"პოლიცია ყველას კითხავს - მეგობრებს, სკოლის მასწავლებლებს, მეზობლებს"
სხვადასხვა

"პოლიცია ყველას კითხავს - მეგობრებს, სკოლის მასწავლებლებს, მეზობლებს"

"პოლიცია ყველას კითხავს - მეგობრებს, სკოლის მასწავლებლებს, მეზობლებს"
"რეზონანსი"

2018-09-13 23:14:11

საკუთარ ოთახში 14 წლის გოგონას დაღუპვაზე საქმე მკვლელობის მუხლით აღიძრა


 წუხელ გვიან ღამით, გორში 14 წლის გოგონა, საკუთარ საწოლ ოთახში გარდაცვლილი იპოვეს. თავიდან გაჩნდა მოსაზრება, რომ მან თავი მოიკლა, თუმცა დათვალიერების შემდეგ აღმოჩნდა, რომ მას მუცელი ბასრი დანით აქვს დასერილი. „რეზონანსს" შს სამინისტროში უთხრეს, რომ გამოძიება 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით არის აღძრული.

14 წლის გოგონა დედამ და მეზობლებმა საწოლ ოთახში ფეხსაცმლის თასმით დამხრჩვალი იპოვეს. დედამ მეზობლებს დასახმარებლად მას შემდეგ უხმო, რაც მოზარდი დაძახილზე და კარზე კაკუნზე არ რეაგირებდა. ერთმა მეზობელმა ფანჯრიდან ოთახში შეღწევა შეძლო და ის საწოლზე მწოლიარე უკვე გარდაცვლილი ნახა.

მეზობლები „რეზონანსთან" ყვებიან, რომ ღამე სახლიდან ხშირად იპარებოდა და ამის გამო დედასთან ხშირად კონფლიქტიც ჰქონია. ამბობენ, მოკულულს სხეულზე განსაკუთრებულად ბევრი ჭრილობები აქვს მიყენებული. გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ჯერ უცნობია. სიკვდილი თასმით დახრჩობამ გამოიწვია თუ დანით მიყენებულმა ჭრილობებმა, ეს სამედიცინო ექსპერტიზის შედეგად გახდება ცნობილი.

პოლცია ასევე კითხავს გოგონას მეგობრებს. ზოგიერთ მათგანს ეჭვი აქვს, რომ ის ინტერნეტ თამაშ „ლურჯ ვეშაპს" თამაშობდა.

„არ ვიცით, რეალურად რა მოხდა. ეს არის დიდი უბედურება. გოგონას სხეულზე დაზიანებები აქვს. მთელი მუცელი დასერილია. საწოლ ოთახში დედამ და მეზობლებმა უკვე გარდაცვლილი იპოვეს. შოკში ვართ ყველა. საკმაოდ გაუგებარი სიტუაციაა. თავიდან გვეგონა, რომ თავი ჩამოიხრჩო. მაგრამ მერე ჭრილობები ვნახეთ. რაღაც სადისტურად არის დასერილი. ეს არის მკვლელობა. პოლიცია აქ არის და ყველაფრის გარკვევას ცდილობენ. არ ვიცით, რას თამაშობდა. დედამ არ იცოდა არაფერი, როგორც ამბობენ, რამდენჯერმე ღამე გარეთ რომ გასულა, ამაზე უსაყვედურია, მაგრამ რა იცოდა, რა ხდებოდა. ბაღში ასწავლის, საკმაოდ კარგი და წყნარი ქალია. გაუბედურდა ოჯახი.

"პოლიცია ყველას კითხავს. მეგობრებს სკოლის მასწავლებლებს და მეზობლებს. ალბათ გაარკვევენ, რეალურად რა მოხდა. როგორც ვიცით, გამოძიება მკვლელობის მუხლით აღიძრა. ამ ამბავში ვიღაც არის გარეული. ბავშვი ამდენს როგორ შეძლებდა. არ არის გამორიცხული, რომ ჯერ მოკლა და მერე ვითონ თვითმკვლელობის სცენა გაითამაშა", - აცხადებს გოგონას ერთ-ერთი ახლობელი „რეზონანსთან".

 

ნანახი?- 505

რეგისტრაცი?/p>

დახურვ?/span>
სახელი:

პაროლი:

გაიმეორე?პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80