სიღარიბის დაძლევა ვერ ხერხდება, ხელისუფლება სიტუაციიდან თავის დაძვრენაზე გადადის
ეკონომიკა

სიღარიბის დაძლევა ვერ ხერხდება, ხელისუფლება სიტუაციიდან თავის დაძვრენაზე გადადის

სიღარიბის დაძლევა ვერ ხერხდება, ხელისუფლება სიტუაციიდან თავის დაძვრენაზე გადადის
ბექა დანელია

2018-09-26 23:18:53

სიღარიბის თემა ისევ ყველაზე აქტუალური საკითხია საქართველოში. როგორც წესი, მკვლევარების, სპეციალისტების და ხელისუფლების წარმომადგენელთა ამ საკითხზე შეთანხმება ვერაფრით ხერხდება. ასეა ამჯერადაც, პარლამენტის თავმჯდომარე არც წარმოდგენილ სტატისტიკას ენდობა და არც ჟურნალისტურ მასალებს.

„იუნისეფის“ კვლევის მიხედვით, ბოლო 2 წელიწადში ქვეყანაში სიღარიბე გაზრდილია, პენსიის ოდენობა კი საგანგაშოდ დაბალია. დოკუმენტის მიხედვით, ირკვევა რომ 2015 წელთან შედარებით 2017 წელს, ქვეყანაში უკიდურესად ღარიბთა რიცხვი 108 ათასი კაცით გაიზარდა.

2015 წელთან შედარებით 2017 წელს, ქვეყანაში ღარიბთა რიცხვმა 124 ათასი კაცით იმატა. 2015 წელთან შედარებით 2017 წელს, უკიდურესი სიღარიბე გაიზარდა 2,9%-ით, ხოლო ზოგადი სიღარიბე - 3,3%-ით.

საქართველო არის ევროპაში ბოლოს წინა (მოლდოვამდე) ადგილზე პენსიის სიდიდის მიხედვით და იგი სომხეთსაც კი ჩამორჩება. სომხეთში პენსია არის 230 ლარის ექვივალენტი. „ოცნებას“ 230 ლარის პენსია დაგეგმილი აქვს 2021 წლისათვის.

როგორც ირკვევა, საქართველოს მოსახლეობის 32% არის ღარიბი, 37% საშუალოდ ღარიბი, ანუ მოსახლეობის 69% ცხოვრობს სიღარიბეში. 24% ცხოვრობს სიღარიბის ზღვართან ახლოს (მოწყვლადი ჯგუფი) და მხოლოდ 7%-ა საშუალო კლასის წარმომადგენელი. ეს არის 2015 წლის მონაცემები. დღეისათვის ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო უარესია, რადგან მას შემდეგ მოხდა ლარის გაუფასურება და ფასების ზრდა. ეს აუცილებლად გამოიწვევდა სიღარიბის ზღვარზე მყოფი ადამიანების გადანაცვლებას ღარიბთა კატეგორიაში.

სიღარიბის თემას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გადაცემაში „რეაქცია“ გამოეხმაურა:

„საქართველოში 100 ათასობით ადამიანი ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს მიღმა და ამის ნულამდე დაყვანას სჭირდება, რომ ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 4500 აშშ დოლარიდან დაახლოებით 10 ათას აშშ დოლარამდე გაიზარდოს. ყველაზე წარმატებულ ეკონომიკური პირობებშიც კი აღნიშნულის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ 8-10 წლის განმავლობაში. მთავარია საზოგადოებას ჰქონდეს მუდმივი წინსვლა და ჩვენი მთავარი გამოწვევაც ზუსტად ეს არის - ასი ათასობით ადამიანი ამოვიყვანოთ სიღარიბიდან.

რაც შეეხება ეკონომიკურ ზრდას, შარშან გვქონდა 5% მაჩვენებელი, რაც რეგიონში იყო ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ციფრი და წელს ეს მაჩვენებლიც გაუმჯობესებულია. დაახლოებით 5.5%-იანი ეკონომიკური ზრდაა ნავარაუდევი. სიღარიბე საქართველოში 8-10 წელიწადში დაძლეული იქნება“,- განმარტავს კობახიძე.

