის ჯერ ვერ ასახსნელ) შედეგების მიღწევა ხდება,ბავშვებს შორის გავრცელებულ ნოიროლოგიურ დაავადებების სამკურნალოდ.სამედიცინო ჟურნალებშიც მინახავს ამაზე სტატიები...

მე,საერთოდ ვერ მოვიცალე დეტალებში გავეცნო,ვინ რა თქვა...
უბრალოდ,ეს იმთავითვე ცუდი იდეა არ არის,ასევე კონტ/როლირებად ტერიტორიაზე სამედიცინო მიზნებისათვის (რაც ცხადია ეკონომიკის ამუშავებას არ გულისხმობს)ამ მცენარის მოყვანა... გამომდინარე,ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობიდან...

ახლა,ვისაც გინდათ გაიცინეთ, მე დაფნაც "მოვაშენე" გერმანიაში, ქინძიც მოვიყვანე და პიტნაც მაგრამ... როგორც თავად ესენიც მეუბნებოდნენ, იმის ნახევარი სურნელი არ ააქვს არცერთს,რაც საქართველოში...ეს,რაც ზედაპირულად ჩანს...შესაბამისად, ბიოლოგიურ შემადგენლობაშიც იქნება სხვაობა..ეგ,აღარ შემიმოწმებია.

მოკლედ,განათლებას არ მიხედავენ,ამაში უკვე დავრწმუნდი და ამით,თუ ისევ თავად გამდიდრდებიან ჩვენი პოლიტიკოსები,მერწმუნეთ ვითომ "ინვესტორების" მოყვანას და ქვეყნის გაპარტახებას,კიდევ ეს სჯობია.
რისკებიც გასაგებია მაგრამ,ცუდსსა და უარესს შორის არჩევანი,არც აქამდე გვქონია და...

იმდენიც ვერ მოიფიქრეს,ვიღაცისათვის ცოტა თანხა გამოეყოთ,რომელიც ამ მცენარის გამოიკვლევდა და სხვა ქვეყნებში მოყვანილს შეადარებდა... იქნებ,ჩვენთვისაც გამოსადეგი ყოფილიყო...
პ.ს.ასეთებს სააკაშვილი ისე ფუთავდა რომა...

asdf961

2018-09-13 22:05:50

თითოეული ჩვენთაგანი ყოველყვის ფიქრობს ჩვენივე შესაძლებლობებით რაიმე ბიზნესის დაწყებას და ეკონომიკური სიდუხჭირიდან თავის დაღწევის. ჩვენი მაშტაბები პატარაა, მაგრამ ივანიშვილის მასშტაბები შესაბამისად დიდი. ერთ-ერთი ასეთი პროექტია ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა, რომლის დიდი იმედიც აქვს ქვეყანას. მარიხუანას მოყვანა წამლების საწარმოებლად და რეალიზაცია შეიძლება აგრეთვე იმ დიდ გეგმას ემსახურება. ალბათ გაანგარიშებებს გაგვაგებინებენ..
ყველა რატომღაც ივანიშვილისგან მოითხოვს, რომ გაღატაკებული მოსახლეობა დააპუროს, რადგანაც სიზარმაცემ ძაან მაღალ დონეს მიაღწია. ბიძინაც ეძებს სხვადასხვა გზებს. მე ასე გავიგე მარიხუანას ირგვლივ ატეხილი ამბები.

natali

2018-09-13 22:15:58

ძლიერთ ამა ქვეყნისათა გადაწყვიტეს საქართველის წელში გასწორება. ერთადერთი სანდო მოკავშირე ვართ ასეთ მნიშვნელოვან რეგიონში. ბაზარზე ყველას თავისი ნიშა აქვს, ღვინის ნიშა ხომ გამოგვიყვეს, ახლა სწრაფადაა საჭირო წინ წასვლა და ეს ნიშაც მოგვცეს. მე ასე მგონია. შეიძლება ვცდები.

serapina

2018-09-13 23:28:00

უკეთესი არჩევანი,არც აქამდე გვქონია...უნდა მეწეროს...

arichopra 2

2018-09-13 23:39:25

ნატალი, რა ნიშა გამოგვიყვეს, ღვინის?! როგორ გამოგვიყვეს, რაში გამოიხატება?

serapina

2018-09-13 23:49:43

კარგით რა!
ასეთი კინო,რამდენი ვნახეთ?!
ამდენი ადამიანი გაიქცა და იქვე წაიქცა(ალბათ 90%)... კვალიფიკაცია მაინც გაატანეთ ხალხსთქო და...
ესენი რა "აღმოჩენებს აკეთებენ!"

https://imedinews.ge/ge/saqartvelo/77301/ganatlebis-sistemidan-gatavisuplebuli-magalchinosnebis-saqmianobas-prokuratura-sheistsavlis

ფხიზელი

2018-09-16 03:27:02

"16 წლიდან ვარ ნარკოტიკის მომხმარებელი, - ვგავარ იდიოტს?

https://www.youtube.com/watch?v=xD7nNakmrf8

რეგისტრაცი?/p>

დახურვ?/span>
სახელი:

პაროლი:

გაიმეორე?პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80