„30 წელია ვებრძვით ნარკომანიას და ჩამოვყალიბდით არა მარტო ნარკოტიკების მომხმარებელ, არამედ სატრანზიტო ქვეყნად“
პოლიტიკა

„30 წელია ვებრძვით ნარკომანიას და ჩამოვყალიბდით არა მარტო ნარკოტიკების მომხმარებელ, არამედ სატრანზიტო ქვეყნად“

„30 წელია ვებრძვით ნარკომანიას და ჩამოვყალიბდით არა მარტო ნარკოტიკების მომხმარებელ, არამედ სატრანზიტო ქვეყნად“
თამთა ქარჩავა

2018-09-14 10:50:05

გიორგი გახარია ცდილობს ოპონენტები დაარწმუნოს, რომ სამედიცინო მიზნით კულტივაცია არ ეწინააღმდეგება შსს–ს ნარკოდანაშაულთან ბრძოლის მკაცრ პოლიტიკას. შს მინისტრის განცხადებით, სამედიცინო მიზნით კანაფის კულტივაცია არ შექმნის დამატებით რისკებს მოხმარების წახალისებისთვის. საკანონმდებლო ცვლილებები საშუალებას აძლევს სამინსიტროს ეფექტურად ებრძოლოს არალეგალურ მოხმარებას და მარიხუანის მოხმარების წახალისებას.

მინისტრის განმარტებით, საკონსტიტუციო გადაწყვეტილებების შედეგად, შსს–ს როგორს სამართალდამცავ ორგანოს უნდა მოეხდიან რეაგირება. ყველა სახის თავშეყრის ადგილზე მარიხუანის მოხმარება იქნება დასჯადი. მარიხუანის მოხმარება არ იქნება დასჯადი მხოლოდ პირად სივრცეში. 21 წლამდე ახალგაზრდის ჩართვა მარიხუანას მოხმარებაში გახდება სისიხლის სამართლით დასჯადი.

„ჩვენ აქ ვხედავთ შესაძლებლობას, რომელიც მოგვცემს საშუალებას დავუბრუნდეთ მძიმე ნარკოტიკების კონტექსტში რეგულაციების ეფექტურობის ამაღლებასაც. ჩვენთვის, შსს–თვის რა არის მთავარი?! – იმ საკანონმდებლო ჩარჩოში, რომელიც ჩვენ წარვადგინეთ და არც მოხმარების მომენტი, არც ეფექტური კონტროლის პირობებში, სამედიცინო მიზნით კულტივაცია არ ეწინააღმდეგება, შინაგან საქმეთა სამინისტროს ნარკოდანაშაულთან ბრძოლის მკაცრ პოლიტიკას“, – აცხადებს გიორგი გახარია.

როგორც მინისტრი ამბობს, პირიქით, გარკვეულ შემთხვევებში თუ შეძლებენ რესურსულად სარეაბილიტაციო ინფრასტრუქტურის გაძლიერებას, მაშინ პირიქით - მოეხმარება.

„ამიტომ ჩვენ ვთვლით, რომ იმ შემთხვევაში, თუ გვაქვს მკაცრი და ეფექტური რეგლამენტაციის საშუალება და კონტროლის საშუალება სამედიცინო მიზნით კანაფის, მცენარის კულტივაცია, არ შექმნის დამატებით რისკებს ნარკოტიკული საშუალების მოხმარების წახალისებისთვის. ეს არის ჩვენი პოზიცია და ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენ ამ ეფექტური კონტროლის განხორციელებას შევძლებთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მარიხუანის მოხმარებისა და კულტივაციის რეგულირებასთან დაკავშირებით შსს–ს ინციატივას საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ეხმაურება. ზაზა თავაძეს განცხადებით, სასამართლო არ შედის რეგულაციების შესახებ დისკუსიაში. ამავე დროს საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მას კონსტიტუციით მინიჭებული აქვს უფლება, რომ ნებისმიერი ნორმატიული აქტი საჭიროების შემთხვევაში არაკონსტიტუციურად გამოაცხადოს.

„საზოგადოების ცალკეული წარმომადგენლებისთვის შესაძლებელია, ყოველთვის არ იყოს მისაღები ჩვენი გადაწყვეტილებები, მაგრამ კონსტიტუცია გვავალდებულებს ჩვენ, რომ ადამიანის უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტების გათვალისწინებით ბოლომდე მივიყვანოთ კონსტიტუციური მართლმსაჯულება და დავიცვათ ადამიანის უფლებები“, – განაცხადა ზაზა თავაძემ.

გიორგი გახარიას კანონპროექტს ჰყავს როგორც მომხრეები, ასევე მოწინააღმდეგეები. უმრავლესობის წევრი აკაკი ზოიძე თვლის, რომ უნდა შეიქმნას საწარმო, სადაც პრეპარატებისა და კოსმეტიკური საშუალებებისათვის მარიხუანას გადამუშავება საქართველოშივე მოხდება.

დეპუტატის განმარტებით, პარლამენტი კანაფის მოყვანა–კულტივაციის ინიციატივას მხარს იმ შემთხვევაში დაუჭერს, თუკი სამედიცინო პრეპარატებისა და კოსმეტიკური საშუალებებისათვის მისი გადამუშავება საქართველოშივე მოხდება და ამ მიზნით სპეციალური საწარმო შეიქმნება.

„ექსპორტზე ნედლი მარიხუანას გატანაზე საუბარი არ არის. აქ უნდა გადამუშავდეს ნახევარფაბრიკატის, ან საბოლოო პროდუქტის სახით – იქნება ეს ეთერზეთები, მედიკამენტები თუ კანაფისგან მიღებული სხვა პროდუქტი. უნდა მოხდეს კანაფის გადამუშავება და შემდგომ გადამუშავებული პროდუქტის ექსპორტი. ეს დეტალები ჯერ გადაწყვეტილი და კანონპროექტში ჩაწერილი არ არის.

კითხვები და მოსაზრებები ჩვენც გვაქვს, გაიმართება მსჯელობა და კითხვებზე პასუხები უნდა მივიღოთ, რათა მომზადებულ ინიციატივას მხარი დავუჭიროთ. პრინციპების დონეზე გვითხრეს, რომ მისაღებია პრინციპი, რაც ახლა დავასახელე. საქართველოდან ნედლი მარიხუანას ექსპორტზე საუბარი არ არის და ინიციატივას ამიტომაც ვუჭერ მხარს“, – აცხადებს აკაკი ზოიძე.

გახარიას ინციატივას მხარს არ უჭერს ფრაქცია „ქართული ოცნება–კონსერვატორები“. როგორც გიგა ბუკია აცხადებს, ისინი არც ერთ შემთხვევაში მხარს არ დაუჭერენ საქართველოში მარიხუანას პლანტაციების გაშენებას. მისი თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებების სერიამ წარმოშვა ის რეალობა, რამაც შსს–ს მიერ კანონპროექტის შემუშავება განაპირობა.

„საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამ, რომელიც გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდა, საკანონმდებლო ვაკუუმი შექმნა. ადამიანები მარიხუანას ნებისმიერ ადგილას დაუსჯელად მოიხმარენ და ამის გამო მათი პასუხისმგებლობის საკითხი ვერ დგება. ამ მიმართულებით შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილება არის აბსოლუტურად ადეკვატური და ჩვენ ამას მხარს დავუჭერთ. თუმცა საკანონმდებლო ცვლილებები ჯერ არ მინახავს და არ წამიკითხავს პროექტი, რომლითაც მთავრობა პარლამენტში შემოდის“, – ამბობს გიგა ბუკია.

პარალეურად, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა ორი საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციის საკითხს დაუჭირა მხარი, რომლებიც კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის მიზნით ხელმოწერების შეგროვების დაწყებას აპირებს. საინიციატივო ჯგუფის შექმნის მიზნებთან დაკავშირებით განმარტება პარლამენტის ყოფილმა წევრმა კობა დავითაშვილმა გააკეთა.

„ვერც ერთმა მოსამართლემ მსოფლიოში ვერ იკადრა დაეწერა, რომ ნარკოტიკის მოხმარება არის კონსტიტუციური უფლება. ჩვენმა საკონსტიტუციო სასამართლომ იკადრა. თვით უზენაეს სასამართლოსაც კი აქვს უფლება, რომ ახლად აღმოჩენილი გარემოებების გამო გადასინჯოს თავისი გადაწყვეტილება, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება კი მხოლოდ ერთსაფეხურიანია, რაც ყოვლად მიუღებელია“, – განაცხადა კობა დავითაშვილმა.

კანაფის მოყვანა–კულტივაციაზე და მოხმარების საფრთხეზე საუბრობენ სპეციალისტები, რომელთა შეფასებით, მცდარია მოსაზრება იმაზე, რომ მარიხუანას მოხმარება არ არის საფრთხის შემცველი. ნარკოლოგი გვანცა ფირალიშვილი აცხადებს, რომ მარიხუანას მოხმარება, განსაკუთრებით სახიფათოა 21 წლამდე ადამიანისათვის, ვინაიდან ამ ასაკში ხდება ტვინის ფორმირება.

„მარიხუანას ცალკეულმა, ერთჯერადად მოხმარებამაც კი ცალკეულ პიროვნებაში შესაძლოა გამოიწვიოს ფსიქოზი, როგორც უკიდურესი ვარიანტი. ასევე შეიძლება გამოიწვიოს მისი შერბილებული ვარიანტები, როგორიცაა – პანიკური რეაქციები პარანოიალური განწყობა და ა.შ. შესაბამისად, დიდი სიფრთხილეა საჭირო მარიხუანას მოხმარების მხრივ. ამიტომ, მივესალმები იმ შეზღუდვებს, რომლებიც დაწესდება“, – აცხადებს გვანცა ფირალიშვილი.

ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ საკითხი რამოდენიმე ასპექტისგან შედგება. ერთ–ერთი ფრაგმენტი არის ის, რამდენად მოხერხდება წარმოების დაცვა იმისგან, რომ არ გაიფანტოს პროდუქცია.

„შს სამინისტრო ირწმუნება, რომ მოვახერხებთო. ეჭვიც არ მეპარება, რომ ამის სურვილი აქვთ, მაგრამ 30 წელია ვებრძვით ნარკომანიას, ნარკოტიკების შემოსვლას საქართველოში და ვერ მოვახერხეთ. საქართველო ჩამოყალიბდა არა მარტო ნარკოტიკების მომხმარებელ, არამედ სატრანზიტო ქვეყნად. ასეთი წინაისტორიის ფონზე არ გიჩნდება ადამიანს იმის განცდა, რომ მოხდება ისე დაცვა, რომ მსურველებს ხელი არ მიუწვდება“, – აღნიშნა რამაზ საყვარელიძემ.

როგორც ფსიქოლოგი აცხადებს, ჩვენ რომ გვქონდეს თავბრუდამხვევი წარმატება ნარკომანიასთან ბრძოლაში და საქართველოს საზღვრებს ნარკოტიკები ვერ ლახავდეს, მაშინ იმის დაჯერებაც შეიძლება, რომ სამართალდამცავი სისტემა საქართველოში წარმოებული ნარკოტიკული საშუალება არ გავრცელდება.

„აქამდე ნარკოტიკები მოძრაობდა საზღვარზე, საზღვარზე, რომლის დაცვა გაცილებით უფრო სერიოზულ ძალებს ითხოვს, ვიდრე წარმოების დაცვა და ეს აჩენს ეჭვს. საერთოდ რა იმდენი მოგება ექნება მის კოსმეტიკური და სამკურნალო საშუალებებში გამოყენებას, რამხელადაც პოლიტიკურად წამგებიანია ეს საკითხი? მოსახლეობა ააღელვა ამ საკითხმა და პრაქტიკულად არც შემხვედრია ადამიანი, რომელიც თავდაჯერებით ამბობდეს, რომ კი, გასაკეთებელიაო.

გაჩნდება კითხვები, რისთვის კეთდება ეს ყველაფერი და აგერ ოპოზიციის ლიდერი ჰქვია რომან გოცირიძეს, რომელმაც დასვა საკითხი, რომ ეტყობა ვიღაცის ბიზნესინტერესების დაკმაყოფილება უნდათ და იმიტომ აკეთებენო. ქვეყანას ის 2 თუ 3 მილიონი, რაც რეალურად შეიძლება შემოვიდეს ამ წარმოებით, ბევრს არაფერს მისცემს. მაგალითად მოჰყავთ ამერიკის მაგალითი, რომ 1 მილიარდი შეიტანა ბიუჯეტშიო, მაგრამ ლაპარაკი არ არის მასშტაბებზე. ამერიკისა და საქართველოს მასშტაბებს ერთმანეთს ვერ შევადარებთ. ამიტომ ეს ყველაფერი აჩენს კითხვებს, რატომ? რა ხდება? რატომ იყო აუცილებელი ამ საკითხის დაძვრა?!“, – აღნიშნა რამაზ საყვარელიძემ.

ნანახია - 2582

natali

2018-09-14 11:23:05

ლეგალიზაციის მომხრე ვარ, თუკი მოწევა კლავს და სიგარეტის ბიზნესით დაკავებული მთელი ოჯახი პარლამენტში გიზის, რიგით, გადასახადების გადამხდელ მოქალაქეს რატომ არ უნდა ჰქონდეს უფლება რაც უნდა ის მოსწიოს? ე.ი იმ მესიგარეტეს პარლამენტში უნდა უყუროს, უნდა უზარმაზარი ხელფასი უხადოს, პენსია საკუთარ მშობლებზე 5 ჯერ მეტი მისცეს და თან მაგის სიგარეტი, რომელიც კლავს, უნდა ის მოსწიოს და კიდევ უფრო გაამდიდროს?
მაგრამ.....
ის, რომ ისევ ერთი ვიღაცა გამდიდრდეს და მას ჰქონდეს კანაფის მოყვანის უფლება, მაგის მომხრე არა ვარ. ეს კიდევ უფრო გაზრდის ზღვარს სოციალურ ფენებს შორის და სამუდამოდ დაასამარებს ახლად ფეხადგმულ დემოკრატიას.უნდა იყოს ლიცენზირებული. რიგით მოქალაქეებს რაც მოუტანა იმ დიდმა პროექტებმა, გაზსადენმა, ნავთობსადენმა, იგივეს მოუტანს ესეც. და საერთოდ, ეგებ თავი დამანებოთ და არჩევანის უფლება მაინც დამიტოვოთ რა მოვწიო და რა დავლიო?აკრძალული რომაა, არ ეწევიან?

arichopra 2

2018-09-14 12:34:48

როგორც მე ვიცი, ძველ სპარტაში ახალშობილ ჩვილებს გულდასმით დაათვალიერებდნენ. ფიზიკური ნაკლის მქონეთ, დაავადებულებს, უდღეურებს ხრამში აგდებდნენ! ალბათ საჭიროა ეს მახინჯი წარმონაქმნი - დასავლური დემოკრატია სანამ ახალფეხადგმულია და კიდევ შეგვიძლია როგორმე მოვერიოთ დროულად გადავაგდოთ ხრამში!!! ადამიანთა შორის ასეთი სოციალური უთანასწორობის დაკანონება, რაც დემოკრატიისათვის ნორმაა, არღვევს ადამიანთა საზოგადოების ძირითად საფუძველს - მორალს, მათ შორის ქრისტიანულ მორალს! რა შემოგვთავაზა საქართველოს "ახალფეხადგმულმა" დემოკრატიამ ამ 27 (1991 -2018)წლის განმავლობაში დასამახსოვრებელი, რომელი სიკეთე, სიტყვის თავისუფლება და უმუშევრობა, ცარიელი ჯიბე?! )) .... აღარ გავაგრძელებ, ყველამ იცით რასაც ვგულისხმობ! ახლა ამ ბოლო დემოკრატიულ მონაპოვარზე მინდა გამვამახვილო ყურადღება, გამოეცხადა ბრძოლა სიგარეტს მოტივით - მოწევა კლავს! საპირისპიროდ წავიდა მარიხუანას უკიდეგანო პროპაგანდა! 1-2 წელიწადში შემოგვაპარებენ ოპიუმის ყაყაჩოსაც და მიდი, მოვიდა, შენ დაუკარ! აი სულ ეს არის ახალგაზრდა დემოკრატიის "მონაპოვარი" ამ 27 წლიწადში!

natali

2018-09-14 12:52:36

დემოკრატია არაა სოციალური უთანასწორობა. დემოკრატიის მთავარი პრინციპი ორი რამაა, თავისუფლება და ზუსტადაც თანასწორობა. თავისუფლებას კი მოაქვს მატერიალური უთანასწორობა. ხოდა ივანიშვილმა რომ თქვა ზედმეტი თავისუფლებააო, დასცინეს. დიახ, ზედმეტი თავისუფლებაა და ამან მოიტანა ის ქაოსი, რაც ქვეყანაშია, ამ ქაოსში კი უფრო მეტად იზრდება ზღვარი სოციალურ ფენებს შორის. ამიტომაც გაგიჩნდათ ბევრს დიქტატურის ნოსტალგია. აგერ ზედმეტმა სიტ/ყვის თავისუფლებამაც კი
მათქმევინა- ძირს მედიადიქტატურა, იმიტომ რომ დიქტატურა ცუდია. ამიტომაც ამ ქაოსმა დიქტატურამდე რომ არ მიგვიყვანოს(მედიაში უკვე მივიღეთ) სასწრაფოდ მისაღებია კარგი კანონები, რომელიც სოციალურ ფენებს შორის ზღვარს შეამცირებს. ამისთვის ხელისუფლებაში უნდა მოვიდეს გონიერი ხალხი, ვინც ამას ყველაფერს ტვინავს და იმ ტოტს არ მოჭრის, რომელზეც ზის. ანუ ტვინს გაანძრევს!

natali

2018-09-14 12:57:49

დემოკრატიული კანონები გვჭირდება, რომელიც დააბალანსებს დემოკრატიის ორ პრინციპს, თავისუფლებას და თანასწირობას. იმიტომ რომ ზედმეტ თავისუფლებას მოაქვს უთანასწორობა, ზედმეტ თანასწორობას კი დიქტატურა. ერთიც ცუდია და მეორეც. და არცერთი ცალ-ცალკე აღებული არას დემოკრატია.

რა ვიცი, მგონი გასაგებად ავხსენი:)))

ფარაონი

2018-09-14 13:17:29

მაშ გაუმარჯოს ოცნებას და მის მთავარ მამოძრავებელ ძალა---ბიძგო ხიხო დე ხრიგინას!---
რომ არა ფული, ოღონდ დიდი ფული და ფულზე გაყიდული ადამიანების ნეხვივით გროვა, ჩვენ ეხლა გვეყოლებოდა ერთით მეტი კალოშიანი გლეხი თოხით ხელში და რა პერსპექტივა ექნებოდა ქვეყანას?
არც არაფერი.
ეხლა კი ესკობარო, ტონი მონტანა და ჯენოვეზეს კლანი, ალბათ გამბინოს, გოტის და კორლეონეს კლანებიც მალე საქართველოზე და მის მთავარ ფანტაზიორზე ხიხო ხრიგინაზე დაიწყებენ ლოცვას.
ხოდა, თუ მოციქულთა სწორი ადამიანები აღუვლენენ ხოტბას--ბატო--ნ ბიძგვინა ხიხო დე ხრიგინას, ჩვენ რატომ უნდა ჩამოვრჩეთ?
მაშ გაუმარჯოს ყველა ოცნებისტს და მის ტაშის დამკვრელ მომხრეებს! განსაკუთრებით მათ ბელადს ბიძო ბიძო ხრიგინას!
ოხ მაგათი ტაშის დამკვრელი და მათ ბელადის დე..... შ......რე.