კობახიძე პრესითა და ტელევიზიებით სიღარიბის თემაზე გავრცელებულ ინტერვიუებს არ ეთანხმება:

„ეს ინტერვიუებიც სიყალბის ნაწილია“, - უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ კითხვას, - ვიცი, რასაც უშვებთ ხოლმე. ყალბი სურათი იქმნება საზოგადოებაში. გეტყვით მიზეზს, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობდა 27%, რაც დაახლოებით მილიონი ადამიანი გამოდის. ეს მაჩვენებელი 7%-ით შემცირდა და ჩამოვიდა 800 000-მდე. შესაბამისად, ნებისმიერ ტელევიზიას შეუძლია 5 წლის განმავლობაში ჩაწეროს და გაუშვას ეს“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

სიღარიბის მასშტაბებს ადასტურებენ არა მარტო ექსპერტები, არამედ ბიზნესმენებიც. „ჯიდიჯი პლუსის“ დამფუძნებელი ბეჟან წაქაძე ამბობს, რომ საქართველოს მოსახლეობა მძიმე ვითარებაში საქართველოს ეროვნული ბანკის არასწორმა პოლიტიკამ ჩააგდო. ბანკები სესხს ყველა ადამიანზე გასცემდნენ, შედეგად, ამან ქვეყანაში ჭარბვალიანობა გამოიწვია. სწორედ ამ მიზეზის გამო წაქაძე თვლის, რომ სებ-ის ახალი გადაწყვეტილება სწორია.

„სახელმწიფოს და ეროვნული ბანკის მხრიდან გადადგმული ნაბიჯი არის სწორი, რადგან ახალი რეგულაციებით მოსახლეობის გაღარიბება შემცირდება. დეველოპერებისთვის ეს კარგი არ არის, რადგან გარკვეულწილად გაყიდვებს შეგვიმცირებს, მაგრამ ვთვლი, რომ სწორი გადაწყვეტილებაა. როდესაც ეს რეგულაციები არ არსებობდა, ბანკები ყველას აძლევდნენ სესხს, ისინი ვეღარ ისტუმრებდნენ ვალს და შავ სიაში ხვდებოდნენ. ამას ვამბობ როგორც მოქალაქე და არა მშენებელი“, - აცხადებს წაქაძე.

ნანახი?- 739

ფხიზელი

2018-09-27 01:57:14

ირაკლი კობახიძე:
"სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობდა 27%, რაც დაახლოებით მილიონი ადამიანი გამოდის. ეს მაჩვენებელი 7%-ით შემცირდა და ჩამოვიდა 800 000-მდე."
-------------
საინტერესოა, რის ხარჯზე შემცირდა ეს მაჩვენებელი - თქვენ გაუუმჯობესეთ ცხოვრება თუ ემიგრაციაში წავიდნენ და თქვენ გაგიუმჯობესეს სტატისტიკა? :)

Maverick

2018-09-27 02:32:50

ფხიზელი,

ეტყობა მაგენი მარიხუანაზე უფრო ძლიერი რაღაცით არიან კაიფში დარჩენილები და ფაღალალა ფიცრული სასახლედ, წრუწუნა კი საკალანდე ღორად ეჩვენებათ...

ფარაონი

2018-09-27 02:42:29

არანაირი წარმოება არ მუშაობს, ეკონომიკა სულს კი არ ღაფავს, მკვდარია, მკვდარი!
საზღვარგარეთიდან რომ შეწყდეს ფულის გამოგზავნა, ერთ თვეში დაიწყება შიმშილი, ხოლო ორ თვეში კანიბალიზმის ფაქტებიც გაჩნდება.
ქვეყანაში, სადაც სრული დატვირთვით მხოლოდ მეტრო მუშაობს და პოლიცია სანახევროდ, არანაირი წინსვლა არ იქნება.
მძიმე ზამთარი გველის, ძალიან მძიმე.
თუ რესტორნებთან არ დაემატა საპარკინგე ადგილები და ეკლესიებთან არ გაკეთდა რბილი სკამები მოწყალების მსურველთათვის ჩამოსაჯდომად, იცოდეთ! საახალწლოდ უკვე სრული კრახის წინაშე აღმოვჩნდებით.
და კიდევ, სანამ დენის ტარიფი არ გაძვირდება ისე, რომ ხალხს ნავთის ლამფა უფრო იაფი დაუჯდეს, ვიდრე ელექტრო ენერგია, აგრეთვე ბენზინი სანამ არ გაძვირდება მინიმუმ ლიტრი 7-8 ლარამდე, იქამდე არაფერიც არ გვეშველება..
თუ მოხდა ისე, რომ ეს ყველაფერი ახდა და გაძვირდა, დამიჯერეთ ექვს თვეში ხალხი აჯანყდება და გადარჩენის გზაც გამოჩბდება, თორემ ეხლა არაფერი არ იცვლება და რას უნდა ველოდოთ?
ნაბიჯი წინ, ნაბიჯი უკან, ნაბიჯი წინ, ნაბიჯი უკან, ესაა პროგრესი? მეტი არაა ჩემი მტერი, ბიძინას კი თურმე ღამეები არ ძინავს ხალხზე ფიქრით, მშივრები ყოფილანო.
ცოტა გაუფრთხილდით ამ კაცს, თორემ მაგას რომ რამე მოუვიდეს, ვინ აიღებს პასუხისმგებლობას ხელში? ბახტაძე? თუ ბესელია?
ეხლა ქე გვყავს ვინცხა თითის გასაშვერი, თუნდაც ხელი გაგიშვერია, მაგაზე არ იდარდოს ბიძინამ, მარა ხალხი?
ხალხი 2035 წლის შემდეგ ამეისუნთქებსო, მაქსიმუმ 2040, ან სამი ბოლშე 2045 და იქამდე რაღა დარჩა? ხომ გეიგონეთ? მეითმინეთ პაწაც და.......
იქანობდე იქნება საწყალი სალარიძეც მოიხლაფორთონ, ანუ შავ ეგზეკუციაში მოყვეს, ან გაასაღონ და მოვლენებიც თავისით დაჩქარდება, აპპაა!!!
მეითმინეთ პაწა ხანს, რაცხა რავა არ გამოჩნდება თქვე კაი ხალხო თქვენე...

