„ლაკმუსის ქაღალდივითაა სალომე და მისმა ნათქვამმა გაარკვია, როგორი მენტალური პრობლემები გვქონია“
პოლიტიკა

„ლაკმუსის ქაღალდივითაა სალომე და მისმა ნათქვამმა გაარკვია, როგორი მენტალური პრობლემები გვქონია“

 „ლაკმუსის ქაღალდივითაა სალომე და მისმა ნათქვამმა გაარკვია, როგორი მენტალური პრობლემები გვქონია“
მანანა ნოზაძე

2018-09-27 17:00:18

როგორი იქნება გაპრეზიდენტების შემთხვევაში სალომე ზურაბიშვილის შემდგომი პეროდი? ეს არა მარტო „ქართული ოცნების“ თავსატეხია, რომელიც ბოლომდე არ ენდობა თავის ფავორიტს, არამედ ანალიტიკოსების საფიქრალიცაა, რადგან პრეზიდენტობის ქალი კანდიდატი უცნაური განცხადებებით ანებივრებს ამომრჩევლებს.

სხვათა შორის, მსოფლიო საზოგადოება შეჩვეულია, რომ პერიოდულად ტრამპი არაპროგნოზირებად განცხადებებს აკეთებს, რომლის გამოსწორებაც შემდეგ ამერიკის კონგრესს, ან ამერიკელ მაღალჩინოსნებს უწევთ. აქედან გამომდინარე, საინტერესოა, ხომ არ მოუწევს „ოცნებას“ ზურაბიშვილის პოზიციების მუდმივად შერბილება და თავის მართლების პოზაში ყოფნა?! ხომ არ მოხდება ისე, რომ ერთხელ ნათქვამ სიტყვას სალომე ზურაბიშვილი მეორედ სხვანაირად შეალამაზებს და ამით ხომ არ გვაიძულებს, ორგვარი ინტერპრეტაციით გავიგოთ მისი ნათქვამი?!

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი For.ge-სთან საუბარში არ მალავს, რომ სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტების შემთხვევაში მხიარულ პერიოდს ელის. საბედნიეროდ, სალომე ზურაბიშვილი ბევრს ვერაფერს გააფუჭებს, რადგან საქართველოს პრეზიდენტის კონსტიტუციური ფორმატი ძალიან შეკვეცილია, ამერიკის პრეზიდენტისგან განსხვავებით. შესაბამისად, მას რამის გაფუჭების რესურსი შეზღუდული აქვს. თუმცა მხიარულად კი ვიცხოვრებთ.

„გარკვეულწილად, ეს იქნება არა პრეზიდენტობა, არამედ რეალითი-შოუ, ექვსწლიანი. თუ გახსოვთ, „ამტანი“ იყო ასეთი გადაცემა „მაესტროზე“, დაახლოებით ასეთივე იქნება და ჩვენ ვნახავთ, დიდ სასახლეში როგორ ცხოვრობს მარტოხელა ქალბატონი და ხან ნარკოტიკებთან ბრძოლის დედოფალი იქნება, ხანაც პროსტიტუციის თემა შემოვა გასაანალიზებლად. სწორედ ასეთ საკითხებზე იმსჯელებს, მოკლედ, გასართობი იქნება. სხვა საკითხია, რომ ის, სამწუხაროდ, ვერც ინტელექტუალურად, ვერც პროფესიულად, ვერც ლოგიკური აზროვნების კუთხით, სახელმწიფოს მეთაურის პოსტზე ვერ „ქაჩავს“,-აღნიშნა გია ხუხაშვილმა.

რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის დიპლომატიურ გამოცდილებას, ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ, ცხადია, ქალი პრეზიდენტი გარკვეულ შეხვედრებზე დაჯდება და რაღაცას იტყვის ხოლმე, მხიარულ განწყობასაც შეგვიქმნის და „ოცნებასაც“ მოუწევს მისი განცხადებების შერბილება. თანაც, ეს იქნება მუდმივი პროცესი და, რაც ხდება ახლა, წინასაარჩევნო პერიოდში, ეს გაგრძელდება პოსტსაარჩევნო პერიოდშიც.

„როდესაც პროფესიონალიზმზე ვსაუბრობ, დარწმუნებული ვარ, რომ ეს ქალი საერთოდ არ კითხულობდა კანონებს, მათ შორის, დეპუტატობის პერიოდში. ჩემი აზრით, მას კონსტიტუციაც არ აქვს წაკითხული, არ ესმის, პრეზიდენტის ფორმატი რა არის, მისი კომპეტენცია რა არის და მას ყოველთვის ექნება მცდელობა, რაღაცნაირად ეს საზღვრები გაარღვიოს. „ქართულ ოცნებას“ კი მუდმივად მოუწევს იმის უზრუნველყოფა, რათა ზურაბიშვილი იმ საზღვრებში ჩაეტიოს, რაც მას კანონით აქვს განსაზღვრული“. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, გია ხუხაშვილი ასკვნის, რომ პოლიტიკურ უბედურებას ამ ქვეყანაში მაინც არაფერი ეშველება და რეალითი-შოუთი ცოტათი მაინც გავერთობით.

პოლიტოლოგი დავით ზარდიაშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილი საკმაოდ პრინციპული, უმართავი ქალბატონია. ის არ არის არც ახლანდელი ხელისუფლების პირდაპირი ზეგავლენის ქვეშ და არც, მით უმეტეს, ოპოზიციის ზეგავლენის ქვეშ, მაგრამ ის, რომ, რაც ენაზე მოადგება, ყველაფერს ილაპარაკებს და არასწორ ნაბიჯებს გადადგამს, ამას ზარდიაშვილი ნაკლებად ელის, რადგან ზურაბიშვილის დიდი გამოცდილების სჯერა.

„მას აქვს უდიდესი დიპლომატიური გამოცდილება, რომელიც საქართველოში არ მოიპოვება. ის მოღვაწეობდა საფრანგეთის დიპლომატიურ სამსახურში, ასეთი წარმატებული კარიერის მქონე ადამიანი კი საქართველოში ამ წუთას არ გვყავს. მისი დაუფიქრებლობა უკავშირდება ბოლოდროინდელ განცხადებებს. ეს ყველაფერი გამიზნულად კეთდება. ის ლაპარაკობს სიმართლეს, თანაც ისეთ თემებზე, რისი გაცნობიერებაც საქართველოს სჭირდება. თუნდაც აგვისტოს ომის ამბავი, ნარკოტიკების თემა, სამღვდელოების საკითხი. ეს სადისკუსიო თემებია, მათზე უნდა ჩამოვყალიბდეთ, ისე ვერ განვითარდება ჩვენი ქვეყანა. გეთანხმებით იმაში, რომ ზურაბიშვილს საკუთარი განცხადებების შერბილება უწევს ხოლმე, მაგრამ ეს უფრო პიარის ამბავია. განცხადებების შერბილება სულაც არ ნიშნავს, რომ მან პირვანდელ ნათქვამზე უარი თქვა და უკან წაიღო. უბრალოდ, მან ახსნა, დააკონკრეტა, უკეთ განმარტა თავისი ნათქვამი“, - აღნიშნა დავით ზარდიაშვილმა და „ქართული ოცნებაც“ დააიმედა, რომ ამ ქალბატონის არჩევის შემდეგ მისი განცხადებები არ ექცევათ თავის ტკივილად.

ამის მიზეზი კი ის არის, რომ სალომე ზურაბიშვილის ძირითად პოზიციებს „ოცნებაც“ იზიარებს. უბრალოდ, ამ საარჩევნო კამპანიისას უფრო სხვა თემებია მნიშვნელოვანი, ვიდრე აგვისტოს ომის ამბები. თუმცა ლაკმუსის ქაღალდივითაა სალომე და მისმა ნათქვამმა გაარკვია, როგორი მენტალური პრობლემები გვქონია.