შე
შე..... ვთხა.....ავოიეეეეეეეეეე!!!!
.
მარა იმედი მაქვს ხის თრევას მაინც შეეშვება და დილაობით პლანის მორწყვას დეიწყებს, ამაში მაინც გაგვიმართლოს თვარა დაღუპულ ხალხს კიდო ეგ გვინდა?!!

ფარაონი

2018-09-14 13:19:44

გიტლერი არ მეზიზღება ისე, როგორც ეს სიკო ხრიგინა, მართლა ანაკონდა და გიურზაა ეს ჩემალალა, არა და მაგარი ხიხოა, თუმცა თვლა ქე იცის ბევრისგან განსხვავებით და მწვანე ფერს არჩევს, მწვანეს და წითელს.

arichopra 2

2018-09-14 13:39:26

არა, სულ ვერ ახსენი! )) პირიქით! კანონები რომლებიც მორალის წინააღმდეგ იქნება დაწერილი ვერ იმუშავებენ! ის კანონები - მორალის კანონები, დუწერელი კანონებია! წულუკიანი, ბესელია, კობახიძე ან ვინმე სხვა, ამ კანონებს როგორ შეასწორებენ?!

ფხიზელი

2018-09-14 13:49:49

სავსებით ვეთანხმები რამაზ საყვარელიძეს: ჩვენ არა ვართ ის ქვეყანა, რომელიც ამ "საწარმოს" და ნედლეულით მის მომმარაგებელ კანაფის პლანტაციებს სათანადოდ დაიცავს და ის არ გახდება საყოველთაოდ ხელმისაწვდომი!

მეორე: სად, ვის მიწებზე აპირებენ კანაფის პლანტაციების გაშენებას? სად არის ის "სახელმწიფო მიწები", სადაც მარიხუანა უნდა მოიყვანოთ?

და როგორ გგონიათ, ეს თუ მომგებიან საქმედ იქცა, ძალიან გაჭირდება იმისი "დამტკიცება", რომ კანაფის საწარმო სათანადოდ ვერ მარაგდება ნედლეულით და სჭიროა კერძო სექტორიდანაც მოხდეს მისი შევსება?

მერე? მე რომ ავიღებ ლიცენზიას და ჩემს მიწებზე დავთესავ, სხვას რა არგუმენტაციით ეტყვით უარს? და როგორ გგონიათ, ამ პლანტაციების დასაცავად ჯარი უნდა დავიქირაოთ "პლანტატორებმა"? - ხომ იცით, რომ ვერ დავიქირავებთ და კანაფი ისეთივე ხემლისაწვდომი გახდება ყველასთვის, როგორც კოლმეურნეობის სიმინდის ყანები იყო!

ვინმეს ეჭვი ეპარება ამაში?! თუ ეპარება, ე.ი. რეალობის აღქმისა და გაანალიზების პრობლემა აქვს!

natali

2018-09-14 14:47:24

ახლა რა უშლით ხელს? ველურად რამდენი იზრდება, ვის შეუძლია მაგის გაკონტროლება? საკუთარი მოხმარებისთვის სახლშიც გაზრდიან. ლიცენზია უნდა იყოს წარმოებაზე.

ფარაონი

2018-09-14 15:29:43

რა კონტროლი?
ვის აინტერესებს, ან ვინ უნდა აკონტროლო, მთავრობა?
სასაცილოა.
-,ნუთუ ვერ ხვდებით, პირველად იყო ლეგალიზაცია, ამას მოყვება სპეციალური მაღაზიები, სადაც პლანი გაიყიდება და ამ ყველაფერს ეყოლება ერთი კურატორი, რა თქმა უნდა ხელისუფლებიდან და რა გამოდის?
პლანი გაიყიდება ლეგალურად, მთელი მეზობელი ქვეყნის ახვარგაზრდობა, დიახ არ შემშლია ახვარგაზრდობა მოაწყდება საქართველოს, ვითომ ტურისტებად ჩამოვლენ, პლანი, ნაშები, ხაჭაპური, კაზინო და გეიხარე მუშავ წამმებულო! ჩვენი ახალგაზრდობა კი ჩაიძირება ჭაობში, საიდანაც ტრაქტორითაც ვეღარ ამოვიყვანთ, ვერა!
გლეხს რა?
რა და კიტრს, ყველს და პამიდორს თუ გაყიდის თვარა, კანაფსა და ყაყაჩოს, არც მიასუნინებენ.
შორს არ არის ის დრო, როდესაც ჩვენ გავხდებით რეგიონში ნომერ პირველი ქვეყანა ბარიგა, სადაც დიდი ფული იტრიალებს, ძალიან დიდი.
ნარკოტიკი ძალიან მომგებიანი საქმეა, თუ რა თქმა უნდა შეძლებენ ჩვენი მოქალაქეები აარიდონ ნარკოტიკს, მარა ვერ შეძლებენ. 100% ვიცი რომ ვერ შეძლებენ.
ყველაზე საშინელებაა როდესაც რაღაცაზე დამოკიდებული ხდება ადამიანი, მნიშვნელობა არა აქვს ეს დასალევი იქნება, პლანი, თუ წამალი(უკაცრავად! საწამლავი)
საშინელებაა ხალხო!!! სა ში ნე ლე ბა ! ! !
დამოკიდებული ადამიანი კი ადამიანი არ არის, ჯობს კვდარი იყოს, ვიდრე მორფინისტი, ან ლოთი. საშინელებაა! საკუთარ გამოცდილებით ვამბობ, კიდევ ვიმეორებ საშინელება!
მარა ოცნებას მხოლოდ ფულის ინტერესი აქვს, მხოლოდ ფული და სხვა არავითარი ბიზნეს-პოლიტიკა, თუ ზნეობა.
მთავარია გქონდეს ფული,
რომ არ იყო დაჩაგრული. მალადეც ოთარ რამიშვილი!
სხვათა შორის პრასტიტუციაც დიდ მოგებას ტოვებს, ძალიან დიდს და იქნებ კანონის ძალით დეპუტატებიდან დაგვეწყო, ღირსები კი არიან, პრაქტიკას გავლიდნენ, მერე იტყოდნენ, გამოცდილია, ათას იმაზეა გადამხტარ-გადმომხტარი მარა, ბევრჯერ ვერ გადაახტა და ქე წამოეგო, აპაა!
ე ბიჭო ამისთანა გამოცდილს მეორეს ვეღარ ვნახავთ, ეგება აგვერჩია აა?!!
რა ვქნათ, პრასტიტუტკაც ავირჩიოთ??! და აირჩევენ კიდეც, მთავარია გქონდეს ფული.....
-70 წლებში, ამერიკის მაფიოზებს დიდი დაპირისპირება ჰქონდათ ერთმანეთთან, ლუჩიანოს და ჯენოვეზეს კლანებს შორის, ჰეროინის გაყიდვის გამო.
ერთნი ამბობდნენ, ლუჩიანოს ხალხი, ეს იგივეა ჩვენ შვილებს მივყიდოთ საწამლავიო, ხოლო მეორენი კი, ჩვენ თუ არა, ხვალ უკვე ზანგები და ათასი რჯულის ხალხი დაიწყებს ჩალიჩს, რადგან დიდი ფულია ნარკოტიკში, ფულს იშოვნიან, გაძლიერდებიან და ჩვენ იტალიელები დავრჩებით გვერძეო.
ბოლოს გაიმარჯვა იმ აზრმა, რომ ხელი მოკიდეს ნარკოტიკის გაყიდვას.
მე გამიკვირდა, როდესაც პირველად წავიკითხე იტალიელ მაფიოზთა უარის შესახებ წამალთან დამოკიდებულებაში, ძალიან გამიკვირდა, რადგან ზნეობიდან გამომდინარე, დიდ ფულზე ამბობდნენ უარს, მაგრამ ბოლოს მაინც ფულთან დამარცხდნენ.
ჩვენ რა გვეშველება, ჩვენ!!!
იქნებ მარწყვის, ანტილოპას, ან ზებრას მოშენებას მივყოთ ხელი? ჩააწვეთეთ ბიძოს ეს იდეა, მაგარი ცხოველია ზებრა, ზებრა და ჟირაფი კიდო.
..........ხტფუი!!!

natali

2018-09-14 15:50:25

არ მესმის რატომ უნდა ვთქვათ უარი საკმაოდ მომგებიან წარმოებაზე იმის გამო, რომ ვი/ღ/ა/ც მოსწევს და მეორე ვი/ღ/ა/ცას მისი დარდი აქვს, რომ ჯანმრთელობა არ დაიზიანოს. რა დავაშავე მე, რომელსაც ყ/ა/ყ/აჩოს თ/ე/ს/ლიანი ბუბლიკი მენატრება? (ბავშვობას მახსენებს:)),ანდა კალიუმის პერმანგანატი როგორ მჭირდებოდა და არ იყიდება თურმე იმიტომ რომ ვიღაცამ ვენებში შეუშვა და სხვამ არ გაიმეოროს. ნეტავ ლეღვის ხეებს არ აკრძალავდნენ, მისი რძით დამწვრობას იღებენ...

natali

2018-09-14 15:59:37

მაგრამ უბედურება იცით რა არის?
ჩვენ აღარავის ვენდობით, აღარ გვჯერა, რომ ვინმე ჩვენთვის სახეირო რამე გადაწ/ყ/ვეტილებას მიიღებს. ვიმეორებ- რა მოგვიტანა ნავთობსადენმა? გაზსადენმა? ..... იგივეს მოგვიტანს ესეც.

