კომპანიებისთვის გაზის გაძვირების შემდეგ, საფრთხე მოსახლეობას ემუქრება
ბლოგი

კომპანიებისთვის გაზის გაძვირების შემდეგ, საფრთხე მოსახლეობას ემუქრება

კომპანიებისთვის გაზის გაძვირების შემდეგ, საფრთხე მოსახლეობას ემუქრება
ბექა დანელია

2018-09-15 00:37:53

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია საყოფაცხოვრებო სექტორისთვის ბუნებრივი გაზის ტარიფის გადახედვაზე მუშაობს. უკვე გადაწყვეტილია, რომ კომერციული სექტორისთვის დედაქალაქში ბუნებრივი აირი 16 სექტემბრიდან დაახლოებით 5 თეთრით გაძვირდება და არსებობს შანსი, რომ გაზის ტარიფი მოსახლეობისთვისაც გაიზარდოს.

ბუნებრივი აირის მიწოდების ფასი დღეს მოქმედ სამომხმარებლო ტარიფში განსაზღვრულია აშშ დოლარში, გაცვლითი კურსით ლართან მიმართებაში 2.50 ლარი. ეროვნული ბანკის დღევანდელი მონაცემებით კი ერთი აშშ დოლარი 2.60 ლარი ღირს.

როგორც სემეკის ტარიფებისა და ეკონომიკური ანალიზის დეპარტამენტის დირექტორი გივი სანიკიძე განმარტავს, გაზის ახალ ტარიფში ის კურსი იქნება ჩადებული, რაც სემეკის მიერ გადაწყვეტილების მომენტისთვის იქნება დაფიქსირებული.

„შესაბამისად, რა გავლენას მოახდეს ლარის კურსი ტარიფზე, ამისთვის უნდა დაველოდოთ ტარიფის დათვლის დასრულებისთვის არსებულ მდგომარეობას და ბუნებრივია, ამის შემდეგ იქნება ცნობილი, რამდენად შეიცვლება სამომხმარებლო ტარიფი ამ კომპონენტიდან გამომდინარე. გამომდინარე იქიდან, რომ სამომხმარებლო ტარიფი სხვა კომპონენტებისგანაც შედგება, მხოლოდ ლარის კურსის ცვლილება არ უნდა განვიხილოთ საბოლოო სამომხმარებლო ტარიფის ცვლილების მიზეზად. დღეს არსებული რეალობიდან გამომდინარე, ეს არსებითი არ უნდა იყოს“, - აღნიშნა გივი სანიკიძემ.

სემეკისგან განსხვავებით, ენერგეტიკოსის გია არაბიძის პროგნოზით, მარეგულირებელ კომისიას გაზის სამომხმარებლო ტარიფის გაძვირება დღევანდელთან შედარებით, ლარის კიდევ 5 თეთრით გაუფასურების შემთხვევაში მოუწევს.

„თუ ლარი 2.65-იან ნიშნულს მიაღწევს, შეიძლება კომპანიებს შეექმნათ პრობლემა. ამიტომ ვფიქრობ, თუ ეს მოცემულობა იქნება სავალუტო ბაზარზე, სემეკს მოუწევს დაფიქრდეს, ენერგოკომპანიების ტარიფთან დაკავშირებითაც“, - აღნიშნა „ბიზნეს მედიასთან“ გია არაბიძემ.

ორიოდ დღეში თბილისში, კომერციული მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის ფასი ერთ კუბურ მეტრზე 75 თეთრის ნაცვლად 80.5 თეთრი იქნება (დღგ-ს ჩათვლით). როგორც „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ განმარტავენ, ეს გადაწყვეტილება ეხება მხოლოდ კომერციულ საწარმოებს.

„ყაზტრანსგაზ–თბილისი“ დღეს ჯამში 500 000-მდე აბონენტს ემსახურება. გაზის ტარიფის კორექტირება კი მხოლოდ 15 ათასი აბონენტისთვის მოხდება. მიუხედავად ტარიფის ზრდისა, კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ სხვა კომპანიებთან შედარებით მაინც შეინარჩუნებს ყველაზე დაბალ ტარიფს კომერციული მომხმარებლებისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით. ცნობისათვის, კომერციული აბონენტებისათვის რეგიონებში გაზის ფასი შეადგენს 86 თეთრს (დღგ-ს ჩათვლით).

ენერგოკომპანიებს სამომხმარებლო ტარიფზეც უჭირავთ თვალი. ისინი ამ ეტაპზე არ აკონკრეტებენ, რა მოცულობის საინვესტიციო გეგმები აქვთ წარდგენილი სემეკში და ლარის ბოლო დროინდელმა გაუფასურება რა გავლენა მოახდინა მათ ხარჯებზე. ვიდრე სემეკი მათ სატარიფო განაცხადებს განიხილავს, ეკონომიკის სამინისტროში ფიქრობენ, რომ გაზის გაძვირების საფუძველი ამ ეტაპზე არ არის.