„ცნობილი ექსპერტები გამოდიან და ამბობენ, რომ სალომე მართალს ამბობს აგვისტოს ომის შეფასებისას, მაგრამ თურმე ეს უნდა დავმალოთ, რათა საერთაშორისო სასამართლო არ წავაგოთ. ეს სამართლებრივი ნიჰილიზმის კლასიკური ნიმუშია. როგორ შეიძლება, სასამართლოს სიმართლე დავუმალოთ, ეს ჭკუამოკლეობაცაა და სულმოკლეობაც. თუ შენ სიმართლე არ უთხარი სასამართლოს, ვერ მოითხოვ მისგან, რომ შენი უფლებები დაიცვას. გარდა ამისა, სიმართლე ისედაც ყველამ იცის, შეუძლებლია ამის დამალვა. მესამე, ამ სიმართლის დამალვა სწორედ მტრის ინტერესშია, რათა საქართველო გამოჩნდეს ისე, რომ ელემენტარულ ჭეშმარიტებას აგვისტოს ომის შესახებ, რაც ისედაც ხელისგულზე დევს, დამნაშავესავით მალავს. 2008 წლის კონფლიქტი მარტო აგვისტოს ომით არ დაწყებულა, სწორედ ამაზე ილაპარაკა სალომემ“.

ნანახი?- 3887

cugo

2018-09-27 18:25:03

სააკაშვილის ხელისუფლების წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას სადაც წერია რომ,2008 წლის 7 აგვისტოს საქართველოს შეიარაღებული ძალების მიერ ცხინვალის წინააღმდეგ გაუფრთხილებელმა ცეცხლის გახსნამ განაპირობა რუსეთ-საქართველოს სრულმასშტაბიანი ომის დაწყება.თუ რეზოლუციაში ტყუილი წერია რატომ მოაწერეს ხელი.თუ სიმართლე წერია მაშინ ვინ არის მოღალატე,სალომე ზურაბიშვილი,რომელმაც რეზოლუციაში აღნიშნული ფაქტი გაიმეორა, თუ ის პოლიტიკური ძალა,რომელმაც საკუთარ მოსახლეობას გაუხსნა ცეცხლი და ოკუპანტ ქვეყანას მისცა ომის დაწყების საბაბი.რომელს უფრო მეტად გამოიყენებს რუსეთი,სალომე ზურაბიშვილის სიტყვიერ ნათქვამს თუ მათ მიერ ხელმოწერილ ოფიციალურ დოკუმენტს.რა თქმა უნდა წერილობით დოკუმენტს.ეს წერია ტალიავინის დასკვნაშიც,რაც ძალიან კარგად იციან ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებმა.სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ გალაშქრებით ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები ცდილობენ ორი კურდღლის დაჭერას:1.მოახდინონ კონკურენტი კანდიდატის დისკრედიტაცია.2.მოღალატის იარლიყის მიკერებით ცდილობენ მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის დაფარვას.ნაცბანდამ უნდა იცოდეს ჩვენ, ქართველი ხალხი ქვევრი არ ვართ, რასაც ისინი ჩაგვძახებენ,ის ამოვძახოთ.ჩვენ ძალიან კარგად ვიცით მათ მიერ ჩადენილი დანაშაული, დაწყებული ახალგორის სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაში შეყვანით,ახალი ადმინისტრაციული ერთეულის შექმნით,კოდორის ხეობისათვის ზემო აფხაზეთის დარქმევით და აგრესორი ქვეყნის პროვოკაციაზე წამოგებით დამთავრებული.ეს ყველაფერი არის ყოფილი ხელისუფლების მოღალატეობის უტყუარი საბუთი.

პლატონი

2018-09-27 18:33:43

კითხვა უნდა დაისვა არა ვინ დაიწყო ომი, არამედ რა ფაქტორებმა განაპირობა ომის დაწყება, პუტინს საზღვრის გადაკვეთა შეეძლო მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ სამშვიდობოებს დაუხოცავდნენ, რაც ბრწყინვალედ შეასრულა ქართულმა მხარემ. ტ5ალიავინმა მხოლოდ ძალის არაპროპორციულ გამოყენებაში დაადანაშაულოა.

asdf961

2018-09-27 19:25:27

asdf961

2018-09-27 19:28:31

რუსი სამხედროები ნამდვილად დახოცეს, მაგრამ არა ქართველებმა, არამედ თვითონ რუსებმა და დააბრალოს ქართველებს.

მოურავი

2018-09-27 20:42:25

ეჰ საქართველოს არაფერი ეშველება ჩვენდა სამწუხაროდ. ქვეყანაში სადაც, ადამიანური, ეთიკური და კულტურული ფასეულობები გრანტებზე იყიდება, სადაც ექსპერტთა 99 პროცენტი ფინანსური სარგებლის მიხედვით აკეტებს ე.წ ანალიზს და პროგნოზს, სადაც სამოქალაქო საზოგადოებას არსებობის უფლებას უსპობენ მომავალი არ ექნება.

1234

2018-09-27 21:20:41

რას ამბობს სიმართლეს, რომ ომი საქართველომ დაიწყო? სიმართლეა? რატომ, რადგან უცხო ქვეყნის, ევროკავშირის კომისიამ თქვა 2009 წელს? ევროკავშირი ყოველთვის სიმართლეს ამბობს? ევროკავშირს არ აქვს თავისი პოლიტიკური კონიუქტურა? თუ მაკრონი და მერკელი ყოველთვის სიმართლეს ამბობენენ და მაღალი იდეალებით ხელმძღვანელობენ როცა "ძვირფას მეგობარ" პუტინთან ჭიკჭიკებენ სოჭში?

ქართველების მთავარი პრობლემა პატრონების ძებნა. ადრე კრემლს ელოდებოდნენ ინსტრუქციებისთვის და "უზენაესი" სიმართლისთვის, ეხლა ევროკავშირი გაიხადეს პატრონი და რუსთავი 2-ის მფლობელობის საქმეც კი ვერ გადაუწყვეტიათ ევროსასამართლოს გარეშე.

ევროკავშირი 2008 წელს არ აღიარებდა რუსეთის ჰიბრიდულ ომს საქართველოში, და ხდებოდა ბევრად ადრე აფხაზეთიდან მოყოლებული, და მისმა, კიდევ ერთხელ, მისმა კომისიამაც ეს პოზიცია გამოხატა. არ უღირდა საქართველო იმად. რომ ეღიარებინა, სანქციები უნდა დაეწესებინა და გერმანია და სხვა ქვეყნები მილიარდებს დაკარგავდნენ რუსეთთან ვაჭრობაში, როგორც ეხლა კარგავენ.
ყირიმის შემდეგ, ევროკავშირს მოუწია რუსეთის მიერ რეგიონში ჰიბრიდული ომების წარმოება ეღიარებინა. ბრიყვი ან ქვეყნის მტერი უნდა იყო რომ, უკვე შენ, ქართველმა, საპირისპირო ამტკიცო.
ვინც დამოუკიდებლობის მოპოვების დროს საქართველოში ცხოვრობდა და ზრდასული იყო, კარგად იცის რომ რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ აწარმოებს ჰიბრიდულ ომს მინიმუმ 1992 წლიდან. ამ ომის 2008 წლის მონაკვეთიც დაიწყო რუსების გადაცმეული დანაყოფების მიერ (ახლა რომ დასავლეთი "მწვანე კაცუნებით" მოიხსენიებს) ცხინვალის გარშემო ქართული სოფლების დაბომბვით და არა სააკაშვილის პასუხით როცა მშვიდობიანი მოსახლეობისგან დაცლილ ცხინვალში განლაგებულ რუსულ და ოს სეპარატისტებს რომლებიც ქართUლ სოფლებს მომბავდნენ საპასუხო ცეცხლი გაუხსნა.
სააკაშვილის დანაშაული არის წასაგებად განწირულ ომში ჩაბმა, და წაგების და კაპიტულაციის შედეგად ქვეყნისთვის უფრო დიდი დანაკარგების მოტანა ვიდრე რომ დაეხია და სოფლების ევაკუცია მოეხდინა. შეიძლებოდა ახალგორის რაიონი მაინც შეგვენარჩუნებინა. მაგრამ ომი დაიწყო რუსეთმა ქართულ სოფლებზე ცეცხლის გახსნით. ეს არის სიმართლე.

