ენერგოპროტესტის მომძლავრებას რუსულ ძალებს აბრალებენ
ეკონომიკა

ენერგოპროტესტის მომძლავრებას რუსულ ძალებს აბრალებენ

ენერგოპროტესტის მომძლავრებას რუსულ ძალებს აბრალებენ
ბექა დანელია

2018-09-25 22:30:30

ხუდონჰესის პროექტს პერსპექტივა აღარ აქვს, მოსახლეობის საპროტესტო ტალღას კი პრორუსული ძალები მართავენ. ასეთია ენერგეტიკოსების ნაწილის შეფასება მიმდინარე მოვლენებისადმი, რაც ენერგოსექტორში ამჟამდაა. საქმეს ართულებს ისიც, რომ უახლოეს მომავალში არაფერი შეიცვლება.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ენერგეტიკოსი რევაზ არველაძე მიიჩნევს, რომ საქართველოში ჰიდროელექტროსადგურების წინააღმდეგ მოსახლეობის საპროტესტო განწყობებს რუსული ძალები მართავენ. ამას ერთხელ უკვე შეეწირა ხუდონჰესის პროექტი და ახლა იგივე მეორდება.

„აუცილებელია მოსახლეობასთან კომუნიკაცია, რადგან მე ასე მიმაჩნია, რომ ეს არის რუსეთიდან მართული პროცესი, ისევე როგორც ეს 80-იან წლებში იყო, როცა „ხუდონჰესის“ მშენებლობა შეაჩერეს. მაშინ ძალიან კარგად იცოდა საბჭოთა კავშირის უშიშროების სამსახურმა, რომ საბჭოთა კავშირი დაიშლებოდა და ყველაფერს ცდილობდა, რომ რესპუბლიკები, რომლებიც საბჭოთა კავშირის შემადგენლობიდან გამოვიდოდნენ, ენერგეტიკულად რუსეთზე ყოფილიყვნენ დამოკიდებულები“, - განაცხადა დეპუტატმა და დასძინა, რომ დღეს საქართველოს „ხუდონჰესი“ რომ ჰქონოდა, ელექტროენერგიის იმპორტი საჭირო აღარ იქნებოდა.

ამ პირობებში, როცა ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი ჰესების მშენებლობას ეწინააღმდეგება, დეპუტატი „ხუდონჰესის“ პროექტის განხორციელების შესაძლებლობას ვეღარ ხედავს.

„მე ვეღარ ვხედავ პერსპექტივას. ხომ უყურებთ, ამას წინადაც გამოვიდა მოსახლეობა და დაიფიცეს, რომ საერთოდ აღარ აშენდება სვანეთში არანაირი ჰესებიო, არადა ენერგეტიკულად ყველაზე მძლავრი მდინარე არის ენგური. ასევეა რიონი და რაჭაშიც დიდი საპროტესტო ამბებია“, - განაცხადა რევაზ არველაძემ.

სულ სხვაგვარად ფიქრობენ არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივაში“. მათი წარმომადგენელი დათო ჭიპაშვილი ამბობს, რომ ინვესტორი მუდმივად არღვევს ხელშეკრულების პირობას, რის გამოც პროექტი არათუ უნდა გაგრძელდეს, არამედ შესაჩერებელია. ხუდონჰესის მშენებელმა კომპანია „ტრანსელექტრიკა ჯორჯიამ“ ვერ შეძლო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება.

„არ ვიცი რა პროცესი მიდის, გარდა იმისა, რომ ხელშეკრულება ჯერ კიდევ აქტიურია და საკუთრების უფლებას კვლავ „ტრანსელექტრიკა ჯორჯია“ ფლობს. გარდა იმისა, რომ ამ კომპანიას არც კი დაუწყია მშენებლობა, მუდმივად ირღვევა ხელშეკრულების პირობები მიმდინარე პერიოდშიც კი.