„როგორი იქნება მომავალში კურსი არ ვიცი, მაგრამ ახლა ასე რომ შენარჩუნდეს წლის ბოლომდე, არა მგონია გაძვირების საფუძველი არსებობდეს და დაანგარიშებაში რამე არსებითად შეიცვალოს“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩიქოვანმა.

სემეკი ახალ ტარიფს მიმდინარე წლის დეკემბერში დაადგენს და ის ძალაში 2019 წელს შევა.

ნანახია - 358

natali

2018-09-15 11:06:39

ამ გაზთან დაკავშირებით კი თუ როგორ ყაზტრანსგაზის ხელში,კითხვებია და რიგორ არავინ დაინტერესდა.
თბილისის მოსახლეობამ საკუთარი ხარჯებით აღადგინა ტრასები. თითოეული კორპუსი ხელშეკრულებას აფორმებდა სამშენებლო კომპანიასთან და იმის მიხედვით, თუ რამდენი მობინადრე იყო მსურველი, იხდიდნენ ფულს. ზოგ ოჯახს 200 ლარი უწევდა ხოგს 150, ზოგს უფრო მეტი. იანგარიშეთ რა თახა შეგროვდა მთეკს თბილისში. შემდეგ მოსახლეობამ ეს თვისი აღდგენილი ტრასები ხელშეკრულებით უსასყიდლოდ გადასცა თბილგაზს, რათა ექსპლუატაციისთვის მეთველყურეობა გაეწია, ახალი აბონენტის ჩართვის შემთხვევაში, ნებართვა უნდა მიეცა იმ მობინადრეებს, ვინც ფული გადაიხადა. რა თქმა უნდა ქართულად, ის ჭკვიანები, ვინც უარი თქვეს გაზზე და ფული არ გადაიხადეს, მეორე დღესვე შეუერთდნენ სადენს 50 ლარად და ისევ ქსრთულად წესიერი გადამხდელი ხმას ხომ არ ამოიღებდა, თბილგაზიც არ ითხივდა არავის ხელმოწერას, ასე, მოსახლეობის მიერ აღდგენილ ტრასებზე უერთა და უერთა აბონენტები. მერე.... მერე ერთ თუ ორ წელიწადში თბილგაზმა ეს უსასყიფლოდ გადაცემული ქონება მიჰყიდა ყაზტრანსგაზს და არავუს უკითხავს, რომ ყიდი, ვისას ყიდიო. მერე ხალხს ამ პატივცემულმა "ინვესტორმა" ( არადა ხალხია ინვესტორი, ეგ ქრთამის მიმცემია ხალხის ქონების ახევაში) აბონენტებს თბილგაზისგან ნაყიდი მრიცხველები დაუწუნა და თავისი მრიცხველები გაასაღებინა.

natali

2018-09-15 11:18:56

ახლა ეს ყველაფერი საიდან ვიცი:))
მეზობელი ოჯახი, რომელიც ერთ-ერთი ინიციატორი იყო სულ თავიდან კორპუსში გაზის შემოყვანის, ამერიკაში წავიდა. ფული გადაიხადა, მაგრამ გაზი ბინაში აღარ შეუყვანია და მრიცხველიც არ დაუდგამს, ჩამოვალ, რემონტს გავაკეთებ და მერე დავდგამო. მერე რომ ჩამოვიდა, მშობლების ბინაში დაბინავდა და შარშან დააპირა გადმოსვლა. რომ მივიდა ყაზტრანსგაზში მრიცხველი დამიდგითო, უთხრეს, აბონენტი არ ხარო და აბონენტად რომ დაერეგისტრირებინათ, მხოლიდ ამაში 400 თუ 500 ლარი გადაახდევინეს. არადა ამ ქალს ისევ შენახული ჰქონდა ის ორივე ხელშეკრულება, მაგრამ უთხრეს, თბილგაზი ხომ არ ვართ ჩვენ, ეგ ფურცლები დაახვიეო და....:))) აი ასე... სანამ წესიერი ადამიანი სულ დებილად გამოიყურება, არაფერიც არ გვეშველებააა...

ფარაონი

2018-09-16 02:50:08

ნატალი უჭკვიანესი ქალბატონი მჯერავს ქვეყანასაც გაუძღვება მაგრამ, მგონი კუხნიდან არ უშვებენ.
ვინც იკუნტრუშა იმან ქე იშოვნა უკვე სპონსორი ბიძგვინას სახით და უკვე პრეზიდენტიც ვარო ამაყად ამბობს.

natali

2018-09-16 13:52:07

შემრცხვა:)))
მაგის შესაძბლობა, განათლება, ცოდნაც რომ მქონდეს, მე პოლიტიკაში ნებით კი არა, ძალით ვერავინ შემაგდებს:)))


რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80