რა შუაშია ქუმსიშვილი(?!)
პოლიტიკა

რა შუაშია ქუმსიშვილი(?!)

რა შუაშია ქუმსიშვილი(?!)
მარიამ თოდაძე

2018-09-27 10:00:21

მთავარი პროკურატურა „პალიტრამედიას“ სტამბაში (შპს „კოლორპაკი“) პროკურატურის წარმომადგენლების შესვლას იმით ხსნის, რომ „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში, ცალკეულ საჯარო მოხელეთა მიერ შესაძლოა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხებია გაფლანგული.

პროკურატურის მასალების მიხედვით, შპს „კოლორპაკმა“ „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 2014 წლის 15 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, მიიღო 1 600 000 აშშ დოლარის ოდენობის კრედიტი. კრედიტზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთის მიზნობრივი თანადაფინანსება 24 თვის განმავლობაში ხორციელდებოდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

კრედიტის გაცემისა და შემდგომში მისი ხარჯვის მონიტორინგის მექანიზმების შესწავლის მიზნით, პროკურატურამ სამართლებრივი, საბუღალტრო, ფინანსური და ეკონომიკური საქმიანობის ამსახველი დოკუმენტაცია ამოიღო, თუმცა, შპს „კოლორპაკს“ არ ეზღუდება საქმიანობის შესაძლებლობა.

„პალიტრამედიას“ განცხადების თანახმად, 24 სექტემბერს, შპს „კოლორპაკში“ შევიდნენ მთავარი პროკურატურის გამომძიებლები და მოითხოვეს 01.01.14-დან 11.09.18-ის ჩათვლით „სრული სამართლებრივი, საბუღალტრო, ფინანსური და ეკონომიკური დოკუმენტაცია და საწარმოს ამავე პერიოდის კორესპონდენცია“.

საპარლამენტო უმრავლესობა ამაში მედიაზე ზეწოლის ელემენტებს ვერ ხედავს - როგორც უმრავლსობის წევრმა, სოფო კილაძემ აღნიშნა, მთავარია, მედიის თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას საფრთხე არ შეექმნას. როგორც სოფო კილაძემ აღნიშნა, „პალიტრა მედია ჰოლდინგში“ შემავალ მედიასაშუალებების მუშაობას რაიმე შეზღუდვა ნამდვილად არ აქვთ.

„თუ „პალიტრა მედია ჰოლდინგში“ შემავალ მედიასაშუალებებს რაიმე შეზღუდვა იქნება, ჩვენ ვიქნებით პირველები, ვინც ამის წინააღმდეგ ხმას აიმაღლებს. აქ საქმე იყო მხოლოდ კონკრეტული გამოძიების ფარგლებში, საბუთების გამოთხოვასთან. არ მგონია, რომ ეს რაიმე ფორმით ზღუდავდეს „პალიტრა მედია ჰოლდინგის“ მედიასაშუალებების საქმიანობას. უბრალოდ, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, გარკვეული საბუთები იყო გამოთხოვილი. ეს არ არის მედიის თავისუფლებაში ჩარევა“ - განაცხადა კილაძემ.

გამომდინარე იქიდან, რომ ყოფილი ვიცე-პრემიერის, დიმიტრი ქუმსიშვილის მეუღლის სახელი მედიაჰოლდინგ „კვირის პალიტრას“ უკავშირდება, ჩნდება ეჭვი, რომ სწორედ ქუმსიშვილის მინისტრობის დროინდელი საქმიანობის შესწავლითაა დაკავებული ხელისუფლება.

ქუმსიშვილის სახელი იმ ფარულ ჩანაწერებში ფიგურირებს, რომელიც „ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებით „რუსთავი 2-ის“ ეთერში ვიხილეთ. თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, ამ თემაზე სხვა ჩანაწერებიც არსებობს, სადაც დიმიტრი ქუმსიშვილი გიორგი ვაშაძეს მიტინგზე მოქმედების ინსტრუქციას აძლევს.

ქუმსიშვილი კატეგორიულად უარყოფს ამ საქმესთან რაიმე კავშირსა და მოლაპარაკებებში მონაწილეობას, თუმცა, თანამდებობა ყოფილი პრემიერ-მინისტრის გადადგომისთანავე დატოვა.

