“ამას აკეთებს ნიკა მელია, რომელიც КГБ-ს სკოლის წარჩინებული კურსდამთავრებულია…” ვახტანგ შაქარიშვილი
სხვადასხვა

“ამას აკეთებს ნიკა მელია, რომელიც КГБ-ს სკოლის წარჩინებული კურსდამთავრებულია…” ვახტანგ შაქარიშვილი

“ამას აკეთებს ნიკა მელია, რომელიც КГБ-ს სკოლის წარჩინებული კურსდამთავრებულია…” ვახტანგ შაქარიშვილი
marshalpress.ge

2018-09-13 20:42:09

“ქართული ოცნების” საკრებულოს დეპუტატი, ვახტანგ შაქარიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

“საქართველომ 9 წელი მოდელირებულ რეალობაში იცხოვრა, მესმის რომ ამას ძლიერი ინერცია აქვს და დღემდე მოყვება ჩვენ საზოგადოებას, მაგრამ მხოლოდ უსაზღვრო ცინიზმია და მეტი არაფერი როცა კრემლში დაბადებული კაცი, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანი პროდასავლურ პოლიტიკოსად მიეწოდება საზოგადოებას, ხოლო პარალელურად მიმდინარეობს აღვირახსნილი შეტევა ადამიანზე, რომელსაც 36 წლის ასაკამდე, “პერესტროიკის” დაწყებამდე რუსეთის ხელისუფლება ამავე ქვეყანაში არ უშვებდა (მის წარმოშობას და წინაპრებს აღარ შევეხები, ეს მაინც ვიცით იმედია) და გერთიანებული ძალებით ცდილობენ მის დაკავშირებას რუსეთთან. 

თანაც მნიშვნელოვანია ვინ აკეთებს ამას, ის ადამიანები ვინც თბილისში კონცერტს მართავდა, მაშინ როცა მღვდლებს და მონაზვნებს ჩვენი გმირი მეომრების მიტოვებული ცხედრები გამოჰქონდა ბრძოლის ველიდან.

ის ხალხი, ვინც ჩვენი ქვეყნის მხარდასაჭერად ჩამოსული საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს უკიდურესი სიმხდალე ანახა და მის თვალწინ ვერტმფრენის ხმის გაგონებაზე მოკურცხლა.

ის ადამიანები, რომლებიც ხელკეტებით არბევდნენ ომის ვეტერანებს.

ის ხალხი, რომლებიც ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილებს სახლებიდან საწოლებს უყრიდნენ და სატვირთო მანქანებით გადაყავდათ გრანტით აშენებულ საერთო საცხოვრებლებში.

ამას აკეთებენ ის ადამიანები, რომელთა ხელისუფლების პირობებში ათეულობით სტრატეგიული ობიექტი რუსეთის ხელში აღმოჩნდა.

ის ადამინები, ვინც ომის დასრულებიდან რამდენიმე დღეში, რუსეთში კონცერტის ჩარატებას იხვეწებოდა.

ამაზე ლაპარაკობენ ის ადამიანები, ვინც პოლკოვნიკი სერგო თეთრაძე წამებით მოკლა და ის ადამიანები ვინც ამას დღემდე აპრავებენ.

ამას აკეთებს ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ამბობდა რომ “რუსულ ფულს სუნი არ ააქვს”.

ამას აკეთებს ნიკა მელია, რომელიც КГБ – ს სკოლის წარჩინებული კურსდამთავრებულია.

ნანახია - 1167

ფხიზელი

2018-09-14 06:46:19

ვა, ეს რა ჯიგარი ბიჭი ყოფილა!..
ნაღდი ხარ, ძმაო, მაგრამ რა? - შერცხვებათ, თავს უხერხულად იგრძნობს ვინმე თუ რა?
ეს პარტიაც და მისი მხარდამჭერებიც თითქოს ერთადერთი ნიშნით არიან გაერთიანებული - სრული უსირცხვილობის ნიშნით!
მიშა რომ სალომეზე იტყვის, ამ ქალის ფეხქვეშ მიწა უნდა იწვოდეს, რადგან ჩვეულებრივი მოღალატეაო! - აბა, ამის შემდეგ რა უნდა ელაპარაკო!

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80