„ლეგენდები ჩემი ე.წ. ,,განსაკუთრებული გავლენების“ შესახებ არახალია" - უჩა მამაცაშვილი
დაიჯესტი

„ლეგენდები ჩემი ე.წ. ,,განსაკუთრებული გავლენების“ შესახებ არახალია" - უჩა მამაცაშვილი

„ლეგენდები ჩემი ე.წ. ,,განსაკუთრებული გავლენების“ შესახებ არახალია" - უჩა მამაცაშვილი
"რეზონანსი"

2018-09-13 20:51:32

თბილისის პროკურატურამ, მედიაში გავრცელებულ აუდიჩანაწერებთან დაკავშირებით, გამოძიება დაიწყო. ტელეკომპანია „იბერიასა" და ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე მოვლენებზე, პროკურატურას გამოძიების დაწყებისკენ პარტია „ქართული ოცნების" თავჯდომარის ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილმა უჩა მამაცაშვილმა მოუწოდა.

„ლეგენდები ჩემი ე.წ. ,,განსაკუთრებული გავლენების" შესახებ არახალია და მას პერიოდულად თხზავენ ადამიანები ,რომელთაც ამ ლეგენდის მეშვეობით უკანონო სარგებლის მიღება სურთ. გამონაკლისი არც ,,ომეგა ჯგუფის" ირგვლივ ამ ბოლო დროს მიმდინარე აჟიოტაჟია.

„ჩემთვის უცნობია, კონკრეტულ შემთხვევაში, საქმე გვაქვს ,,ომეგა ჯგუფის" ხელმძღვანელების მხრიდან გამიზნულ პროვოკაციასთან, ყოფილი მაღალჩინოსნის არაჯანსაღ ინტერესებთან თუ სიყალბესთან. თუმცა, ყველა შემთხვევაში, ვიღაც აშკარად ცდილობდა ჩემი სახელის საეჭვო და უკანონო გარიგებებში გამოყენებას და ამ კამპანიას აშკარად პოლიტიკური ელფერი აქვს.

„შესაბამისად, მივმართავ საქართველოს პროკურატურას, რათა დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება აღნიშნულ ფაქტზე და ამომწურავი პასუხი გასცეს საზოგადოებაში გაჩენილ ლეგიტიმურ კითხვებს", - ნათქვამია მამაცაშვილის განცხადებაში.

თბილისის პროკურატურის განცხადებას კი უცვლელად გთავაზობთ:

"სისხლის სამართლის საქმე აღძრულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით, რომელიც სხვისი კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლებას გულისხმობს.

„გამოძიების დაწყების საფუძველი გახდა სხვადასხვა მედია საშუალებებით გავრცელებული აუდიოჩანაწერი, რომელიც სავარაუდოდ ლ.ყ.-ს და ზ.ო.-ს შორის შედგა და სადაც საუბარია ორი მილიონი აშშ დოლარის სანაცვლოდ სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე არსებული დავალიანების რესტრუქტურიზებაზე.

„ამასთან, აუდიოჩანაწერში დაფიქსირებულ გარემოებებთან კავშირი, 2018 წლის 11 სექტემბერს გავრცელებული განცხადებით უარყო ბიზნესმენმა უ.მ.-მ, რომლის სახელიც, სავარაუდოდ, საუბარში ფიგურირებს.

„გამოძიების ეტაპზე, საქმესთან დაკავშირებით, ჩატარდება სრულყოფილი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, მიღებული გადაწყვეტილების შესახებ კი დამატებით ეცნობება საზოგადოებას", - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

ცნობისათვის, 10 სექტემბერს „რუსთავი 2"-მა აუდიჩანაწერები გაავრცელა, სადაც სპორტის ყოფილი მინისტრი, ლევან ყიფიანი ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილთან უჩა მამაცაშვილთან საუბრის დეტალებს „ომეგა ჯგუფის" დამფუძნებელ ზაზა ოქუაშვილს უყვება.

ჩანაწერების მიხედვით, მამაცაშვილი პრემიერთან გეგმავდა შეხვედრას და სურდა, რომ "ომეგა ჯგუფის" პრობლემების მოსაგვარებლად, მთავრობასთან მოლაპარაკება ეწარმოებინა, რომლისთვისაც ორ მილიონ დოლარს სთხოვდა.

7 სექტემბერს ტელეკომპანია "იბერიამ" განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ კომპანია „ომეგა ჯგუფზე" ზეწოლა ტელეკომპანიის ხელში ჩაგდების მიზნით ხდება.

„კომპანია ომეგა ჯგუფი, რომლის შემადგენლობაში შედის ტელეკომპანია იბერია, პარალიზებულია. ჩვენ გაქვს ინფორმაცია, რომ ომეგა ჯგუფზე ხდება ზეწოლა, რათა ხელში ჩააგდონ იბერია. ჩვენ, ჟურნალისტები კატეგორიულად მოვითხოვთ დაუყოვნებლივ შეწყდეს დარტყმა დამოუკიდებელ მედიასა და მიეცეს მუშაობის საშუალება ომეგა ჯგუფს," - ნათქვამია განცხადებაში.

 

ნანახი?- 408

რეგისტრაცი?/p>

დახურვ?/span>
სახელი:

პაროლი:

გაიმეორე?პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80