ახლა ცენტრპიონტის დაზარალებულები (და ის ყბადაღებული მაგნოლია რომ ვნახე ბათუმში, მას მერე ვამბობ რომ იმის შემხედვარე ყველა დაზარალებულია:)) ცენტრპოინტელ ბახტაძეს რომ არ ენდობიან, სულაც არ მიკვირს:)))

ფხიზელი

2018-09-14 16:02:02

natali: "ახლა რა უშლით ხელს? ველურად რამდენი იზრდება, ვის შეუძლია მაგის გაკონტროლება?"
-------------
სად იზრდება ველურად?:)) თუ სადმე გეგულება, მიასწავლე პლანაქეშებს, მადლობელი დაგრჩებიან!
ან ვინ გითხრა, რომ არ აკონტროლებენ (დნენ)? - თუ ვინმეს ეთესა თავისი მოხმარებისთვის (ნარკოტიკად კი არა, თე/სლის გამო, რომელიც ნარკოტიკს არ შეიცავს და საჭმელებში გამოიყენება), სულ საკუთარი ხელით დააგლეჯინა პოლიციამ ოჯახებს სვანეთშიც და დმანისშიც და ბევრგან კიდევ. ჯარიმები და მკაცრი ზომები იყო ამაზე, შენ რა გგონია? კი, სადღაც მიუდგომელ ადგილებს ყოველთვის ნახავ ადგილს ამის დასათესად, განსაკუთღებით, მთიან რეგიონებში,მაგრამ ნებადართული რომ იქნება, მერე ნახე, რა ბუმი შეიქმნება - სწორს ამბობს "ფარაონი" - ნარკომანების მექა გახდება საქართველო!
და ვაი, საქართველოს ბრალი!

serapina

2018-09-14 16:05:52

როდესაც ესპანელებმა სამხრეთ ამერიკიდან სხვა ხილ-ბოსტნეულთან ერთად,კარტოფილიც შემოიტანეს ევროპაში,ხალხმა ვერაფერი გაიგო..

ხან ყვავილოვან სტადიაში მოხარშეს, ხან მწვანე ყ/ლორტები ხარშეს... იწამლებოდნენ კიდეც და სულ კარტოფილის გინებაში იყვნენ,სანამ მისი მოხმარების სწორ გზას მიაგნებდნენ...

რას ერჩით ამ დემოკრატიას,გერმანიაში კარგია და საქართველოში რა,ვადაგასული ჩამოარიგეს?!

პ.ს. გერმანელებს, საზამთროც მოუხარშავთ,გოგრის პ/რინციპით ალბათ და რა გემო ექნებოდა,თავად წარმოიდგინეთ...
დაასკვნეს თურმე,რომ საზამთრო ცუდია და არ იჭმება.

ფხიზელი

2018-09-14 16:06:24

და ნავთობსადენები და გაზსადენები ჩვენი გულისთჳის გაიყვანეს საქართვლოს ტერიტორიაზე, არა? - ხანდახან ისეთ მიამიტურ რამეებს დაწერ ხოლმე , მგონია ვიღაც სხვა ნატალია ავტორი :)

natali

2018-09-14 16:12:36

ხალხს ხომ უხაროდა, ხომ რაღაც სიკეთეს ელოდნენ მაქედან? მაშინდელი პრესა რომ წავიკითხე, ძალიან შემეცოდა ის ხალხი.

arichopra 2

2018-09-14 16:16:18

ახლა კიდევ ერთხელ დემოკრატიის რაობის შესახებ - იმ­დი­ნა­რე წლის 11 სექ­ტემ­ბერს შევ­სე­ბუ­ლი ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცი­ის თა­ნახ­მად, გი­ორ­გი ქო­ბუ­ლია ფლობს, 55 კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რი ფარ­თო­ბის ბი­ნას დიდ­ველ­ში, რომ­ლის 50% მას, 25%-25%-იანი წი­ლე­ბი კი მის შვი­ლებს ეკუთ­ვნით; 3,5 კვ. მეტ­რის არა­სა­ცხოვ­რე­ბელ ფართს მოს­კოვ­ში, რომ­ლის 50%-50%-იან წი­ლებს ის და მისი მე­უღ­ლე ფლო­ბენ და რო­მე­ლიც 2018 წელს 700 000 რუ­სულ რუბ­ლად აქვს შე­ძე­ნი­ლი.მის სა­კუთ­რე­ბა­შია ასე­ვე: მოს­კოვ­ში 125,5 კვ. მეტ­რის ბი­ნი­სა და 14,2 კვ. მეტ­რის ავ­ტო­ფა­რე­ხის, (მათი 50%-იანი წი­ლე­ბი ასე­ვე მი­ნის­ტრის მე­უღ­ლეს ეკუთ­ვნის) სო­ფელ ბე­თა­ნი­ა­ში 259 კვ. მეტ­რის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი­სა და 1331 კვ. მეტ­რის ფარ­თო­ბის მი­წის ნაკ­ვე­თის 50%-იანი წი­ლე­ბი. გარ­და ამი­სა, გი­ორ­გი ქო­ბუ­ლია ფლობს 600 კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რი ფარ­თო­ბის მი­წის ნაკ­ვეთს სო­ფელ ბე­თა­ნი­ა­ში; 275,62 სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლსა და 1036 კვ. მეტ­რის მი­წის ნაკ­ვეთს წყნეთ­ში; 212,73 კვ. მეტ­რი­სა და 155,59 კვ. მეტ­რი ფარ­თო­ბის ორ ბი­ნას თბი­ლის­ში; ასე­ვე დე­და­ქა­ლაქ­ში მდე­ბა­რე 14,56 კვ. მეტ­რის, 21,06 კვ. მეტ­რი­სა და 14,04 კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რის ფარ­თო­ბის ავ­ტო­სად­გო­მებს.
მას­ვე ეკუთ­ვნის მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი - „პორ­შე პა­ნა­მე­რა ჯტს“, „ტო­ი­ო­ტა ლენდკ­რუ­ი­ზე­რი“ და „მერ­სე­დე­სი E კუპე“.
საიდან ამდენი ქონება, რა იმუშავა ასეთი ამ ბატონმა, რა შექმნა, რა მოიწია?! მკითხველის კომენტარი- ეკონომიკის დაქცევაში ეს ხალხი რაგაც ასტრონომიულ ფულს იგებს.სა/ქ/აჯეთია ეს ქვე/ყანა კი არ არა!
ეს ე.წ. ეკონომიკის მინისტრი გაქნილი აფ/ე/რისტი და გამ/ღ/ლეტი რომ არის კიდევ რა დამტკიცება გინდათ! აი სწორედ დემოკრატია აძლევს ასეთ პერსონაჟებს იყ/ე/ლ/ყ/ე/ლაონ, იმინისტრონ და თავზე დაგ/ვ/აქა/ქონ ჩვენ რიგით ადამიანებს!

serapina

2018-09-14 16:21:29

არ თქვათ,რომ ამდენმა მამულიშვილმა(სერიოზულად მეცინება ამაზე) და პატ/რიოტმა სამ მილიონიანი ქვეყანა ვერ მართაო...

(თავისი ფული რომ დააბანდა,ეროვნული მიზნებისათვისო,იმ ანეკდოტზე უკვე სიცილიც დაგვიანებულია)

natali

2018-09-14 16:21:36

იცით რა? მე პირადად კიბოს დიაგნოზს თუ დამისვამენ არანაირ ქიმიოთერაპიაზე არ წავალ. დავიწყებ მარიხუანის მოწევას და მოვკვდები ასე არხეინად.:)))არ მინდა საავადმყოფოში ექიმებმა მაწვალონ და ასე წვალებაში მოვკვდე. არ მაქვს ამის უფლება? თუ ჩემი სიკვდილითაც ვიღაც დიპლომნაყიდ ექიმს იმ დიპლომში გადახდილი ფულის კრედიტი მე უნდა დავუფარო იმით, რომ ქიმიოთერაპიებით ცდები ატაროს ჩემზე?
ჰაა, მიპასუხეთ, არხეინად სიკვდილის უფლება მაქვს თუ არა?:)))

natali

2018-09-14 16:27:28

ჩოპრა
ეგ ამერიკული კომპანია, სადაც ქობულია მუშაობდა, იცი რამდენს უხდის თანამშრომლებს ხელფასებს?????ძაალიან ბევრს! მაგ კომპანიას ბევრგან აქვს ფილიალები. მაგრამ აი მოსკოვის ოფისში რომ მუშაობდა ეგ მაინც არ მომწონს:)))

serapina

2018-09-14 16:32:28

ისე,როგორ გგონიათ,ნაციონალებს რომ თავიდანვე ისე დაეწყო("თავიდან კარგად დაიწყეს",ასე იწყება ყველა დიქტატურაში გადაზრდილი, მოდელირებული პოლიტიკური პარტიის ისტორია)რაც ნელა-ნელა "შემოეკადრა"(თორემ,ისე რავა გვაკადრებდნენ!),რამდენ ხანს გაძლებდნენ ხელისუფლებაში?!

arichopra 2

2018-09-14 16:51:56

ხო, კარგი, რადგან ამერიკულ კომპანიაშიმუშაობდა მაშინ პატიოსანი კაცი ყოფილა! უკან მიმაქვს ჩემი სიტყვები! ))) სწორედ ეს არის ამ დაკანონებული უთანასწორობის რაობა, სწორედ ეს! ვინც დააკანონა უთანასწორობა ის(აშშ, კაპიტალისტები) დანარჩენების გაღლ/ეტის ხარჯზე თავის გამღ/ლ/ეტელ თანამშრომებს მა/ღალ-ასტრონომიულ გასამრჯელოს აძლევს, რომ კიდევ უფრო ოსტატურად გაღ/ლი/ტონ უმრავლ/ესობა! აბა ასე როგორ არის რომ გამრჯე, მშრომელ ადამიანს ვისაც მოჰ/ყავს მოსავალი, მაგალითად ხორბალი წლიდან წლამდე ძვლივს გააქვს თავი ხოლო ესენი კი...?!