ჩემთვის გაუგებარია, რატომ არ წყდება ხელშეკრულება, რის გაგრძელებაზეა საუბარი მთავრობის მხრიდან, როცა ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რაც შეეძლო. მთავრობა ხუდონჰესის მშენებლობას მაქსიმალურად უწყობდა ხელს, მაგრამ ინვესტორმა ერთი ნაბიჯითაც ვერ წაიწია წინ. ამ შემთხვევაში მოსახლეობის პროტესტი არაფერ შუაშია, კომპანიამ საჭირო დოკუმენტაციას თავი ვერც კი მოუყარა. მხედველობაში მაქვს საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციები, რაც ვერ ან არ გაითვალისწინეს. ფაქტია, რომ ამ შენიშვნების საპასუხოდ დოკუმენტი, რომელიც ექსპერტების რეკომენდაციებს პასუხს გასცემდა, არ დადებულა. 2013 წლის შემდეგ პროექტი, პრაქტიკულად, შეწყვეტილია. ამიტომაც ჩემთვის მოულოდნელია ენერგეტიკოსების შეფასება“, - აღნიშნა ჭიპაშვილმა.

გაურკვევლობაში თავად „ხუდონჰესის“ ინვესტორი კომპანიაც. „ტრანს ელექტრიკას“ ტექნიკური დირექტორის დავით მირცხულავას ინფორმაციით, მთავრობამ „ხუდონჰესის“ ფინანსურ მოდელებს გადახედა, თუმცა რა არის ამ პროცესის შედეგი, უცნობია.

„დღეს ისევ „ტრანსელექტრიკაა“ ამ პროექტისა და ყველა იმ სამუშაოს მფლობელი, რაც ამ წლების განმავლობაში ჩატარდა - დაწყებული გეოლოგიური, სეისმური, თუ გარემოს დაცვითი საკითხების შესწავლებით“, - განუცხადა „ბიზნეს მედიას“ დავით მირცხულავამ და აღნიშნა, რომ პროექტზე ამ და სხვა სახის სამუშაოები 2016 წლის ბოლოდან შეჩერდა.

შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, რაც „ხუდონჰესისა“ და სხვა ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის წინააღმდეგ მოსახლეობის გარკვეული ნაწილის პროტესტს უკავშირდება, დავით მირცხულავა მიიჩნევს, რომ მთავრობამ ამ განწყობების საფუძველი დეტალურად უნდა შეისწავლოს.

„ჩვენი ძირითადი რესურსი ჰიდრორესურსია და ეს დარგი ფაქტიურად, მთლიანად პარალიზებულია. ჩვენი ენერგოუსაფრთხოებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ჰიდრორესურსის ათვისება. რეალურად, დღეს ტემპი ძალიან დაბალია. ფაქტიურად, არც ერთი მნიშვნელოვანი სადგური დღეს ქვეყანაში არ შენდება. აქ მხოლოდ დიდ ჰესებზე არ არის საუბარი. მცირე ჰესებზეც ჩვენთან, განურჩევლად, ერთი და იგივე შეფასება ისმის, რომ მოსახლეობა და გარკვეული ძალები ეწინააღმდეგებიან“, - აღნიშნა მირცხულავამ.

ნანახი?- 745

Munji

2018-09-25 23:13:58

ძალიან არადამაჯერებლად გამოიყურება რევაზ არველაძის არგუმენტები!
როგორც 20-ინი წლების ბოლშევიკები ყოველგვარ პრობლემას “მტრული ბურჟუაზიული გარემოცვით“ ხსნიდნენ, ისე ამათაც გამუდმებით რუსეთისკენა აქვთ ხელი გაშვერილი, რომ საკუთარი უვარგისობა იმათ დააბრალონ!
შევარდნაძის პირველმდივნობიდან მოყოლებული, სულ ენერგეტიკაში ტრიალებს ეს კაცი. პრესის ინფორმაციით, დღეს იგი ერთ-ერთი მილიონერი დეპუტატია!..... ესე იგი, სწორედ იმ ენერგეტიკის წყალობით გახდა მილიონერი, რომლის განვითარების საშუალებასაც არაფრით არ გვაძლევენ დედამიქინძული რუსები, ხომ?
და როგორ ხდება ეს, რა ფოკუსი კეთდება, იქნებ აგვიხსნას ქართული ენერგეტიკის მამამ?!!!!!
ხუდონჰესით რომ მანიპულირებენ გამუდმებით, ჯერ ის პროცენტები დაასახელონ, ენგურჰესის გამომუშავებული დენიდან რამდენი მიაქვს აფხაზეთს (თანაც მუქთად!) და რა რჩება საქართველოს!!!
დარწმუნებული ხართ, რომ ხუდონჰესიც აფხაზების ხელში არ იქნებოდა, თქვენისთანების გადამკიდე?!?!
ჰოდა დავტბოროთ მთელი საქართველო, რომ დენი ჩვენც გვეყოს და ჩვენს მტრებსაც!