რაც შეეხება ზურაბიშვილს, ნათქვამია "უძაღლო ქვეყანაში ...". ზურაბიშვილი იყო დაბალი დონის ფრანგი დიპლომატი. მისი დიპლომატიური კარიერის ზენიტი იყო სააკაშვილის მიერ მისი საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშვნა. რა თქმა უნდა მაშინდელ ქართველ დიპლომატებთან შედარებით რომელთაც არც გამოცდილება და არც ცოდნა ჰქონდათ, ზურაბიშვილი "ვარსკვლავი" იყო. მისი ყველაზე დიდი ნაკლი ის არის რომ მისი ფრანგული ლიბერალიზმი ქართულ კონტექსტში ვერ ჯდება. მისი პოზიცია ქვეყანაში ემიგრაციაზე და ნარკოტიკების ლეგალიზაციაზე მიუღებელია, და საზიანო ქვეყნისთვის. ამიტომაც იყო მისი დამოუკიდებული პოლიტიკური კარიერა საქართველოში წარუმატებელი. მან წარმატებას მიაღწია მაშინ როცა სხვა ლიდერმა "დასვა" ან "გაიყვანა" - სააკაშვილმა და ივანიშვილმა. სამწუხაროდ საქართველოს კიდევ ერთხელ უწევს არჩევა ცუდსა და უარესს შორის. და უარესი ამ შემთხვევაში ნაციონალებია. ამ შემთხვევაში, ვეთანხმები ხუხაშვილს.

natali

2018-09-27 22:11:12

1234
"ზურაბიშვილი იყო დაბალი დონის ფრანგი დიპლომატი. მისი დიპლომატიური კარიერის ზენიტი იყო სააკაშვილის მიერ მისი საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშვნა."

-------------

ზურაბიშვილს ძალიან დიდ პატივს სცემენ დასავლეთის დიპლომატიურ წრეში. საუკეთესო დიპლომატად ითვლება. ეს ზუსტად ვიცი.
---------

natali

2018-09-27 22:14:30

1234
"მისი პოზიცია ქვეყანაში ემიგრაციაზე და ნარკოტიკების ლეგალიზაციაზე მიუღებელია"

------

ვისთვისაა მიუღებელი?


კარგად მოუსმინეთ რა თქვა მან? აი რა თქვა---

„საპატრიარქო არის საზოგადოების ნაწილი და წინამძღვარი, ამიტომ, ამ კუთხით, მისი აზრი უნდა გავითვალისწინოთ. ყველა კანონის საჯარო განხილვა არის საჭირო, მით უმეტეს, თუ ეს ეხება საზოგადოებას“, – განაცხადა პირველ არხთან სალომე ზურაბიშვილმა.
მისივე თქმით, ნარკოტიკების მოხმარების დეკრიმინალიზაცია აუცილებელია. თუმცა, ზურაბიშვილის მოსაზრებით, დეკრიმინალიზაციის შესახებ საზოგადოებისთვის მიწოდებული ინფორმაცია არასაკმარისია.
„მგონია, რომ აუცილებელი იყო ახალი კანონი. ის, რაც წინა რეჟიმის დროს ხდებოდა, არ არის ცივილიზებული ფორმა, როცა ციხეში სვამ და ამით ებრძვი ამ დაავადებას. საინფორმაციო კამპანია არ იყო იმ დონის, რაც უნდა ყოფილიყო. ეს არის მძიმე დაავადება და სენი ჩვენი ქვეყნისთვის, თითოეულ სოფელსა და სკოლაში უნდა გავაფრთხილოთ ჩვენი ახალგაზრდები, თუ რა საფრთხეები არსებობს“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

ესაა მიუღებელი???




ფარაონი

2018-09-28 01:31:51

აბა ჰე! დავცხოთ აბა!
-საწყალი პუტინი, ფეხის დამდგმელი აღარ ვარ საქართველოშიო და მიშამ იმდენი ქნა და ისტე გაამწარა, რომ ჯარით შემოვიდა.
-ეტყობოდა, რომ პუტინს ომის დიდი სურვილი არ ქონდა მაგრამ სააკაშვილი რომ ვინმეს გადაეკიდება, გაახარებს?
-არ მოასვენა, ხან აქედან, ხან იქედან, მერე ბატონო ჩააშხამა ოლიმპიადა, ისიც კაცია ბოლოს და ბოლოს, გაბრაზდა დაახტა ტანკს და ქე ამოყო თავი საქართველოში.
-ომი რა თქმა უნდა სააკაშვილმა დეიწყო თვარა, რუსი და ომი გაგონილა?
--უუუუხ! შე მაკვარანცხო სააკაშვილო! დეინახე ბუში, ისიც შეთვრა და ძმა ხარ ჩემიო, შენ გვერდში ვარო, ეგ გინდოდა კიდო? ის კი არ უთქვამს ისროლეო, ქეიფში ვარ შენთანო, ქეიფშიო, ბიჯოს!
-კიდო გაგიჟება გინდოდა? გაგიჟდა და დაცხო პუტინს. არა და იყო თავისთვის წყნარად პეკინში, რას აეტორღიალა ის შავი ქალი, კონდოლიზაა თუ რაისა.
-ისტე ვერც მიშას გაამტყუნებს კაცი, გადოუტრიალეს ტვინი ბარანას და ამანაც ბაც! შვლიპა თითქოს მწყერზე მიდიოდა სანადიროდ.

serapina

2018-09-28 09:24:40

"ზურაბიშვილი იყო დაბალი დონის ფრანგი დიპლომატი. მისი დიპლომატიური კარიერის ზენიტი იყო სააკაშვილის მიერ მისი საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშვნა."
---
რომელსაც ამერიკელებმა შემდგომში, ესოდენ საპასაუხისმგებლო საქმე ჩააბარეს?! (საქართველოს შემდეგ,ის რა თანამდებობაზე იყო აშშ-ში,ბიოგრაფიაში არ წერია? ).