არის თუ არა რაიმე კავშირში მედიაჰოლდინგიდან დოკუმენტაციის ამოღება დიმიტრი ქუმსიშვილის საქმიანობასთან, მოგვიანებით გამოჩნდება, თუმცა როგორც სოფო კილაძემ განაცხადა, მისთვის გაუგებარია, რა შუაშია ამ საქმესთან ქუმსიშვილი.

„არ ვიცი, როდის და რა ინფორმაცია მიეწოდა საგამოძიებო ორგანოებს. ამაზე, ალბათ, უკეთესად თვითონ გააკეთებენ განცხადებას. თუ პროკურატურამ შესაბამისი ინფორმაცია მიიღო ქუმსიშვილის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ, არ უნდა დაწყებულიყო გამოძიება კონკრეტულ საქმეზე? ან საერთოდ, რა შუაშია ქუმსიშვილი ჩემთვის ცოტა გაუგებარია“ - განაცხადა კილაძემ.

დაინტერესდება თუ არა პროკურატურა ჰოლდინგში შემავალი სხვა კომპანიებით, უცნობია. სხვათა შორის, მიმდინარე წლის გაზაფხულზე „ნეტგაზეთში“ გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში - „აწარმოე საქართველოში“ ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს კომპანია, რომლის მესაკუთრეები და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილის ბიზნესპარტნიორები არიან, ხოლო სააგენტოს დახმარებით განხორციელებული პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 11 560 000 ლარია.

სტატიის მიხედვით, ვიცე-პრემიერის ბიზნესპარტნიორების კომპანია „ტისუპეიპერს“ უკვე წელიწადნახევარია აფინანსებს მეწარმეობის განვითარების სააგენტო. ერთ-ერთი ევროპული ბანკის პროცენტს ამ კომპანიას სახელმწიფო, თანადაფინანსების სახით, კიდევ რვა თვის განმავლობაში დაუფინანსებს.

შპს „ტისუპეიპერის“ მიერ მაკულატურისა და ცელულოზის გადამამუშავებელი საწარმო, რომელიც ჰიგიენური ქაღალდების წარმოებასა და რეალიზაციაზეა ორიენტირებული, „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით 2016 წლის ბოლოს გაიხსნა. საწარმო საზეიმოდ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა გახსნა.

საწარმოს გახსნის დროს, კომპანია „ტისუპეიპერის“ მესაკუთრეები იყვნენ ზაზა ბუაძე (25%) და ირაკლი თევდორაშვილი (75%). ირაკლი თევდორაშვილი მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის მეუღლის, ნატალია თევდორაშვილის ბიძაშვილია.

გარდა ამისა, დიმიტრი ქუმსიშვილი შპს „რეშენალ სოლუშენსის“ 10% წილის მესაკუთრეცაა „რეშენალ სოლუშენსის“ 90%-ს შპს „კვირის პალიტრა“ ფლობს. „კვირის პალიტრის“ მფლობელები კი შპს „ტისუპეიპერის“ მესაკუთრეები - ზაზა ბუაძე (25%) და ირაკლი თევდორაშვილი (25%) არიან. კომპანიის 10 პროცენტიანი წილი ქუმსიშვილს 2012 წლის ივნისიდან ეკუთვნის.

ნანახი?- 3174

natali

2018-09-27 11:05:14

ეს ბღუჯა-ბღუჯა ესა...:)))

შუაში კი არა,თავში ყოფილა. არ ე/ტ/ყ/ობოდა კოჭებში რაც იყო? მიადგებიან მაგასაც.


მეცოდება ივანიშვილი. კაცი ისე ენდობოდათ, რომ ქვეყანა ადა თავისი სახელი ანდოთ და ესენი კიდე.....ხალხი კი ივანიშვილს სთხოვს პასუხს. ფუუუუ....ნაცებზე უარესები არ არიან?

natali

2018-09-27 11:49:49

დიდხანს მოუნდებიან ჩემს გამოკითხვას, ყველაფერს ვიტყვი - ნატო ჩხეიძე პროკურატურაში დაიბარეს
------------

რამდენ ხანს ფარავდა? ამ ქალმა თუ იცის, დანაშაულის დაფარვაც დანაშაული რომაა, მით უმეტეს დეპუტატის მხრიდან?