ფარაონი

2018-09-27 02:53:30

ხედავთ?
ბანკი აღარიბებს და აღატაკებს ადამიანს, რადგან ბანკირები ძარცვავენ ხალხს.
ხოლო მდიდრდებიან მხოლლოდ ერთეულები, ვინც ყველაზე მოხერხებულად ძარცვავს მას.
ასე რომ, თუ კაი ცხოვრება გინდა, ან ბანკი უნდა გქონდეს, ან მოხერხებული მძარცველი უნდა იყო, ორივე შემთხვევაში მოხერხება და ძარცვა აუცილებელია. ვახ რა დრო დადგა, დემოკრატიულ ქვეყნებში კი ღარიბებს მდიდრის ქონება აცხოვრებს, ჩვენთან კი მდიდარი ღარიბის ხარჯზე ცხოვრობს.
სასწაული ქვეყანა გვაქვს, სასწაული და მრავალ უცნობიანი, სადაც ცნობილია მხოლოდ ერთი ფულიანი, დანარჩენები ან იქსია, ან იგრეკი.
ცხოვრებაა ეეს? ხტფუი ბლინ!!!
მანახეთ თუნდაც ერთი ფულიანი, ოღონდ არა ჩინოვნიკი და მე გავძარცვავ მას. სასწრაფოდ მჭირდება ფული, ნახევარ ლიმონს ვერაფერს დავაკლებ, მინიმუმ ნახევარი ლიმონი მჭირდება, აბა ჰე!
თუ გეგულებათ ესეთი ვინცხა???

ფარაონი

2018-09-27 02:57:17

Maverick
წრუწუნა კი საკალანდე ღორად ეჩვენებათ...მაგრად გამახალისა შენმა ლამაზ პოსტმა. ვითომ არაფერია მაგრამ.... საკალანდე ღორმა დაგლიჯა....მადლობა დიდი
ესე ზუსტად და ჩამოყალიბებულად ძალიან ბევრი ვერ აზროვნებს და მიტომ ვართ ესეთ დღეში.

ფხიზელი

2018-09-27 07:04:36

ვისაც არ გინახავთ, კარგად იხალისებთ:

https://www.youtube.com/watch?v=w31Z5L2DRII

"ვასმედია"

მეგრელი

2018-09-27 07:54:15

შარშან გვქონდა 5% მაჩვენებელი, რაც რეგიონში იყო ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ციფრი და წელს ეს მაჩვენებლიც გაუმჯობესებულია. დაახლოებით 5.5%-იანი ეკონომიკური ზრდაა ნავარაუდევი. სიღარიბე საქართველოში 8-10 წელიწადში დაძლეული იქნება“,- განმარტავს კობახიძე.
---------------------------------------------------------------------------------------

ლუკა პაჩიოლის 70 წესის მიხედვით 5% ყოველწლიური ზრდის პირობებში მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) რომ გაორმაგდეს საჭიროა 14 წელი. (70 გაყოფილი 5) . ანუ თუ 2018 წ მშპ არის 4500 ის 9000 გახდება 14 წლის შემდეგ 5% ყოველწლიური ზრდის პირობებში.