კიდევ,საქართველოს რამდენი ყოფილი მინისტ/რი ვიცით მსგავს თანამდებობაზე...
ყოფილ პ/რეზიდენტზე არაფერს ვამბობ, რომელსაც ამერიკის დიპლომები ჰქონია და ახლა, ნიდერლანდებიდან წუწუნებს,რომ პურის ფულიც არ ააქვს?!
რატომ არ დაასაქმეს ეს "პოლიგლოტი გენიოსი" სადმე,იცის ვინმემ?

serapina

2018-09-28 09:27:28

სადღაც,ნიდერლანდების კეძო სასწავლებელში რომ რიტორიკის ლექციას ჩაუტარებს რამდენიმეს, ეს არის სულ?!

ganzieli

2018-09-28 11:22:45

ზურაბიშვილის განცხადებებმა თვალნათელი გახადა, რომ ტყუილი ჩვენი ცხოვრების შემადგენელი ნაწილია; პოლიტიკოსი, ჟურნალისტი ტყუილს ამბობენ და არავის რცხვენია; ყველამ იცის რომ შეშლილი მიშას ცხინვალში შეჭრამ დეტონატორის როლი ითამაშა ომის დაწყებაში, ეს იცის უცხოელმა ტალიავინით დაწყებული და შინაურმა ჩემით დამთავრებული, მაგრამ სრული ისტერიკაა" "ვინ დაიწყო ომი ჩვენ? ჩვენ ხომ რუსეთში არ შევჭრილვართ?" ამას ამბობს ყველა ჩემი მუსოლინის მსგავსთავიანი მელიათი დაწყებული ცხინვალში შეჭრა? "სუუ; ჩვენი საწინააღმდეგოს თქმა როგორ შეიძლება" ვართ ამ ტყუილებში! ვატყუებთ ერთმანეთს და ეს კარგი გვგონია; ის უცხოელი ალბათ გვიყურებს და ფიქრობს ახია თქვენზეო.

serapina

2018-09-28 13:37:16

Georgian politician, from 2004 to 2005 Foreign Minister[2] of Georgia and a former diplomat in the French service. Currently she is an independent MP in the Parliament of Georgia. She was the Coordinator of the Panel of Experts assisting the UN Security Council’s Iran Sanctions Committee."
გადმოვაკოპირე ვიკიპედიადან....

მეტად გამოცდილი ქართველი პოლიტიკოსი გვყავს?

ფხიზელი

2018-09-28 14:37:04


ganzieli,

სამწუხაროდ, არსებობენ სიმართლეზე აცრილი ადამიანები! - რაც არ უნდა უმტკიცო, რამდენი ფაქტიც არ უნდა დაულაგო წინ, რამდენი მოწმეც არ უნდა მოუყვანო... მაინც იტჸვის, ჩემი სჯობსო, უცილობლობს, ვითა ჯორი!
ვერ დაარწმუნებ, რომ 2+2=4!
სულ ასანთის ღერები რომ დაულაგო ცხვირწინ და სათითაოდ შეუკრიბო, მაინც გეტჸვის, - არა, ორს მივუმატოთ ორი ხუთიაო!!!
აზრი არა აქვს ამათთან კამათს.

Thoma

2018-09-28 15:24:44

სალომეს წინააღმდეგ რომ დასჭირდათ, იმიტომ დაიხვიეს ეს თემა, თორეემ რა არის აქ საკამათო და გაუგებარი?
08.08-მდე იყო იქ ომი?
არა! გაეროს ეგიდით რომ ორივე მხარეს დგას სამშვიდობო კონტინგენტი და საერთაშორისო დამკვირვებლები რომ ატარებენ მონიტორინგს, ასეთი ომი არ არსებობს!!!
აბა, რომ ისროდნენო? - იკითხავს ვინმე.
რომ ისროდნენ, ეს ნიშნავს, რომ იყო კონფლიქტური სიტუაცია. ხან ერთ ნხარეს, ხან მეორე მხარეს ვიღაც უპასუხისმგებლო ან სულაც ნასვამი რომ ტყვიამფრქვევს ააკაკანებს ან ნაღმს გამოისვრის, (რასაც დამკვირვებლები მყისიერად აღნუსხავენ)...ეს არ ნიშნავს ომს!
ომი არის, როცა ბრძოლაში მონაწილეობს რეგულარული ჯარი, მძიმე ტექნიკა და ავიაცია.
ესე იგი, როდის გადაიქცა ომად ის კონფლიქტი?
როცა სააკაშვილმა ჯარი, ტანკები, ჯავშანტექნიკა და ავიაცია მისტება ცხინვალს და დაიჭყო დაბლმბვა როგორც გრადებიდან, ისე ჰაერიდან, რასაც მოჰყვა რუსი სანშვუდობოების დახოცვა და ამის მომლიდინე რუსული 58-ე
არმიის შემოსვლა და სრულნასშტაბიანი ომი!
რა არის აქ გაუგებარი?

arichopra 2

2018-09-28 17:34:39

https://www.youtube.com/watch?v=Itk5yDxEYTk

1234

2018-09-28 18:42:19

თომას,

ამიტომ ჰქვია ჰიბრიდული ომი - "არაგულარული ომი" რომელსაც არც "ფორმალური" დასაწყისი და არც დასასრული. ფორმალურად არც სოხუმის აღებისას და ქართველების გენოციდის დროს იყო "რუსეთ - საქართველოს" ომი და რუსეთს არ შეუყვანია "ფორმაჩაცმული და დროშიანი ჯარი" საქართველოში. პირიქით რუსეთI "მომრიგებელი" იყო ველურ "აბორიგენებს" შორის რომლებიც ერთმანეთს ხოცავდნენ. 300-მა "მოხალისე ჩრდილოკავკასიელმა" დაამარცხა საქართველო და რუსეთი აფერ შუაში იყო "მოძმე მართლმადიდებლების" მასობრივ ჟლეტაში და გენოციდში. არც ყირიმი აუღია "გაშლილი დროშებით" და არც აღმოსავლეთ უკრაინაში ებრძვის მოძმე სლავ ხალხს "რეგულარული ჯარით". თავისივე "აჯანყებული ხალხი" ებრძვის უკრაინის "ფაშისტურ ხელისუფლებას", და 50 მილიოანიან ქვეყანას რომელიც ფრთოსან რაკეტებს უშვებს, 10 გაწვევა დასჭირდა ჯარში რომ ეს "აჯანყებული" თანამოქალაქეები შეეჩერებინა.
სააკაშვილი დამნაშავეა იმაში რომ ჰიბრიდულ ომში "გაშლილი დროშებით" ჩაება და ქვეყანას კიდევ ერთი კატასტროფა მოუტანა რომლის ნაწილობრივ აცილება შეიძლებოდა. ამით განსხვავდება ის შევადნაძესგან რომელმაც ის მაინც იცოდა რომ რუსეთს "გაშლილი დროშებით" არ უნდა დაპირისპირებოდა. ქუთაისის საფერშლო ტექნიკუმი ჰქონდა დამთავრებული, მაგრამ ურდოს უკეთ იცნობდა.
თუ ქალბატმა ზურაბიშვილმა არ იცის რომ საქართველო რუსეთIს ჰიბრიდული ომის მსხვერპლია, მაშინ საქართველოს უახლეს ისტორიაში გაკვეთილის ჩატარება სჭირდება. მაშინ როცა უკვე დასავლეთი, 2008 წლისგან განსხვავებით, აღიარებს რუსეთIს ჰიბრიდულ ომებს, მათ შორის საქართველოშI, რაში სჭირდება Bრჟეჟინსკის მიერ განათლებულ ქალბატონს საპირისპიროს მტკიცება და იმის კაკანი რომ ომი საქართველომ დაიწყო??? ასე რომ, ჟურნალისტებს, ჩამოართვით ინტერვიუ ქალბატონ ზურაბიშვილს - ჰკითხეთ, აღიარებს თუ არა რუსეთის ჰიბრიდულ ომს საქართველოში.