imereli

2018-09-25 23:51:54

ჩვენ რომ სახელმწიფო გვქონდეს რუსეთი ვერ შეგვიშლიდა ხელს ჰესების აშენებაში. უსაფრთხოების სამსახურები რას აკეთებენ ? ასე ძნელია იმ ხალხის დადგენა ვინც ჩადიან ხან სვანეთში, ხან რაჭაში და ხანაც ყაზბეგში და აბუნტებს ხალხს ?! ტელესიუჟეტებითაც კი შეიძლება ამ ხალხის დადგენა. სულ ერთი და იგივე სიფათები ჩანს ეკრანიდან. ეს იგივე ხალხია, რომლებიც მაშინვე მიტინგებზე ჩნდებიან, თუ სადმე საქართველოსათვის სასარგებლო რამე დაიგეგმება. არა აქვს მნიშვნელობა ჰესია ეს, ქარხანა, თუ რაიმე სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება. სულაც არაა საჭირო რეპრესიები და ციხეებით ხალხით ავსება. დასაჭერი იქნება მხოლოდ რამდენიმე აგენტი. უმრავლესობა მხოილოდ ფულის გამო გამოდის მიგინგებზე და მათი გონზე მოყვანა ციხის გარეშეც შეიძლება.ხაიშშია მხოლოდ სერიოზული პრობლემა ხე-ტყის სახერხების მეპატრონეების სახით, რომლებსაც ბიზნესი ეკარგებათ და ბოლოს და ბოლოს შეიძლება მათთვის კომპენსაციის გადახდა, ხოლო რაჭაში მიტინგზე პრაქტიკულად ყველა თბილისელები იყვნენ, რამდენიმე მოტყუებული ადგილობრივს თუ ნახავდით მხოლოდ.

მეგრელი

2018-09-26 09:31:07

Munjiაფხაზეთს (თანაც მუქთად!)
-----------------------------
ენგურჰესის წყალსაცავი მთლიანად მდებარეობს წალენჯიხის რაიონში .უამრავი სოფლები 40 კმ მანძილზე მდინარე ენგურის ხეობა სვანეთის ადმინისტაციულ საზღვრამდე თან სამეგრელოს ისტორიული სოფლები დატბორეს მაშინ . თვითონ სადგური ანუ ძალოვანი ტურბინები მდებარეობს გალის რაიონში, სოფელი საბერიო. ანუ თვითონ დენი გამოიმუშევება აფხაზეთში.ამიტომ მიაქვს.ეს ერთი.

მეორე.

მოსახლეობის საპროტესტო განწყობებს რუსული ძალები მართავენ. ამას ერთხელ უკვე შეეწირა ხუდონჰესის პროექტი და ახლა იგივე მეორდება.-რევაზ არველაძე
----------------------------------------------------------------------------

