„რითი განსხვავდება ზურაბიშვილი სხვა კანდიდატებისგან? - არც ერთი განცხადება არ ყოფილა პოპულისტური“
საზოგადოება

„რითი განსხვავდება ზურაბიშვილი სხვა კანდიდატებისგან? - არც ერთი განცხადება არ ყოფილა პოპულისტური“

„რითი განსხვავდება ზურაბიშვილი სხვა კანდიდატებისგან? - არც ერთი განცხადება არ ყოფილა პოპულისტური“
თამთა ქარჩავა

2018-09-13 16:00:01

27 ოქტომბერს საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებია. საქართველოს მოსახლეობა პრეზიდენტს 2018 წელს პირდაპირი წესით ბოლოჯერ აირჩევს. ახალი კონსტიტუციის პირობებში 2018 წელს არჩეული პრეზიდენტი აღარ არის ისეთი მნიშვნელოვანი მმართველობითი სისტემისთვის, როგორც აქამდე იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ 2018 წლის ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ქვეყანა მმართველობის ახალ ეტაპზე გადადის.

ამის მიუხედავად პრეზიდენტობის კანდიდატები საინტერესო დაპირებებით გამოდიან. მაგალითად დავით უსუფაშვილის საარჩევნო სლოგანია – „მეტი შეგვიძლია“; დავით ბაქრაძე – „საიმედო ხვალინდელი დღე“; გრიგოლ ვაშაძე – „ჩვენ შევცვლით“. რაც შეეხება მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილ დამოუკიდებელ კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს, ჯერჯერობით საარჩევნო სლოგანი არ აქვს, მაგრამ აცხადებს, რომ ქაჯების დასათხოვნად მოდის, იმიტომ რომ ბოღმა, ტყუილი, სიძულვილი – ეს ყველაფერი უკვე ყელში ამოუვიდა. ამბობს, პრეზიდენტად მოდის იმისთვის, რომ რუსული ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან ხელახლა და სამუდამოდ გაიყვანოს.

ამ დაპირებებიდან გამომდინარე როგორი იქნება ამომრჩევლის აქტიურობა, ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge ანალიტიკოსს დავით ზარდიაშვილს ესაუბრა.

ქვეყანაში პრეზიდენტო არჩევნები ტარდება, მაგრამ საარჩევნო განწყობა არ არის. ამომრჩეველი არჩევნებით არ არის დაინტერესებული, როგორ ხსნით იმას, რომ არ იგრძნობა ის სიმძაფრე, რაც დამახასიათებელი იყო არჩევნებისთვის?

დავით ზარდიაშვილი: ჯერ არ გახსნილა საარჩევნო კამპანია. არჩევნებამდე ერთი თვის მანძილზე მაღალი აქტივობის რეჟიმში გადავა ქვეყანა. 18 სექტემბრამდე კანდიდატებმა უნდა წარადგინონ ხელმოწერა, ამის შემდეგ გაირკვევა საარჩევნო სუბიექტები. შეიძლება ისეთი სიმძაფრის საარჩევნო კამპანია არ იყოს როგორც შევარდნაძის დროს, მაგრამ არც მშვიდობიან საარჩევნო კამპანიას ველოდები.

რას გულისმხობთ? „ნაციონალური მოძრაობისსაპრეზიდენტო კანდიდატი ამბობს, რომ ამომრჩეველმა მშვენივრად იცის 28 ოქტომბრის არჩევნები არის რეფერენდუმი. საქართველო იქნება ერთიანი წარმატებული, განვითარებული, თუ საქართველო როგორც სახელმწიფო ჩამოიშლება. ერთგვარად სიმძაფრე დევს ამ გზავნილში და აგრესიულობა იგრძნობა...

– ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ სტილი. თუ გახსოვთ იგივე, შევარდნაძის დროსაც ასეთი აგერსიულობით გამოირჩეოდნენ, ეს მათგან არ უნდა გაგვიკვირდეს. რაც დრო გავა დაძბულობაც მოიმატებს. ვიცით, რომ ნაციონალები მშვიდობიანები არ არიან. რაც მთავარია ოპოზიციის ინტერესეში არ შედის, რომ სამოქალაქო მშვიდობა იქნეს დაცული ამ პოლიტიკური არჩევნების პროცესის გზით. ადამიანებს აქვთ არჩევანის თავისუფლება, მაგრამ ისინი მთავარ ღირებულებებს თანხმდებიან და ამის გამო ერთმანეთს თავ–პირს არ ამტვრევენ. საქართველოში ჯერ არ შექმნილა ასეთი ვითარება. პოზიტიური კამპანია, რასაც ჰქვია პროგრამებით შეჯიბრი, ასეთი ვითარება ჯერ არ გვაქვს.

კანდიდატების მოქმედებით თუ ვიმსჯელებთ, თითქოსდა არ აინტერესებთ პროგრამებით შეჯიბრი...

– ვაშაძის სლოგანია – „ან დავიქცევით, ან გადავრჩებით“, როცა ოპოზიცია ასეთ ალტერნატივას სთავაზობს ამომრჩეველს, ამაზე იქნება შესაბამისი პასუხი საზოგადოების მხრიდან. არავის არ სჭირდება ასეთი ვითარების დახატვა და პოლიტიკური დაპირისპირებებიდან ასეთი მძიმე მოლოდინი შექმნან. „ნაციონალურ მოძრაობას“ მყარი არგუმენტები საერთოდ არ აინტერებს. საპრეზიდენტო არჩევნებია და ამომრჩეველს პენსიების გაზრდას და დასაქმებას ჰპირდებიან.

რაც არ შედის პრეზიდენტის ფუნქციაში და ეს უკვე ნიშნავს ამომრჩევლის მოტყუებას?

– რა თქმა უნდა, იმთავითვე ეს არის სოციალური დემაგოგია. თუ დააკვირდებით კანდიდატები, ძირითადად, სოციალურად მძიმე მდგომარეობაში მყოფ ფენას ხვდებიან. მათი მთავარი მეთოდი და მესიჯი არის დემაგოგია, რომ ხელისუფლება მშიერი გამყოფებთ და მე მოგცემთ 400-ლარიან პენსიას. ეს არის დემაგოგია და იაფფასიანი პოპულიზმი, რომელიც შედეგზე არ არის გათვლილი. შემდეგ სხვა გზებს გამოიყებენ ტემპერატურის ასაწევად. პროვოკაციაზე წავლენ, ისეთზე როგორიც კორცხელის ინციდენტია, მათი მეთოდიც ეს არის.

ამ სოციალურ დემაგოგიას რა უნდა დაუპირისპიროს დამოუკიდებელმა კანდიდატმა, რომელსაც მმართველი გუნდი უჭერს მხარს?

– ამ დემაგოგიის პასუხი უნდა იყოს სიმშვიდე და არგუმენტები. საზოგადოება გაზრდილია და ამ დემაგოგიაზე არ აკეთებენ გათვლას, ეს უკვე ვნახეთ. რა თქმა უნდა, პრეზიდენტი მოკლებულია ყოველგვარ ბერკეტს, რომ სოციალური მიმართულებით რაღაცა ცვლილებები განახორციელს და მით უმეტეს ამის არც რესურსი არ აქვს. პრეზიდენტს არ შეუძლია პენსიები გაზარდოს და ეს მისი მანდატის საქმე არ არის. იმედი მაქვს, რომ სალომე ზურაბიშვილი აუხსნის ამომრჩეველს პრეზიდენტის ფუნქციებს და როგორ აპირებს ამ ფუნქციების გამოყენებას იმისათვის, რომ კონკრეტული პოლიტიკური პარტიის ინტერესები გაატაროს. ამის შემდეგ არჩევანი ამომრჩეველმა უნდა გააკეთოს.

როგორ ფიქრობთ, როგორ არჩევანს გააკეთებს ამომრჩეველი?