ფხიზელი

2018-09-14 17:42:42

arichopra 2,
იმედი მქონდა, რომ შენს კომენტარს, სადაც ქობულიას ქონებაზე საუბრობ, გადაიკითხავდი და ციფრებს ჩაასწორებდი:
"გი­ორ­გი ქო­ბუ­ლია ფლობს, 55 კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რი ფარ­თო­ბის ბი­ნას დიდ­ველ­ში, რომ­ლის 50% მას, 25%-25%-იანი წი­ლე­ბი კი მის შვი­ლებს ეკუთ­ვნით;3,5 კვ. მეტ­რის არა­სა­ცხოვ­რე­ბელ ფართს მოს­კოვ­ში, რომ­ლის 50%-50%-იან წი­ლებს ის და მისი მე­უღ­ლე ფლო­ბენ.." :))

natali

2018-09-14 18:08:45

ჯიხურია ეტყობა :) არასაცხოვრებელიო. :)

1234

2018-09-14 18:12:52

ის კურაციოს ჯეელი და წამლის ბარიგების ლობისტი ზოიძე გასაGდებია პარლამენტიდან. მაგრამ ივანას გარეშე რა თქმა უნდა არც საკონსტიტუციოს მონები მიიღებდნენ იმ გადაწყვეტილებას და არც შინაგან სამინისტრო რომელსაც დღეში 10 კაცი უკვდება ზედოზირებით აჭიკჭიკდებოდა მარიხუნის პლანტაციების "ნულოვან რისკზე." "ქრისტიანები" არიან ბიჭები და გოგოები, მაგრამ პატრიარქის სიტყვა ფეხზე ჰკიდიათ.
მექსიკას, კანადას, და სამხრეთ ამერიკას რომ დავანებოთ თავი, საქართველომ შუა აზიის ტრამალებს, ავღანეთს უნდა გაუწიოს კონკურენიცია კანაფის მოყვანა გასაღებაში? გამოდის ეს ჯეოსელის ბიჭი, ივანამ ფინანსთა მინსტრად რომ დაისვა, და აცხადებს ჯერ გათვლა არ გაგვიკეთებიაო. სად უნდა გაიტანონ ისიც გაგიმხილონ? რაო, გამოიკვლია სუბარმა რომ სვანური კანაფი უფრო მაღალი ხარისხისაა ვიდრე მექსიკური ან ტაჯიკური და უფრო კარგადა გაიყიდება "უცნობ" უცხოურ ბაზარზე :) თუ გათვლა არ გაუკეთებიათ მაშინ რაზე იღებს კანონს პარლამენტი დაჩქარებული წესით? გათვლა მარტივია. ეს ყველაფერი შიდა მოხმარებისთვის კეთდება და არა გარე ბაზრისთვის. წამლის ბარიგებს სურთ კიდევ ერთი შემოსავლის წყარო დაითრიონ და აფთიაქების ქსელში უკვე "სამედიცინო" მარიხუანაც გაყიდონ. "პლანტაციების კანონს" მალე "სამედიცინო მარიხუანის" კანონსაც დაუმატებენ და ასევე დაჩქარებული წესით მოხდება შიდა ბაზრის გაღებაც.

arichopra 2

2018-09-14 19:15:52

არაფერი შეცდომა მაქ არ არის ეს არის, ტერიტორიის საყარაულო ჯიხურია რუბლიოვკაზე ან სადმე მსგავს ადგილას. სახლის აშენება ვერ მოასწრო, დააქვეითეს - საქრთველოში გადმოიყვანეს მინისტრად! მე ამ კაცის პირადი ინტერესი არ მაქვს, არც მიკვირს რომ რაღაც ქონება დააგროვა. მე ვლაპარაკობ იმ წყობის უსამართლობაზე, ამორალურობაზე, დანაშაულებრივ არსზე რასაც დასავლური დემოკრატია ჰქვია! საითკენაც სახრით მიერეკებიან საქართველოს!

მოურავი

2018-09-14 19:16:55

უკვე ლიცენზიის ფასიც დაადგინეს 25 ათასი ლარიო. ანუ 25 ათასს გადაიხდი და მარიხუანას პლანტაციას გააშენებ. ისე მარიხუანას ოპიუმი სჯობია. მედიცინაში ის უფრო მეტად გამოიყენება, ვიდრე მარიხუანა.

serapina

2018-09-14 19:41:26

აბა,სწავლა არ არის საჭიროო და...

ალბათ, მარიხუანას პლანტაციის გაშენების სპეციალისტებითაც შეგვიძლია,მსოფლიოს დასაქმების ბაზარზე თავი მოვიწონოთ...

ეს დემოკრატიაც უკუღმა ვთარგმნეთ თორემ...
დემოკრატიის პირობებში,ახალგაზრდები სწავლობენ და ეუფლებიან კვალიფიკაციას,ინტერესების მიხედვით და. ..უმეტესად,არც განათლების მინისტ/რის გვარი და სახელი იციან, არც შსს-ს და არც მარიხუამაზე ფიქრით შეიწუხებენ თავს.

natali

2018-09-14 20:45:48

თემას არ ეხება, ცოტა გადავუხვევ-ერთი კითხვა მაქვს---
ქრთამის მიმცემიც ხომ ისჯება? შანტაჟიც ხომ?

serapina

2018-09-14 22:45:58

ეჰ, დავიწყეთ ქუთაისში რაღაც სასწაული უნივერსიტეტის მშენებლობით(კავკასიაში და რეგიონში სამაგალითოო... აშენდა ხომ?!)და დავამთავრეთ მარიხუანას ბიზნესით.

შერონ სტოუნი რომ პატ/რიარქთან მიარბენინეს გახსოვთ?
აი,ამის მერე რომ აღარაფერი გამაოცებდა,დარწმუნებული ვიყავი.

ფხიზელი

2018-09-15 02:05:17


მოურავი :)
ჰო, რატომაც არა: გასხვლა მაგას არ უნდა, შეწამვლა, გაფურჩვნა და
გადაწვენა!.. ოსისა არ იყოს, დაასხი, დალიე!
თეს/ლი - ფარმაკოლოგიაში, ფოთოლი - ნარკობიზნესში!
თუ კაი პირი გამოუჩნდა, შეიძლება გლეხი ვენახსაც მიადგეს ცულით: რა თავს ვაკლავ ამ ვაზსა და ვეშავდღევები? ჩემ სამყოფ დავიტოვებ, დანარჩენსა სულ დედაი ვუტირებ და კანაფ დავთესამო!..

ფხიზელი

2018-09-16 03:28:25

"16 წლიდან ვარ ნარკოტიკის მომხმარებელი, - ვგავარ იდიოტს?"

https://www.youtube.com/watch?v=xD7nNakmrf8

xalibi

2018-09-16 13:06:24

თუ არ მეშლება, ბერი გაბრიელი ამბობდა---როდესაც საქართველო თითქმის დაიშლება, როდესაც იფიქრებენ, რომ ქართველი, როგორც ერი, აღარ არსებობსო, მაშინ დაიწყება ქვეყნის გამთლიანება და ერის აღორძინებაო.....
მგონი, როგორც ყოველთვის, მართალი იყო.... ყველაფერი იქითკენ მიდის.... ვიფიქრე, დღეს ,,გაბრაზებული" ქართველებით იქნებოდა გადაჭედილი სამების მიდამოები, მაგრამ აქ ტურესტები უფრო მეტნი არიან, ქართველებს აღარც გაბრაზების და აღარც აზროვნების უნარი აღარ შემორჩენია.....
და რაც მთავარია, ფულს ხომ სუნი არა აქვს....

serapina

2018-09-16 15:57:29

ჯერ,უცხოელებზე მიწის გაყიდვა შემოგვაპარეს და მერე გადადეს...
ახლაც იგივე... გადავდეთო,კობახიძეს განუცხადებია.

მოკლედ,ამდენ მამულიშვილს და პ/რინციპულ პოლიტიკოსს რა ვუყოთ?!

ჩვენს შემთხვევაში,იმპერატორმა იცის,ვინ რა იცის და ამიტომ ნიშნავს(ან ანიშნიებენ) ამათ თანამდებობებზე.
ასე "ითარგმნება"ეს,ქართულ რეალობაში.

xalibi

2018-09-16 16:10:42

სერაპინა-ს
სერაპინა, ეხლა რომ ის მუხტი იყოს, რომელიც ავადსახსენებელი კომუნისტური ეპოქის პროდუქტ ქართულ საზოგადოებას ქონდა წინა საუკუნის დასასრულს, ესენი გადადებდნენ კი არა, შიშისგან ისეთი სპაზმები ექნებოდათ, ტუალეტიდან ვერ გამოიყვანდნენ.....
მაშინ არ მიეცა იმ მუხტს სწორი მიმართულება, ახალის დაგროვებას კი წლები სჭირდება...

serapina

2018-09-16 16:10:49

პარლამენტმა,მარიხუანას კულტივაცია-რეალიზაციის საკითხის განხილვა გადადოო,კობახიძეს უბრძანებია.
კბილის მოსინჯვის ამბები იყო ალბათ.

რა გაგვაბრაზებს ჯერ?!
რაღა "ვრემია" და რაღა ჩვენი საინფორმაციოები!
...სიმართლის თქმა,გაცილებით უფრო იოლია, ვიდრე მისი (გა)დაფარვისთვის "შრომა"!
...არადა,ამ უკანასკნელის მეტი არაფერი ხდება...

serapina

2018-09-16 16:16:22

"მაშინ არ მიეცა იმ მუხტს სწორი მიმართულება, ახალის დაგროვებას კი წლები სჭირდება..."

ხალიბი,
აბა,ახალი როგორ დაგროვდეს?

