"იბერიის" დახურვის შემთხვევაში პასუხისმგებლობას ხელისუფლებას ვაკისრებთ"
სხვადასხვა

"იბერიის" დახურვის შემთხვევაში პასუხისმგებლობას ხელისუფლებას ვაკისრებთ"

"იბერიის" დახურვის შემთხვევაში პასუხისმგებლობას ხელისუფლებას ვაკისრებთ"
"რეზონანსი"

2018-09-13 19:28:21

ტელეკომპანია „იბერიას" ჟურნალისტები პრემიერ-მინისტრს და მთავრობას მოუწოდებენ, რომ მოხდეს შეთანხმება „ომეგა ჯგუფთან", რათა ტელეკომპანიას საქმიანობის გაგრძელების საშუალება მიეცეს.

როგორც ტელევიზიის ჟურნალისტების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, "იბერიას" გადაკეტელი აქვს დაფინანსების მთავარი წყარო და რეალურად, არსებობს არხის დახურვის საფრთხე. ურნალისტები მიიჩნევენ, რომ „ომეგა ჯგუფზე" ზეწოლა ხორციელდება სწორედ ტელეკომპანიის დახურვის მიზნით.

„ტელეკომპანია „იბერიაში" შექმნილია უმძიმესი მდგომარეობა. ამის მიზეზი ტელეკომპანიაში ბოლო დღეების განმავლობაში შექმნილი კრიზისია. ჟურნალისტები ვერ ვახერხებთ ჩვენზე დაკისრებული პროფესიული მოვალეობის მშვიდ ვითარებაში შესრულებას. ტელევიზიას გადაკეტელი აქვს დაფინანსების მთავარი წყარო. რეალურად, არსებობს არხის დახურვის საფრთხე. მიგვაჩნია, რომ „ომეგა ჯგუფზე" ზეწოლა ხორციელდება სწორედ ტელეკომპანიის დახურვის მიზნით. გვაქვს პროფესიული პასუხისმგებლობა ჩვენი მაყურებლისა და ქვეყნის წინაშე, რომ ჯეროვნად, დაბალანსებულად და ობიექტურად გავაშუქოთ ყველა საარჩევნო სუბიექტის წინასაარჩევნო კამპანია.

"იმის მაგივრად, რომ ვასრულებდეთ ჩვენს პირდაპირ მოვალეობას, ვახდენდეთ მაყურებლის ინფორმირებას ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, გადასულები ვართ თავდაცვის რეჟიმზე - გვიწევს საკუთარი უფლებების დაცვა ქუჩის აქციებით, შეხვედრებით და ხელისუფლების მიერ იმ ხელოვნურად შექმნილი მოვლენების გაშუქებით, რომელიც არხის დახურვისკენ არის მიმართული. მივმართავთ ყველა შესაბამის უწყებას, პრემიერ-მინისტრს, მთავრობას, რომ გაითვალისწინონ ყველა ზემოთხსენებული გარემოება, გაუხსნან გზა „ომეგა ჯგუფს" და მოხდეს შეთანხმება არსებული პრობლემების მოსაგვარებლად, რათა არხს მიეცეს მუშაობის გაგრძელების საშუალება", - ნათქვამია განცხადებაში.

"იბერიის" ჟურნალისტები ამბობენ, რომ ტელეკომპანიის დახურვის შემთხვევაში, პასუხისმგებლობას ქვეყნის ხელისუფლებას დააკისრებენ.

"მივმართავთ არასამთავრობო სექტორს, დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომ გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველა ბერკეტი ტელევიზიის მუშაობის გასაგრძელებლად. ტელეკომპანიის დახურვის შემთხვევაში, პასუხისმგებლობას ვაკისრებთ ქვეყნის ხელისუფლებას", - ნათქვამია განცხადებაში.

 

ნანახია - 183

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80