ფარაონი

2018-09-27 12:13:21

რა გაგიკვირდათ?
განა სხვა ესე არ მოიქცეოდა? ნუთუ მე ვცდები და საქართველოში მხოლოდ თითზე ჩამოსათვლელი ხალხი დარჩა ვინც ნამუსზე ხელს აიღებს და დანარჩენები ყველა ფრთიან ანგელოზებად იქცნენ?
მანახეთ თუნდაც ერთი პატიოსანი ჩინოვნიკი ვისაც, თუ მომენტი ჩაუვარდა არ ითაღ/ლ/ითებს, ან ნათესავს არ დაეხმარება სხვის ხარჯზე,

ფარაონი

2018-09-27 12:14:26

მანახეთ თუნდაც ერთი, ვისაც სინდისი შეაწუხებს დაუმსახურებელ პრემია დანამატზე და ხმას აიმ/აღ/ლ/ებს პატარა უკანონობაზე მაინც,
მანახებთ?
ვერა ხომ?
გამოდის, რომ ყველა დასაჭერია, ან ახალი ადამიანია შესაქმნელი.
დასკვნა ერთია; ახ/ვ/არი ქართველი უნდა შეიცვალოს ახალი ქართველით.

natali

2018-09-27 13:46:56

პრემია დანამატები თუ ყოფნით,კარგად ყოფილა საქმე :)))

მაგრამ მაინც ყველაფერს დამტკიცება უნდა, ის, რომ ყოფილი მინისტრი, შეიძლება გაბრაზებულიც კი იმაზე, რომ მოხსნეს, ლაპააკობს ბიზნესმენთან, და სთხოვს ქრთამს და ეუბნება, რომ ვიღაცას უნდა გადასცეს, უნდა დავიჯეროთ? 2-3 მილიონად ვინ არ წავა ცოტა ხნით ციხეში? ესეც მიშას ციხე არ იყოს რააა.

natali

2018-09-27 13:51:01

ისე კი როდესაც პრემია დანამატებზე ლაპარაკობთ, დეპუტატის პენსია რატომ გავიწყდებათ? ამ მილიონერ ჩხეიძეს, რატომ უნდა ჰქონდეს რიგით პესიონერზე 5-ჯერ მეტი პენსია? ან ყოფილ დეპუტატებს? რომელს რა გაუკეთებია ქვეყნის დაქცევის მეტი?

natali

2018-09-27 13:52:51

პარტიის სიაში ადგილები ძვირი ღირსო, ხოდა რომ იხდიან, რისთვის? მერე რომ ათმაგად ამოიღონ არა?

კატრინაა

2018-09-27 21:30:29

ქუმსიშვილი ჯერჯერობით ბრალდებულიც კი არ არის და დიდი ეჭვი მაქვს,რომ პროკურატურა რაღაცას ისევ ხლართავს!მთავარი პროკურორი ჩვენთან იცვლება დღეში სამჯერ ჭამის შემდეგ,მაგრამ უშედეგოდ!აბსოლუტურად უუფლებოა და რას ველოდებით,მეც არ ვიცი.

ფხიზელი

2018-09-27 21:44:04


natali:
"პარტიის სიაში ადგილები ძვირი ღირსო, ხოდა რომ იხდიან, რისთვის? მერე რომ ათმაგად ამოიღონ არა? "
-----------
რა სისულელეა!.. - მხოლოდ და მხოლოდ იმისათვის, რომ მეტი საშუალება ჰქონდეთ, უანგაროდ ემსახურონ სამშობლოს!!!

tinia

2018-09-27 23:54:01

ფხიზელი ჩაგეთვალათ. ქ.ნატო თურმე დილას ტიციანის ლექსით იწყებს
;დავბადებულვარ რომ ვიყო მონა და საქართველოს მედგას უღელი; წავაშველოთ პაწა ხელი,ცოდოა ქალი))

ფარაონი

2018-09-28 01:36:03

ამან მოკლა სიმონ ტერ-პეტროსიანი და კიდო რა შუაშია ქუმსიშვილიო? აბა მე ვარ შუაში?

arichopra 2

2018-09-28 10:39:48

ესე იგი ძმას, ბიძაშვილს, დეიდაშვილს არ უნდა დაეხმარო გზა გაიკვლიოს, ააწყოს ბიზნესი, ოჯახი ნორმალურად აცხოვროს?

natali

2018-09-28 12:44:16

ჩემს ხარჯზე არა!

idioti

2018-09-29 08:23:57

ოღონდ ეს გაბაწრონ და ვითომ ყველა ნაცი დაუჭერიათ--- ვაპატიებ ბიძოს ყველა სისულელეს

რეგისტრაცი?/p>

დახურვ?/span>
სახელი:

პაროლი:

გაიმეორე?პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80