მაშინ ჩვენი,ქართული სკოლა მაინც ასრულებდა თავის ფუნქციას!
გვყავდა განათლებული და თვალგახელილი პედაგოგები...
მცოდნე ჟურნალისტებიც, სიმართლის მარცვლების მიმობნევის ოსტატობას რომ ფლობდნენ...
ახლანდელ პედაგოგებს და ჟურნალისტებს შეხედე!

1234

2018-09-16 21:36:32

დროა ეკლესიამ შექმნას თავისი პოლიტიკური პარტია და მოსახლეობას ჩარჩების პარტიის (ოცნების) და ნეობოლშევიკების (ნაცების) კონსერვატიული ალტერნატივა შესთავაზოს.
ეკლესიას აქვს ამის ქსელიც და რესურსიც. ყველა არჩევნებში ეკლესიამ უნდა დააყენოს თავისი კანდიდატები. არქიეპისკოპოსი მაკარიოსი თითქმის ოცი წელი იყო კვიპროსის პრეზიდენტი. მაშინდელ კვიპროსსა და საქართველოს შორის ბევრი მსგავსებაა.
საქართველოში დემოკრატიული ინსიტიტუტები და პოლიტიკური სისტემა ჩამოყალებების პროცესშია. პოლიტიკური პარტიები რომელებიც კონკრეტულ პოლიტიკურ იდეოლოგიაზე არიან დაფუძვნებული და მოსახლეობის ფართო მასებს წარმოადგენენ არ არსებობენ. არსებობენ ოჯახური და ბიზნეს კლანები (სააკაშვილები, ივანიშვილები, ბურჯანაშვილები ა.შ.) ერთადერთი სოციალური ინსტიტუტი რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით არსებობს და მოქმედებს არის ეკლესია. ამიტომ ეკლესიის მოვალეობაა რომ პოლიტიკურ პროცესებში უფრო აქტიურად ჩაერთოს რომ ქვეყანა სააკაშვილის და ივანიშვილის მსგავს ავანტურისტებს და ჩარჩებს არ ჩაუვარდეს ხელხში. ის რომ ვინმემ ეკლესიის ააშენებისთვის ან შეკეთებისთვის ფული შესწირა არ ნიშნავს რომ მას იმის უფლებაც აქვს რომ რეფერენდუმის გარეშე ნარკოტიკების ლეგალიზაცია მოახდინოს, და, იმ აშენებულ ეკლესია ნარკოტიკების მაღაზიები და კაზინოები მიადგას და ქვეყნის მომავალი წამლოს სწრაფი ფულის შოვნისთვის.

arichopra 2

2018-09-17 09:44:10

საქართველოს კონსტიტუცია ეკლესიას არ აძლევს უფლებას შექმნას პოლიტიკური პარტია. ჩემი აზრითეკლესიამ არამც თუ პოლიტიკური პარტია შექმნას, არამედ ყოველ ქადაგებაში უნდა დაგმოს პოლიტიკური პარტიის არსი და რაობა, როგორც ქვეყნის სულიერ სხეულში ერთობის დამრღვევის, როგორც ადამიანთა დაპირისპირების მიზეზი. მრევლს თვალი აუხილოს იმ სიავეებზე რომელიც დღიდან შექმნისა და ლეგალიზაცისსა (1991 წელი) პოლიტიკურმა პარტიებმა მოუტანეს საქართველოს! ამის უფლება მათ ნამდვილად აქვთ!

arichopra 2

2018-09-17 09:46:08

აქ კი სრულიად გეთანხმები -ის რომ ვინმემ ეკლესიის ააშენებისთვის ან შეკეთებისთვის ფული შესწირა არ ნიშნავს რომ მას იმის უფლებაც აქვს რომ რეფერენდუმის გარეშე ნარკოტიკების ლეგალიზაცია მოახდინოს, და, იმ აშენებულ ეკლესია ნარკოტიკების მაღაზიები და კაზინოები მიადგას და ქვეყნის მომავალი წამლოს სწრაფი ფულის შოვნისთვის.
ამ შემთხვევაში ვერაფრით იმუშავებს ჩარჩული პრინციპი - ვინც ფულს იხდის მუსიკასაც ის უკვეთავს!

papa

2018-09-17 10:08:22

სერაფინა გამარჯობა...
(ერთი-ორი დღით გამოვიპარე კახეთიდან--იქ, მეგობარი სახლს აშენებს, ვეხმარები)


მაშინ ჩვენი,ქართული სკოლა მაინც ასრულებდა თავის ფუნქციას!
გვყავდა განათლებული და თვალგახელილი პედაგოგები...
მცოდნე ჟურნალისტებიც, სიმართლის მარცვლების მიმობნევის ოსტატობას რომ ფლობდნენ...
-------------------------------------------
ძალიან სწორადაა ნათქვამი

დავამატებდი...იმ დროინდელი განათლების დონე საქართველოში კაი ხანს აღარ იქნება!
ეხლაც განათლების,,რეფორმების მორიგი ეტაპი,,სწორად იმიტომაც წამოიწყეს, რომ განათლების ის მიზერული დონეც კი, რაცაა ქართულ სკოლებში კიდევ დარჩენილი, ისიც ბოლომდე ამოშანთონ. ,,მეგობრების,, მითითებების შესაბამისად, დღემდე ჩატარებული განათლების ყველა ,,წარმატებული რეფორმები,,(თანაც უამრავი) სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა--ბავშვების დაშტერება--გამოთაყვანებას.
შედეგიც სახეზეა. წელს 39 ათასი აბიტურიენტიდან, მისაღებ გამოცდებზე ცოდნის მინიმალური ზღვარი- ბარიერი 12 ათასმა ვერ გადალახა. ჯერ დღევანდელი განათლების(ცოდნის)მოთხოვნების დონე რა არის და ისიც 30 % ვერ გადალახა (შარშან 20 %)
პროგრესი სახეზეა...ოღონდ გააჩნია ვისთვის---საქართველოსთვის დამღუპველია და მეგობრებისთვის კი ....გულის გასახარი!!
ჟუნალისტები კიდევ ხომ.....დღეს საერთოდ აღარ არსებობენ-----ესენი არ არიან ჟურნალისტები--ესენი არიან ეშმაკის მოციქულები
ამბობ....სიმართლის მარცვლების მიმობნევის ოსტატობასო...ეხლა პირიქითაა, პირიქით--ესენი ყველა დირკიდან მხოლოდ ტყუილს, შხამს, ბალღამს და ღვარძლს ანთხევენ ....ეს ორი თვე კახეთში, გინდა არ გინდა ტელევიიზის ანაბარას ვარ...ნუ მე ამბებს ვუყურეეე...ამბებს ვუყურეეე ...კიდევ მალადეც საქართველოს მოსახლეობას, ამ ტელევიზიებიდან წამოსულ ამდენ შოკს და უბედურებას რომ უძლებენ. მე საერთოდ, ტელევიზორს არ ვუყურებ(ინფორმაცია მხოლოდ კომპიუტერიდან) და ეხლა რომ მომიწიააა.....და ეხლა რომ მომიწიაააააა...ლამის დავაფსტვინე!!!..ვერ აგიწერ ჩემს მდგომარეობას, რასაც მე იმ ,,ეშმაკის ყუთის,,ყურების მერე განვიცდიდი. ვეუბნები მასპინძელს---რას უყურებთ ამ ოხრებს, სუ ნუ ჩართავთ ტელევიზორს მეთქი და.....მეუბნება, რაღაც ინფორმაცია ხომ უნდა გავიგოთო..პლიუს საღამოობით რაღაც შოუებს(ქაჯობებს)უყურებენ. ვეუბნები ამისთანების გაგებას, სუ რომ არ გაიგოთ, ის არა სჯობია მეთქიიი და ჩუმდება...მოკლედ პირობა დავუსვი ან მე, ან ეს ტელევიზორი მეთქი და ...გამორთეს ტელევიზორი
აი ასე ,,ათვინიერებენ,,საქართველოს მოსახლეობას ამ ,,ეშმაკის ყუთებით,,
არადა რამხელა სიკეთის გაკეთება შეიძლება მისი სწორად გამოყენების შემთხვევაში, მაგრამ ზემდგომებს არ აწყობთ ეგ ამბავი, არა ...ნუ იქნება ოღონდ ბუნტი და თქვენი დედაც,... რაზეც გინდათ იმაზე ილაპარაკეთო...ოღონდ ჩვენი უბედურების სათავეებს ნუ მივადგებით(სწორ ადრესატებს) და მიდიიიი .....წერე და იკითხე....
მოკლედ იმაზე უფრო მძიმედაა საქმე, ვიდრე მე მეგონა. პლიუს ადამიანს უკვე ხუთ კაპიკიანის ფასიც აღარა ააქვს...
.მოკლედ ჩვენ აქ სუ ტ/ყუილად ვიშლით ნერვებს.....ძაღლი ყეეეფს და ქარავანი მაინც მიდისო--ზუსტად ისეა...მოსახდენი მაინც მოდის, მაინც მოხდება
მოკლედ .......

papa

2018-09-17 10:31:39

ჩოპრა... ნატალი...ფხიზელი....ზოგადად ძველ შინაურებს.
ზემოთ რომ მარტო სერაფინა ვახსენე, არ მიწყინოთ, უბრალოდ იმის პოსტზე დავდე პასუხი.
მოკლედ ყველას დიდი მოკითხვა კახეთიდან...ეხლა კახეთში კაი პერიოდია....
წელს ტურისტები კახეთში მართლა ბევრნი არიან, მაგრამ ჩადრიანებიც არა ნაკლებნი..
ჰოო ... ნატალი...თუშეთში იყავი?? ისე,,შენი სიდედრი,,ისევ ძველებურად ძაან მიყვარს და,,ჩემ სიდედრსაც,,ისევ ძველებურად ვეფერები...
.ჰაააა.... არ გინდააა, ჩაგიწყობ ჩემ სიდედრთან საქმეებს??
წავედი ეხლა ისევ.... მანამ აცივდება მოვრჩები ჩემს საქმეს და თუ ტვინი არ გადამიტრიალდა ისევ აქ ვიქნები...ისე შიგა და შიგ საფიქრალად კი მააქვს დრო...ვნახოთ...

