საქართველოში რუსულ ხორბალს თანდათან ყაზახური ჩაანაცვლებს
ეკონომიკა

საქართველოში რუსულ ხორბალს თანდათან ყაზახური ჩაანაცვლებს

საქართველოში რუსულ ხორბალს თანდათან ყაზახური ჩაანაცვლებს
ბექა დანელია

2018-09-27 21:00:37

საქართველომ რუსული ხორბლის ყაზახურით ჩანაცვლება დაიწყო. საქმე ისაა, რომ ჩვენგან ჩრდილოეთით მარცვლეული განუხრელად ძვირდება. მოსავალი მცირეა, ხოლო ფასი არაპროგნოზირებადი. საქართველოს კი ჰაერივით სჭირდება იაფი ნედლეული, რადგა პური გაძვირების ზღვარზეა.

ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი ლევან სილაგავა ადასტურებს, რომ საქართველოში სარკინიგზო ტრანსპორტით უკვე შემოსულია რამდენიმე ათასი ტონა ყაზახური ხორბალი. იმის გამო, რომ წელს რუსეთში ხორბლის მცირე მოსავალი მოვიდა, რამაც მისი 12-19%-ით გაძვირება გამოიწვია, ყაზახური ხორბალი რუსულთან შედარებით კონკურენტუნარიანი გახადა.

„გადავერთეთ ყაზახეთზე, იქ წელს შედარებით უკეთესი მოსავალი მოვიდა. სარკინიგზო გზით საქართველოში უკვე რამდენიმე ათასი ტონა ხორბალი შემოვიდა. რუსული ხორბლის რა ნაწილს ჩაანაცვლებს ყაზახური ხორბალი ჯერჯერობით უცნობია, რადგან ჯერ მხოლოდ პირველი პარტიები შემოვიდა, თუმცა ფასიდან გამომდინარე ის საკმაოდ კონკურენტუნარია. საზღვარზე 1 ტონა რუსული ხორბლის ფასი 220-225 დოლარია, ანალოგიურ ნიშნულზეა ყაზახური ხორბლის ფასიც. ეს ერთგვარად კარგიცაა, რადგან ხორბლის იმპორტი საქართველოში დივერსიფიცირებული იქნება. აღსანიშნავია, რომ შარშან რუსლი ხორბლის ფასი 185-200 დოლარის ფარგლებში მერყეობდა“, - განუცხადა „ბიზნეს მედიას“ ლევან სილაგავამ.

წელს რუსეთში 107-108 მილიონ ტონა მარცვლეულს ელიან, აქედან 68-69 მილიონი ტონა ხორბალი იქნება. შარშინ კი მარცვლეულის მოსავალამა 130 მილიონი ტონა შეადგინა, საიდანაც 80 მილიონი ტონა ხორბალი იყო.

რუსეთი შარშან ნომერ პირველი ექსპორტიორი იყო მსოფლიოში, მან 44 მილიონი ტონა მარცვლეულის ექსპორტი განახორციელა, წელს კი 30 მილიონზე მეტს არ გაიტანს, მათ შორის ხორბალი 25 მილიონი ტონა იქნება.

არა მარტო რუსეთში, მოსავლი მხრივ პრობლემებია სხვა ქვეყნებშიც. კანადაში მოსავალი 3 წლის მინიმუმზეა, ავსტრალიაში 30%-იანი კლებაა, არგენტინამ საერთოდ რეგულაცია დააწესა, რომ საექსპორტო ბაზრებზე მინიმალურად გაიტანს ხორბალს, გერმანიამ 640 მლნ ევრო გამოუყო ფერმერებს ზარალის ანაზღაურების მიზნით, იმდენად ცუდი მოსავალი იყო. უკრაინაში სახელმწიფომ ექსპორტიორებთან მემორანდუმი გააფორმა, რომ ფიქსირებულ რაოდენობაზე მეტი არ გაეტანათ. რუსეთში კი ელოდებიან, რომ ურალსა და ციმბირში ამინდის გამო შეიძლება, ხორბლის გარკვეული ნაწილის აღება ვერც მოხერხდეს. ერთადერთი ამერიკაა, რომელსაც კარგი მოსავალი აქვს.

საქართველოში ბოლო 2 თვის განმავლობაში ფქვილის ფასმა თითქმის 10 ლარით მოიმატა. იმპორტიორების ინფორმაციით, სანამ საერთაშორისო ბაზარზე არსებული ვითარება არ შეიცვლება, ხორბლისა და ფქვილის ფასის დაწევა რეალურად შეუძლებელია. მასზე უარყოფითად მოქმედებს ლარის კურსიც, რაც ამ პროდუქტის გაძვირებისათვის დამატებითი ფაქტორია.

ერთადერთი დადებითი ფაქტორია ის, რომ ხორბლის ავტოსატრანსპორტო გადაზიდვებთან დაკავშირებით შეზღუდვა 1 წლით გადავადდა. გადამზიდავების მხრიდან რეგულაციებთან დაკავშირებით უკმაყოფილება იმდენად დიდი იყო, რომ ფინანსთა მინისტრმა უკან დაიხია.

საქართველო წელიწადში 600-700 ათას ტონა სასურსათო ხორბალს მოიხმარს, საიდანაც 10% ქართული ხორბალია, დანარჩენი კი დღემდე რუსეთიდან შემოდიოდა. აქამდე ყაზახური და უკრაინული ხორბლის წილი ძალიან მცირე იყო.

ნანახი?- 604

arichopra 2

2018-09-28 11:40:06

აგერ თითონ ამბობთ ჩვენს სტრატეგიულ მოკავშირე აშშ-ს ხორბლის კარგი მოსავალი აქვსო! ხომ ამბობთ! ამერიკული ხორბალი ნატურით -800 და მეტი, პროტეინის შემცველობით 15-16 მდე, წებოგვარას ხარისხით 70-80, დამუშავების ხარისხით მნიშვნელოვნად აღემატება რუსულ და უკრაინულ ხორბალს. ვერ გავიგე რატომ იქმნება ეს არარსებული პრობლემები?! აშშ გამოგვიყოფს (სტრატეგიული მოკავშირეა!!!!, ხომ არის??)))) მიზნობრივ დაბალპროცენტიან 2-3% საესხს. ამ სესხით მოხდება იქაური ხორბლის შეძენა, შემოვა პორტებში ტანკერებით 10-20 -50 ათასი ტონა. აშშ ფაქტიურად საკუთარ ფერმერებს დააფინანსებს, რუსეთსაც დაულპობს ჩვენ წილ 600-700 ათას ტონა ხორბალს! დაცლაც ადვილია (ჩაიტვირთება პირდაპირ ელევატორში და ვაგონებში) და მოვლა პატრონობაც. რა ხდება, რაშია საქმე????????????????????????????????????? არ გვაძლევენ ან ხორბალს ან ფულს? ჩვენ ასევე შეგვიძლია ეს ხორბალი გავყიდოთ სომხეთზე და ალბათ აზერბაიჯანზეც, და მივიღოთ მოგება! რა არის, რავა ყოლისფერი მე უნდა გასწავლოთ!

arichopra 2

2018-09-28 11:51:06

აგერ ბათუმში, ფოთში, თბილისში, კაჭრეთში რომ იქნება საუკეთესო ხარისხის ხორბალი გასაყიდი ვინ, რომელი გიჟი იხრიგინებს ფურებით რუსეთიდან ხორბლის შესასყიდად?! ვაა?!!!

რეგისტრაცი?/p>

დახურვ?/span>
სახელი:

პაროლი:

გაიმეორე?პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80