1234

2018-09-28 18:43:04

არარეგულარული ომი

Thoma

2018-09-28 20:50:15

ბოდიშს ვიხდი, რომ წინა კომენტარში ბევრი კორექტურული შეცდომა გამეპარა, რადგან ვწერდი მანქანაში, შუქნიშნებზე გაჩერების დროს...
———
1234
მოგეხსენებათ, სამაჩაბლოში კონფლიქტის დროს ჰიბრიდული ომის ცნებაც არ არსებობდა. თუმცა, გეთანხმებით, რომ შინაარსი სავსებით ჯდება იმაში, რასაც დღეს ამ ტერმინის ქვეშ გულისხმობენ.
მაგრამ თუ ვინმეს უნდა, რომ შეკითხვით - აღიარებ თუ არა რუსეთის ჰიბრიდულ ომს საქართველოში? - ტესტირება უნდა ჩაუტაროს პრეზიდენტობის კანდიდატს, მაშინ იქნებ გაგვეფართოვებინა თემატიკა და გვეკითხა, გაეროს უშიშროების საბჭოს ნებართვის გარეშე(!), ნატომ რომ ქვა ქვაზე დაადუღა სერბიაში და მართლმადიდებელ ქვეყანას რომ მუსულმანური კოსოვო ჩაუსვა შუაში და მისი დამოუკიდებლობა აღიარა, რაზეც რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებით ზღო საქართველომ, - რა დეფინიციას მოუძებნიდა ამ საქციელს?
ან, როგორ შეფასებას მისცემდა ბუშის შეჭრას ერაყში, (წინასწარ შეცნობილი ცრუ მიზეზით, თითქოს მასობრივი განადგურების იარაღი ჰქონდა სადამ ჰუსეინს), ქვეყნის ნანგრევებად ქცევას და კანონიერი პრეზიდენტის ჩამოხრჩობას?
რუსეთი რომ ჰიბრიდულ ომს აწარმოებს უკრაინაში, ცხადია, მაგრამ კანდიდატმა უნდა აგვიხსნას, რა ჰქვია “მაიდანის” 5 მილიარდით დაფინანსებას (ნულანდის აღიარებით!) და ლეგიტიმური ხელისუფლების წინააღმდეგ ინსტრუქტორების მიშველებას? - იქნებ ასეთი შემთხვევებისათვის სხვა ტერმინი მოიგონეს დასავლელმა პოლიტოლოგებმა?
მოკლედ, თუ ამ ტესტირებას წარმატებით გაივლის სალომე და, ხუხაშვილი და ლაგაზიძეც თუ თანახმა იქნებიან, ავირჩიოთ სალომე...
თუ არა და, ეგერ არიან ნაცების კანდიდატები - არც შემოწმება სჭირდებათ, არც არაფერი! :)

Thoma

2018-09-28 21:06:52

მინდა სწორად გამიგოთ: ჩემი პრინციპია, რომ მიდგომა ყველას მიმართ, იქნება ეს ქვეყანა თუ პიროვნება, ჩვენთვის სასურველი თუ საძულველი, იყოს ერთნაირი!
არ შეიძლება ზოგის საქციელი სანტიმეტრებით ვზომოთ, ზოგისა დუიმებით და ზოგის კიდევ - არშინით!

serapina

2018-09-28 21:18:20

http://reportiori.ge/inside.php?menuid=101&id=80884

1234

2018-09-28 23:27:22

თომას,
სერბეთზე სერბებმა იდარდონ, საქართველოზე ქართველებმა, განსაკუთრებით მათ ვისაც ამ ქვეყნის ლიდერობაზე პრეტენზია აქვს. ქართველებმა ჩვენი ინტერესები უნდა დავიცვათ, და ამისთვის ყველაფერი და ყველა უნდა გამოვიყენოთ. მსოფლიო პოლიტიკა ყოველთვის ბინძურია და ასე დარჩება. მე დასავლეთს არ ვიცავ. პირიქით, დასავლეთის კორუმპირებულმა პოლიტიკამაც ითამაშა როლი 2008 წლის კატასტროფაში. გერმანიამ, საფრანგეთმა და თურქეთმა კარგად იცოდნენ რას აკეთებნდნენ როცა ბუქარესტის სამიტზე უარი თქვეს საქართველოსთვის MAPI მიეცათ, და 2008 წლის შემდეგ როცა ობამამ რუსეთს სანქციების დაწესების ნაცვლად გადატვირთვა აჩუქა, ფეისბუკის და ტვიტერის აქციებით პუტინს და მედვედევს მილიარდობით ფული გაათეთრებინა, და ნავთობის მაღალი ფასებით პუტინს ჯარის მოდერნიზაციის საშუალება მისცა.

სერბეთისგან განსხვავებით ქართველებს თავისი ხალხის გენოციდი არ განუხორციელებიათ, პირიქით მოხდა. მშვიდობიანი ეთნიკური ქართველების მასობრივი ხოცვა და ეთნოწმენდა განხოციელდა რუსეთის მიერ, და არა ერთხელ. ასე რომ თუნდაც მორალური თვალსაზრისით ეს ორი საქმე ერთმანეთის ექვივალენტი არის. პუტინი ცდილობს მორალური ანალოგის გავლებას. მაგრამ, კიდევ ერთხელ, სერბები, ბერძნები, კვიპროსელები, სომხები და ასე შემდეგ თავიანთ ინტერესებს თავად დაიცავენ და იცავენ კიდეც ჩვენზე ბევრად უკეთესად, საუბედუროდ. ჩვენ ქვეყანაზე ვიდარდოთ და მისი ინტერესები დავიცვათ.

ფხიზელი

2018-09-28 23:27:24


Грузия выставила России требование

Премьер-министр Грузии Мамука Бахтадзе призвал Россию вывести войска из Южной Осетии и Абхазии.

https://news.rambler.ru/army/40915366-gruziya-vystavila-rossii-zhestkoe-trebovanie/

Thoma

2018-09-28 23:50:30

1234
ყველა თქვენს კომენტარში ებრძვით და ცდილობთ სალომე ზურაბიშვილის დისკრედიტირებას.
ეს ნიშნავს, რომ (თქვენი შესაძლებლობის ფარგლებში) გზას უხსნით ნაცების კანდიდატს!
თქვენ თუ ასე გესმით საქართველოზე ზრუნვა, ეს თქვენი პრობლემაა, მაგრამ არა ვარ დარწმუნებული, რომ ამისი დემონსტრირებისათვის “ფორ.გე” -ს აუდიტორია ყველაზე უფრო შესაფერისია!

ფარაონი

2018-09-29 04:47:34

Thoma
შენ ამბობ, რომ ქვეყანაზე რაც კი ხდება,
ყველაფერი ნაცებსა და მის მომხრეებს ეკისრებათ?
არა თომა, მაგრად ცდები, ნაცია, თუ ქოცი არის,
ყველა ქვეყნის მტერია და მოსაწველად უნდათ ხალხი.
შენ თუ ფიქრობ, რომ მე ვცდები და თუ ფიქრობ მართალი ხარ,
მაშინ ჩავთვლი შენც მოსუქდი, ნაც-ქოცივით ახ.ვა.რი ხარ.
.
შენი ციტატაა; გზას უხსნით ნაცების კანდიდატს.
აი ამ მიდგომის გამო ვართ ზანგის ტაკ.უ.ნებში და ყველაფერში დამნაშავე შენ და შენისთანები ხართ, რა ბრალდებებიც ოცნების წინააღმდეგ ისმი, ყველაფერი თუ არა, ნახევარი ხომ მართალია? მეოთხედი მაინც? ხოდა ეს მეოთხედიც საკმარისია, რომ პირველივე ხეზე ჩამოიკიდნონ, როგორც ხალხის მტრები და საქართველოს დამაქცევრები.
შენ კი კოჭებში გეტყობა, რომ ოღონდ ნაცები არა და სულს ეშმაკსაც მიჰყიდი, რატომ?
იმიტომ რომ შენმა ბელადმა ეგრე თქვა და შენ ბელადმა იცის, როგორც კი წავა ხელისუფლებიდან დედა აღარ ყავს, გაა/ტ.ყ.ავებენ.
აი სიმართლე ესაა და შენ, ქოცთა დამცველები, თანამედროვე პავლიკ მოტოზოვები, ვირის მო.ჯ.მ.ულივით მძულხართ და ფიქრშიც კი ვერ გიტანთ.
ქოცები და ნაცები ეს არის ორად გაყოფილი ფუნას გროვა, მაგრამ ჩამოსახრჩობი ნაცები კიდევ გჯობიათ ბევრ რამეში, შენ და შენნაირები, მხოლოდ პადხალიმობაში ხართ მსოფლიო ჩემპიონები, პადხალიმობაში და უვაზელინოთ ხიხო დე ხეხრიგინას, ანუ თქვენ ბელადის ტა.კ.უნებში თავით შეძრომაში მართლა ბადალი არ გყავთ.
გაფიქრებაც კი ზიზღს მგვრის, შნირის შნირი და იმის შნირი, რა დონის თე.ს.ლი იქნება.