ფხიზელი

2018-09-17 15:50:40

გაგიმარჯოჲ, პაპავ!
მაიხედე აქეთა!.. სადა ხარ, ჯოო, რო დაიკარგები, კოლმეურნეობიჲ თავჯდომარესავითა?:)
მა, ეგრე უნდ მიატოვო საყარაულო?! - ღორებ რო ყველა მხრიდან შემოუნგრევნიათ საქართველოჲ ღობე, ვერაჲ ხედამ?!

(კახეთში რა, ინტერნეტი არ არის თუ რატომ ხარ ტელევიზორის ამარა დარჩენილი?)

*
(ჩემი შვილიშვილი იყო ჩასული ბებიასთან. 6 წლის იყო მაშინ. მალევე მოიწყინა თურმე და ბებიას ეკითხება:
- ბებო, ვაიფაი არა გაქვთ?
- რა?
- ვაიფაი.
- არ ვიცი, ბებო, რა არის ეგ ვაიფაი, მაგრამ მითხარი და გიყიდი!:))

arichopra 2

2018-09-17 17:49:16

გურიაში თითქმის ყველგანაა ინტერნეტი, მაგრამ ერთ თითქმის მიტოვებულ სოფელში თითქმის იგივე ამბავი ასე განვითარდა: პატარა შვილიშვილი იყო ჩასული ბებიასთან. მალევე მოიწყინა თურმე და ბებიას ეკითხება:
- ბებია, ბებია ვაიფაი არა გაქვთ?
- რაი ნენა?!
- ვაიფაი.
- ვაი და უბედურება კი გვაქ ნენა ამ თავრობის შემხედვარე, ფაი არ ვიცი რაა, მაგრამ მითხარი და გიყიდი!:))

papa

2018-09-17 18:53:12

აქ კომპიუტერი ...ჩკა
ამ ოჯახში საკომპიუტერო არავინაა და იმიტომ ჩკა---ზოგი თბილისშია, ზოგიც რუსეთში.
ერთი ორჯერ მეზობლებთან,,გადავიპარე,, და მაშინაც ბავშვებს წილში ჩავუჯექი...ეგააა და ეგ რაც მოვახერხე.(ტელეფონი კიდევ ლამის,,მოტოროლას,,დროინდელი მაქვს--ან მეტი რა ჯანდაბად მინდა?) ისე კი სიმართლე რომ ვთქვა, მაინც და მაინც არც მიძებნია....ისედაც დროს გადასარევად,,ვიყენებ,,..ეგრე სჯობია...

papa

2018-09-17 18:55:10

უნდა მეთქვა .... იიიიქ მეთქი.

serapina

2018-09-17 20:57:57

პაპა გაგიმარჯოს!
მადლობა მოკითხვისათვის.
წარმატებები!

serapina

2018-09-17 20:58:11

http://www.newspress.ge/uckhouri-presa/115906-lal-monitorr-ashsh-saqarthveloshi-binadrobis-uflebis-migheba-uzrunvelyofilia-rac-shengenis-zonashi-dashvebis-imeds-madzlevs-ra-izidavth-iranelebs-saqarthveloshi.html

natali

2018-09-17 21:49:26

უი, პაპა გამოჩენილა! გამიხარდა! :))

natali

2018-09-17 21:55:05

რა მაინტერესებს იცით?

სალომემ ომის დაწყებასთან დაკავშირებით რაღაც ისე ვერ თქვა, როგორც უნდა ეთქვა, თუ როგორც იყო....ეს როდის თქვა, 4-5- წლის წინო მგონი ხომ? ხოდა აქამდე რომ არავის ამაზე ხმა არ ამოუღია, არავის გაუგია, არც რუსეთში, არც ევროპაში და არც ამერიკაში,არც არავის ახსოვდა, ახლა ვინც ეს გაიხსენა და მსოფლიოს მოსდო, რუსები რომ აალაპარაკა და ამას ატრიალებენ, ვინ უფრო ცუდი გააკეთა ქვეყნისთვის???

arichopra 2

2018-09-17 22:02:22

იმან ვეფხის ტყაოსნის უბადლო მცოდნემ!!! გაზახული რომ მოი/ტ/ყვანა ან როცა ტყუპებიაო ბავშვებზე უთხრეს, შენ რამდენი წლის ხარო ერტს ჰკითხა და იმან უთხრა 7-სო, ეს მეორე რამდენის არისო?! )) ეს დაავიწყდათ სალომეს მოწინააღმდეგეებს?! ისე მეც აღარ მინდა სალომეს პრეზიდენტობა! მხოლოდ დანარჩენების ჯიბრით თუ მივცემ ხმას! არ მინდა ეს ლიბერალურად მოაზროვნე ევროპელი საქართველოს პრეზიდენტი! აი ჯაბა რომ იყო ისეთი თუ გამოჩნდებოდა ვინმე კარგი იქნებოდა!

arichopra 2

2018-09-17 22:07:45

ახლა რაც შეეხება მარიხუანას მოყვანას, სამრეწველო წარმოებას ... "აშშ-ს სა­ბა­ჟო და სა­სა­ზღვრო დაც­ვის სამ­სა­ხუ­რის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა ასე­ვე გა­ნა­ცხა­და, რომ აშშ-ში შეს­ვლის სა­მუ­და­მო აკ­რძალ­ვა შე­საძ­ლოა კა­ნა­დის იმ მო­ქა­ლა­ქე­ებ­ზე გავ­რცელ­დეს, ვინც კა­ნა­და­ში კა­ნა­ფის ინ­დუსტრი­ა­ში მუ­შა­ობს ან ინ­ვეს­ტი­ცი­ებს დებს ამ სფე­რო­ში".

arichopra 2

2018-09-17 22:10:01

ჩვენ ბახტა პრემიერს აშშ-ში განუმარტავენ ახლა პოპულიარულად, მსხალი ჯობია თუ კანაბისი! მერე ეტყვიან აირჩი ძმაო მსხალი თუ არა იდი ნა მარიხ/უ/ინაო!

arichopra 2

2018-09-17 22:10:46

პაპა იასნია მარიხუანას მოყვანის მომხრე იქნება?! ))))))))))))))))))))))))))))

arichopra 2

2018-09-17 22:18:05

სადაც არ უნდა გათხარო ყველგან ნაციონალს ამოთხრი, გაიგეთ ცოდნას მოწყურებულნო?! მომავალი კანაბისს და ნაცმოძრაობას ეკუთვნის! ფაროსანას კვირაში ეღთხელ წამლავენ თერმული ნისლით! აგრამ ამას ფაროსანა არფრად აგდებს, ისე გამრავლდნენ, ყველგან დაფუთფუთებენ, დიდები საშუალოები პატარები პაწაწკინები!!! შარშან ამის ნახევარი არ ყოფილა! უშედეგოა ეს ბრძოლა. თან ამ წამლობებმა მცენარეები სხვაგვარად დააზიანა. მაგალითად ერთი ძირი ვენახი ჭეიშვილი, უზარმაზარი მცენარე უცბად გახმა ძირიანად, სულ რამდნიმე დღეში! ასეთი არაფერი მინახავს! ხოდა ეს ფაროსანა და მისი შეწამვლა ყველაფერს რომ მოსპობს იძულებული გავხდებით კანაბისი გავაშენოთ, აბა რა ვქნათ, გლეხებმა თავი რით ვირჩინოთ?! არა მგონია ფაროსანა მარიხუანას აზიანებდეს!

natali

2018-09-17 22:24:18

„საპატრიარქო არის საზოგადოების ნაწილი და წინამძღვარი, ამიტომ, ამ კუთხით, მისი აზრი უნდა გავითვალისწინოთ. ყველა კანონის საჯარო განხილვა არის საჭირო, მით უმეტეს, თუ ეს ეხება საზოგადოებას“, – განაცხადა პირველ არხთან სალომე ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, ნარკოტიკების მოხმარების დეკრიმინალიზაცია აუცილებელია. თუმცა, ზურაბიშვილის მოსაზრებით, დეკრიმინალიზაციის შესახებ საზოგადოებისთვის მიწოდებული ინფორმაცია არასაკმარისია.

„მგონია, რომ აუცილებელი იყო ახალი კანონი. ის, რაც წინა რეჟიმის დროს ხდებოდა, არ არის ცივილიზებული ფორმა, როცა ციხეში სვამ და ამით ებრძვი ამ დაავადებას. საინფორმაციო კამპანია არ იყო იმ დონის, რაც უნდა ყოფილიყო. ეს არის მძიმე დაავადება და სენი ჩვენი ქვეყნისთვის, თითოეულ სოფელსა და სკოლაში უნდა გავაფრთხილოთ ჩვენი ახალგაზრდები, თუ რა საფრთხეები არსებობს“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
-------------
აი ეს თქვა სალომემ და რეებს აბრალებენ?

arichopra 2

2018-09-17 22:25:12

ეს დეგენერატი ნაცმოძრაობა, ევროპული საქართველო და სხვა ანასხლეტები რომ გაჩუმდნენ, სადღაც შეიყუჟონ, საერთოდ შეწყვიტონ ყოველგვარი პოლიტაქტივობა, გამოაცხადონ თვითდაშლა იცით რა მოხდება?! ნახევარ წელიწადში ხალხი წირვას გამოუყვანს "ქარტულ ოცნებას", ამ სამარცხვინო ფარისევლების ნახირს! მაგრამ ვინ მისცათ ამი ჭკუა ან ერთს ან მეორეს! ქართველი კაცი ტელევიზორში რომ დაინახავს ფეხებ მოსვარსვალე გაბუნიას და ბურუნდუკ გვარამიას მაგათ ხმას როგორ მისცემს?!