– არ ველოდები აქტიურობას. თუმცა, არც იმდენად კრიტიკულზე დაბალი არ იქნება აქტიურობა. ეს დამოკიდებულია პოლიტიკურ პარტიებზე, რამდენად შეძლებენ ამომრჩევლის დაინტერესებას. ოპოზიციას თავისი სტაბილური ამომრჩველი ჰყავს და მოახერხებს მათ არჩევნებზე მიყვანას. ასევე სტაბილური ამომრჩეველი ჰყავს „ქართულ ოცნებას“.

მაგრამ არის გადაუწყვეტელი ამომრჩეველი და ძალიან დიდია მათი რიცხვი...

– რასაკვირველია, ამ ნაწილში აქტივობა იქნება ძალიან დაბალი. ძირითადად შეჯიბრი იქნება ხელიუფლებისა დ ოპოზიციის სტაბილურ ამომრჩეველებს შორის. რასაკვირველია, დიდი უპირატესობა აქვს მმართველ პარტიას.

მაგრამ მმართველ პარტიას ჰყავს ისეთი ამომრჩეველი, რომელიც მას დაუპირისპირდა და დღეს ოპოზიციაშია. ეს ამომრჩეველი შეიძლება გახდეს ოპოზიციის ამომრჩეველი?

– არა, ვერ გახდება „ნაციონალური მოძრაობის“ და სხვა ოპოზიციური პარტიის ამომრჩეველი, ანუ „ნაციონალური მოძრაობის“ მეორე ფრთის – „ევროპული საქართველოს“ ამომრჩეველი.

მაგრამ გამორიცხავთ, რომ დავით უსუფაშვილის ამომრჩეველი გახდეს?

– ამას არ გამოვრიცხავ, მაგრამ იმისათვის, რომ უსუფაშვილის ამომრჩეველი გახდეს, უნდა გააჩნდეს საკმარისი საარჩევნო ინფრასტრუქტურა, რომ ეს ამომრჩეველი მიიზიდოს. ამ ეტაპზე უსუფაშვილს ეს არ გააჩნია და, როგორც ჩანს, არც აპირებს ამის შექმნას.

არ გააჩნია არც სალომე ზურაბიშვილს, რომლის უპირატესობა არის მმართველი პარტიის მხარდაჭერა...

– ეს უკვე ნიშნავს, რომ გააჩნია. ხელისუფლებას გააჩნია საკმარისი ადამიანური და საორგანიზაციო რესურსი და, რაც მთავარია, აქვს ფული. უსუფაშვილს ამის შესაძლებლობა არ აქვს. ის შეეცდება, რომ ცენტრალური მედიის მეშვეობით მონახოს ამომრჩეველთან სასუბრო გზები, რაც ნაკლებად ეფექტიანი იქნება, არ მუშაობს ეს მეთოდი.

როდესაც ამომრჩევლის რეალურ ინეტერესებზეა საუბარი, აქ უკვე ერთვება სხვა რამ - ერთ მხარეს არის ადმინისტრაციული რესურსი და მეორე მხარეს ის დაპირებები, როდესაც ამომრჩევლის ნაწილს ტორტის ნაჭრის მოლოდინი აქვს. ამ თვალსაზრით ამომრჩევლის მიზიდვის ინტერესიც არ არის. რითი განსხვავდება ზურაბიშვილი სხვა კანდიდატებისგან? - არც ერთი განცხადება არ ყოფილა პოპულისტური,

პრინციპულად არაპოპულისტია. იგი ყოველთვის ერიდება პოპულისტურ განცხადებებს და არასდროს მისი განცხადება არ არის სოციალური დემაგოგიით ნაკარნახევი. სურათი ისეთია –ამომრჩევლის დიდი ნაწილი იქნება პასიური. შეჯიბრი შედგება სტაბილურად ჩამოყალიბებულ ელექტორატებს შორის.