ფარაონი

2018-09-29 04:54:22

როცა დაგჭირდათ, თურმე ნარკოტიკი ყველაფერს არჩენს, დაჟე კიბოსაც და თურმე ეხლა აღმოაჩინეთ, რომ სალომე ზურაბიშვილს ფრთებიც ამოსვლია და ეხლა ბუმბულის შემაგრებასღა უცდის, რომ ანგელოზივით აფრინდეს და ცაშიც გაინავარდოს.
ხიხოს ტყუილად არ დაარქვეს ანაკინდა, გიურზა უნდა დაერქმიათ და იმ ხოჭოს სახელი არ მახსობს მუდამ ფუნას რომ დაათრევს, სხვა საქმე არ იცის და ფუნათი იკვებება, ის უნდა დაერქმიათ, მართლა ზედგამოჭრილია მასზე.
რის ანაკონდა, რა გიურზა, რა ატამი, რის კურკა....ფუნაჭამიაა მართლა.

Thoma

2018-09-29 07:22:13

სხვა გზა არ მაქვს, ვუპასუხებ
“კომბლეს”, სადღაც უცხოდ შთენილს -
ერთ დროს ძმას და ახლა უკვე
ფარაონის ფუნად ფენილს...
.....................
ჩვენ “წინა ცხოვრებაში“ ვიცნობდით ერთმანეთს. შენ “კომბლე” იყავი. მე ვინ ვიყავი, არ გეტყვი. ნორმალური ურთიერთობა გვქონდა. ყოველ შემთხვევაში, ცუდი არაფერი გვიკადრებია ერთმანეთისთვის. შენ რომ დაიბლოკე, ერთ-ორჯერ მეც გამოვთქვი საყვედური ამის გამო (ახლა ვნანობ, რადგან რეგვენი აღმოჩნდი).
მერე მეც დავიბლოკე და შენ “ამბებში” გხედავდი...
“ფარაონად” რომ დაბრუნდი საიტზე, აღარ გამოგემცნაურე, რადგან გინებით შემოვარდი და არავითარ პატივისცემას აღარ იმსახურებ უკვე!
მაშინ არ იყავი ასე გადახრილი ნაცებისკენ და ახლა, როცა სააშკარაოზე გამოვიდა მათი ყველა სახის დანაშაული და ავკაცობა... ახლა რომ გახდება კაცი მაგათი ქომაგი, ესე იგი დიდი დეგრადაცია განიცადა!
მე კი არც მაშინ ვიყავი ნაცი და არც ახლა ვარ ქოცი. მე სულ მე ვარ .
ცირკი ის არის, რომ ამ ცოტა ხნის წინ მე და ერთმა ჩვენმა ფორუმელმა ერთმანეთი დავხოცეთ - გინდა თუ არა, ნაცი ხარო!
ახლა შენ დამესხი თავს აბსოლუტურად უმიზეზოდ და რეგვნულად - ქოცი ხარო! :)
გეტყობა, ცნობიერების დალტონიზმი დაგმართა არასწორმა ცხოვრებამ და გგონია, კაცს თუ მიშა არ უყვარს, ესე იგი ბიძინაზე გიჟდება!
ძალიან დაგბნელებია გონება და არავითარი სურვილი არა მაქვს კომენტარიც კი მედოს შენი კომენტარის მეზობლად (ისედაც არ შემოვდივარ ხშირად).
ძველი ურთიერთობის ხათრით, იმასაც არ გეტყვი, ჩემი ქოცობის დამადასტურებელი ერთი პოსტი თუ არ მოძიო სადმე, შენი ისე და ასე მეთქი!
იყავი შენთვის!

asdf961

2018-09-29 09:10:42

Thoma
სრულიად გეთანხმები მიმართვაში. მეც არც ნაცი ვარ და არც ქოცი. ბოლო საპარლამენტო არჩევნებზეც არც ერთისთვის მიმიცია ხმა და არც მეორისთვის. მაგრამ არის თითოეული ჩვენთაგანის მოვალეობა ქვეყნისა და ხალხის წინაშე, რომელსაც ყველა აღითქვამს თავისი შეგნებისდა მიხედვით. ვინც ნაცბოზბანდას მხარს უჭერს ან ზოგადი განათლება აკლია, ან კიდევ "იძულებული" არიან. მაგრამ რომ გამოდიან სოციალურ ქსელებში და ათას სიბინძურეს წერენ ზურაბიშვილზე და თუნდა ივანიშვილზე, ყოველგვარ საზღვარს სცდება. ბევრი ამბობს, "არ ვაპირებდი არჩევნებში მონაწილეობის მიღებას და რასაც ვხედავ თუ როგორ იქცევიან ნაცბოზბანდელები, უნდა წავიდე და სალომეს უნდა მივცე ხმაო!"

ქვეყანაში მიმდინარეობს ომი, რომელსაც აწარმოებს ნაცბოზბანდა და პირდაპირი მნიშვნელობით ქვეყნის დანგრევის გზას ადგანან სკამების გამო. მარიხუანას თემაც იგივე ნაცბოზბანდის მიერ აგორებული თემაა, ისევე, როგორც ბორჯომის ტყეების ხანძრები, ბაზრობების ხანძრები და მრავალი კიდევ სხვა. ეს ომი დაიწყო 2012-ში და დღემდე არ დამთავრებულა. მანამ ეს ომი არ დამთავრდება ნაცბოზბანდის დასამარებით, მანამდე არ ეშველება ქვეყანას. ვეჭვობ რომ სამოქალაქო ომი გახდება გარდაუვალი მაგათ მოსაცილებლად.

ახლა თამაშობენ პუტინის "საწინააღმდეგო" კამპანიას და სალომესაც რუსეთის აგენტს უძახიან. თვითონ ნაცბოზბანდელებმა რუსეთს ხომ მიჰყიდეს ქვეყნის 20%, სტრატეგიული ობიექტებიც იმათ გადაულოცეს, პრეზიდენტობის კანდიდატი კი კგბ-ს შტატიანი თანამშრომელი ყავთ. პიველი რუსეთუმეები ეგენი არიან, მაგრამ ბრაზდებიან, როცა მაგათ გარდა სხვა ცდილობს რუსეთთან ურთიერთობის დამყარებას.