natali

2018-09-17 22:39:48

ე/ბ/რ/ა/ელებს ჩვენზე ნაკლებად უყვართ თავისი შვილები, კანაფი რომ მოჰყავთ? მაგრამ...მე იმაში მეპარება ეჭვი, რომ უბრალო ხალხი ნახავს ამით რამე ხეირს(((

natali

2018-09-17 22:54:27

აგერ ტურიზმიდან მილიარდი შემოვიდა წელსო დაააა სად წავიდა? მაგიტომ გაფუჭდა ლარი?

arichopra 2

2018-09-17 22:59:31

ვინ გითხრა ებრაელებს კანაფი მოჰყავთო?! ჰო, მოჰყავთ და გაზას სექტორეს და პალესტინელებს ამარაგებენ! აი მე კალბასში სტრიხნინს რომ ვურევ და თაგვებს ვუდებ მოფარებულში სხვა ცხოველი რომ ვერ მიწვდეს, აი ეს არის! სამკურნალო მცენარეების გაშენებას არც აფიშირება სჭირდება, არც პატრიარქის ნებართვა და არც საზოგადოების თანხმობა! ვერ გამიგია ხანდახან რატომ ისულელებ თავს?! ხალხი ძალიან კარგადაც ნახავს ხეირს! არა მარტო კანაბისის მოყვანაზე, არამედ ნებისმიერი სხვა მცენარის ნორმალური კულტივაციით! მაგალითად ადრე საქართველოში (მცირე რაოდენობით მაგარამ მაინც) იწარმოებოდა ვარდის ზეთი. ახლა ვინ გვიშლის გავაშენოთ ვარდი და ვაწარმოოთ ზეთI! საკმაოდ ძვირადღირებული პროდუქტია! )))

arichopra 2

2018-09-17 23:04:58

მე გეგმა, ცოდნაც და გამოცდილებაც მაქვს, რომ სოფლის მეურნეობა უსწრაფესად ავამუშაო, ასევე ავამუშაო მრეწვწლობა, ხალხიც დავასაქმო ისე რომ საზღვარგარეთ არავინ გარბოდეს, სულ 2-3 წელი დამჭირდება ... მაგრამ ამ პოლიტიკურ სისტემაში ვერ ვიმუშავებ!

natali

2018-09-17 23:19:17

მერე....ჩვენც მოვამარაგოთ "კეთილი" მეზობლები, აბა ისინი რომ გვამარაგებენ კარგია? სულ ერთ სოფელში რომ იჭერენ ბარიგებს, ვერ ხედავ?

natali

2018-09-17 23:26:52

თავს ვისულელებ? და რა მოგეჩვენა სულელურად?
თქვენს ასაკს პატივს ვცემ.

arichopra 2

2018-09-17 23:31:00

არა, შენ არა! ასო თ- გამომრჩა! ასე ხშირად მემართება! ვერ გამიგია ხანდახან რატომ ისულელებთ (ხალხი, საზოგადოება საერთოდ) თავს?!

arichopra 2

2018-09-17 23:40:05

მაინც რამდენი წლის გგონივარ ჩემო კარგო?! ალბათ ვინმე დაჩაცანაკებულ დახავსებული უკბილო ბებერი წარმოგიდგენია, ხომ?! )))

natali

2018-09-18 00:25:50

თვითონ არ დაწერეთ? ზუსტად აღარ მახსოვს, მაგრამ 50-ს გადაცილებული ნამდვილად.
არა, უკბილო და დაჩაჩანაკებული რატომ...

ფხიზელი

2018-09-18 02:04:42

Курильщиков не подпустят к жилым домам!
---------------------------------------------------
Список мест, где в России запрещено курить, может пополниться территорией у подъездов многоквартирных домов. Расстояние, ближе которого будет запрещено затягиваться сигаретой, составит 10 метров — это прописано в соответствующем законопроекте.

imereli

2018-09-18 09:59:42

პაპა გამარჯობა! კარგია, რომ განათლების საკითხი წამოსწიე. საბჭოთა პერიოდშიც განათლების სისტემას ჰქონდა სერიოზული პრობლემები, მაგრამ მთლიანობაში მაინც უფრო მაღალ დონეზე იდგა, ვიდრე დღესაა. ამ დარგის საკმაოდ კარგი მცოდნე ვარ და ვიცი რა პრობლემებია ამ სისტემაში. პრობლემები კი იმდენია, რომ "პოსტებით" ვერ განიხილავ. ალბათ სრულყოფილი მონოგრაფიაც კი არ ეყოფა ყველა პრობლემის გაანალიზებას.ტელევიზიას არ ვუყურებო და ინტერნეტიდან ვიღებ ინფორმაციასო, რა, ინტერნეტი რითაა უკეთესი?! 99% დღეს ინფორმაციას ინტერნეტიდან იღებს და რა გამოდის, 99% განათლებული ადამიანია საქართველოში ?! მაპატიეთ და ნებისმიერ ს/ი/რ/ს შეუძლია "ინფორმაცია" განათავსოს ინტერნეტში და "გაანათლოს" საზოგადოება !!!

imereli

2018-09-18 10:14:51

(გაგრძელება) რამდენიმე წლის წინ ვცადე, განათლების პრობლემების შესახებ რაიმე დამეწერა, მაგრამ თითქოს ბეტონის კედელს დავეჯახე, არავინ ისურვა გამოქვეყნება. ფორ.ჯი -შიც კი პოსტებიც დაბლოკეს. გაინტერესებთ მოდერატორის პასუხი?! უხამსი გამონათქვამების გამო!!! ზოგჯერ ვფიქრობ ვიღაცეებს ხალხის გამოჩერჩეტება სურს და ბლოკავს ყველას და ყველაფერს, ვინ ამაში ხელს უშლის. როგორ გგონიათ, ამ კანაფის საკითხის აგორება არ იმართება?! საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, "გირჩი" , "თეთრი ხმაური" , არასამთავრობოებები,ახლა უკვე მთავრობა და პარლამენტი ერთი მთლიანი ჯაჭვი არაა ?! უნდათ საბოლოოდ "დააბოლონ" და გამოალენჩონ ხალხი, თვითონ კი ფული აკეთონ. განათლებულ ხალხს კი ვერ "დააბოლებ" !

serapina

2018-09-18 17:29:50

არავის არ ჰგონია,რომ საბჭოთა კავშირის პირობებში,სკოლა იყო იდეალური საგანმანათლებლო ორგანო...
ცხადია,ისტორიას,გეგრაფიის მთელ რიგ საკითხებს,უცხო ენების სწავლას,შეგნებულად ამახინჯებდნენ მაგრამ....
მათემატიკაა,ფიზიკას,ქიმიას,ქართული ენასა და ლიტერატურას, საკმაოდ კარგი პ/როფესიონალები ასწავლიდნენ.აკადემიურობა,ნამდვულად არ აკლდა. ცხადია,ის პოლიტიკური საკითხები,რასაც ჩვენს წინააღმდეგ(როგოეც სახელმწიფოს)იყენებდნენ თავის ასახვას ჰპოვებდა... ბავშვისადმი არაჯანსაღი დამოკიდებულებაც,პოლიტიკური მოტივით იყო გამოწვეული მაგრამ...

მასწავლებელთა უმეტესობას გასიგრძეგანებული ჰქონდა თავისი ფუნქცია... ხვდებოდა და ბავშვსაც ახვედრებდა უმთავრესს!
დღევანდელი ქართველი მასწავლებლების უმეტესობა,საერთოდ ვერ ერკვევა რა მოხდა,ან რა ხდება ჩვენს თავს...
დადიან ტ/რენინგებზე ოცი წელია.
ახლა, ექსკურსია-კინფერენციებზე დაჰყავთ,მაგალითად ბათუმში და აბა,ხმას როგორ ამოიღებენ.

ახლა გერმანელ,ან ამერიკელ პედაგოგს უთხარით ხელისუფლება რაღაცაში ფულს გადაგიხდის,ხელფასის გაედათქო...
იცით რა სახე ექნებათ. გაოცებული,ძალიან გაოცებული.

...და რაც დღევანდელმა მასწავლებელმა ვერ გაიგო... ვერ გაიგო ვერც ბავშვმა და ვერც,ამ ბავშვის ოჯახმა. ამიტომ დადის ქართველი ბავშვი დროის დასაკარგად სკოლაში!

papa

2018-09-20 09:36:38

იმერელი გაგიმარჯოს

ტელევიზია ..ინტერნეტი...
ამ თემაზე ჩემ შედარებას გეტყვი....გეხსომება ადრე, ძველად ადამიანი რომ მოკვდებოდა დაკრძალვისას დუხოი მუზიკით მიაცილებდნენ....
კაცი მოკვდა, მოკვდა...უბედურებაააა.... მაგრამ ის დუხოი მუზიკა მაინც აქ დარჩენილებს პირდაპირ შოკავდა...აი სიკვდილი ახლოშიაო...
კი..სიკვდილი, სიკვდილია, მაგრამ ის დუხოი მუზიკა, სიკვდილს რეზონანს აძლევდა, ადამიანში სიკვდილს ასოციაციებს აძლიერებდა, შოკავდა
ეხლა წარმოიდგინე კაცს რომ წყნარად გააასვენებენ.... უხმაუროდ
ჰოოოდა... აი დაახლოებით ესაა დღევანდელი ტელევიზიები....დღევანდელ პირობებში კაცი ისედაც შოკშია და ტელევიზიებით ხალხის უარესად დათრგუნვა, დანაშაულზე უარესია...თავის შორს მიმავალი მიზნებით
ინტერნეტში ინფორმაციის წაკითხვისას თავში მაინც არავინ არ მირტ/ყამს და არც კიდევ ყვავივით არავინ დამჩხავის.....
აი დააახლოებით ..... დახვრეტა გირჩევნია თუ ჩამოხრჩობაო ....ისეა რა

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80