მეგრელი

2018-09-27 08:17:36

ეს ერთი.
მეორე.
მთავარია საზოგადოებას ჰქონდეს მუდმივი წინსვლა და ჩვენი მთავარი გამოწვევაც ზუსტად ეს არის - ასი ათასობით ადამიანი ამოვიყვანოთ სიღარიბიდან.
-------------------------------------------------------

ნიკიტა ხრუშოვმა 1957 წლის 22 მაისს სოფლის მეურნების მუშაკებთან თათბირზე ცნობილი ლოზუნგი დაამკვიდრა . ,,დავეწიოთ და გავუსწროთ აშშ ხორცის , კარაქის და რძის წარმოებაში ერთ სულ მოსახლეზე." ამით მაშინ მიწერებს ჩაუყარეს საფუძველი. ქაღალდზე კი იყო. ამ გზით წავედით?

ფარაონი

2018-09-27 08:49:41

არა მეგრელო,
ესენი სულ სხვა, ახალ გზით მიდიან, ხუთი ათასი წელი კაცს რომ არ გაუვლია და ადამიანის ფეხი არ შეხებია იმ გზას. ეს არის გამოქვაბულის გზა.
ნესტიანი გამოქვაბული, ბრმა და ყრუ ბელადით.
თავად ემისრობა იკისრეს, გმირულად გადიან მზის შუქზე და გამოქვაბულში დედამიწის ამბები მოაქვთ, ყოველ ფეხის ნაბიჯზე მზეზე დაწვა და უეჭველი სიკვდილი ელოდებათ მაგრამ მაინც რისკავენ !!!..... დიდება გმირ მთავრობას!!!

მეგრელი

2018-09-27 10:04:27

ფარაონი
---------
ცირკი ის არის რომ 1991 წ მშპ იყო 11 ათ დოლარი ერთ სულზე. მე კი ვიცი სად მივდივართ და რითი დამთავრდება ეს ყველაფერი.ეს ერთი. მეორე.
2015 წელთან შედარებით 2017 წელს, ქვეყანაში ღარიბთა რიცხვმა 124 ათასი კაცით იმატა. 2015 წელთან შედარებით 2017 წელს, უკიდურესი სიღარიბე გაიზარდა 2,9%-ით, ხოლო ზოგადი სიღარიბე - 3,3%-ით.
---------------------
მეორე მხარეს კი 2 თუ 3 % ფუფუნებით ტკბება და ლპება. კორადო ჯინის კოეფიციენტი რომელიც 42 ერთეულზე ავიდა სხვა კი არაფერია. ამიტომ კიდევ ერთხელ ვიცი ეს რითი დამთავრდება. ბროკჰაუზის და ევფრონის ენციკლოპედიურ ლექსიკონში ( СПб., 1890—1907) იხილეთ 86 ტ.

ტორი

2018-09-27 10:17:01

კაი გამარჯობა კარგ ხალხს...
მე რომ ერთი წლის წინ ვამბობდი, შათლახი ბანკები და მაგათი გაზულუქებისთვის პადლეცი კვირიკაშვილი - თქო, არიჩოპრამ, რეებს წერ, მე ეს ჭკვიანი კაცი მეგონაო...
რაც ხდება, ყველაფერი ივანიშვილს უნდა მოეკითხოს - ქვეყანა შპს-დ აქცია და გაკოტრებისკენ მიჰყავს...ბარდაგი გახადა...
მაინც, სად პოულობს ასეთ მაგარ კადრებს...
მაგის დანიშნული ერთი კაცი დამისახელეთ, ვინც გაამართლა...
არ თქვათ ახლა, სერგეენკო, კახიშვილიო...
სერგეენკო მერე გახდა მინისტრი, ამირან გამყრელიძემ რომ უარი თქვა მინისტრობაძე...კახიშვილი კიდევ, მას შემდეგ "დააწინაურეს", მთელი მედია და სოცქსელები რომ აფეთქდა ამ მოთხოვნით...კვირიკაშვის წასვლის შემდეგ, ლამის უმუშევეადაც დატოვეს...
ბახტაძეზე ლაპარაკიც არ ღირს - სახეზე აწერია, რა ხვითოც არის...

ფარაონი
-----------
კი ენამწარეობ, მაგრამ, სიმართლეს ამბობ...