 

ნანახი?- 4042

imereli

2018-09-14 09:10:43

ზურაბიშვილი არაა დამოუკიდებელი კანდიდატი. ეს არის "ოცნების" მიერ ხალხის უნამუსოდ მოტყუება! "ოცნებას" სურს, რომ წაგების შემთხვევაში (რაც სავსებით მოსალოდნელია "ოცნების" ანტიხალხური მმართველობის პირობებში) მარცხი ზურაბიშვილს დააბრალოს, ხოლო მოგების შემთვხევაში გამარჯვება საკუთარ აქტივში მიითვალოს. თუ გავითვალისწინებთ ხალხის პოლიტიკური ცოდნის კატასტროფულად დაბალ დონეს და ოპოზიციის რეიტინგს, გამარჯვება სავსებით მოსალოდნელია.

natali

2018-09-14 11:01:19

ზურაბიშვილი თვითონ არ გაერთიანდა ოცნებაში, რატომ? ალბათ ბევრი ქაჯი დაინახა და იმიტომ. ახლა ქაჯებს რომ გაყრის, მერე გამოჩნდება, რომ მართლა დამოუკიდებელი კანდიდატია.ხისტიაო, მაგიტომ არ იწუნებდნენ? ხალხს კი ზუსტად ხისტი პრეზიდენტი გვაწყობს და არა ვიღაცის მარიონეტი, წარსულში ხელგასვრილი და შანტაჟით დაშინებული.

ამაპოლა

2018-09-14 19:50:45

არჩევნების თარიღიც უნდა შეეშალოს ამ...

imereli

2018-09-15 10:44:32

ნატალი ! მიზეზი, თუ რატომ არ შევიდა ზურაბიშვილი "ოცნების" რიგებში, მარტივია - შეთავაზებული თანამდებობა არ მოეწონა! სალომე თავიდავე "უმიზნებდა" პრეზიდენტობას, ან უკიდურეს შემთხვევაში საგარეო საქმეთა მინისტრობას, რაზეც "ოცნებაში" უარი უთხრეს, რადგან ორივე ეს თანამდებობა უკვე დიდი ხნის წინ "დაზანიატებული" იყო.კიდევ ერთი "წვრილმანი", ზურაბიშვილი უპარტიო კი არა საკუთარი პარტიის მფლობელიც(!) კია. არ გაგიკვირდეთ სიტყვა "მფლობელი" პარტიასთან მიმართებაში. ეს საქართველოში ჩვეულებრივი რამაა.მეტიც, პარტიების სახელები თვით პარტიის წევრების (თუ ჰყავს წევრები) უმრავლესობამაც კი არ იცის, მოიხსენიებენ, თუ ვისია ეს პარტია.

natali

2018-09-15 17:44:34

კი, იყო ასეთი პარტია, საქართველოს გზა ერქვა მგონი. რომელიც გაუქმდა, როგორც მახსოვს უსახსრობის გამო. ხოდა ზუსტად პარტია რომ ჰქონდა, მაგ დროს მახსოვს სალომე აქციებს რომ მართავდა, მიშა სტრატეგიულ ობიექტებს რუსებს უგდებს ხელშიო. ორი- სამი კაცი ედგა ხოლმე გვერდით.

ფხიზელი

2018-09-15 19:52:41

natali,
ყველას ის "ახსოვს" მხოლოდ, რაც მის განწყობას შეესაბამება მოცემულ მომენტში.
მაგალითად, ურთულეს მოლაპარაკებაში ისეთ გამოჯეკილ და კერკეტ დიპლომატთან, როგორიც ლავროვია, ზურაბიშვილმა რომ საქართველოდან რუსული ბაზების გაყვანაზე თანხმობას მიაღწია, ეს არავის ახსოვს!
მისი აქციები - მიშა საქართველოს ყველა სტრატეგიულ ობიექტს რუსებს უგდებს ხელშიო - არავის ახსოვს!
სამაგიეროდ, ყველამ ძილში ჩაიყოლა, რომ ზურაბიშვილი ეთანხმება ტალიავინის კომისიის დასკვნას, რაზედაც სააკაშვილის ხელისუფლებამაც მოაწერა ხელი (sic!) და იმეორებენ იმ უბედურების ავტორის დღევანდელ, უტიფარ პოზიციას: ამ მოღალატე ქალის ფეხქვეშ მიწა უნდა იწვოდესო!
ხოლო ქ-ნ სალომეს პირით გაჟღერებულ საშინელებას - "სამეგრელოსა და მეზობელ აფხაზეთში", სამუდამოდ შემოინახავს მათი მეხსიერება! :)))
(ეტყობა, სეპარატისტული აფხაზეთი უკვე აღარ არის სამეგრელოს მეზობელი).