თქვენ გინდათ თქვათ რომ ზურაბ ჟვანია რუსეთის მიერ იყო მართული როცა 30 წლის უკან ჰუდონჰესის მშენებლობაზე საპროტესტო აქციებს მართავდა? 1898 წელს შეაჩერეს მშენებლობა.30% სამუშაოების შესრულებული იყო მაშინ.მოტივაცია. ვინაიდან სსრკ განწირული იყო და ეს ყველამ ვიცოდით მოსკოვს 500 მლნ დოლარის დაკარგვა არ უნდოდა და ზურაბ ჟვანია და მისი ,, მწვანეები" .. ისე მე ვხედავ ლოგიკას . არარის გამორიცხული

tngh

2018-09-26 11:00:12

იმას, რასაც ბ-ნი რევაზ არველაზე ამბობს, 1000%-ით ვეთანხმები. მოსახლეობაში პანიკურ ცრუ ინფორმაციებს ისინი ავრცელებენ, ვისაც არ სურთ საქართველოს ენერგო-დამოუკიდებლობა და განვითარება. მთელი მსოფლიო დაეძებს ადგილებს, სადაც შესაძლებელია "ჰესის" აშენება და ინვესტორის მოწვევა. ჩვენთან ეს პრობლემა მოხსნილია და თვითმარქვია ექსპერტები და მათგან მოტყუებული მოსახლეობის ნაწილი გამოდის მშენებლობის წინააღმდეგ. რბილად, რომ ვთქვათ, პარადოქსია!!!

tngh

2018-09-26 11:04:43

არ გამოვრიცხავ, რომ ზოგიერთ თვითმარქვია ექსპერტს, ენერგეტიკის აკადემიკოსი რევაზ არველაძე, ვეტერანი ფეხბურთელი რევაზ არველაძე ეგონოს...

Munji

2018-09-26 18:38:31

მეგრელი!
ჯვარიდან ხაიშამდე რომ დაიტბორა ენგურის ხეობა, სამეგრელის ისტორიული სოფლები რომ მოექცა წყალქვეშ, ეგ არაფერია და, რადგან ტურბინები საბერიოშია (თორემ საბერიო ხომ “ძირძველი აფხაზური მიწაა“, ბებია მათისამ!), ამიტომ სამართლიანად მიგაჩნია, რომ ენგურჰესის მიერ გამომუშავებული დენის თითქმის 100 პროცენტი მიგქონდეს აფხაზეთს?!... დატბორილი ტერიტორია - ჩვენ და დენი - იმათ, არა?
#
ტნგჰ!
არველაძის მიმართ კრიტიკული აზრი მხოლოდ მე გამოვთქვი. ესე იგი მე ვარ ადრესატი შენი ერთობ “მახვილგონივრული” რეპლიკისა: ზოგიერთ თვითმარქვია ექსპერტს ალბათ ფეხბურთელ არველაძეში ეშლება აკადემიკოსი რევაზ არველაძეო...
ჯერ ერთი, მე არც ექსპერტი ვარ და არც ჩემს მიერ დაარსებული რომელიმე აკადემიის აკადემიკოსი, როგორებიც სოკოებივით აღმოცენდნენ პოსტსაბჭოთა სივრცეში!
მეორეც, რომ ვწერ: შევარდნაძის პირველმდივნობიდან მოყოლებული სულ ენერგეტიკაში ტრიალებს-მეთქი, აქედან თუ ის დასკვნა გამოიტანე, რომ მე ის ფეხბურთელში მეშლება, ესე იგი წაკითხულის აღქმისა და ლოგიკური აზროვნების პრობლემა გაქვს და სულაც არ მიკვირს, რომ “1000 პროცენტით“ ეთანხმები ისეთ აბსურდს, როგორიც არის არველაძის “აღმოჩენა” - 1988 წელს რუსეთის სპეცსამსახურებმა უკვე იცოდნენ, თურმე, რომ საბჭოთა კავშირი იშლებოდა და , იმის ნაცვლად, რომ ამ პროცესისთვის შეეშალათ ხელი, იმაზე უკეთესი ვერაფერი მოუფიქრებიათ, გიგანტური ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ აეგორებინათ აქციები, რათა მომავალში დამოუკიდებელ რესპუბლიკებს ვავნოთო!...
მესამე, მე ჰესების გონივრული აშენების წინააღმდეგი კი არა ვარ, არამედ აშენებულის არარაციონალური გამოყენებისა, როცა დენის გამომუშავების ზრდის პარალელურად, მის ღირებულებაც იზრდება მოსახლეობისათვის!
ბიტკოინების ერთ ქარხანას რომ იმაზე მეტი დენი მიაქვს , რაც მთელ კახეთის რეგიონსო, რომ დაგიდეს ციფრები, პასუხი მოისმინე საიდანმე?!... იქნებ შენ იცი, ჩვენი მეურნეობის რომელი დარგი ფინანსდება კრიპტოვალუტით?
ამიტომ, ჯერ ის დენი გამოიყენეთ რაციონალურად, რა გაქვთ და მერე მოიზიდეთ იმ “ელექტრიკას” მსგავსი ინვესტორები ფულის საკეთებლად!

