ვატიკანმა სიქსტის კაპელაში თაღლითობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
სხვადასხვა

ვატიკანმა სიქსტის კაპელაში თაღლითობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

ვატიკანმა სიქსტის კაპელაში თაღლითობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
imedinews.ge

2018-09-13 17:20:27

 

რომის პაპმა ფრანცისკემ, სიქსტის კაპელას კაცების გუნდის ხელმძღვანელისა და დირექტორის ადმინისტრაციაში ფინანსური მაქინაციების გამოძიება მოითხოვა. ვატიკანის განცხადებას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. 

ვატიკანმა ოფიციალური განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც იტალიურმა გაზეთმა La Stampa-მა გამოძიების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. გავრცელებული ცნობით, მენეჯერ მიქელანჯელო ნარადელურს და გუნდის ხელმძღვანელ მასიმო პალომებლუს თაღლითობაში ედებათ ბრალი. გაზეთი აღნიშნავს, რომ ისინი კაპელის ფულს თავიანთ ანგარიშებზე რიცხავდნენ. 

სიქსტის კაპელის გუნდი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძველია. მასში 20 ზრდასრული და 30 სოლისტი ბიჭი შედის.

ნანახი?- 289

რეგისტრაცი?/p>

დახურვ?/span>
სახელი:

პაროლი:

გაიმეორე?პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80