სხვებსაც ვეუბნები და "აქაურ" ნაცბოზბანდელებსაც ვეტყვი, რომ ნაცბოზბანდას მომავალი არ უწერია, ქართველი ხალხი მაგათ გაკეთებულ "საგმირო" საქმეებს არ დაივიწყებს, გინდა საუკუნე გავიდეს. თუკი ღმერთი გაწყრებათ და ძალით ეცდებიან, ხალხიც ძალით დაუპირისპირდება.

arichopra 2

2018-09-29 09:15:03

პროვინციიდან დანახული სიმართლე - ახლა ხმა აუცილებლად მივცეთ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს! ნაციონალური მოძრაობა, "ევროპული საქართველო" და გირჩი უნდა გაერთიანდნენ. თუ ეს გაერთიანება შედგება და პრეზიდენტობის კანდიდატად დააყენებენ მურმან დუმბაძეს, აი მაშინ, მხოლოდ მაშინ გამარჯვების დიდი შანსი ექნებათ!!! )))

arichopra 2

2018-09-29 09:28:26

asdf961-ს. ..."მარიხუანას თემაც იგივე ნაცბოზბანდის მიერ აგორებული თემაა",.. ეს როგორ? დანარჩენი მეც ვიცი.

natali

2018-09-29 11:55:42

მიმაჩნია, რომ ვიღაცის გაფანატება ერთი გადახრაა, შეძულება-მეორე. მე ვფიქრობ, რომ მეორე უარესია. ვცდები???

natali

2018-09-29 12:02:50

ქრისტიანულადაც--როდესაც ვიღაცას კერპად იხდი,ამით უფალს შორდები, მაგრამ ეშმაკისგენ მაინც ჯერ შორს ხარ. ხოლო როდესაც სიძულვილით ივსები, პირდაპირ გაქვს გეზი ეშმაკისკენ და ცოტაც და ჩაეხუტები.
ამიტომაც იმ მოძღვარის მიერ ასეთი სიძულვილი სალმეს თუ ნებისმიერი ადამიანის მიმართ არ მესმის. ასეთ პიროვნებას არ შეიძლება საზოგადოების რაღაც ნაწილის დამოძღვრის უფლება მისცე,
ამიტომაც პიროვნება თავისუფალი უნდა იყოს, თავისუფლებაა ის თვისება, რომელიც პიროვნებად გტოვებს.

ხოდაა...პრეზიდენტობის რა მოგახსენოთ დააა....აი გირჩები რომ უნდ აიყვნენ შემდეგ პარლამენტში აუცილებლად, ეს ნაღდად ვიცი. ერთადერთი პოლიტიკოსი საქართველოში არის ჯაფარიძე.

serapina

2018-09-29 12:38:50

ეს, პატივცემული Thoma-ს ახალი კომენტარია(ზემოთ).
"ფარაონად” რომ დაბრუნდი საიტზე, აღარ გამოგემცნაურე, რადგან გინებით შემოვარდი და არავითარ პატივისცემას აღარ იმსახურებ უკვე!"

ხოლო ეს ადრინდელი, მარგველაშვკლზე რომ სტატია იყო,იმ კომენტარებიდან წამოვიღე... და რომლის ადრესატიც მე ვიყავი.


Thoma2018-09-09 20:47:10
ხანგრძლივი შიმშილი რომ ჰალუცინაციებს იწვევს, ეს ცნობილია, მაგრამ ვიტამინ “ყ”-ს ნაკლებობასაც თუ იგივე სიმპტომები ჰქონდა, ეს არ იყო დადასტურებული.

ეს უბრალოდ, იმის საილუსტ/რაციოდ,რომ როგორ უჭირთ ადამიანებს საკუთარ თვალში დირეს დანახვა...
...თორემ, ვინ რა ნიკით წერდა,ვფიქრობ სულაც არ არის მნიშვნელოვანი...

არც ის,ვინ ვის ეხმიანებოდა(ფირუმის ფარგლებში,თუ მის გარეთ) და ვინ ვის თვლიდა "თავისიანად"...

... უბრალოდ,ელემენტარულ ზრდილობაზეა აქ საუბარი. ...და მარტო იმაზე,რა იოლია ვიღაცას რაღაც იარლიყი მიაკრა(ან აგეწვას ენა უადგილო ადგილზე).

მე,ჩემი თავი უშეცდომო არ მგონია.
...და თუ ვინმეს,მართლაც (რაც მერე უკეთ გამოჩნდა) სწორად არ მივმართე, ვწუხვარ და ბოდიშს ვუხდი(ფარაონს ვგულისხმობ).

...იმიტომ რომ, მიუხედავად ჩვენი პოლიტიკური შეცედულებების,არის რაღაც ბევრად უფრო მნიშვნელოვანი და პატივსაცემი ადამიანში!

...ოღონდ,უზრდელობა და რეგვნობა,ზემოთაღნიშნული ადამიანური პ/რობლემატიკისაგან,მკვეთრად განსხვავდება. ეს უკანასკნელი ჩვენგან დამოუკიდებლად ხდება...
(მე არ ვიცი,ვის რა შერმთხვევა ცხოვრებაში).
ხოლო,რეგვნობა და უზრდელობა ჩვენი, ნებაყოფილებითი არჩევანი.

...და ვინც არ უნდა იყოს ასეთი ადამიანი,მე პირადად მსგავის პატივისცემა(რაღაცის გათვალისწინება),წარმოუდგენლად მიმაჩნია.

არც პოლემიკის დრო მაქვს,არც სურვილი(შესაბამისად,არც ვუპასუხებ რამეს) უბრალოდ,ხანდახან დავფიქრდეთ რატომ ვითხოვთ სხვისგან,თუნდაც ელემენტარულ პატივისცემას, როცა ჩვენ თავად ამის უნარი,თუნდაც საწყის დონეზე არ შეგვწევს?

serapina

2018-09-29 12:41:30

შესწორება:
მე არ ვიცი,ვის რა შეემთხვევა ცხოვრებაში).
ხოლო,რეგვნობა და უზრდელობა ჩვენი, ნებაყოფილებითი არჩევანია!

ფარაონი

2018-09-29 13:11:29

ჩემთვის ფრაზა„„ზურაბიშვილის ძაგება ძალაუნებურად ნაცების წისქვილს ასხავს წყალს““ ნიშნავს ქოცების მეხოტბეს, ოღონდ ნაცი არა და ვინც გინდა იყოს, „„არიქა მგელი მოდისო““ ზუსტად ამან დაღუპა ქვეყანა და თუ ესე გაგრძელდა, კიდევ უარესად დაღუპავს.
-„დეპუტანკკები“ ზიან თბილ ადგილებზე და ერთი ადგილის ფხანის მეტს არაფერს აკეთებენ, სულგაყიდულები! რასაც ეტყვის მამა მარჩენალი, მათთვის ეს მესიის მოწოდებაზე მეტია.
- ხოლო მათი მხარდამჭერები, ან ანგარებით მოქმედებენ, ან გონებრივად მეტს ვერ ქაჩავენ, უფრო პირველი, რაც იმაზე გაცილებით უფრო მეტ ზიზღს იწვევს, ვიდრე მეორე, მეორე სულ მცირე სიბრალულს მაინც იმსახურებს.
-რაც შეეხება შეურაცყოფას, ვაღიარებ გადავამლაშე, მაგრამ ნერვები! ამათ ხელში ნერვი აღარ მაქვს, არც მე და არც ბევრ ჩემისთანას, არაკორექტულად გავილანძღე თუმცა მაინც ვთვლი, რომ მართალი ვარ.
-ხოლო იმის თქმა„ერთი ორჯერ სიტყვა შეგაწიეო“ ჰმ! თუ მაგდენი არ გესმით, რომ მე კი არ შემაწიეთ, უსამართლობას წინააღმდეგ შეაწიეთ, დანარჩენის ახსნას უკვე აზრი არა აქვს. მითუმეტეს თავადაც გიგრძვნიათ დაბლოკისგან მიღებული უსამართლობის განცდა.
-თორემ მე რა?!! ფორ.გეს გარეშეც მიცხოვრია და არც მათ გარეშე მოვკვდები, დღესაც ვიტ.ყ,ვი მის პატრონის მისამართით,
---- ----- --ფორ.გეს ადმინისტრაცია არის, სულ მცირე ფულზე სულგაყიდული!!! ------------ ------
ფაქტებით დავადასტურებ და დარწმუნებული ვარ, რომ თუ გადავუხდი!!! „ფასს გააჩნია“ მზად არიან ზევით ნახსენები ფუნა, ოღონს ბიძინას ბოსტანში მოყვანილი მწვანილით შეზავებული, დანა ჩანგლით გემრიელად შესანსლონ.

