"შიდა დაპირისპირება... მას გამოეცალა მფარველები „ქართულ ოცნებაში"
სხვადასხვა

"შიდა დაპირისპირება... მას გამოეცალა მფარველები „ქართულ ოცნებაში"

"შიდა დაპირისპირება... მას გამოეცალა მფარველები „ქართულ ოცნებაში"
pirveliradio.ge

2018-09-13 18:38:33

ლაშა გოგიას გადადგომას ზუგდიდის მერის თანამდებობიდან, ოპოზიციაში ეხმაურებიან. „ევროპულ საქართველოში“ აცხადებენ, რომ ლაშა გოგიამ თანამდებობა არა სკანდალური ჩანაწერის, არამედ მფარველების დაკარგვის გამო დატოვა.

„კორუფციის გამო არ მომხდარა ლაშა გოგიას გათავისუფლება ეს არის „ქართული ოცნების“ შიდა დაპირისპირება. იყო პერიოდი, როცა გოგიას მფარველები ჰყავდა ქართულ ოცნებაში,  როგორც კი მისი მფარველები წავიდნენ მართვის წრეებიდან, ხედავთ ერთი თვის განმავლობაში მოხსნილი იქნა გუბერნატორის მოადგილეები, აპარატის ხელმძღვანელობა, მოხსნილს დავარქმევ გოგიას. მას გამოეცალა მფარველები „ქართულ ოცნებაში,“ როგორც კი გამოეცალა შემდგომ უკვე ის აიძულეს გაეკეთებინა განცხადება სოციალურ ქსელებში, უბრალოდ მათ ვეღარ დამალეს ის კორუფციული სქემები, რომელიც არსებობდა და არსებობს ზუგდიდის გამგეობაში და იძულებეული გახდნენ აღეძრათ საქმე,“ -ამბობს პარლამენტის ფრაქცია ”ევროპული საქართველო - რეგიონების” წევრი ლაშა დამენია

ნანახია - 473

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80