imereli

2018-09-27 12:37:32

მეგრელს ! თქვენ გგონიათ ჟვანია უცოდველი კრავი იყო? ხუდონჰესის დასამარების გზით მოვიდა ჟვანია პოლიტიკაში. სხვათაშორის თვითონ აღიარა შემდგომში, რომ ხუდონჰესთან დაკავშირებით ცდებოდა.მეორეც, თუ იცით რომ "ვარდების" რევოლუციის ლიდერმა შევარდნაძის კორუმპირებული ხელმძღვანელთაგან მხოლოდ 2 , მირცხულავა და მოლაშვილი ჩასვა ციხეში და თუ იცით რატომ ? მოლაშვილი პირადი ინტერესების გამო-მან ამხილა რომ შევარდნაძის დროს ისიც ჩაფლული იყო კორუფციაში. უფრო საინტერესოა მირცხულავას საკითხი, რომელიც სულაც არ იყო ყველაზე კორუმპირებული (ასევე მოლაშვილი). მირცხულავას მინისტრობისას და ჟვანიას პარლამენტის თავმჯდომარეობისას სომხეთმა ნინოწმინდაში გაიყვანა 32 კმ სიგრძის მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზი და ამარაგებდა ნინოწმინდის მოსახლეობას და მთავარი -გადასახადებსაც თვითონ კრებდა!!! ამის შესახებ კი საქართველოში არავინ იცოდა!!!! როგორ გგონია ლობისტი ვინ იქნებოდა ? მირცხულავა ჩასვეს, რომ ბევრი არ ელაპარაკა, არ ემხილა ჟვანია.

მეგრელი

2018-09-27 20:33:56

Munji
-------
1. საბერიო დღეს , რომ “ძირძველი აფხაზური მიწაა“ დღეს ეს იმერეთის მეფის კისერზეა.
2. 100% არ მიაქვთ.

Munji

2018-09-27 22:41:41

მეგრელი -
ამ თემაზე რამდენიმე თვის წინ დადებული წერილისა და მასში მოყვანილი ოფიციალური მონაცემების მიხედვით, როცა სჭირდებათ, მიაქვთ 100%, როცა არა - ნაკლები. ამიტომ მიწერია “თითქმის“.

როცა ქვეყნის სამრეწველო პოტენციალს უჭირს, რაზეა ლაპარაკი, იმდენი ჰესი უნდა აშენდეს, რამდენიც საქართველოს ეკონომიკის განვითარებას სჭირდება და ამას მოსახლეობაც გაგებით მოეკიდება!
მაგრამ იმიტომ დამიტბორო ჩემი ტყე და ჭალა, რომ შენ მილიონები მიიღო და მე - უშეშობა, უმასალობა, დამატებითი უსახსრობა, გაზრდილი ნესტიანობა, დასველებულ-დაობებული კედლები, ზეზეურად დამპალი ხეხილი და სამი თითის კომბინაცია - არ გამიხარდეს იქნება და შეიძლება ქვასაც წამოვავლო ხელი!!!
რა შუაშია აქ რუსეთი?
როგორც კი რაიმე უსამართლობას გააპროტესტებ, იმწამსვე ... რუსეთი!!!
რუსეთის დედაც და ტ ყუილის დამბრალებლისაც!