Thoma

2018-09-29 16:16:23

ასდფ961
ცხადია, ადამიანი თუ დღეს ისევ ნაცების მხარდამჭერია, იმას ან გონება აქვს გაჩერებული და ვერ აანალიზებს მათი სიავკაცის უკვე გამომზეურებულ ამდენ ფაქტს, ან ზნეობა აქვს მიძინებული და ეს ფაქტები მასში პროტესტს არ იწვევს.
&
სერაპინა
ხომ ხედავ, რომ შეგნებულად არ გახსენე, რადგან ვიცავ ჩვენს შეთანხმებას- არ შევეხოთ ერთმანეთსო?
ისევ რომ გამოვარდი და ჩემს ციტატას აფრიალებ, რატომ საკუთარი ტირადა არ დადევი, რის პასუხადაც ეს ფრაზა მიიღე?
თემის შესაბამისად გაკეთებული სრულიად უწყინარი, ღიმილნარევი (როგორც იტყვიან) ფრაზის - მარგველაშვილს უნდა შეუნარჩუნონ დაცვა, ჩხირები არავინ გამოუძროს საქსოვიდან მეთქი... იმხელა შხამიანი აბზაცი რომ დამაფრქვიე, როგორც “უმადურ ნაცს”, რაიმეთი ხომ უნდა ამეხსნა ასეთი ჰალუცინაცია? :) ავხსენი უტრირებული ფროიდით. რატომ გიკვირს?
შენ რომ ისევ გააგრძელე ჩემზე შეტევა - გინდა თუ არა, ნაცი და მიშისტი ხარო... ესეც იმ პრობლემის ნაწილია:)
ასე რომ არასწორია ანალოგია : მე კი არ დაგესხი თავს და მოგაყენე შეურაცხყოფა, არამედ შენ და ფარაონი მოიქეცით ერთნაირად: დამესხით თავს, ერთი როგორც ნაცს მეორე - როგორც ქოცს! (ისე, ჯერ ერთმანეთში რომ გაგერკვიათ, არა?:))
&
ფარაონი
ცდები: მე შენ დაგიჭირე მხარი, როგორც თანაფორუმელს, თორემ სულაც არ ვიცოდი, იყო თუ არა უსამართლიბა შენი დაბლოკვა!
შენი პოსტის ფინალით თუ ვიმსჯელებთ, სამართლიანი იქნება ახლაც რომ დაგბლოკონ! :)
რაც შეეხება ჩემს დაბლოკვას, ცხადია სასიამოვნო არ იყო, მაგრამ არ დავბოღმილვარ საიტის ხელმძღვანელობაზე და არც ლანძღვა-გინება მიკადრებია, რადგან მე ხომ არ ვიცი, რა ხდება საიტის სამზარეულოში და რა გადაწყვეტილების მიღება რატომ უწევთ?
ავიღე სხვა ნიკი და დავბრუნდი, რადგან მიყვარს აქაურიბა, მიყვარან ეს ადამიანები... მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის შეძლება არ გვქონდეს ტკბილი ურთიერთობა:)
როგორადაც შენ ამ საიტის ხელმძღვანელობას ახასიათებ, ასეთები რომ იყვნენ, “პრესა. გე”-ს არ წაართმევდნენ და იქნებოდნენ დინებას აყოლილი ბედნიერად და უზრუნველად, როგორც ფულზე გაყიდულებს შეეფერებათ!
მე რომ ასეთად ვთვლიდე ამ საიტს, არც შემოვიხედავდი აქ , როგორც არ შევდივარ ზოგიერთ საიტზე, მიშისტურ კლოაკად რომ არის ქცეული.
ყველამ თავისი ადგილი უნდა იცოდეს.

ფარაონი

2018-09-29 16:36:32

შენ კიდევ ვერ გაიგე, დიდი განსხვავება აქვს ნიკით დაბლოკვას და ვიფით დაბლოკვას.
სანამ მისამართი და ვიფი არ შევიცვალე, წლების მანძილზე, ამ საიტზე მოხვედრა ჩემთვის შეუძლებელი იყო, დაწერეს კიდეც, შემთხვევით დავბლოკეთ, საჭიროა საიტის ხელმეორედ გადატვირთვა, თუ გადმოტვირთვა და ეს კი დიდ თანხებთან არის დაკავშირებულიო, დავიჯორო მართლა?
მართლა შემთხვევით იყო და მილიონები ჯდებოდა. აბა რის საიტია, თუ სხვა ხელებს აფათურებს მის მაცივარში?

serapina

2018-09-29 18:30:51


serapina2018-09-09 17:49:56
ივანიშვილისადმი უმადურობა,კიდევ არაფერი...
აი, მარგველაშვილის მადლიერი მაინც რატომ არ ხართ,ეს მოტივტივე მიშარასტები?!

მაიცათ,მიშას ხელის ბიჭი რომ იყო,მიხეილ თავხელიძე(ნათია კობერიძის გულის გამხარებელი აღარა ვარო, ბოლოს წერდა)...ის
და მარგველაშვილი რომ ერთად ჟღურტულებდნენ(ვითომ ოპონენტობდნენ) მაესტ/როს სტუდიაში(თეა სიჭინავასთან) გახსოვთ?
ჰოდა,მაქედან იწყება თქვენი, მიშა დორბლიანის და მარგოს "ხელი ხელს ბანის" ამბები,როგორც მინიმუმ...
...და მადლიერი მაინც იყავით!
თქვენ კი გინდათ, ხალხმა არაფერი იცოდეს მაგრამ...
თბილისში,არაფერი იმალება!

Thoma2018-09-09 20:47:10
ხანგრძლივი შიმშილი რომ ჰალუცინაციებს იწვევს, ეს ცნობილია, მაგრამ ვიტამინ “ყ”-ს ნაკლებობასაც თუ იგივე სიმპტომები ჰქონდა, ეს არ იყო დადასტურებული.

Thoma

2018-09-29 19:52:12

სერაპინა
:)))
ჰოო... ახლა პატიოსნად იქცევი:)
ახლა გასაგები იქნება უცხოსათვის, რომელ დაუმსახურებელ შეურაცხყოფას მოჰყვა ის მოკლე პასუხი.

asdf961

2018-09-29 20:54:20

arichopra 2
ნინია კაკაბაძეს ხმა ვინ მისცა საზმაუს საბჭოში ასარჩევად?
საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის დროს ვისაც არ აწყობდა კანაფის თემა, ეს არის ქოცები.
ბიძინას მენტალობიდან გამომდინარე შეუძლებელია ის ნარკოპოლიტიკის მხარდამჭერი იყოს. ისმის კითხვა, სად არის ბიძინა? რატომ არ აკეთებს კომენტარს? როგორც ჩანს ის თითქმის, ან ალბათ შინაპატიმრობაშია და ამ თემაზე ლაპარაკის უფლება არა აქვს. ბოლოს: სოროსის ლეკვები, სოროსის ლეკვები! ძაან მოწამლული სისხლი აქვთ და ისინი ყველგან მოდებული არიან, დაჟე პარლამენტშიც კი.

asdf961

2018-09-29 20:56:06

asdf961

2018-09-29 21:00:00

arichopra 2
ეს არის იმ თემის გაგრძელება, "შეიძლება ოცნებამ საპრეზიდენტო კანდიდატი არც კი დააყენოს"! მაშინ ხომ უფრო მეტი დემოკრატიული იქნებოდა საქართველო?!

asdf961

2018-09-29 23:40:32

https://www.facebook.com/lasha.amire/videos/2349565555070075/

რეგისტრაცი?/p>

დახურვ?/span>
სახელი:

პაროლი:

გაიმეორე?პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80