რაც შეეხება შენს ნათქვამს "ნაბიჯი წინ, ნაბიჯი უკან, ნაბიჯი წინ, ნაბიჯი უკან, ესაა პროგრესი?"
თვლა ისწავლე ძამი...
"ნაბიჯი წინ, ორი ნაბიჯი უკან"...ასე უფრო მართალი იქნება...
სიღარიბე გაიზარდაო, თორემ, მოიკლო ან იგივე დარჩაო ხომ არ უთქვამთ...

tngh

2018-09-27 11:14:23

სადაც კი "ჰესის" ან რაიმე საწარმოს აშენება დაიწყო, გამოვარდნენ უცხო ქვეყნებიდან მართული "მეგრანტე" დილეტანტ-პოპულისტები და გააჩერეს. ხის, კლდის მოჭრა და დატბორვა-დაჭაობება არ გვინდაო. თანაც ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ითხოვენ ნებისმიერი მშენებლობის შეჩერებას... თანაც სიღარიბეში ცხოვრება არ გვინდაო... იქნებ ვინმემ ამიხსნათ, ენერგო უზრუნველყოფის გარეშე როგორ იმუშავებს ფაბრიკა, ქარხანა ან ნებისმიერი მცირე საამქრო???

ფარაონი

2018-09-27 12:20:47

ტორი
მე ძამა ნაბიჯი წინ და დიდი ნაბიჯი უკან ვიგულისხმე, ხომ ხდება, უკან სკუპით და წინ ბორძიკით დადიან მარა, ვაღიარებ რომ მართალი ხარ! 100%!
წინ ვინღა ჩივის, ამათმა უკან უკან სიარულმა უკვე სერიოზულად დამაფიქრა, ესენი კრაკადილზე ხომ არ ზიანთქვა. აბა მაგათ მეტი უკან არავინ დადის და....

ფარაონი

2018-09-27 12:25:02

რაც შეეხება სიღარიბეს, გაიზარდაო რომ ამბობენ, გაიზრდებოდა აბა რა იქნებოდა, 28 წელია სიღარიბეში ვართ და უკვე დაოჯახებული, კაი დავაჟკაცებული და ულვაშ დამშვენებული უნდა იყოს.
ამდენ ხანს, რომ არ გაზრდილიყო, საგანგაშო ეგ იქნებოდა ნამდვილად.

tngh

2018-09-27 12:58:08

ერტი რამეც არის... საქართველოსი მოწუწუნე უფრო მეტია, ვინემ ღარიბი. ჩემმა მეზობელმა, რომელიც სულ წუწუნებს, გუსინ ძვირფასი "ჯიპი" შემოაგრიალა ეზოში და თვალი ამარიდა. არ გატყუებთ. ღმერთმა შეარგოს, მაგრამ ნუ წუწუნებს. თანაც ოჯახში უკვე 3 "მაშინა" ჰყავთ...

ფარაონი

2018-09-27 15:39:49

tngh
.თან თვალი აგარიდა სირცხვილისგან ხომ?
.შენ მეზობელს ცოტა რაცხა მაინც ქონია შერჩენილი, რომ შერცხვა და შეიძლება გაწითლდა მაინც, ჩემმა უნამუსო მეზობელმა ხუთი, თუ ექვსი თვე აგროვა მაღაზიის ვალები, პური, შაქარი, ყველაფერი ვალად მიჰქონდა, მერე უცებ მანქანა მოაგრიალა და თან ის მაინც ეთქვა, უცებ ფული ჩამივარდა, ან რაღაც ვარიანტი იყო და ვალში მომცეს, მაღარიჩზე რომ მიდგა საქმე სახალხოდ განაცხადა, კი არ მომიგია, ექვსი თვეა ვაგროვებდიო! ეგეთი კაცის თაფლიც არ იჭმევა.
გესმით!
ამ უნამუსომ ვაგროვებდიო და მაღაზიის პატრონებს ყბები ჩამოუცვივდათ.
შენ კი არ აგროვებდი, ჩვენ გიგროვებდითო, რა დონის უნამუსო უნდა იყოს კაცი, თუმცა რაც ლომბარდები გაიხსნა, ნამუსი ბევრმა ლომბარდში ჩადო. ფულს უფრო აფასებენ, რას ვიზავთ, დროა ესეთი.

tngh

2018-09-28 12:07:32

კარგია, რომ გამაცინე!!! ის ჩემი მეზობელიც სულ მაღაზიის ვალებშია, და სიგარეტის მოწევა, რომ უნდება, შორს გადის ვინმემ, რომ არ თხოვოს 1 ღერი...

arichopra 2

2018-09-28 22:20:13

ასე გამოდის, თქვენც ერთმანეთის მეზობლები ხართ, რადგან საერთო მეზობელი გყოლიათ! )))

imereli

2018-09-29 09:21:01

ფარაონო ! აზრებში გეთანხმები, მაგრამ ქართულად თუ დაწერ კარგი იქნება ! არა "ვიზავთ", არემედ "ვიზამთ".

რეგისტრაცი?/p>

დახურვ?/span>
სახელი:

პაროლი:

გაიმეორე?პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80