მეგრელი

2018-09-27 23:07:34

1997 წელს დადებული სიტყვიერი შეთანხმების მიხედვით, ენგურჰესისა და ვარდნილჰესის (გალის ტერიტორიაზე) კასკადის მიერ წარმოებული ელექტროენერგიის 40% აფხაზეთის რეგიონს უნდა წაეღო, 60% კი - საქართველოს ელექტროსისტემას.http://resonancedaily.com/index.php?id_rub=3&id_artc=25441

საერთოდ 100% რომ წაიღოს რას ვაკეთებთ? ჯარს შევიყვანთ? რუბილნიკი აფხაზების ხელშია. მიდი და წაართვი.

როცა ქვეყნის სამრეწველო პოტენციალს უჭირს
---------------------------------------------

ეს მაგარია. და რამდენია მრეწვლების წილი მშპ -ი?

Munji

2018-09-27 23:39:50

აბა, მე რას ვჩივი?
რუბილნიკი რომ იმათ ხელშია და შენ , იმის მაგივრად, რაღაცაზე დაელაპარაკო მაინც, ვისაც ამ რუბილნიკზე უდევს თათი, სიხარულის ყიჟინა რომ გაქვს - რა მაგრები ვართ, მერკელს “რუსეთი ოკუპანტია” ვათქმევინეთო! ......
და მეორე - მრეწველობა რომ კომაშია და მე მხოლოდ იმიტომ მიტბორავ მიწა-წკალს, რომ ვიღაცამ ახალი ჰესის გამომუშავებული დენი დიდი მოგებით გაყიდოს, ვიღაცამ კიდევ ახალი ბიტკოინის ქარხანა აამუშაოს და ახალი მილიონები ჩაიჯიბოს... მერე გიკვირს, რომ ვბრაზდები და პუტინის დაქირავებული უნდა მეძახო?

imereli

2018-09-29 09:48:42

MUჯI ! მოდი საერთოდ ავკრძალოთ ელექტროდენი საქართველოში, რადგან არის საშიშროება ვიმემ ბიტკოინისათვის გამოიყენოს. ასანთის შემოტანაც ასაკრძალია, ვინმემ შეიძლება ხანძარი მოაწყოს.ქირურგიული ოპერაციებიც ავკრძალოთ, რომელიმე ქირურგმა შეიძლება პაციენტს მუცელში მაკრატელი ჩაუტოვოს)))) მეგობარო, პოლიცია და მართლმსაჯულების სისტემა იმისთვისაა, ვინმემ გამომუშავებული დენი "გვერდზე" არ გაყიდოს და ფული არ ჩაიჯიბოს, ან ბიტკოინის ქარხანაში უფასოდ დენი არ გამოიყენოს. თანამედროვე ადამიანს დენიც სჭირდება და გაზიც, თორემ მაშინ ტყეს გაჩეხავს. რა ვქნათ ენერგიის გარეშე ვერც გავთბებით, ვერც საჭმელს მოვამზადებთ და ვერც ფაბრიკა-ქარხნები იმუშავებს. ე.ი. ვერც საზღვარგარეთიდან შემოტანილ დენს გამოიყენებ,არც მოსამზადებელი გექნება რამე, თუ სამუშაო და ხელფასი არ გექნება. ასეა ეს მეგობარო !!! კარგია და აუცილებელიცაა ბუნების დაცვა, მაგრამ საზღვარგარეთიდან დაფინანსებული ბუნების "დამცველები" სულაც არ არიან რეალურად ბუნების დამცველები. ისინი გრანტისათვის იბრძვიან მხოლოდ და სინამდვილეში ფეხებზე ჰკიდიათ საქართველოს ბუნება. მთავარია "სწორი" ანგარიში წარუდგინოს "იქ" და გრანტი უზუნველყოს.

Munji

2018-09-29 20:40:44

ა, შეაყარე კედელს ცერცვი!..... მე რას ვამბობ და ეგ რას მპასუხობს.....

- გამარჯობა, სერაპიონ ბაბუა!
- წისქვილში.

რეგისტრაცი?/p>

დახურვ?/span>
სახელი:

პაროლი:

გაიმეორე?პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80