tngh

2018-09-15 21:04:15

ქ-ნი სალომე კახური პირდაპირობით და ფრანგული გულწრფელობით ამბობს იმას, რასაც ფიქრობს...

serapina

2018-09-15 22:15:11

"მეზობლობის" - მნიშვნელობაც ხელახლა უნდა განგვიმარტოს ნაცმოძრაობამ?!
რაც მეტს ხალისობენ სალომე ზურაბიშვილზე,მით მეტად აპიარებენ მას და მით, მეტად იპამპულებენ საკუთარ თავს!

პ.ს. ნახევარი ნაცმოძრაობა, წლებია საფრანგეთშია(თავშესაფრებში) ჩაბუდებული და.. რამდენი ფრანგული ისწავლეს,იმასაც მოვისმენდი...

imereli

2018-09-16 10:59:29

ქ-ნი სალომე როგორი პირდაპირობით (ან აფერისტობით) და გულწფელობით ამბობს არ აქვს მნიშვნელობა! მთავარია რას ამბობს! არც იმას აქვს მნიშვნელობა რას ამბობენ მასზე "ნაცები", რომლებსაც ნორმალურ ქვეყანაში არც კი გააჩერებდნენ. თქმით კი ქალბატონი სალომე ცუდს ამბობს. რას ამბობს არჩევნებამდე, რომ "ქოცებს" ასიამოვნოს და რას იტყვის ის გამარჯვების შემდეგ სხვადასხვა რამეა. რა საკვირველია, თუ გაიმარჯვა.

imereli

2018-09-16 11:08:13

ალბათ გაგიგონიათ გამოთქმა: უძაღლო ქვეყანაში კატებს აყეფეფდნენო! აბა თუ არ გყავს ძაღლი რა უნდა ჰქნა! ასეა ჩვენთანაც, არ არის ოპოზიცია(ძაღლი) , მაგრამ გვყავს "ნაცები" და ისინი ასრულებენ ოპოზიციის მოვალეობას. გჯერათ ვინმეს, რომ რ2 რომ არა "იმედი" გამოაქვეყნებდა ზუგდიდის მერიისა და "ომეგას" სკანდალურ ჩანაწერებს ?! ან გურჯაანის საკრებულოს განცხადებას პატრიარქმა აკურთხა ჩვენი პრემიებიო ?!

imereli

2018-09-16 11:23:36

ალბათ არავის ეპარება ეჭვი იმაში, რომ "ქოცებმა" დიდი ხანია "გადაუჯოკრეს" კორუფციაში ნაცებს. არ მაქვს იმისი ილუზია, რომ თითქოს "ნაცების" დროს არ იყო კორუფცია! იყო, მაგრამ ამ "პრივილეგით" მხოლოდ მიხო და მისი აუახლოესი გარემოცვა სარგებლობდა. "ქოცები" უფრო "დემოკრატიულები" აღმოჩნდნენ და ეს "პრივილეგია" უფრო დაბალი დონისათვის, ჯოკია ბოდოკიებისათვისაც ხელმისაწვდომი გახადეს. ადრე თუ "პოლოჟენიას" ფინანსური სამსახური შეფი (შემდგომში თავდაცვის მინისტრი) აგვარებდა, ახლა რკინიგზის სამეთვალყურეო სანჭოს წევრიც "წარმატებით" აკეთებს იგივეს და არა მარტო ის. მიადევნეთ თვალი, თუ პრეზიდენტობის "დამოუკიდებელ" კანდიდატს არსებულ კორუფციაზე სიტყვა წამოცდება , ბოდიშს მოვიხდი საჯაროდ, მაგრამ არ წამოცდება, რადგან მაშინ "ოცნების" მხარდაჭერას დაკარგავს.

რეგისტრაცი?/p>

დახურვ?/span>
სახელი:

პაროლი:

გაიმეორე?პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80